четверг,   30 October 2014 10:53
  • Georgian
  • English
  • Russian
აშშ–ის სახელმწიფო
დეპარტამენტის
ანგარიშები
საქართველოს
ადამიანის უფლებათა
ცენტრის ანგარიში
საქართველოს
სახალხო დამცველის
მოხსენება
საქართველოს პოლტიკური
პატიმრების სია
Версия для печати Отправить на e-mail

აშშ-ის მოხსენება საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2009

  untitled-3.jpg

 

საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციით გათვალისწინებულია აღმასრულებელი შტოს ანგარიშვალდებულება პრეზიდენტის, ერთპალატიანი პალამენტის და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის წინაშე. ქვეყნის მოსახლეობა დაახლოებით 4.6 მილიონს შეადგენს. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის იანვრის არჩევნებში ხელახლა იქნა არჩეული. საერთაშორისო დამკვირვებლებმა მიიჩნიეს, რომ   არჩევნები აკმაყოფილებდა ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) დემოკრატიული არჩევნების მიერ გათვალისწინებული ვალდებულებების დიდ ნაწილს. თუმცა ეუთომ აგრეთვე აღნიშნა მნიშვნელოვანი პრობლემები, როგორიცაა ადამიანის დაშინებისა და ზეწოლის ფაქტები, ხმების დათვლის, პრეტენზიებისა და საჩივრების განხილვის პროცესის დარღვევებით წარმართვა. იგივე, და სხვა პრობლემები განმეორდა 2008 წლის მაისის საპარლამენტო არჩევნების დროსაც, რომლებიც საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნის მიხედვით უთანასწორო პირობებში ჩატარდა  და სრულად არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს. სამოქალაქო ხელისუფლება ზოგადად ეფექტურად აკონტროლებდა სამართალდამცავ ძალებს.

საანგარიშო წლის მანძილზე დაფიქსირებულ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს შორის აღსანიშნავია მინიმუმ ერთი ადამიანის სიკვდილი, რომელიც სავარაუდოდ გამოწვეული იყო სამართალდამცავების მიერ უფლებამოსილების გადამეტებით, აგრეთვე პოლიტიკური მოტივით ადამიანის გატაცებისა და მათზე თავდასხმის  ფაქტები, ცუდი პირობები ციხეში, პატიმრების, მათ შორის არასრულწლოვანების, მიმართ გამოყენებული ძალადობა, თვითნებური თავისუფლების აღკვეთა და დაკავება, პოლიტიკური სარჩულით დაპატიმრება, დემონსტრაციების დაშლისას გადამეტებული ძალის გამოყენება, ქონების მფლობელებზე პოლიტიკური მოტივით ზეწოლა,  საპროცესო  ნორმების ნაკლოვანებები, მთავრობის ზეწოლა სასამართლო ორგანოებზე, მაღალჩინოსანთა შორის კორუფცია მთავრობაში.  
სიტყვისა და პრესის თავისუფლება შესუსტდა, და იყო შემთხვევები, როდესაც მთავრობა ჩაერია შეკრებისა და გაერთიანების უფლებაში.  მიუხედავად იმისა, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციის სამთვიანი საპროტესტო გამოსვლები მშვიდობიან ხასიათს ატარებდა, აღინიშნებოდა აშკარა უთანასწორობა -  პროტესტთან დაკავშირებული ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების გამოძიება ხდებოდა ოპერატიულად და სწრაფად, რასაც ვერ ვიტყვით არასაპარლამენტო ოპოზიციის აქტივისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულებების გამოძიებაზე. იყო შემთხვევები რელიგიის თავისუფლების შეზღუდვისა და აგრეთვე ნაკლები პროგრესი შეიმჩნეოდა ისეთი რელიგიური პრობლემების გადაწყვეტაში, როგორიცაა საკამათო ეკლესიების მფლობელობის განსაზღვრა და არა-ქართული ორთოდოქსული რელიგიების უთანასწორო უფლებრივ მდგომარეობაში ჩაყენება. აგრეთვე აღინიშნებოდა ქალებისა და ბავშვების მიმართ ძალადობის ფაქტები, ადამიანებით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), საზოგადოებრივი დისკრიმინაცია ადამიანის სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე. 

ადამიანის უფლებების კუთხით მნიშვნელოვან მიღწევებს მიეკუთვნება შეცვლილი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დამტკიცება, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან სასამართლო პროცესებს და თბილისში შეზღუდული სახით ნაფიც მსაჯულთა სისტემის შემოღებას; საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა, რომელიც ითვალისწინებს პირველად, თბილისის მერის პირდაპირი არჩევნების ჩატარებას. 


დე ფაქტო ხელისუფლება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში, სადაც რამოდენიმე ათასიანი რუსეთის საოკუპაციო ჯარია, ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის მიღმა დარჩა. 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა ოფიციალურად აღიარა ორივე ტერიტორიის დამოუკიდებლობა. რუსეთსა და დე ფაქტო ხელისუფლებებს შორის "ორმხრივი" მოლაპარაკების მიხედვით, რუსეთის მესაზღვრეებმა დაიწყეს ამ ორი რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრების გაკონტროლება მაისში, რითაც შეიზღუდა ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილება. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში დარჩა როგორც აფხაზეთში, ისე სამხრეთ ოსეთში, თუმცა ძალადობის შემთხვევებს ორივე ტერიტორიაზე ჰქონდა ადგილი. სიცოცხლის ხელყოფა, გატაცება და თვითნებური თავისუფლების აღკვეთა და დაკავება კვლავ სერიოზულ პრობლემებად რჩება. წინამდებარე ანგარიშში მოცემულ ციფრებში და სხვა სტატისტიკაში არ შედის  სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონების მონაცემები, თუ კონკრეტულ მონაცემთან დაკავშირებით საწინააღმდეგო მითითება არ არის მოცემული. 

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება განაგრძობდა უფლებების შეზღუდვას, უპირველეს ყოვლისა ეს ეხებოდა ეთნიკური  ქართველების  ხმის მიცემის, პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის უფლებას და ისეთი ძირითადი უფლებების გამოყენებას, როგორიც არის საკუთრების ფლობა, საქმიანობის რეგისტრაცია და მგზავრობის ნებართვა. ეთნიკური ქართველები აგრეთვე განიცდიდნენ აფხაზი და რუსი ძალების მიერ შევიწროებას, მათ აიძულებდნენ აფხაზურ "ჯარში"  მსახურებას, არ გააჩნდათ ძირითადი ინფრასტრუქტურის შესანარჩუნებლად საკმარისი დაფინანსება, იზღუდებოდა გალის რაიონის სკოლებში ქართული ენის გამოყენება. 


2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ შეიმუშავა პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც კონფლიქტის დროს და მის მერე გაძევებულ ეთნიკურ ქართველებს არ ეძლეოდათ სამხრეთ ოსეთში დაბრუნების ნებართვა თუ ისინი უარს არ იტყოდნენ საქართველოს მოქალაქეობაზე და არ მიიღებდნენ "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის" მოქალაქეობას; პრაქტიკულად, ეს უმთავრესად ნიშნავდა  რუსული პასპორტის მიღებას. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის გარდა, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს არ ჰქონდათ რეგულარულად იქ ჩასვლის შესაძლებლობა რათა შეეფასებინათ ადგილობრივი  მოსახლეობის მდგომარეობა ან გაეწიათ ჰუმანიტარული დახმარება.  ადამიანის უფლებების დაცვა ნაწილი 1.  პიროვნების ხელშეუხებლობის უფლება:

ა. დაცვა სიცოცხლის თვითნებური და უკანონო ხელყოფისაგან 


საქართველოს მთავრობა და დე ფაქტო ხელისუფლებები ერთმანეთს ადანაშაულებდნენ თავდასხმაში, რასაც შედეგად მოჰყვა  ადამიანების სიცოცხლის თვითნებური და უკანონო ხელყოფა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონებში მიმდინარე წლის განმავლობაში. როგორც ქართველი, ისევე რუსი ოფიციალური პირები, მიმართავდნენ ამ ტიპის ურთიერთბრალდებებს. (იხ. ნაწილი 1.ზ).  


2008 წლის მაისში საპატრულო პოლიციის ოფიცრები, ვახტანგ აბუაშვილი და ლევან ჯანიკაშვილი დაედევნენ ავტომობილს, რომელიც გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა თბილისში. ავტომობილის მძღოლმა, გიორგი გამცემლიძემ, მანქანა გააჩერა, გადმოვიდა და გაიქცა. აბუაშვილმა მას იარაღი ესროლა და მოკლა. მისი განცხადებით, მას ეგონა, რომ გამცემლიძე, რომელსაც სინამდვილეში იარაღი არ ჰქონდა, შეიარაღებული იყო. ამ შემთხვევის მოწმეებმა დააფიქსირეს, რომ  აბუაშვილმა არ გააკეთა შესაბამისი სიტყვიერი გაფრთხილება გასროლამდე. 16 იანვარს, სასამართლომ ბრალი დასდო აბუაშვილს და ოთხი წლით პატიმრობა მიუსაჯა სიცოცხლის ხელყოფისთვის, რაც მის დაუდევრობის შედეგი იყო.  სახალხო დამცველის აპარატში გაკეთდა განცხადება იმის თაობაზე, რომ გამოძიება არასათანადოდ წარიმართა და რომ აბუაშვილი უნდა მიეცათ სისხლის სამართლის პასუხისგებაში განზრახ მკვლელობის მუხლით. 


2008 წლის აგვისტოში, შეიარაღებული ძალების წევრი როინ შავაძე, წავიდა სამსახურში ხელვაჩაურის სამხედრო ბაზაზე. მოგვიანებით მის მეუღლეს დაურეკეს და შეატყობინეს, რომ იგი არ გამოცხადებულა სამსახურში და რომ დაინახეს თუ როგორ ჩასვეს ის მანქანაში ძალით. მეუღლე დაუკავშირდა ადგილობრივ პოლიციას. საღამოს, მან ისევ მიიღო სატელეოფონო ზარი, რომლის შემდეგაც წავიდა  სასწრაფოში, სადაც მან მისი მეუღლე გარდაცვლილი იხილა.  მას სხეულზე მრავალი დაზიანება და ნატყვიარი აჩნდა. ქობულეთის რაიონული პოლიციის ინსპექტორის, მამუკა თხილიაშვილის განცხადებით, შავაძის გვამი იპოვეს ქობულეთი-კაკუთის გზატკეცილზე. აჭარის პროკურორმა, ვასილ როინიშვილმა შავაძის ქვრივს აცნობა, რომ მისი მეუღლე გარდაიცვალა პოლიციელის გასროლის შედეგად, როდესაც იგი ცდილობდა მიმალვას იმ ადგილიდან, სადაც  ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ინციდენტი მოხდა. როდესაც შავაძის ქვრივმა განაცხადა, რომ იგი ჩაეძიებოდა მისი მეუღლის გარდაცვალების საქმეს, როგორც ამბობენ,  პროკურორი მას დაემუქრა.  ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციების გადმოცემით, შავაძის მეუღლე არ სცნეს "დაზარალებულად"; მხოლოდ დაზარალებულის სტატუსის მქონეს ან მის სამართალმემკვიდრეს აქვს უფლება მოითხოვოს ინფორმაცია და შეიტანოს სარჩელი სასამართლოში. იუსტიციის სამინისტრო არ ეთანხმება შავაძის ქვრივის განცხადებას და თვით აცხადებს, რომ გამოძიების მსვლელობისას სასამართლომ მას მიანიჭა სპეციალური დაცვის ზომების მიღების შესაძლებლობა. იუსტიციის სამინისტროს თანახმად, 2008 წლის აგვისტოში სისხლის სამართლის საქმე გადეცა აჭარის პროკურატურის საგამომძიებლო განყოფილებას და წლის ბოლოს გამოძიება კვლავ მიმდინარეობდა. 


2006 წელს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება იმის დასადგენად, თუ რამდენად კანონიერი იყო სამართალდამცავების მოქმედება თბილისის #5 საპყრობილეში მომხდარი ამბოხების დროს, როდესაც შვიდი პატიმარი იქნა მოკლული და   22  დაშავებული. ინციდენტის დროს დაიჭრა 2 სპეცრაზმელი. გენერალური პროკურატურის მიერ სახალხო დამცველის აპარატისთვის მიწოდებული  ინფორმაციით, ინციდენტის გამოძიება  წლის ბოლოსაც მიმდინარეობდა. 2008 წელს თბილისის N#N5 საპყრობილის შენობა დაანგრიეს. 

2007 წელს ხელისუფლებამ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადასცა სისხლის სამართლის საქმე 2006 წელს ვარლამ ფხაკაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რომელიც სავარაუდოდ იყო ნაცემი და მოკლული პოლიციის მიერ, ყაჩაღობის ფაქტის გამოძიების დროს.  სასამართლომ მკვლელობაში და სამსახურეობრივ დაუდევრობაში დამნაშავედ სცნო პოლიციის ოფიცერი ივანე კუპატაძე და ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ განაჩენი გამოუტანა აგრეთვე სამ სხვა ოფიცერს, რომლებიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ.   დავით მინაშვილს ბრალი დაედო სამსახურებრივ დაუდევრობაში. მას მიესაჯა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა და დაეკისრა ჯარიმა 2,000 ლარის (დაახლოებით 1180 აშშ დოლარის) ოდენობით.  დანარჩენ ოფიცრებს, ავალო გაბრიჩიძეს და კახა ბუნიას მიუსაჯეს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა და იმავე ოდენობის ჯარიმა. მას შემდეგ, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა სასამართლოს განაჩენი, მინაშვილის ადვოკატმა და დაზარალებულმა გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს. 2008 წელს უზენაესმა სასამართლომ არ განიხილა აპელაცია. 2008 წლის აგვისტოში, # 2 საპყრობილეში სასჯელის მოხდისას, მინაშვილმა თვითმკვლელობა ჩაიდინა. თვითმკვლელობის საქმის გამოძიება წლის ბოლომდე არ დასრულებულა.
ყოფილმა პოლიციის ოფიცერმა როლანდ მინაძემ აპელაციაზე შეიტანა მის დაუსწრებლად მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილება მისი დამნაშავედ ცნობის შესახებ. საქმე ეხებოდა ხვიჩა კვირიკაშვილის ცემის ფაქტთან დაკავშირებულ მტკიცებულებების გაყალბებას, უფლებამოსილების გადაჭარბებას და ეჭვმიტანილის უკანონოდ გათავისუფლებას. თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება 2008 წლის სექტემბერში. 27 მისს, უზენაესმა სასამართლომ უარი განაცხადა საქმის შემდგომ განხილვაზე. 


სისხლის სამართლის საქმე აკაკი ბართაიას, კახაბერ აზარიაშვილის და გიორგი ქურდაძის წინააღმდეგ, რომლებსაც ბრალად ედებოდათ 2004 წელს მომხდარი ამირან რობაქიძის მკვლელობის საქმეში მტკიცებულებების გაყალბება, წლის ბოლოს კვლავაც მიმდინარეობდა. 1 დეკემბერს, პარლამენტმა არ მიიღო წინადადება პოლიციის მიერ ჩადენილი დანაშაულის მიჩქმალვის გამოსაძიებლად საპარლამენტო კომისიის შექმნის თაობაზე.


წლის განმავლობაში, ნაღმის აფეთქების შედეგად დაიღუპა ოთხი და დაშავდა 25 ადამიანი და დაფიქსირდა აუფეთქებელი საარტილერიო ჭურვის არსებობა. მრავალი ინციდენტი უკავშირდებოდა საბჭოთა ეპოქის ძველ ასაფეთქებელ მასალებს. მწირი ინფორმაციის არსებობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის შესახებ  ართულებს ამ რეგიონებში მომხდარი ინციდენტების ფაქტების დადასტურებას. ზოგ შემთხვევაში მედია საშუალებები დაღუპვის ფაქტებს უკავშირებდნენ ნაღმის აფეთქებას, ექსპერტების აზრით  ეს ფაქტები დაკავშირებული იყო აუფეთქებელი საარტილერიო ჭურვებთან.         
    


ბ. გაუჩინარება


წლის მანძილზე ხელისუფლების მიერ დანაშაულებრივად პოლიტიკური მოტივით ადამიანების გაუჩინარებას  ადგილი არ ჰქონია. თუმცა, არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები ირწმუნებოდნენ, რომ უცნობი თავდამსხმელების მიერ მათი რამოდენიმე წევრი იქნა გატაცებული და ნაცემი მათი პოლიტიკური საქმიანობის გამო.  
პირველ აგვისტოს, ამოუცნობი პირები თავს დაესხნენ ცნობილ ჩემპიონს, კარატისტსა და მოჭიდავეს ამირან ბიწაძეს და მის მეგობარს დავით ბენდელიანს. ბიწაძე იყო არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის - დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს წევრი (დმეს). დმეს-ის გადმოცემით ბიწაძე და ბენდელიანი ავტომანქანით მოძრაობდნენ თბილისში, როდესაც გადააწყდნენ მინი ავტობუსს, რომელსაც გზა ჰქონდა გადაკეტილი. მათი თქმით, 15 - 18 ნიღბიანმა თავდამსხმელმა გადმოაგდეს ისინი მანქანიდან და დაუწყეს ცემა. ბენდელიანი დააგდეს ქუჩაში, ხოლო ბიწაძე კი მანქანით წაიყვანეს. დმეს-მა განაცხადა, რომ ბიწაძე მოგვიანებით იპოვეს გზატკეცილზე - მას ორი ჭრილობა ჰქონდა ზურგში, რომელიც ნატყვიარს ჰგავდა, და ხელი და ფეხი ჰქონდა მოტეხილი. დმეს-მა განაცხადა,  რომ ჭრილობები ბიწაძის ზურგზე რეზინის ტყვიებით იყო მიყენებული, იმ ტყვიების მსგავსი, რომლებსაც მთავრობა იყენებდა და რომ ბენდელიანმა აღწერა ის ავტომობილი   რომელსაც პოლიციის სპეცრაზმები იყენებენ. დმეს-ი აგრეთვე  ამტკიცებდა, რომ თავდასხმის მოტივი ბიწაძის პარტიის წევრობა იყო. გამოძიება, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებდა და რომლის მინისტრის დაქვემდებარებაშიც არის ყველა პოლიციის დეპარტამენტი, წლის ბოლოს  კიდევ მიმდინარეობის პროცესში იყო. 
გაუჩინარებებს და გატაცებებს ადგილი ჰქონდა წლის განმავლობაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში, თუმცა ამ რეგიონებიდან, რომელიც საქართველოს მთავრობის კონტროლს არ ექვემდებარება, რთულია სარწმუნო ინფორმაციის მოპოვება. იყო შემთხვევები, როდესაც აღმოჩნდა, რომ გაუჩინარებული ადამიანები რუსების ან დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ იყვნენ დაკავებულნი (იხ. ნაწილი 1.დ.). 
13 აგვისტოს, ადგილობრივმა მედია საშუალებებმა გადმოსცეს ინფორმაცია სეპარატისტული აფხაზეთის ძირითადად ეთნიკური ქართველებით დასახლებულ გალის რაიონში ენგურის ჰიდროელექტროსადგურზე მომუშავე რამოდენიმე ადამიანის გატაცების შესახებ რუსი და აფხაზი ძალების  მიერ, რომლებიც წაიყვანეს დედაქალაქში, სოხუმში. ადგილობრივი სოფლის მოსახლეობის ცნობით, რომელიც მათ გამტაცებლებისგან მიიღეს, ეს ადამიანები დააპატიმრეს, რადგან მათ უარი განაცხადეს რუსული პასპორტების მიღებაზე.  


7 აგვისტოს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ამოუცნობმა პირებმა ძალით აიყვანეს ხუთი მწყემსი სოფელ კოშკადან, რომელიც საქართველოს ტერიტორიას მიეკუთვნება და გადაიყვანეს ადმინისტრაციული საზღვრის იქეთ, სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. მოგვიანებით მწყემსები უვნებლად დააბრუნეს. მათი სიტყვებით, მათთვის უთქვამთ, რომ მათი გატაცების მიზეზი იყო სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე უკანონოდ გადასვლა.


2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის განმავლობაში გაუჩინარებებისა და გატაცებების შესახებ ინფორმაციისთვის, იხილეთ ნაწილი 1.ზ.          

გ. წამება და სხვა სასტიკი, დამამცირებებლი და არაადამიანური მოპყრობა ან დასჯა
კონსტიტუციით და კანონით იკრძალება ამგვარი ქმედებები; თუმცა მაინც აღინიშნებოდა ასეთი პრაქტიკის გამოყენება ოფიციალური პირების მიერ. 


12 მაისს, ადამიანის უფლებების ცენტრის თანახმად, სამართალდამცავმა პირებმა სასტიკად სცემეს ნუგზარ ოთანაძე. იგი დააკავეს   კობა ოთანაძესთან ნათესაური კავშირის გამო, რომელსაც ბრალი ედებოდა მუხროვანის სამხედრო ბაზაზე ამბოხის მოწყობაში (იხ. ნაწილი 1. დ. და 1. ზ.). შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადანაშაულა ნუგზარ ოთანაძე დაპატიმრებისას წინააღმდეგობის გაწევაში და სასამართლოს გადაწყვეტილებით იგი მოათავსეს წინასწარი პატიმრობის საკანში ორი თვით. ადამიანის უფლებების ცენტრის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სავარაუდოდ ცემისას მოსტეხეს მას ხელი და მან გონება დაკარგა. სახალხო დამცველმაც აღნიშნა ეს ინციდენტი და მიმართა პროკურატურას მოთხოვნით, რათა მას აღეძრა სისხლის სამართლის საქმე მომხდართან დაკავშირებით, რაც პროკურატურამ დააკმაყოფილა. წლის ბოლოს გამოძიება კვლავ მიმდინარეობდა.  


7 ივლისს, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მოინახულეს ქუთაისის #2 საპყრობილე და მკაცრი რეჟიმის დაწესებულება, 12 არასრულწლოვანთან დაკავშირებით წინა დღეს მომხდარი ინციდენტის გამოსაძიებლად. სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ 6 ივლისს, დაახლოებით დილის 2 საათზე, ამოუცნობი ნიღბიანი ოფიციალური პირები, რომლებიც მათი აღწერით სპეცრაზმიდან იყვნენ, შევიდნენ არასრულწლოვანთა საკნების ტერიტორიაზე და მოსთხოვეს პატიმრებს გარეთ გამოსვლა. სამ საკანში განთავსებული არასრულწლოვნები დერეფანში გაიყვანეს, ხელები კედელზე დააწყობინეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. არასრულწლოვნებს სცემდნენ გაშლილი ხელით, სველი ცხვირსახოხით და ბოქლომით.  პატიმრებმა თქვეს, რომ განძრევის შემთხვევაში მათ ემუქრებოდნენ თავზე დაშარდვით და  გაუპატიურებით. სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, არასრულწლოვნებმა გაატარეს ხუთი საათი კედელზე ხელებდაწყობილებმა. როგორც იუწყებიან, ოფიცრები მათ აიძულებდნენ პოლიციის ქუდის დახურვას, ე.წ. "ჩესტის" აღებას და სიტყვების წარმოთქმას: "ჩვენ ვემსახურებით საქართველოს". პატიმრებმა განაცხადეს, რომ ოფიცრები განსაკუთრებით გაუსწორდნენ #102 საკანში მყოფთ; ერთმა მათგანმა, ლ.ლ. -მ დაკარგა გონება და გული წაუვიდა.


არასრულწლოვნები აგრეთვე ყვებოდნენ, რომ ისინი აიძულეს დერეფანში გამოსულიყვნენ, სადაც საპყრობილის თანამშრომლები და ოფიცრები მათ სცემდნენ და აფურთხებდნენ და შემდეგ ისინი კარანტინის კორპუსში გადაიყვანეს. სახალხო დამცველის აპარატი იუწყებოდა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ არავინ   დაშავებულა ამ ინციდენტის დროს. თუმცა, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა არასრულწლოვანების ვიზუალური დათვალიერებისას შენიშნეს სხვადასხვა სახისა და ზომის სხეულის დაზიანებები.   

იუსტიციის სამინისტროს თანახმად, 7 ივლისს დაწყებული გამოძიების დასკვნის თანახმად, არასრულწლოვანებმა დაარბიეს საკნები და უბიძგეს სხვა არასრულწლოვანებს არეულობა წამოეწყოთ, რომელიც რამოდენიმე საათს გრძელდებოდა სანამ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ოპერატიულმა ჯგუფმა არ დაამყარა კონტროლი. . ამ მოვლენებისას თერთმეტმა არასრულწლოვანმა პატიმარმა მიიღო მცირე დაზიანებები. 16 ივლისს, პროკურატურამ დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება საპყრობილის თანამშრომლების მიერ გადამეტებული ძალის გამოყენების საქმეზე, რომელიც წლის ბოლომდე გაგრძელდა. არასრულწლოვანები გადაიყვანეს თბილისის ქალთა და არასრულწლოვანთა # 5 საპყრობილეში.  
სახალხო დამცველის აპარატისა და ადამიანის უფლებების მონიტორინგის ჯგუფის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციის განყოფილებებში შეურაცხყოფის მიყენების შემთხვევები კვლავ იშვიათად ფიქსირდება ხშირი, არაგეგმიური და გამოუცხადებელი შემოწმებების  გამო. სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2007 წლის ბოლოს დროებითი დაკავების ადგილებში ცუდი მოპყრობის ფაქტები თითქმის აღარ აღინიშნებოდა, თუმცა პოლიციის განყოფილებებში დაფიქსირდა  რამოდენიმე ფაქტი ფიზიკური ძალადობის შესახებ. 2008 წლის ივნისში სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ადამიანის წამების შემთხვევები ქვეყანაში იშვიათი გახდა და რომ სახეზეა კანონების გაუმჯობესების, საჩივრების საჯაროდ განხილვისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისაკენ მიმართული მცდლობები. (სასჯელის ვადა ადამიანის წამებისთვის  5 წლიდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით გაიზარდა 2008 წელს.) ამ ცვლილებების მიუხედავად, ეჭვმიტანილების დაშინება კვლავ პრობლემად რჩება.წლის პირველ ნახევარში, სახალხო დამცველის სამსახურის ინფორმაციის თანახმად, სამართალდამცავთა მხრიდან წინასწარ პატიმრობაში მყოფი ადამიანების ცემის სავარაუდოდ სამი შემთხვევა დაფიქსირდა.

გაზაფხულზე მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, სახალხო დამცველის სამსახურში შემოვიდა 12 საჩივარი პოლიციის მხრიდან საპროტესტო აქციის აქტივისტების  არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით. იუსტიციის სამინისტროს თანახმად, წლის განმავლობაში წამების ბრალდებებთან დაკავშირებით 17 საქმეზე დაიწყო გამოძიება, 6 საქმე ეხებოდა არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობას, ერთი საქმე უკავშირდებოდა იძულებითი ჩვენების მიცემას და ერთიც   წინასწარგანზრახულად ჯანმრთელობის უმნიშვნელოდ დაზიანების შემთხვევას. წამების ბრალდების ფაქტთან დაკავშირებით ხუთ საჩივარზე შეწყდა საქმის მსვლელობა საკმარისი საფუძვლის არარსებობის გამო, და ერთი საქმე გადაეცა სასამართლოს, სისხლის სამართლის გამოძიებისთვის. ბრალდებულს გამოუტანეს განაჩენი. ორი საჩივარი  არაადამიანური მოპყრობის თაობაზე გადავიდა სისხლის სამართლის სასამართლო წარმოებაში. და ორივე შემთხვევაში იქნა ბრალი წაყენებული. ორივე იძულებით ჩვენების მიცემისა და განზრახ მიყენებული მცირე დაზიანების  ფაქტთან დაკავშირებული საქმე შეწყდა საკმარისი საფუძვლის არარსებობის გამო. 2008 წელს დაიწყო 39 გამოძიება შინაგან საქმეთა სამინსტროს თანამშრომელთა მიერ განხორციელებული წამების ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე შემოტანილი საჩივრების საფუძველზე.  რვა საქმეზე გამოძიება დაწყებული იყო 2007 წელს. აქედან, 23 გამოძიება შეწყდა საფუძვლის არ არსებობის გამო, ორი საქმე გადავიდა სისხლის სამართლის სასამართლო წარმოებაში, ხუთი ადამიანი დამნაშავედ იქნა ცნობილი.  ხუთი დამნაშავედ ცნობილი პირიდან,  ერთს მიესაჯა პირობითი თავისუფლების აღკვეთა ხუთი წლით და 10, 214, 80 ლარიანი ჯარიმა (დაახლოებით 5,920 აშშ დოლარი), ერთს მიასაჯა 18 წლით, ხოლო სამს კი 22 წლით თავისუფლების აღკვეთა.

არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, დაზარალებულები ხშირად თავს იკავებენ ფიზიკური შეურაცხყოფის და წამების ფაქტების გაცხადებისგან, რადგან ეშინიათ, რომ პოლიცია მათ და მათ ოჯახებს სამაგიეროს გადაუხდის. არასამთავრო ორგანიზაციები  კვლავაც ამტკიცებდნენ, რომ ახლო კავშირები გენერალურ პროკურატურასა და პოლიციას შორის ხელს უშლით პოლიციის დარღვევებზე რეაგირებაში და აცხადებდნენ, რომ სასამართლო სისტემაში პროფესიონალიზმისა და დამოუკიდებლობის დაბალი დონის გამო არ ხდება შესაბამისი რეაგირება წამების ბრალდებებზე. შედეგად, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, განხორციელებული რეფორმების მიუხედავად, სამართალდამცავი ორგანოები კვლავაც მიმართავენ წამებას და არასათანადო მოპყრობას, ხოლო მათი გამოაშკარავებისა და დასჯის საშუალება ძალზე დაბალია.  არასამთავრობო ორგანიზაციებს ასევე მიაჩნიათ, რომ სამართალდამცავი ოფიცრებისთვის შესაბამისი  ტრენინგების ნაკლებობა, ისევე, როგორც დაბალი გათვითცნობიერების დონე მოქალაქეთა დამცავი მექანიზმებით უზრუნველყოფის შესახებ, აფერხებს მდგომარეობის გამოსწორებას.
სახალხო დამცველის ოფისმა აღნიშნა, რომ  მონიტორინგის ჯგუფის მიერ არ დაფიქსირებულა შემთხვევა, როდესაც პოლიციის ოფიცრებს არასწორად ჰქონოდათ ჩატარებული დაკავებულის რეგისტრაცია პოლიციის განყოფილებაში მიყვანისას, რასაც ადრე მიმართავდნენ პოლიციის თანამშრომლები წამების დამალვის მიზნით.   ყველა სამართალდამცავ ოფიცერს და პროკურატურის წარმომადგენელს, გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის სპეცდანაყოფების, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის, საკონსტიტუციო უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის წარმომადგენლებისა, ევალებოდათ პატიმრებთან და დაკავებულებთან შეხვედრისას საიდენტიფიკაციო სამკერდე ბარათის ტარება. სპეციალური ქვედანაყოფის თანამშრომლებზე დაშვებული იყო გამონაკლისი, ანონიმურობის დაცვის მიზნით. არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ ამგვარად შეუძლებელი ხდება ამ დანაყოფების მიერ ჩადენილი დარღვევების გამოვლენა და მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.

2008 წელს სახალხო დამცველის სამსახურმა დააფიქსირა 112შემთხვევა, როდესაც  დაკავებული სხეულის დაზიანებებით მიიყვანეს წინასწარი პატიმრობის  დაწესებულებაში. მათგან რვა ადამიანი აცხადებდა, რომ მათ პოლიციამ მიაყენა დაზიანება. სამი დაკავებული აცხადებდა, რომ პოლიციამ მიმართა მათზე ზეწოლას. სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, 2008 წელს მათთან შემოვიდა 132 საჩივარი პოლიციის მიერ დაკავებულების მიმართ არასათანადო, როგორც სიტყვიერი ისე ფიზიკური მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით. 

2008 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთი თანამშრომელი დამნაშავედ სცნეს მათი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი პირების წამებისა და ღირსების შემლახველი მოპყრობის გამო. 2008 წლის სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონიდან იყო ცნობები 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როგორც რუსეთის, ასევე საქართველოს მხრიდან ცეცხლის განურჩევლად და დამიზნების გარეშე გახსნის შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობის დაზარალებისა და მსხვერპლის შესახებ  (იხ. ნაწილი 1.ზ.).
 
2008 წლის იანვარში ზუგდიდის პოლიციის ოფიცრებმა დათა ღვინჯილიამ და დავით ნადარაიამ დააპატიმრეს გოჩა ეხვაია, "ენგურქალაქკომბინატის" მახლობლად ზუგდიდში. პოლიციის ცნობით, დაპატიმრება მოხდა ხულიგნობის გამო, რკინიგზის სადგურის მიდამოებში.  ეხვაიას თქმით, პოლიციამ იგი ძალით გამოიყვანა სახლიდან, მას მერე რაც მას დაკითხვა მოუწყვეს ძებნილი ადამიანის ადგილსამყოფელის შესახებ,   სცემეს და წაიყვანეს ნარკოლოგიურ შემოწმებაზე. ეხვაია მოათავსეს იზოლატორში და შვიდდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. 2008 წლის თებერვალში მან გონება დაკარგა და გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში.  ზუგდიდის სამხარეო პროკურატურამ დაიწყო გამოძიება პოლიციის მიერ ეხვაიას წამების ფაქტის დასადგენად 2008 წლის თებერვალში. 2008 წლის მაისში ეხვაიამ განაცხადა ზუგდიდის სასამართლოში, რომ მას არ შეეძლო ბოროტმოქმედთა ამოცნობა და ამდენად, პროკურატურამ ვერ მოახერხა დამნაშავე ოფიცრების პიროვნებების დადგენა. გამოძიება კვლავ მიმდინარეობდა წლის ბოლოს. 
საანგარიშო წლის განმავლობაში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა შეწყვიტეს გამოძიება თეიმურაზ გორგიშელის არასათანადო მოპყრობის საქმესთან დაკავშირებით, 2008 წლის ივლისში, რადგან ვერ შესძლეს გორგიშელთან დაკავშირება რათა გაეგრძელებინათ გამოძიება.
 
გენერალური პროკურატურა განაგრძობს გამოძიებას საქართველოს კონტროლის პალატის ხელმძღვანელის, სულხან მოლაშვილის  წამების ბრალდებასთან   დაკავშირებით, რასაც ადგილი ჰქონდა მისი წინასწარ პატიმრობაში ყოფნისას 2004 წელს. ინფორმაციის თანახმად, რომელიც სახალხო დამცველს იუსტიციის სამინისტრომ მიაწოდა, გამოძიება კიდევ მიმდინარეობდა წლის ბოლოს და ეჭვმიტანილი და დამნაშავე პირები ჯერ არ იყვნენ დადგენილი. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, მოლაშვილმა ვერ ამოიცნო დამნაშავეები. მოლაშვილი შეიწყალეს და გაათავისუფლეს 2008 წლის იანვარში. 
2007 წელს, პრეზიდენტის ბრძანებით შეიქმნა უწყებათაშორისი საბჭო წამების წინააღმდეგ, რომლის დანიშნულებაც გახლდათ ციხეებში და დახურული ტიპის სტრუქტურებში მყოფთა წამებისა და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლა. საბჭო შედგებოდა რესპუბლიკის სახალხო დამცველის აპარატის, გენერალური პროკურატურის, იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, განათლების სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ჯანმრთელობის და თავდაცვის სამინისტროების, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ხმის უფლების არ მქონე სამი საერთაშორისო დამკვირვებლისაგან.  2008 წლის ივნისში, პრეზიდენტის ბრძანებით, დამტკიცდა საბჭოს მიერ შეთავაზებული მრავალდარგოვანი სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა წამებასა და არასათანადო მოპყრობის აღმოფხვრასთან და სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებს.  2009 წლის 27 ნოემბერს პრეზიდენტმა შეიტანა ცვლილებები უწყებათაშორისი საბჭოს დაარსების ბრძანებულებაში, მისცა რა საბჭოს საშულება მიეღო სისტემატიური უახლესი ინფორმაცია/განახლებები , რათა უზრუნველეყო სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგი და საბჭოს ჰქონოდა შესაძლებლობა შეექმნა სამუშაო ჯგუფები გეგმაში დასახული კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად.
 
ახალი ეროვნული პრევენციის მექანიზმის მიხედვით, სახალხო დამცველის აპარატს უნდა ეწარმოებინა დაკავებულთა წამებისა და არასათანადო მოპყრობის ბრალდების ფაქტებთან დაკავშირებული მონიტორინგი. 16 ივლისს, პარლამენტმა შეიტანა ცვლილება კანონში "სახალხო დამცველის შესახებ", რომლის თანახმადაც სახალხო დამცველს ეზრდება პასუხისმგებლობა    საპყრობილეების, დახურული ტიპის სტრუქტურების  მონიტორინგზე სხვა საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით. ამ როლში სახალხო დამცველის აპარატი შეასრულებს "ეროვნული პრევენციის მექანიზმის" ფუნქციას, როგორც ეს მოითხოვება გაერთიანებული ერების წამების წინააღმდეგ კონვენციის დამატებითი ოქმის მიერ და ანგარიშვალდებული იქნება გაეროს წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან უღირსი მოპყრობისა და დასჯის პრევენციის  ქვეკომიტეტის წინაშე. სახალხო დამცველის აპარატი განაგრძობს მუშაობას რათა შეიტანოს შემდგომი ცვლილებები, რაც   მისი მონიტორინგის ჯგუფს უფლებამოსილს გახდის გამოიყენოს ჩამწერი საშუალებები ისეთი მტკიცებულებების დოკუმენტაციის შესაქმნელად, რომლის მეშვეობით მონიტორინგის პროცესში დაფიქსირდება დაკავებულთათვის მიყენებული დაზიანებები.    პირობები ციხეებსა და დაკავების ცენტრებში
ბევრ ციხესა და წინასწარი დაკავების სტრუქტურებში ზოგადად ცუდი პირობები იყო და არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს. სახალხო დამცველის აპარატი, ეუთო, ევროპის წამების პრევენციისა და არაადამიანური ან სასტიკი მოპყრობისა და დასჯის კომიტეტი და მრავალი არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის Hუმან ღიგჰტს ჭატცჰ (Hღჭ), კვლავ აკეთებდნენ განცხადებებს იმის თაობაზე, რომ თუმცა ახლად აშენებული დაწესებულებები აკმაყოფილებდნენ საერთაშორისო სტანდარტებს, არსებული შენობა ნაგებობების მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩებოდა  არაჰუმანური და სიცოცხლისათვის საშიში პირობების, გადატვირთულობის, არასათანადო სამედიცინო მომსახურები გამო. ციხეებისა და წინასწარი დაკავების ადგილების უმეტესობა არ აკმაყოფილებდა შესაბამის სანიტარული პირობების ნორმებს. პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მონაცემებით, წლის განმავლობაში ციხეებში გარდაიცვალა 92 მსჯავრდებული; იგივე მონაცემებით 2008 წელს 94 და 2007 წელს 98 გარდაცვლილი იყო. სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა, რომ ისინი ხშირად მიმართავდნენ ციხის ხელმძღვანელობას პატიმრებისათვის სავალდებულო სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. ადამიანის უფლებების მონიტორები, მათ შორის სახალხო დამცველი, ადასტურებდნენ რომ  ცალკეული პატიმრები შიმშილობას აცხადებდნენ ცუდი პირობებისა და დარღვევების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.  


2006 წელს დამოუკიდებელი ტელევიზიის - თV-202-ის დამფუძნებელმა, შალვა რამიშვილმა, შეიტანა საჩივარი ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოში (EჩHღ), სადაც გაასაჩივრა მისი დაპატიმრების კანონიერება და პატიმრობის პირობებში მისდამი მოპყრობა. პატიმრობაში ყოფნის დროს იგი გადაიყვანეს ჩვეულებრივი კამერიდან პატარა, სადამსჯელო იზოლატორში, სადაც, მისი თქმით, არც ვენტილაცია და არც სანიტარული პირობები არ იყო დაცული.  2007 წლის 27 იანვარს, ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ დააკისრა მთავრობას რამიშვილისთვის 6,000 ევროს (8,580 აშშ დოლარი) გადახდა მორალური ზიანისა და 7,347 ევრო (10, 540 აშშ დოლარი) მათ მიერ გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად. ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლო მის გადაწყვეტილებაში აცხადებს, რომ "არაადამიანური და უღირსი პირობები, რომელშიც დაკავებული იმყოფებოდა სადამსჯელო იზოლატორში თბილისის #5 საპყრობილეში" წარმოადგენს რამიშვილის უფლებების დარღვევას. 26 აგვისტოს, რამიშვილი გაანთავისუფლეს ოთხწლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ. 


ბევრი საპყრობილე არ იყო აღჭურვილი სამედიცინო დახმარების პუნქტით და მედიკამენტებით. იუსტიციისა და პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროების შერწყმის შემდეგ 2008 წელს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი გადავიდა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში. იმ დროისთვის იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის განყოფილება, რომელიც პასუხისმგებელი იყო სასჯელაღსრულების სისტემის დაწესებულებების მონიტორინგზე გადავიდა პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ახალ გენერალური ინსპექციაში, სადაც ასევე გაიხსნა ჯანდაცვის ახალი განყოფილება.  პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში შემუშავდა ახალი ჯანდაცვის სისტემის განვითარების გეგმა სასჯელაღსრულებითი დაწესებულებებისთვის, რომლის თანახმადაც სამოქალაქო და სასჯელაღსრულებითი ჯანდაცვის სისტემები უნდა გაერთიანდნენ, უნდა გაუმჯობესდეს მომსახურების დონე სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში, აუმაღლდეს კვალიფიკაცია მედპერსონალს, მოხდეს სისტემის კომპიუტერიზაცია და დააკმაყოფილოს საერთაშორისო სამედიცინო სტანდარტები. 25 ივნისს, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ერთობლივად გამოუშვეს დადგენილება, სადაც დასახულია ჩ ჰეპატიტით ინფიცირებული პატიმრების მკურნალობის სტრატეგია.

პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს თანახმად, იანვრის მდგომარეობით კერძო სადაზღვევო კომპანია ციხეების სამედიცინო მომსახურებას აღარ უზრუნველყოფდა მათი არასათანადო მომსახურების დონის გამო. იანვარში ჯანმრთელობის დაცვის დეპარტმენტს დაეკისრა  ვალდებულება ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული ყველა ჯანმრთელობის დაცვის სამსახურების მონიტორინგზე. სახალხო დამცველის აპარატის თანახმად, ექიმთა განაწილება სისტემის შიგნით არათანაბარი და დისპროპორციული იყო. გარდა პატიმრების სამედიცინო მომსახურების დაწესებულებისა, არც ერთ სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში არ ჰყავდათ ფსიქიატრი. სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში დაქირავებული იყო სულ 172 მედდა, რომელთა 38% მუშაობდა ციხის ცენტრალურ საავადმყოფოში.   
პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მონაცემებით, წლის ბოლოსთვის პატიმართა რაოდენობა მთლიანად შეადგენდა 21,239 პირს; იგივე მონაცემებით 2008 წელს ეს ციფრი უდრიდა 18,528-ს. კანონი განსაზღვრავს სამი კატგორიის სასჯელაღსრულების დაწესებულებას: ზოგადს, მკაცრი რეჟიმის და ციხეს. პატიმრების განაწილება ზემოთ აღნიშნული კატეგორიების მიხედვით ხდებოდა მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის მიხედვით.   დანაშაულის პირველად ჩამდენებს ათავსებდნენ ჩვეულებრივი რეჟიმის დაწესებულებაში, ხოლო რეციდივისტებსა და უფრო მძიმე დამნაშავეებს კი ამწესებდნენ მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში ან საპყრობილეში. 
კანონით თითოეულ პატიმარზე განსაზღვრულია 6.7 მ2 ფართი ზოგადი და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებებში; 8.2 მ2 - ციხეებში; 9.7 მ2 - ქალთა კოლონიაში; 8.2 მ2 - არასრულწლოვანთათვის; 9.7 მ2 - სამედიცინო დაწესებულებებში. სახალხო დამცველის აპარატის განცხადების მიხედვით, წლის პირველ ნახევარში ექვსი დაწესებულება გადატვირთული იყო. პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მონაცემებით, 12 "მკაცრი რეჟიმის" დაწესებულებიდან ოთხი, არასრულწლოვანთა სასწავლო დაწესებულების და პატიმრების სამედიცინო დაწესებულების ჩათვლით, წლის განმავლობაში გადატვირთული იყო. სამინისტრომ აგრეთვე აღნიშნა, რომ წლის მანძილზე, რვა ციხიდან ოთხი გადატვირთული იყო. საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ეწევიან ციხის პირობების  მონიტორინგ, მიუთითებენ, რომ ქვეყანაში არსებული მოთხოვნები ციხეებში ფართის გადანაწილებასთან დაკავშირებით არ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.


პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცდილობს პატიმრების ვადამდელი გათავისუფლებით ციხეებში პატიმართა რაოდენების შემცირებას.  იუსტიციის სამინისტროს მონაცემების მიხედვით წლის განმავლობაში 990 პატიმარი იქნა შეწყალებული (848 გაათავისუფლეს და 142 პატიმარს შეუმცირეს სასჯელის მოხდის ვადა); 2008 წელს   2, 804 პატიმარი იქნა შეწყალებული.
2008 წლის აპრილში, ხელისუფლებამ დახურა თბილისის #5-ე საპყრობილე, რომელიც შემდგომ დაანგრიეს. მეხუთე საპყრობილე განთქმული იყო  ცუდი პირობებითა და უკიდურესად გადატვირთულობით.

პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთან შექმნილი სამუშაოს მაკონტროლებელი ქვედანაყოფი აგრძელებდა მეთვალყურეობას სასჯელაღსრულების თანამშრომლების მიერ ქცევის კოდექსის დაცვაზე, რომელიც შეიქმნა ევროპული მოდელის მიხედვით. პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მონაცემებით, აღინიშნა 263 დისციპლინარული დარღვევის შემთხვევა ოფიცრების მიერ სხვადასხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წლის მანძილზე, აქედან თხუთმეტი ოფიცერი გაათავისუფლეს სამსახურეობრივი მოვალეობიდან. 2008 წელს 179 მსგავს დარღვევას ჰქონდა ადგილი და 10  დაითხოვეს სამსახურიდან, ხოლო 169 თანამშრომელმა მიიღო მსუბუქი სასჯელი. სასჯელის სახეებია: შენიშვნა, საყვედური, მკაცრი საყვედური და გაფრთხილება.  
წლის განმავლობაში იუსტიციის სამინისტრომ და დონორმა ორგანიზაციებმა ჩაატარეს სულ ცოტა 20 სემინარი და მოსამზადებელი კურსი  1252 მონაწილესთვის, ხოლო 2008 წელს ჩატარდა 12 სემინარი, რომელშიც 738 ადამიანი მონაწილეობდა. აღნიშნული ტრეინინგები და სემინარები  ძირითადად ფოკუსირებული იყო ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებზე, მცირეწლოვანთა სამართალზე, ტრეფიკინგსა და ოჯახურ ძალადობაზე. აგრეთვე ჩატარდა პროფესიული ტრეინინგი ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის განხორციელების საკითხებში მომზადების მიზნით.    
2008 წლის ნოემბრის თვემდე, ადგილობრივ  მონიტორინგის საბჭოებს დაევალათ რვა სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მუშაობა,  სადაც მეთვალყურეობა უნდა გაეწიათ დაწესებულებაში საერთო მდგომარეობისათვის, შეემუშავებინათ რეკომენდაციები და წარმოედგინათ კვარტალური ანგარიშები. საბჭოს წევრების შერჩევა ხდებოდა მუშაობის სურვილის, კვალიფიკაციისა და რეპუტაციის საფუძველზე, ხოლო მათ კანდიდატურებს იუსტიციის სამინისტრო ამტკიცებდა. ზოგიერთმა დამკვირვებლებმა ეჭვი შეიტანეს მათ ობიექტურობაში, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით კი,  საბჭოების ნახევარზე მეტი მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა და აღარ ფუქციონირებდა იმის გამო, რომ წევრთა ვადები ამოიწურა და მათი ჩანაცვლება არ მომხდარა. ამასთანავე,  საბჭოს წევრებს სირთულეები ჰქონდათ ციხეებში შესვლის საშვებთან დაკავშირებით.  მას შემდეგ, რაც 2008 წლის  ნოემბერში მათი მანდატი ამოიწურა, საბჭოებმა შეწყვიტეს ფუნქციონირება. მიუხედავად იმისა, რომ შეიქმნა პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხების ახალი სამინისტრო და 2 თებერვალს დაინიშნა ახალი მინისტრი, მონიტორინგის საბჭოების მუშაობა აღარ განახლებულა. ხოლო საბჭოების მაგივრად იმუშავებს სახალხო დამცველის აპარატთან დაარსებული  ახალი ეროვნული პრევენციის მექანიზმი. 
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (წჯსკ) სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული პირობებისა და იქ მყოფი მსჯარვდებულების მოპყრობის მონიტორინგის მიზნით თავისუფლად შედიოდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ქვეყნის მასშტაბით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მყოფი რეგიონების ჩათვლით. წჯსკ აგრეთვე უწევდა დახმარებას ჯანმრთელობის პროგრამებს ციხეებსა და დაკავების ცენტრებში. პირობები ორ სეპარატისტულ რეგიონში არსებულ ციხეებში ქრონიკულად არ შეესაბამებოდა სტანდარტებს, თუმცა, მოწოდებული ინფორმაციის თანახმად გადატვირთულობა პრობლემას არ წარმოადგენდა.

ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტი ჩასული იყო აფხაზეთში 27 აპრილიდან 4 მაისამდე. 23 დეკემბრის ანგარიში მათი ვიზიტის შესახებ შეიცავს რამდენიმე რეკომენდაციას დრანდის ციხესთან დაკავშირებით, რომელიც ერთადერთი დაწესებულებაა აფხაზეთში მსჯავრდებულთათვის. მათი რეკომენდაციით, საჭიროა ზომების მიღება პატიმრების ურთიერთდაშინების აღსაკვეთად, აგრეთვე საჭიროა ჰიგიენის ნივთებით და სასმელი წყლით რეგულარულად მომარაგება, საკნებში ფანჯრის რაფების დაყენება და ელექტროგაყვანილობის სასწრაფოდ წესრიგში მოყვანა.  დ. თვითნებური დაპატიმრება ან დაკავება კონსტიტუცია და კანონი კრძალავს თვითნებურ დაპატიმრებასა და დაკავებას; თუმცა, მთავრობა ზოგჯერ ამ აკრძალვას არ ასრულებს.  წლის განმავლობაში   თვითნებური დაპატიმრებისა და დაკავების  შემთხვევების რაოდენობამ იმატა. პოლიციისა და უსაფრთხოების აპარატის როლი შინაგან საქმეთა სამინისტროს უმთავრეს პასუხისგმებლობას წარმოადგენს კანონიერების უზრუნველყოფა.   შიდა არეულობების პირობებში მთავრობას შეუძლია მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან სამხედრო სტრუქტურას. სამინისტრო აკონტროლებს პოლიციას, რომელიც იყოფა ფუნქციონალურ დეპარტამენტებად და ცალკეულ,  დამოუკიდებლად დაფინანსებული დაცვის პოლიციის დეპარტამენტებად, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ინფრასტრუქტურის ობიექტების, ასევე, კერძო ბიზნესის უსაფრთხოებასა და დაცვას. 


9 ოქტომბერს მიღებული და დამტკიცებული იქნა ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. გეგმის მიხედვით მასში შემავალი დებულებების უმეტესობა კანონიერ ძალას შეიძენს 2010 წლის 1 ოქტომბერს.  ახალი კოდექსი    ხელს უწყობს პოლიციის ძალების ანგარიშვალდებულებას და პროფესიონალიზმს, კრძალავს რა უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულების ან ისეთი მტკიცებულებების გამოყენებას, რომლებიც კანონიერად  იქნა მოპოვებული, მაგრამ იგი მომდინარეობს პოლიციის მიერ თავდაპირველად ჩადენილი უკანონო ქმედებისგან (იხ. ნაწილი 1. ე.). 
კანონი, რომლის საფუძველზე დაარსდა  საგამომძიებლო სამსახური ფინანსთა სამინისტროსთან, 1 დეკემბერს შევიდა ძალაში. მანამდე სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც ფუნქციონირებდა როგორც "ფინანსური პოლიცია", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს ეკუთვნოდა და არსებითად ასრულებდა იმ როლსა და პასუხისმგებლობას რაც ამ ახალ სამსახურს ეკისრება. ახალი სამსახური უშუალოდ ექვემდებარება ფინანსთა მინისტრს. 
პოლიციაში კორუფციის შემთხვევები ნაკლებად აღინიშნებოდა საპატრულო პოლიციის სფეროში. რეფორმების შედეგად, პოლიციის ოფიცრებს   შედარებით მაღალი ხელფასები აქვთ, რაც წამახალისებელი მიზეზია იმისათვის, რომ თავი შეიკავონ თანამდებობის ბოროტად გამოყენებისაგან და არ გამოსძალონ მოსახლეობას ფული, ან არ შელახონ დაკავებულების ღირსება შეურაცხმყოფელი მოპყრობით.


არასაპარლამენტო ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლების დროს აპრილიდან ივლისამდე, არსებული ინფორმაციით პოლიციის მიერ აქციის მონაწილეების მიმართ გადამეტებული ძალის გამოყენების შემთხვევებს ჰქონდა ადგილი (იხ. ნაწილი 2. ბ.), და უმეტეს შემთხვევაში ასეთი ბრალდებები გამოუძიებელი დარჩა წლის ბოლომდე. 
2007 წელს სახალხო დამცველის აპარატიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან  შემოსული ბრალდებები იმის შესახებ, რომ პოლიციის მიერ ხდებოდა მტკიცებულებების ჩადება, დაკავებულების მიმართ გადაჭარბებული ძალის გამოყენება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და გადაჭარბება,  წლის ბოლომდე არ იყო გამოძიებული. წლის განმავლობაში არასაპარლამენტო ოპოზიციის აქტივისტები აცხადებდნენ, რომ პოლიციის წარმომადგენლებს ისინი მიზანში ჰყავდათ ამოღებული (იხ. ნაწილი 1.ე.) .  
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადმოცემით, წლის განმავლობაში მათმა გენერელური ინსპექციის სამსახურმა დააწესა დისციპლინარული სასჯელი, როგორიცაა საყვედური, თანამდებობიდან ჩამოქვეითება, სამსახურიდან დათხოვნა, რაც სულ 566 შემთხვევაში იქნა გამოყენებული. სამინისტრო ასევე იუწყებოდა, რომ წლის მანძილზე 29 პოლიციის ოფიცერი დააკავეს სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისთვის, მათ შორის აღინიშნა ქრთამიის აღება (7), ნარკოტიკების გამოყენება (5), თაღლითობა (8), იარაღის უკანონდ ტარება (5) და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება (4). გენერელური ინსპექციის სამსახურმა დააკისრა ორი საყვედური პირად საქმეში შეტანით და ერთი სასტიკი საყვედური და გაანთავისუფლა ექვსი ოფიცერი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისთვის. 


2007 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, დააპატიმრეს ლაშა ხორგვიანი, გოჩა მილდიანი და ხვიჩა მილდიანი. ცნობების მიხედვით, მათ ჩაუდეს ნარკოტიკები და უკანონოდ დააკავეს, ხორგვიანი კი აწამეს. დაპატიმრება მოხდა შსს-ს სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის უფროსის - ირაკლი კოდუას ბრძანებით.     გოჩა და ხვიჩა მილდიანები ერთი თვის შემდეგ გამოუშვეს. ხორგვიანი გამოუშვეს 5,000 ლარის (დაახლოებით  2,960 აშშ დოლარი)  გადახდის შემდეგ, ორ თვეში. შინაგან საქმთა სამინისტროს წინააღმდეგ საჩივარი არ იყო შემოტანილი და წლის ბოლომდე ამ საქმის გაგრძელებას ადგილი არ ჰქონია.

ხელისუფლებამ დააპატიმრა და ადმინისტრაციული წესით დასაჯა პოლიციის ოფიცრები, რომლებიც მონაწილეობდნენ პატიმრების ფიზიკურ შეურაცხყოფასთან ან სიკვდილთან დაკავშირებულ გახმაურებულ საქმეებში; შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, ასეთი 838 შემთხვევა დაფიქსირდა წლის მანძილზე.  გენერალური პროკურატურის  ადამიანის უფლებების დაცვის განყოფილება რეგულარულად აქვეყნებს ინფორმაციას ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული საქმეების, სასამართლო პროცესების და გამოძიების სტატუსის შესახებ. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციები კვლავ ამტკიცებდნენ, რომ მომხდარი დანაშაულის რაოდენობა კვლავ აღემატება პროკურატურის მიერ გამოძიებულ საქმეთა რაოდენობას და ის ფაქტი, რომ გამოძიებას არ აქვს სისტემატიური ხასიათი და რომ ყველა დამნაშავე სათანადოდ არ ისჯება,   ხელს უწყობს დაუსჯელობის კულტურის გაღვივებას. ადამიანის უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე ამტკიცებენ, რომ ხშირ შემთხვევაში დაზარალებულები არ აფიქსირებდნენ  ცუდი მოპყრობის ფაქტებს,   საპასუხო შურისძიების შიშის ან   სასამართლო სისტემის მიმართ უნდობლობის გამო. 
გენერალური პროკურატურა პასუხისმგებელი იყო წამებასთან ან არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული ყველა ბრალდების  სისხლის სამართლებრივ გამოძიებაზე.  პროკურორებს ევალებოდათ პოლიციის მიერ ძალის გადამეტებული გამოყენების გამოძიება იმ შემთხვევებში, როდესაც ეჭვმიტანილებს დაპატიმრების დროს სხეულის დაზიანებები უფიქსირდებოდათ.   კანონის მიხედვით, პროკურატურა ვალდებულია დაიწყოს გამოძიება, როგორც კი მიიღებს შეტყობინებას შესაძლო დარღვევის შესახებ, თუნდაც ანონიმური წყაროდან. თუ გამოძიების შედეგად, პროკურორი დაასკვნის, რომ ბრალდება არ არის დასაბუთებული, ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება შეიძლება პროკურატურის უფრო მაღალ ინსტანციაში. ნებისმიერ პირს, რომელსაც არასათანადოდ მოეპყრნენ, შეეძლო დამნაშავის წინააღმდეგ სამოქალაქო წესით საქმის აღძვრა. ზოგიერთ შემთხვევაში გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას გაურკვევლად, ყოველგვარი გადაწყვეტილების გამოტანის გარეშე.  უმეტეს შემთხვევებში პროკურატურა ირწმუნება, რომ პოლიციის მიერ ძალის გამოყენება მიზანშეწონილი იყო. 


2006 წლის პოლიციის ქცევის კოდექსი პოლიციის ოფიცრებს აკისრებს ვალდებულებას პატივისცემით მიუდგნენ   ადამიანის უფლებებს და გამოიყენონ ძალა მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს აუცილებელია სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად; შინანგან საქმეთა სამინისტრო და გენერალური პროკურატურა პასუხს აგებენ   კოდექსის აღსრულებაზე. გენერალური ინსპექციის სამსახური იძიებს პოლიციის ოფიცრების მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დარღვევებს, იღებს მოქალაქეთა საჩივრებს სამინისტროს ცხელი ხაზით, სახალხო დამცველისაგან ან სამინისტროს ადამიანის უფლებების მთავარი ქვედანაყოფიდან და სამინისტროს მონიტორინგის დეპარტამენტიდან.   დარღვევები შეიძლება გადამისამართდეს პოლიციის ოფიცრის ზედამხედველთან, რომელსაც ასევე შეუძლია დაიწყოს გამოძიება.  არსებობს შვიდი კატეგორიის დისციპლინარული ზომა:  გაფრთხილება, საყვედური, მკაცრი საყვედური, სამინისტროს სამკერდე  ნიშნის ჩამორთმევა, დაქვეითება, დაქვეითება ერთი საფეხურით ან სამსახურიდან გათავისუფლება. თუ   პოლიციის ოფიცერი ეჭვმიტანილია   სისხლის სამართლის დანაშაულში, პოლიციელი დროებით თავისუფლდება მოვალეობის შესრულებისგან. ხოლო, თუ ბრალდება დამტკიცდა, გამოძიების მასალები გადაეცემა გენერალურ პროკურატურას, სადაც საქმეზე უკვე აღიძრება სისხლის სამართლებრივი გამოძიება. 

წლის განმავლობაში, პოლიციის აკადემიამ საპატრულო პოლიციის ძირითად სასწავლო კურსში შეიტანა ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამა და ჩაატარა დამატებითი სპეციალიზირებული სწავლება ადამიანის უფლებების დაცვის საკითხზე ისეთ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, როგორიცაა ევროპის საბჭო. პოლიციის აკადემიის პროგრამაში, რომლის მიხედვით მომზადებას გადის 2,047 საპატრულო პოლიციელი, რაიონის ინსპექტორი და პოლიციის უმცროსი ოფიცერი, შეტანილია სასწავლო კურსი ძალის გამოყენების სამართლებრივ ასპექტებზე, ტაქტიკური ტრენინგი კრიტიკულ სიტუაციებში მოლაპარაკების უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად, რათა ძალა გამოყენებული იყოს მხოლოდ როგორც უკიდურესი ზომა; ისწავლება აგრეთვე პოლიციელის ეთიკა და როლური თამაშები თეორიული მასალის საილუსტრაციოდ.   შინაგან საქმეთა მინისტრის მოთხოვნაა ყველა ოფიცრის პერიოდულად გადამზადება ძალის გამოყენებისა და ადამიანის უფლებების სფეროში. წლის განმავლობაში გადამზადება გაიარა 854 ოფიცერმა. 


წლის განმავლობაში რელიგიური უმცირესობის ჯგუფის ზოგიერთმა წევრმა აღნიშნა, რომ როდესაც მათ ავიწროებენ, გამოძახებული პოლიციის ოფიცრები საკმარისად არ რეაგირებენ (იხ. ნაწილი 2.გ.). 


კონსტანტინე ჭრელაშვილის განცხადებით, 2004 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აწამეს იგი, რათა იძულებული გაეხადათ დაეწერა აღიარებითი ჩვენება. 2006-ში ბრალდებულები ოფიციალური პირები   ბ. ხვისტანი, კ. სოფრომაძე და ჯ. ჯანხოთელი   დამნაშავეებად სცნეს და მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა. 2008 წელს ჭრელაშვილმა შეიტანა სამოქალაქო საჩივარი  შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ, სადაც განმცხადებელი ითხოვდა კომპენსაციას დამნაშავის მხრიდან დაზარალებულის სასარგებლოდ.  2008 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა განაჩენი ჭრელაშვილის სასარგებლოდ და მას გადაუხადეს 9, 000 ლარი (5, 325 აშშ დოლარი).   დაპატიმრების პროცედურა და მოპყრობა დაკავების პერიოდში ახალი სისხლის სამართლის კოდექსის ძალაში შესვლა დაგეგმილია 2010 წელს. ამ კოდექსში უკეთ არის განსაზღვრული უფლებები და დაპატიმრებულთა   დაცვის  პროცესი; აგრეთვე ის ზომები, რომელიც მიზნად ისახავს სასამართლო პროცესების დაჩქარებას, რითაც პოტენციურად მცირდება დაკავების ხანგრძლივობა (იხ. ნაწილი 1.ე.). ახალი სისხლის სამართლის კოდექსი განსაზღვრავს, რომ ბრალდებულის  წინასწარი პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 72 საათს და დაპატიმრებულს ბრალი უნდა წაუყენონ დაპატიმრებიდან 48 საათის განმავლობაში. დაპატიმრებისას ბრალდებულს უნდა განემარტოს მისი  კანონიერი უფლებები და დაპატიმრების შემდგომ, უფლებების გაცნობამდე განცხადების გაკეთება დაუშვებელი და გამორიცხულია და იგი არ იქნება გათვალისწინებული სისხლის სამართლის საქმის მტკიცებულებებში. 


არსებული კოდექსის მიხედვით, პოლიციას, გამომძიებლებს და პროკურორებს  შეუძლიათ დააპატიმრონ ადამიანი ეჭვის არსებობის საფუძველზე  პატიმრობის ორდერის გარეშე. (ახალი სისხლის სამართლის კოდექსით სამართალდამცავებს უფლება აქვთ ორდერის გარეშე დაპატიმრებისა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში).  კანონში აღნიშნულია, რომ დაკავებული უნდა წარსდგეს    მაგისტრატი მოსამართლის წინაშე  დაკავებიდან 72 საათის განმავლობაში. თუ პირის მიმართ ამ ვადაში ბრალდება არ იქნება წაყენებული, პირი უნდა გათავისუფლდეს. გენერალური პროკურატურა ერთადერთი ორგანოა, რომელიც უფლებამოსილია იქონიოს პირდაპირი ურთიერთობა სასამართლოებთან. წლის ბოლოს არსებული მონაცემებით, 72 საათზე მეტი დროით ბრალის წაყენების გარეშე პირის დაკავების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა. წლის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატში არ დაფიქსირებულა ზემოთაღნიშნული ვადის დარღვევის რაიმე შემთხვევა.

წლის განმავლობაში, იყო შემთხვევები, როდესაც  სამართალდამცავმა ოფიცრებმა ჩაუდეს პირს ნარკოტიკული ნივთიერება ან იარაღი დაპატიმრების და სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მიზნით, და ბევრ შემთხვევაში ეს ხდებოდა პოლიტიკური მოტივით.  ხშირი იყო შემთხვევები მხოლოდ პოლიციის ოფიცრის ჩვენების საფუძველზე ბრალის წაყენებისა,  აგრეთვე როდესაც სასამართლო მედიცინისა და ბალისტიკური   მონაცემები საქმეში წარმოდგენილ პოლიციის ჩვენებას ჩვეულებრივ არ ადასტურებდნენ; პოლიცია ხშირად  აწარმოებდა გამოძიებას ორდერის გარეშე; რადგან ეს დამატებითი მტკიცებულება არ იყო კანონით განსაზღვრული, განსაკუთრებით პოლიტიკური მოტივით ბრალდების შემთხვევაში,   დამკვირვებლებში ამ ფაქტმა გარკვეული შეშფოთება გამოიწვია (იხ. ნაწილი 1.ე.) . 
წლის განმავლობაში დაფიქსირდა ხელისუფლების მიერ პირის დაკავების შემთხვევები მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ისინი დანაშაულში ეჭვმიტანილის ოჯახის წევრები იყვნენ, თუმცა არ არსებობდა მათი დანაშაულთან კავშირის  დამადასტურებელი მტკიცებულება.


სახალხო დამცველის აპარატის და არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, 20 მაისს დილის საათებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ოფიცრებმა დააკავეს კობა ოთანაძის 11 ნათესავი. კობა ოთანაძეს ბრალი ედებოდა მუხროვანის ამბოხის მოწყობაში (იხ. ნაწილი 1. ზ. და 1. გ. ) . ოჯახის წევრთა შორის იყვნენ ოთანაძის ძმები, ჯიმშერ და ნუგზარ ოთანაძეები, აგრეთვე ჯიმშერის მეუღლე, გულო ზარიძე და ჯიმშერის ვაჟიშვილი, გიორგი ოთანაძე. ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ მოახდინეს მათი დაკავების ფაქტის ოფიციალური რეგისტრაცია და სახალხო დამცველმა ვერ დაადგინა მათი ადგილსამყოფელი.  ისინი გაათავისუფლეს 21 საათის შემდეგ, მას მერე, რაც კობა ოთანაძე დააპატიმრეს. 22 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ზოგიერთი ოჯახის წევრი დაკავებული იყო "ეჭვმიტანილის" ან "მოწმის" სტატუსით. ნუგზარ ოთანაძის მიმართ წაყენებული იქნა ბრალდება დაპატიმრების დროს წინააღმდეგობის გაწევის მიზეზით (იხ. ნაწილი 1.გ.) , მაგრამ წლის ბოლომდე სხვა რაიმე ოფიციალური ბრალეულობა არ წაუყენებიათ მისთვის ან სხვა დაკავებული ოჯახის წევრებისთვის და არც მათთვის, ვინც პასუხისმგებელი იყო მათ დაკავებაზე. 


2007 წელს კანონში შევიდა ცვლილება და მინიმალური ასაკი 14 წლის  ნაცვლად დადგინდა 12 წელი, როდესაც მცირეწლოვანი პასუხს აგებს ისეთი მძიმე დანაშაულებების გამო, როგორიცაა გაუპატიურება და პირველი ხარისხის მკვლელობა. "Hუმან ღიგჰტს ჭატცჰ" და სხვა ორგანიზაციები კრიტიკით შეხვდნენ აღნიშნულ ცვლილებას. სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, 2008 წლის  ივლისიდან მცირეწლოვანს, რომელიც ჩაიდენს მძიმე დანაშაულს, შეუფარდებენ ჯარიმას იმ დრომდე, სანამ სახელმწიფო გახსნის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მცირეწლოვანთა გამოსასწორებელ დაწესებულებას.  


 დაკავებულს უფლება აქვს დაუყოვნებლივ მოითხოვოს ადვოკატი და მის გარეშე არ გააკეთოს რაიმე განცხადება.  ხელმოკლე ბრალდებულებს უფლება აქვთ ისარგებლონ სახაზინო ადვოკატის მომსახურებით. პროცესზე პასუხისმგებელი სამინსტრო, ბრალდებულის თხოვნით, ნიშნავს ადვოკატს. თუ ბრალდებულმა მოითხოვა ადვოკატი დაკავების შემდეგ, ადვოკატთან დაკავშირება და მისი მოწვევა ევალება საქმეზე პასუხისმგებელ გამომძიებელს ან   პროკურორს.  კანონის მიხედვით,   სისხლის სამართლის საქმეში ყველა ბრალდებულ  პირებს ადვოკატი ემსახურება უფასოდ.

2007 წელს, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა - ირაკლი ოქრუაშვილმა სატელევიზიო პრეს-კონფერენციაზე გაკეთა განცხადება მისი ოპოზიციაში გადასვლის შესახებ და ბრალი დასდო პრეზიდენტ სააკაშვილს რამოდენიმე სერიოზულ დანაშაულში, მათ შორის ცნობილი ბიზნესმენის - ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის დაკვეთაში. იმავე თვის ბოლოს პოლიციამ დააპატიმრა ოქრუაშვილი და დაადანაშაულა კორუფციაში.  ოპოზიციის ლიდერები გამოთქვამდნენ წუხილს, რომ ოქრუაშვილის დაკავება მოხდა პოლიტიკური მოტივით და მიზნად ისახავდა პოლიტიკური ოპოზიციის დაშინებას და რომ ეს იყო მთავრობის მხრიდან ადამიანის უფლებების მორიგი დარღვევა. ოქრუაშვილი გაათავისუფლეს გირაოთი აღიარებითი ვიდეო-ჩვენების მიცემის შემდეგ, სადაც მან აღიარა რამდენიმე ბრალდება და უარყო მის მიერ სააკაშვილის წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებები.    ოქრუაშვილმა დატოვა ქვეყანა და საზღვარგარეთ მიცემულ ინტერვიუებში განაცხადა, რომ მისი აღიარებითი ჩვენება, ბრალდების უარყოფა და ქვეყნიდან წასვლა იძულების ქვეშ მოხდა.  2007 წელს ოქრუაშვილი დააპატიმრეს გერმანიაში და მოგვიანებით იგი დაბრუნდა საფრანგეთში, ანუ ევროპის იმ ქვეყანაში სადაც იგი პირველად ჩავიდა. 2008 წლის მარტში თბილისში შედგა ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი ბრალდებულის დაუსწრებლად, სადაც იგი ცნეს დამნაშავედ მსხვილი გამოძალვის ბრალდებით და მიუსაჯეს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2008 წლის აპრილში მას საფრანგეთში პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს.  2008 წლის სექტემბერში საფრანგეთის სააპელაციო სასამართლომ ოქრუაშვილის საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. წლის განმავლობაში ოქრუაშვილის პოლიტიკური პარტიის წევრები აცხადებდნენ, რომ პარტიასთან დაახლოებულ პირებსა და მათ ოჯახის წევრებს აპატიმრებდნენ პარტიასთან კავშირის გამო.
ადამინის უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ მთავრობამ დააკავა 60-  100 სამხედრო პირი. ზოგი ამ ფაქტს ხსნიდა იმ მიზეზით, რომ დაკავებულები არ გამოცხადდნენ ომის დროს თავიანთ ქვედანაყოფებში. სხვები ამტკიცებენ, რომ დაკავება ხდებოდა ნარკოტიკების გამოყენების ან სხვა ბრალდებების გამო.  პრესის განცხადებით სამხედროებს აპატიმრებდნენ მთავრობის წინააღმდეგ კრიტიკული გამონათქვამების გამო. ბევრი იქნა გაშვებული თავდებით ან შეწყალებით. არასამთავრობო ორგანიზაციებს არ გააჩნიათ მონცემები იმის შესახებ, თუ რამდენი ჯარისკაცია დარჩენილი პატიმრობაში წლის ბოლოსთვის. დაცვის ადვოკატს უფლება აქვს ყოველგვარი დაბრკოლების, მეთვალყურის ან რაიმე არამიზანშეწონილი აკრძალვის გარეშე შეხვდეს ბრალდებულს; თუმცა ზოგი ადვოკატი გამოთქვამს ეჭვს, რომ პოლიციის განყოფილებაში არსებული აუდიო და ვიდეო აპარატურა, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს სამართალდამცავების ან პოლიციელის მიერ ეჭვმიტანილთა დაკითხვის ჩასაწერად, ზოგჯერ გამოიყენებოდა არა დანიშნულებისამებრ, არამედ ადვოკატის და კლიენტის საუბრების ჩასაწერად მათი გაკონტროლების მიზნით.პოლიციის ოფიცრებმა უნდა აცნობონ დაკავებულთა ოჯახის წევრებს მათი ადგილსამყოფელი დაკავებიდან 5 საათში და საქმის მასალებში უნდა  დააფიქსირონ შეტყობინების დეტალები. მონიტორინგის სამსახურები რეგულარულად ამოწმებდნენ ამ ჩანაწერებს პოლიციის განყოფილებებში ვიზიტების დროს.
პოლიცია აგრეთვე ვალდებულია დაკავებულს ზეპირად გააცნოს მათი უფლებები და გადასცეს ოფიცრის და დაკავებულის მიერ ხელმოწერილი დაკავების და ჩხრეკის ოქმის ასლები, დაკავებულის მიერ მისი უფლებების გაცნობის ფაქტის დასტურად. სახალხო დამცველის აპარატის და არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ხშირ შემთხვევაში  პოლიცია სრულად არ აცნობს დაკავებულებს მათ უფლებებს, ხოლო თუ აცნობს, დაკავებულებს ხშირად უძნელდებათ მათი შინაარსის გაგება. 
სისხლის სამართლის მიმდინარე საპროცესო კოდესის მიხედვით, პრევენციულ ღონისძიებებში შედის: წინასწარი დაკავება, გირაო და პირადი თავდებობა, არასრულწლოვანთა მეთვალყურეობის ქვეშ მოთავსება; სამხედრო მოსამსახურეთა ხელმძღვანელობის მეთვალყურეობის ქვეშ მოთავსება. ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი აფართოებს ამ ჩამონათვალს და შეაქვს მეტი ალტერნატივები დაკავების პროცედურაში, მაგალითად: სავალდებულოა სასამართლოში გამოცხადება გამოძახების საფუძველზე ან გარკვეულ მითითებულ დროზე; იკრძალება რაიმე საქმიანობით ან პროფესიით დაკავება; სავალდებულოა სასამართლოში, პოლიციაში ან სხვა შესაბამის სახელმწიფო ორგანოში ყოველდღიურად ან პერიოდულად ანგარიშის ჩაბარება; სასამართლოს მიერ დანიშნული უწყების მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა; ელექტრონული მონიტორინგი; სავალდებულოა გარკვეულ ადგილზე ყოფნა; აკრძალულია გარკვეულ ადგილებში მისვლა ან გარკვეული ადგილების დატოვება; აკრძალულია სპეციალური ნებართვის გარეშე გარკვეულ პირებთან შეხვედრა; სავალდებულოა პასპორტის ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ჩაბარება.  
2007 წლიდან სასამართლოები ცდილობენ მიმართონ გირაოს წინასწარი პატიმრობის მაგივრად.  არასამთავრობო ორგანიზაციებმა აღნიშნეს, რომ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ზოგიერთ ბრალდებულს არ შეეძლო გირაოს გადახდა, იმ შემთხვევაშიც კი როდესაც ეს უფლება სასამართლოს მიერაა მინიჭებული და ამის გამო საბოლოო ჯამში ხვდება წინასწარ პატიმრობაში.  იუსტიციის სამინისტროს მონაცემების თანახმად, წლის პირველი 11 თვის განმავლობაში გირაო შეუფარდეს 4, 727 შემთხვევაში, თავდებით გამოშვება შეუფარდეს  2,031 შემთხვევაში,  წინასწარი პატიმრობა შეეფარდა 6, 957 შემთხვევაში, მეთვალყურეობის ქვეშ გამოშვება 174 შემთხვევაში და სხვა სახის თავისუფლების აღკვეთა 35 შემთხვევაში. დასაშვებია აგრეთვე გირაოს უძრავი ქონებით გადახდა. 

მრავალჯერადი გამოკითხვის შედეგად, სასამართლო ხელისუფლებამ სამივე ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისთვის დააწესა ვადა 12.6 თვე.  პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გასაჩივრების პროცესი არ უნდა აღემატებოდეს სამიდან ხუთ თვეს. სასამართლოები მკაცრად იცავდნენ კონსტიტუციის მოთხოვნას, რომლის მიხედვით წინასწარი პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ცხრა თვეს და წინასწარი გამოძიება უნდა დასრულდეს ადამიანის დაკავებიდან 72 საათში.    გეგმიური სასამართლო პროცესების გაჭიანურების ერთერთი მიზეზია საქმის მოსმენაზე პროკურორებისა და ადვოკატების დროულად არ გამოცხადება. პროკურორებიც და ადვოკატებიც მიმართავდნენ ამ ტაქტიკას მაშინ, როდესაც არ იყვნენ მომზადებულები საქმის წარმოებისთვის დანიშნულ დღეს. ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი შეიცავს სანქციებს, რომელიც სასამართლოს შეუძლია დაუწესოს ადვოკატებს დისციპლინის დარღვევისთვის. ამ პუნქტის ძალაში შესვლა დაგეგმილია 2010 წლის 10 ოქტომბრიდან. როგორც ქვემოთ განვიხილავთ, მოსამართლეთა ფართო მასშტაბის პროფესიული მომზადების პროგრამამ გამოიწვია ზოგიერთ შემთხვევაში   სასამართლოში გამოუცხადებლობა, რამაც თავის მხრივ შეაყოვნა გასაჩივრებების განხილვები. 
განაჩენის გამოტანის შემდეგ სასჯელის ვადის მოხდა იწყება დაუყოვნებლივ, განუსაზღვრელად იმისა, მიმდინარეობს თუ არა გასაჩივრების პროცესი. გასაჩივრების ვადა მაქსიმუმ სამი თვეა სააპელაციო სასამართლოში და მაქსიმუმ ექვსი თვე უზენაეს სასამართლოში. თუ გასაჩივრების ყველა ეტაპი ამოწურულია, პატიმრის დაკავება შესაძლებელია მაქსიმუმ 18 თვის მანძილზე. პირველი ინსტანციის სასამართლოში პროცესის დაწყებიდან განაჩენის გამოტანამდე ვადობრივი შეზღუდვები არ არის დაწესებული.
წლის განმავლობაში ადამიანების დაკავების მრავალი შემთხვევა იყო  აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში ამ პირების მიერ ადმინისტრაციული საზღვრის "არალეგალურად" გადაკვეთის ბრალდებით. რუსმა მესაზღვრეებმა, რომლებმაც მაისში დაიწყეს საზღვრის ადმინისტრირება ბევრჯერ მოახდინეს დაკავება, იცავდნენ რა დე ფაქტო ხლისუფლებების მიერ დაწესებულ საზღვრის გადაკვეთის წესებს, მაგრამ შემდეგ ისინი ჩვეულებრივ პატიმრობაში გადასცემდნენ დე ფაქტო ხელისუფლებას დაკავებულ პირებს. უმეტეს შემთხვევაში ამ პირებს უშვებდნენ რამოდენიმე საათში ან დღეში; ზოგ შემთხვევაში უფრო დიდხანს ტოვებდნენ; ქართული ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააკავეს რამოდენიმე პირი ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად სხვადასხვა ბრალდებით, მათ შორის ქვეყანაში არალეგალურად შემოსვლის მიზეზით. ასეთ პირებს ხშირად ჰქონდათ ხოლმე რუსული პასპორტები, რომელშიც არ იყო აღნიშნული საქართველოში შემოსვლის უფლება. 
თებერვალში იკა ბიგვავა, ოტობაიას მცხოვრები აფხაზეთში დააკავეს აფხაზეთის დე ფაქტო  ძალებმა. როგორც ამბობენ, მას რამოდენიმე თანასოფლელი დაეხმარა გაქცეულიყო ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთით აფხაზეთში. ევროკავშირის მონიტორინგის მისიისა და საქართველოში გაეროს დამკვირვებლების მისიის  თანახმად, მეორე დღეს სულ ცოტა 20 და შესაძლოა 40 სოფლის მცხოვრები, ბავშვების ჩათვლით დააკავეს და გზა გადუკეტეს მათი საცხოვრებელი ადგილისკენ აფხაზმა ძალებმა, რომლებიც მოითხოვდნენ რომ ან დაებრუნებინათ ბიგვავა ან მას უკან წაეღო   ბრალდებები მის მიმართ უღირს მოპყრობასთან დაკავშირებით სანამ იგი აფხაზეთში იყო დაკავებული. დაკავებულები ერთი დღის განმავლობაში გაათავისუფლეს.
 
აგვისტოს თვეში ექვსი პიროვნება დააკავეს ახალგორის რაიონში, სამხრეთ ოსეთში და ბრალი დასდეს ხე-ტყის კონტრაბანდით გატანაში. ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ცნობით, ეს ბრალდება შემდგომ შეუმსუბუქეს და შეუცვალეს საზღვრის "უკანონო" გადაკვეთის ბრალდებით, რომელიც შემდეგ ისევ უკან შეცვალეს კონტრაბანდით. ადამიანის უფლებების ევროპის საბჭოს კომისარის მცდელობის მიუხედავად მოლაპარაკება ეწარმოებინა მათ გათავისუფლებაზე, ისინი დატოვეს პატიმრობაში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების ხელში წლის ბოლომდე.  ოქტომბერში, 16 ადამიანი დააკავეს რუსეთის მესაზღვრეებმა  ხეების ჩეხვის დროს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე. მიუხედავად იმისა, რომ რუსი ოფიციალური პირები, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები, ქართული მხარის ოფიციალური პირები და ევროკავშირის მონიტორინგის მისია ყველა შეთანხმდნენ იმაზე, რომ ინციდენტი მოხდა საზღვრიდან ახლო მანძილზე, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ეს ადამიანები პატიმრობაში დატოვეს ოთხი დღით საზღვრის "უკანონოდ" გადაკვეთის ბრალდებით. 

ამნისტია


სისხლის სამართლის კოდექსის 77 მუხლის თანახმად პარლამენტი აცხადებს ამნისტიას იმ პირების მიმართ, რომლებსაც საპარლამენტო კომიტეტი აძლევს რეკომენდაციას; ამნისტიის აქტით დამნაშავე შეიძლება  გათავისუფლდეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, რაც ნიშნავს, რომ ბრალდებულს ეხსნება ბრალეულობა ან უმცირდება სასჯელი. ამნისტიის აქტით სასჯელმოხდილს შეიძლება მოეხსნას ნასამართლობა. ამის საპირისპიროდ, 78-ე მუხლის მიხედვით, შეწყალებას ახორციელებს პრეზიდენტი ინდივიდუალურად განსაზღვრული პირის მიმართ.  შეწყალების აქტით მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისგან ანდა მისთვის დანიშნული სასჯელი შეიძლება შემცირდეს ან შეიცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით; ამნისტიის აქტით სასჯელმოხდილს შეიძლება მოეხსნას ნასამართლობა. მთავრობის ამ დებულებების  ინტერპრეტაციაში მოსჩანს გარკვეული შეუსაბამობა მსჯავრდებულის ნასამართლობის მოხსნასთან დაკავშირებით.
წლის განმავლობაში პრობაციისა და იურიდიული  დახმარების საკითხთა სამინისტროს სტატისტიკის  თანახმად, არსებობდა პრეზიდენტის სამი  ბრძანება, რომელთა საფუძველზე სულ 687 მსჯავრდებული იქნა  შეწყალებული. კანონი აძლევს პრეზიდენტს უფლებას ცალმხრივი გადაწყვეტილების საფუძველზე შეიწყალოს პატიმარი, საპარლამენტო კომიტეტის გვერდის ავლით. 12 მარტს, პრეზიდენტის შეწყალების სამი ბრძანებიდან ერთ-ერთის მიხედვით, პატიმრობის სასჯელის ვადა გაუნახევრდა ოთხ ადამიანს, რომლებიც დამნაშავეებად სცნეს სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში 2006 წელს. ეს ოთხი ადამიანი იმ 45 მსჯავრდებულს შორის იყო, რომლებმაც ამ ტრანშით მიიღეს შეწყალება. დანაშაულის ჩადენის დროს, ეს ოთხი პიროვნება, გია ალანია, ავთანდილ აფციაური,  ალექსანდრე გაჩავა და მიხეილ ბიბილური მუშაობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. მათ მიესაჯათ რვა და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა 2006 წელს გირგვლიანისთვის დაზიანებების მიყენების გამო, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია.  პარლამენტის ოპოზიციის ორი წევრი გადადგა შეწყალების საპარლამენტო კომისიიდან პრეზიდენტის მიერ საპარლამენტო კომისიის გვერდის ავლით შეწყალების ბრძანების გაცემის გამო. რადგანაც ამ ოთხ პიროვნებას უკვე მოხდილი ჰქონდათ  სასჯელის თითქმის ნახევარი, 6 სექტემბერს ისინი გაათავისუფლეს დანარჩენ 384 მსჯავრდებულთან ერთად, რომელთაც პატიმრობა შეუცვალეს პრობაციით. 


ე. სამართლიანი საჯარო სასამართლო პროცესის უარყოფა  

 
კანონი ითვალისწინებს დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას, თუმცა, არსებობს უამრავი განცხადება იმის შესახებ, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება აგრძელებს ზეწოლას სასამართლოებზე.  სახალხო დამცველის წლის პირველი ნახევრის ანგარიშის თანახმად,  სისხლის სამართლის საქმეებთან მიმართებაში სასამართლოები სათანადოდ არ ახორციელებდნენ სამართლიან სასამართლო პროცესის უფლებას ადამიანის უფლებების ევროპის კონვენციის თანახმად. ანგარიშში აგრეთვე ნათქვამია, რომ ადამიანის უფლებების ევროპის კონვენციის ქვეყნის წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებათა უმეტესობა ეხებოდა ამ უფლების დარღვევას. ბევრი არასამთავრობო აცხადებს, რომ სასამართლოები მხოლოდ ბეჭედს უსვამენ პროკურორის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და აღმასრულებელ ხელისუფლებას ზედმეტი ზეგავლენა აქვს სასამართლოებზე. ბევრმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ასევე გამოხატა შეშფოთება, რომ ახლად დანიშნულ მოსამართლეებს აკლიათ გამოცდილება და არ არიან სათანადოდ მომზადებულნი დამოუკიდებლად მუშაობისთვის. საზოგადოების დიდი ნაწილი სასამართლო ხელისუფლებას უყურებს, როგორც ყველაზე კორუფციულ ინსტიტუტს ქვეყანაში.
არსებული სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, მოსამართლეებს შეუძლიათ მოწმეთა დაკითხვა, რასაც შედეგად მოყვება ის, რომ სასამართლო წარმართავს გამოძიებას. შედეგად, მოსამართლეებს უყურებენ როგორც დამხმარეებს სასამართლო პროცესის წარმართვაში და მათი ამგვარი აღქმის გამო სასმართლო ხელისუფლებისადმი ნდობის რეიტინგი დაბალია საზოგადოებაში.  სისხლის სამართლის კოდექსის ძალაში შესვლა, რომელიც  იგეგმება 2010 წელს, სრულიად ახალ როლს აკისრებს მოსამართლეებს-ისინი უნდა იყვნენ ობიექტური არბიტრები და გადაწყვეტილების მიმღებები, რომელთაც არაფერი არ ესაქმებათ საქმის გამოძიებასა და დაცვასთან.
პირველი ინსტაციის სასამართლოებში შეუვსებელი ვაკანსიების გამო გეგმიური სასამართლო პროცესები დაგვიანებით ტარდებოდა. უმაღლესმა საბჭომ გამოუშვა სულ მთლიანად 33 ახალი მოსამართლე წლის განმავლობაში. ახალი 14-თვიანი მოსამზადებელი პროგრამა, რომელიც ყველა სასმართლო უწყების კანდიდატმა უნდა გაიაროს, გავლენას ახდენს ახალი მოსამართლეების დამატების ასეთ ტემპზე.  

მოსამართლეები   ათ-წლიანი   ვადით ინიშნებიან.  ექსპერტების აზრით, ვადის ასეთი შეზღუდვა ხელს უშლის მოსამართლეებს დამოუკიდებლობაში. 
ადამიანის უფლებების ევროპის კონვენციამ დაადგინა, რომ 1999 წლის სამი ადამიანის სასამართლო პროცესი  არ იყო სამართლიანი, რადგან უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგია, არ წარმოადგენდა "კანონის საფუძველზე შექმნილ სასამართლოს", რადგან იგი შედგებოდა ერთი პროფესიონალი მოსამართლის და ორი მსაჯულისგან, რომლებსაც არ გააჩნდათ კანონიერი კომპეტენცია მოსამართლის ფუნქციის შესასრულებლად. ქვეყანაში გაუქმდა მსაჯულთა ინსტიტუტი 2005 წელს. 2008 წელს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება ქვეყნის მიერ კონვენციით განსაზღვრული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაზე ერთ შემთხვევაში.  სასამართლომ აგრეთვე აღნიშნა ერთი დარღვევა ქვეყანაში რომელიც ეხებოდა პროცესის ხანგრძლიობას. 
იუსტიციის სამინისტროს მონაცემების მიხედვით, წლის პირველი 11 თვის განმავლობაში მთავრობამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე 18,048 ადამიანის წინააღმდეგ, საიდანაც 15,415 ადამიანს გამოუტანეს განაჩენი. ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოპოზიციის აქტივისტებთან დაკავშირებული საქმეებზე სასამართლომ უმეტესად მთავრობის სასარგებლოდ გამოიტანა გადაწყვეტილება.  2006 წელს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, მოსამართლეების მაკონტროლებელი ორგანო, წლის მანძილზე მოქმედებდა როგორც დამოუკიდებელი უწყება და მის წევრთა უმეტესობა წარმოადგენდა სასამართლო სისტემას. 2007 წელს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა სასამართლოების შესახებ კანონში, რომლის საფუძველზე მოხდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეორგანიზაცია და იუსტიციის მინისტრის, აღმასრულებელი შტოს ბოლო წარმომადგენლის, საბჭოს წევრობიდან მოხსნა. სასამართლო სისტემის 8 წარმომადგენელი, რომლებიც შეარჩია მოსამართლეთა კონფერენციამ და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, წარმოადგენენ 15 წევრისგან შემდგარ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს   უმრავლესობას. დამატებით ორი წევრს ნიშნავს პრეზიდენტი, სამს - პარლამენტი. პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე - ამჟამად მმართველი პარტიის წევრი - თანამდებობრივად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. 2008 წელს ივლისში შეტანილი ცვლილების მიხედვით პარლამენტის მიერ არჩეული სამი წევრიდან ერთი საპარლამენტო უმცირესობის ფრაქციის  წარმომადგენელი უნდა იყოს. ეს თანამდებობა წლის განმავლობაში დაიკავა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წევრმა ნიკოლოზ ლალიაშვილმა.კონსტიტუციური ცვლილებების შედეგად, მოსამართლეების დანიშვნის ან გათავისუფლების უფლებმოსილება პრეზიდენტისაგან გადაეცა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ხოლო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გახდა საბჭოს თავმჯდომარე, რათა მოსამართლეების დანიშვნის პროცესი უფრო გამჭვირვალე გამხდარიყო. წლის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები მოუწოდებდნენ მოსამართლეთა შერჩევის, დანიშვნისა და დისციპლინარული პროცესის მეტი გამჭვირვალეობისკენ.  მიუხედავად იმისა, რომ ობიექტური, წერილობითი გამოცდების მეშვეობით შეიქნმა კვალიფიციური, პოტენციური კანდიდატების ბაზა და მათი სახელები საჯაროდ იქნა გამოქვეყნებული საზოგადოებრივი გამოძახილის მისაღებად, მოსამართლეთა დანიშნვის პროცესი მაინც ვერ გახდა საკმარისად გამჭვირვალე. ზეპირი გასაუბრებები იმართებოდა დახურულ კარს მიღმა და საზოგადოებამ არაფერი იცოდა თუ რა კრიტერიუმებით ხდებოდა შერჩევა.
წლის განმავლობაში უზენაესმა სასამართლომ იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან ერთად დაიწყო 14-თვიანი ინტენსიური მოსამზადებელი პროგრამა ახალი  მოსამართლეებისთვის.  პროგრამის შედეგად უნდა მომხდარიყო ყველაზე კომპეტენტური და მაღალი აკადემიური მოსწრების კანდიდატების შერჩევა, რაც ხელს შეუწყობდა    არაკვალიფიციური სასამართლო მოხელეთა დანიშვნის აღმოფხვრას. ახალი მოსამზადებელი პროგრამა ითვალისწინებდა გამოცდების ჩატარებას და მონაწილეთა მიღწევების შეფასებას ობიექტური კრიტერიუმებით საუკეთესო კანდიდატების შესარჩევად.

2007 წელს პარლამენტმა მიიღო კანონი, მხარეთა შორის კომუნიკაციის შესახებ, რომელიც პროკურორებს, ბრალდებულებს, გამომძიებლებს და ყველა დაინტერესებულ მესამე მხარეს უკრძალავს სასამართლო დარბაზს მიღმა მოსამართლესთან კონტაქტს, პროცესზე ზეგავლენისაგან დაცვის მიზნით. კანონმა, რომელიც ძალაში შევიდა 2007 წლის აგვისტოში, გააბათილა საბჭოთა დროების კანონი, რომელიც ითვალისწინებდა მოსამართლეების დასჯას სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით, "არასწორი გადაწყვეტილებების" მიღების გამო; მრავალ ექსპერტს მიაჩნია, რომ მთავრობას შეუძლია ამ დებულებების საშუალებით შეზღუდოს სასამართლოს დამოუკიდებლობა. კანონი მოითხოვს, რომ მოსამართლეებმა სასამართლოს თავმჯდომარეს დაუყოვნებლივ, წერილობით აცნობონ სასამართლო დარბაზს მიღმა მხარეებთან ნებისმიერი კომუნიკაციის შესახებ; თავმჯდომარემ 14 დღის ვადაში უნდა განიხილოს ინფორმაცია და უფლება აქვს დააკისროს 2,000 ლარის ოდენობის ჯარიმა (დაახლოებით 1,180 აშშ დოლარი) ან საქმე განსახილველად გადასცეს იუსტიციის საბჭოს მდივანს. ამის შემდეგ საბჭოს მდივანს აქვს ერთი თვე ამ ანგარიშის განსახილველად და დისციპლინარული ზომის შეფარდების მიზნით შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოსათვის გადასაცემად, როგორიცაა მაგალითად, პროკურორების შემთხვევაში გენერალურ  პროკურატურას, ადვოკატის შემთხვევაში - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას ან გამომძიებლების შემთხვევაში - შესაბამისი უწყებების უფროსს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უფლება აქვს გაასაჩივროს მარეგულირებელი ორგანოების გადაწყვეტილება, არ დააკისროს დისციპლინარული სანქცია გასაჩივრების ზოგადი ადმინისტრაციული ნორმების მიხედვით.
სასამართლო ხელისუფლების თანახმად, წლის განმავლობაში არ ყოფილა მიღებული რაიმე დისციპლინარული ზომები სასამართლო დარბაზს მიღმა მხარეთა შორის კომუნიკაცასთან დაკავშირებით. 2008 წელს ადგილი ჰქონდა ოთხი დარღვევის ფაქტს, რომელიც ეცნობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. აქედან სამ შემთხვევაში საჯარო სამსახურის წარმომადგენლები არ ყოფილან გარეული. 
2008 წლის სექტემბერში ზესტაფონის რაიონულმა მოსამართლემ მიიღო სატელეფონო ზარი პიროვნებისაგან, რომელმაც თავისი თავი იუსტიციის მინისტრად წარადგინა და სთხოვა, რომ ერთ-ერთ სამოქალაქო საქმეზე გადაწყვეტილება ერთ-ერთი მხარის, მისი მეგობრის სასარგებლოდ გამოეტანა. მოსამართლემ ამის შესახებ აცნობა სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელმაც ეს შეტყობინება სამართალდამცავ ორგანოებს გადასცა. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ ამოიცნო პირი, რომელმაც დარეკა და 2008 წლის ოქტომბერში მას შეუფარდეს ჯარიმა 2, 000 ლარის (1,180 აშშ დოლარი) ოდენობით. 
გენერალურ პროკურატურას ევალება პროკურორების მიერ 2006 წელს მიღებული ეთიკის კოდექსის დარღვევაზე დისციპლინარული ზომების მიღება. გენერალური პროკურატურა აწარმოებს ასეთი ფაქტების გამოძიებას და გენერალურ პროკურორს წარუდგენს ამ ინფორმაციას დისციპლინარული სანქციის რეკომენდაციასთან ერთად. კოდექსი აქტიურად  ხორციელდებოდა წლის პირველ ნახევარში, როდესაც 201 პროკურორის წინააღმდეგ გამოყენებული იქნა დისციპლინარული სანქცია, შენიშვნით დაწყებული და   მკაცრი საყვედურით დამთავრებული. დისციპლინარულ დარღვევებში შედიოდა ბრალმდბელის მიერ ზედამხედველობის გაწევა და ეთიკის ნორმების დარღვევები, და სისხლის სამართლის დარღვევები დაკავშირებული იყო ოფიციალური ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასთან. წლის განმავლობაში მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის დეპარტამენტმა აღძრა დისციპლინარული საქმე 55 პროკურორის წინააღმდეგ. დისციპლინარული სანქცია  განხორციელდა 42 პროკურორის მიმართ, ხუთი პროკურორი დაისაჯა ეთიკის კოდექსის დარღვევის გამო, და დანარჩენ ორს დაეკისრა დისციპლინარული პასუხისმგებლობა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.  შვიდი საქმე ჯერ კიდევ წარმოებაში იყო წლის ბოლოს.

12 დეკემბერს სამართალდამცავებმა დააპატიმრეს პროკურორი, რომელსაც ბრალი დასდეს 2, 000 ლარის (1, 180 აშშ დოლარი) ოდენობით ქრთამის აღებაში, რათა  ბრალდებულისთვის სასურველი სასჯელი შეეფარდებინათ. აგრეთვე დაკავებულ იქნა დაცვის ადვოკატი, რომელიც გარეული იყო ამ ინციდენტში. ეს ბრალდება მიუთითებს ქრთამის აღების იმ შემთხვევაზე, როდესაც ადვოკატმა მისი კლიენტის დაცვაში აღებული ჰონორარიდან  რაღაც ნაწილი გადაუხადა პროკურორს, რათა მას მათ სასარგებლოდ გამოეტანა გადაწყვეტილება. ბრალდებებიდან გამომდინარე გაურკვეველია პროკურორმა გამოსძალა ფული ადვოკატს, თუ ადვოკატმა თვით შესთავაზა მას ქრთამი. ეს საქმე  წარმოებაში იყო წლის ბოლოსაც;   პროკურორის დანაშაულში მხილების შემთხვევაში მას შეუფარდებდნენ ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთას.  
ახალი სისხლის სამართლის კოდექსით, რომელიც გეგმის მიხედვით უნდა შევიდეს ძალაში 2010 წლის 1 ოქტომბერს, უზრუნველყოფილია სამართალწარმოების ნორმები და თავისუფალი სასამართლო. საპარლამენტო კომიტეტებმა, სხვადასხვა სამუშაო ჯგუფებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა კოდექსი დაწვრილებით განიხილეს და გადასინჯეს.
ახალი სისხლის სამართლის კოდექსის ძირითადი მიდგომა მდგომარეობს სამართალწარმოების შეჯიბრებითობის პრინციპების კანონიერი საფუძვლების ჩამოყალიბებაში: სასამართლო სხდომები და პროცესები  დააბალანსებენ სახელმწიფო ინტერესებსა და ბრალდებულის უფლებებს, სადაც მოსამართლე იქნება ნეიტრალური და მიუკერძოებელი მაგისტრატორი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სამართლიანი სასამართლო პროცესის მიმდინარეობა.  
არსებული სისხლის სამართლის კოდექსი საშუალებას აძლევს მოსამართლეებს დაკითხონ მოწმეები, რაც სასამართლოს აძლევს საშუალებას წარმართოს გამოძიება. შედეგად, მოსამართლეებს უყურებენ როგორც დამხმარეებს სასამართლო პროცესის წარმართვაში. ახალი სისხლის სამართლის კოდექსი სრულიად ახალ როლს აკისრებს მოსამართლეს - ისინი უნდა იყვნენ ობიექტური არბიტრები და გადაწყვეტილების მიმღებები, რომელთაც არაფერი ესაქმებათ საქმის გამოძიებასა და დაცვასთან.
ახალი სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს განსასჯელთა სასამართლო განხილვამდე გათავისუფლების შესაძლებლობის უპირატესობას მათი წინასწარი დაკავების მაგივრად; აგრეთვე უფრო გარკვეულ ვადებს და ბრალდებულის დაცვას, რომელიც უზრუნველყოფს პირობების განხილვას, გადაწყვეტილებას, და სასამართლოს მიერ საპროცესო გარიგების დამტკიცებას;    გაუმჯობესებულ გირაოს პირობებს და სხვა მექანიზმებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ბრალდებულის ყველა პროცესუალური გარნტიებით აღჭურვას. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ციხეში  ბრალდებულთა რიცხვის შემცირებას სასამართლო პროცესის მოლოდინში.
ახალი სისხლის სამართლის კოდექსი უზრდის გამოძიებასა და დაცვას შესაძლებლობას ისარგებლონ თანაბარი უფლებებით მტკიცებულებების  მოპოვებასა და მათ წარდგენაში. სასამართლო გამოძიება იძულებულია გაუმჟღავნოს ყველა მტკიცებულება ბრალდებულს ხუთი დღით ადრე წინასწარი სასამართლო მოსმენის დაწყებამდე. 
ახალი სისხლის სამართლის კოდექსი აგრეთვე ზრდის მართლმსაჯულების შესრულების პროცედურის გარანტიებს. ეს უკანასკნელი მოიცავს დაკავებულისა და ბრალდებულისთვის მკაფიოდ განსაზღვრული უფლებების გაცნობას დაპატიმრებისას; სწრაფ, სამართლიან და შეუფერხებელ სასამართლო პროცესს; უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვას ბრალის წაყენებამდე; გარანტიას, რომ მოსამართლე თავს შეიკავებს მისი საკუთარი გამოძიების წარმოებისგან და მხოლოდ განიხილავს მხარეთა მიერ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომლის საფუძველზე დამტკიცდება პიროვნების დამნაშავეობა თუ უდანაშაულობა. ახალი სისხლის სამართლის კოდექსი იცავს პრივილეგიას თვითდადანაშაულების წინააღმდეგ და  დაცვას აძლევს საკმარის დროს და საშუალებას შეისწავლოს ბრალდების მიერ მოპოვებული მტკიცებულებები.  წინასწარი გამოძიების პერიოდში მოწმეთა საკუთარი სურვილით და არა იძულებით დაკითხვის თაობაზე დებულების კანონიერ ძალაში შესვლა არ არის დაგეგმილი 2012 წლამდე.  საქმის გამოძიება შემოიფარგლება სარჩელის ხანდაზმულობით. საიდუმლო გამოძიების წარმოება შესაძლებელი იქნება პროკურორის გადაწყვეტილების საფუძველზე ხოლო სატელეფონო მოსმენები, ვიდეო ჩანაწერები და ინფორმაციის ხელში ჩაგდების სხვა გზებისთვის საჭიროა მოსამართლის წინასწარი თანხმობა.  პროკურორებს შეუძლიათ  მოიპოვონ მტკიცებულებები  გადაუდებელი გარემოებების არსებობისას სასამართლოს სანქციის გარეშე (ანუ ის რაც უნდა განადგურდეს ან რომელიც ყალბია, ა.შ.), მაგრამ მათ მხოლოდ 12 საათის განმავლობაში შეუძლიათ ორდერის გარეშე იქონიონ მოპოვებული მტკიცებულებები და შემდეგ უნდა მივიდნენ სასამართლოში და დაუსაბუთონ სასამართლოს გადაუდებელი გარემოებების საფუძველი.  ახალი სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, 2010 წლის ოქტომბრიდან შემოღებული იქნება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი თბილისის საქალაქო სასამართლოში მხოლოდ ისეთ საქმეებზე, როგორიცაა მკვლელობა დამამძიმებელი გარემოებებით. მოსამართლე მხარეებთან ერთად შეარჩევს 100 პოტენციურ ნაფიც მსაჯულს და შემდეგ მოხდება მათი გაცხრილვა.    სასამართლო პროცესს გახსნიან მხარეები, რასაც მოყვება პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვა, მსაჯულებს აქვთ წინასწარი მსჯელობის უფლება თუკი მათ დასჭირდებათ სასამართლოსგან საქმესთან დაკავშირებული კანონის დაზუსტება და გამოითქმება საბოლოო მოსაზრებები. ნაფიცმა მსაჯულებმა სამი საათის განმავლობაში უნდა მიაღწიონ ერთსულოვან ვერდიქტს. ასეთი ერთსულოვანი გადაწყვეტილება აუცილებელია ყველა იმ შემთხვევაში, თუ შესაძლო   ვერდიქტი მუდმივი პატიმრობა იქნება.   სხვა სასჯელის შემთხვევაში ვერდიქტი გამოაქვთ ექვსი საათის განმავლობაში,    სულ ცოტა 9/10 ხმის უმრავლესობით. თუ ნაფიცი მსაჯულები ვერ მოახერხებენ  ვერდიქტის გამოტანას 12 საათის განმავლობაში მსჯელობის შემდეგ, მაშინ სასამართლო პროცესი არასრულფასოვნად გამოცხადდება. 
ახალი სისხლის სამართლის კოდექსით ბრალდებულს შეუძლია მოითხოვოს მისი წინასწარი გამოძიებისას მიცემული აღიარებითი ჩვენების  უკან წაღება  ძირითადი სასამართლო პროცესის დროს ყოველგვარი ახსნა-განმარტების მოთხოვნის გარეშე, რომელიც მის მიმართ არ გამოიწვევს წინასწარ განწყობას ან პოლიციის მხრივ რაიმე  სამართალდარღვევას. თუ ბრალდებული არ შეეცდება მისი აღიარებითი ჩვენების უკან წაღებას, მას მსჯავრი არ დაედება მხოლოდ საკუთარ აღიარებაზე დაყრდნობით; საჭიროა სხვა განმამტკიცებელი ჩვენება დამატებით ბრალდებულის მიერ აღიარებასთან ერთად სასამართლო განხილვამდე, სანამ მსჯავრი დაედება. კიდევ, წინა მსჯავრდებების გამოყენება განსასჯელის წინააღმდეგ არ დაიშვება სასამართლო პროცესზე. ახალი სტანდარტი მოითხოვს, რომ სისხლის სამართლებრივმა დევნამ აჩვენოს "მაღალი ალბათობა" დანაშაულის არსებობისა სასამართლოს პროცესის წინა სტადიაზე. თუ პროკურორს არ შეუძლია ბრალდების დამტკიცება, მაშინ სასამართლომ უნდა შეწყვიტოს სისხლის სამართლებრივი დევნა და გაათავისუფლოს დაკავებული განსასჯელი. სასამართლოებმა უნდა ასწავლონ ნაფიც მსაჯულებს, რომ ბრალეულობა უნდა დადგინდეს  მაღალი სტანდარტით, ანუ, როდესაც ყველა ფაქტი  საფუძვლიან ეჭვებს ეყრდნობა. სასამართლოებმა აგრეთვე უნდა გაათვითცნონიერონ ნაფიცი  მსაჯულები იმის თაობაზე, რომ განსასჯელი ითვლება უდანაშაულოდ და მხოლოდ პროკურორი იღებს მტკიცებულების ტვირთს რომ დაამტკიცოს ბრალეულობა საფუძვლიან ეჭვზე დაყრდნობით.  

ახალ სისხლის სამართლის კოდექსში კიდევ დამატებით გარანტიებია ჩადებული სწრაფი სასამართლო პროცესის უზრუნველსაყოფად მკაცრი დროის ჩარჩოების დაწესების საშუალებით: სასამართლო პროცესის წინა მოსმენა უნდა შედგეს 60 დღეში განსასჯელის დაკავებიდან. თუ წინასაპროცესო   მოსმენა არ დაიწყება ამ 60 დღის მანძილზე, განსასჯელი უნდა გათავისუფლდეს. მთავარი სასამართლო პროცესი დაიწყება 14 დღეში წინასასამართლო მოსმენიდან. მთლიანად განსასჯელის დაკავების ვადა შემცირდა ცხრა თვემდე, რომლის განმავლობაშიც სასამართლო პროცესი უნდა დაიწყოს. ამ ვადების გადაწევა ნებადართულია განსასჯელის მოთხოვნით. მაგალითად, პროკურორს შეუძლია მხოლოდ ერთხელ გადაიტანოს წინასამართლო მოსმენა, მაშინ როდესაც დაცვის მხარეს ასეთი შეზღუდვა არ აქვს, თუ მას სჭირდება დამატებითი დრო პროცესისთვის მოსამზადებლად. მსგავსად ამისა, ცხრა თვიანი ლიმიტი მსჯავრდებულის დაკავებაზე შეიძლება გაგრძელდეს, თუ განსასჯელს სჭირდება დრო პროცესისთვის მოსამზადებლად, მაშინ როდესაც პროკურორს ასეთი საშუალება არ ეძლევა. ეს დებულებები განკუთვნილია იმისთვის, რომ აიძულონ პროკურატურა საქმეები სრულად გამოიძიოს და მოემზადოს პროცესისთვის მკაცრ და ვიწრო დროის ჩარჩოში (74 დღეში), სისხლის სამართლებრივი დევნის საქმე უნდა შეწყდეს, თუ არ იქნება დაცული მოცემული დროის ჩარჩოები. 
არსებული კანონით, განსასჯელებმა უნდა დაადასტურონ სასამართლოში  ნებისმიერი  მათი  განცხადება გაკეთებული წინასწარ პატიმრობაში ყოფნისას სანამ მას არ მიიღებენ მტკიცებულებად. არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით ამ დებულებას ნაკლები გავლენა აქვს   იმის გამო, რომ განსასჯელებს ეშინოდათ, რომ თუ მათი ჩვენება არ იქნებოდა დამტკიცებული სასამართლოთი, მათ სამაგიეროს გადაუხდიდნენ ან მათ არ იცოდნენ კანონი. 
კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 წლამდე ვადით იმ მოწმეთა და დაზარალებულთა მიმართ, რომლებიც შეეცდებიან სასამართლოს შეცდომაში შეყვანას ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებების მიცემით. არასამთვრობოები თვლიან, რომ ამ კანონის გამო მოწმეები უფრო დაუცველნი არიან პროკურატურის ზეწოლისაგან, რადგან ისინი ნაკლებად არიან დაინტერესებულნი, რომ უარყონ პროკურორისათვის წინასწარი გამოძიებისთვის მიცემული მამხილებელი ჩვენება. პროკურორებმა მხარი დაუჭირეს ამ კანონს, რადგან მათი აზრით მოწმეებს ნაკლებად ექნებათ პირველადი ჩვენების შეცვლის სურვილი, მიუხედავად ზეწოლისა ბრალდებულის ან მისი თანამზრახეველების მხრიდან. კანონი არ სჯის ბრალდებულს ფიცის ქვეშ ყალბი ჩვენების მიცემისათვის. მოწმეები კანონის თანახმად ვალდებული არიან მისცენ ჩვენება. ამ მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავისუფლდებიან მხოლოდ იმ პირობით, თუ არსებობს იმის საშიშროება, რომ მოხდება მოწმის ნათესავების მხრიდან თვითმამხილებელი ჩვენების მიცემა.  

სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, წამებაც და მტკიცებულების გამოძალვაც წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს. წლის განმავლობაში გენერალურმა პროკურატურამ გამოსცა სახელმძღვანელო  ინსტრუქციები პროკურორებისთვის წამების გამოძიების შესახებ, რათა გაემარტივებინა გამოძიების და ბრალის წაყენების პროცესი წამების საქმეებზე. ინსტრუქციების მიხედვით პროკურორებს ეკრძალებათ საპროცესო გარიგებების დადება, თუ ადამიანს  ზემოთ აღნიშნულ დანაშაულში ედება ბრალი.
ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად პირებს, რომლებსაც დანაშაულის შედეგად მიაყენეს ფიზიკური ან მორალური ზიანი, ან რომლებმაც განიცადეს საკუთრების დაზიანება, უფლება აქვთ შეიტანონ სამოქალაქო სარჩელი და მოითხოვონ კომპენსაცია. ფიზიკური დაზიანების კომპენსაცია ფარავს დაკრძალვის, მკურნალობის, პროტეზის, მედიკამენტების, დაზღვევის, ფინანსური დახმარების და პენსიის ხარჯებს.   მორალური ზიანის მიყენებისთვის კომპენსაცია ფულადი სახით გაიცემა. კომპენსაციის მოთხოვნის ზოგადი წესი და დანაშაულის შედეგად ზიანის გამოსწორება სამოქალაქო დევნის მეშვეობით თანაბრად ვრცელდება ყველა დანაშაულზე, მათ შორის წამებაზე, მტკიცებულების გამოძალვაზე და უკანონო დაკავებაზე.   
იუსტიიციის უმაღლესი საბჭო ხელმძღვანელობს სამიარუსიან სასამართლო სისტემას, რომელშიც შედის რაიონული (ქალაქის) სასამართლოები, სააპელაციო სასამართლოები და უზენაესი სასამართლო. რაიონული (ქალაქის) სასამართლოები განიხილავენ რუტინულ სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებს. უზენაესი სასამართლო წარმოადგენს საბოლოო აპელირების ინსტანციას. წლის განმავლობაში უმაღლესმა საბჭომ შემოიღო ახალი სისტემა ჩამოყალიბდა სამაგისტრო სასამართლოები და გაერთიანდა რაიონული (ქალაქის) სასამართლოები. ამ გზით სასამართლოებს შეუმსუბუქდათ დატვირთვა და სამუშაო უფრო თანაბრად გადანაწილდა სხვადასხვა სასამართლოებს შორის.
წლის განმავლობაში მოსამართლეების თვიური ხელფასები ყველა დონეზე იზრდებოდა, რამაც შეამცირა კორუფციის მოტივაცია. სასამართლო სისტემაში ხელფასები იყო 4,400 ლარი (2,600 აშშ დოლარი)  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის, 2,500 ლარი (1,480 აშშ დოლარი) სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებისთვის, და 2,300 ლარი (1,360 აშშ დოლარი) უფრო დაბალი ინსტანციის მოსამართლეებისთვის. 
2007 წელს   მოსამართლეთა კონფერენციამ მიიღო მოსამართლეების ეთიკის კოდექსი, სადაც განსაზღვრულია სასამართლო ეთიკის წესები, რომლის მიზანია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და პატიოსნების გაძლიერება.  წლის განმავლობაში საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინარულმა კოლეგიამ განიხილა 44 დისციპლინარული საქმე 32 მოსამართლის წინააღმდეგ, 19 ახალი საქმე და 2008 წლიდან გადმოსული 25 საქმე. კოლეგიამ აღიარა დარღვევები და დისციპლინარული სანქცია განახორციელა 10 მოსამართლის მიმართ. აქედან ერთი შემთხვევა წარმოადგენდა ეთიკის ნორმის დარღვევას. 

კონსტიტუციური სასამართლო განიხილავს სამთავრობო განშტოებებს შორის დავებს და გამოაქვს გადაწყვეტილებები ადამიანის უფლებათა დარღვევის საჩივრებზე; ეს იყო უმთავრესად სასამართლო სისტემის  დამოუკიდებლობის დემონსტრირება. კონსტიტუციური განხილვის უფლებამოსილება ეკუთვნის მხოლოდ კონსტიტუციურ სასამართლოს. სასამართლო საკმაოდ ვიწროდ განიხილავდა საკუთარ ფუნქციას ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევების განხილვის ფარგლებში და თანხმდებოდა მხოლოდ იმ საქმეების წარმოებაზე, რომლებიც ეხებოდა ადამიანის უფლებების კანონის კონკრეტული მუხლების დარღვევას. 
სასამართლო პროცესი
მოპასუხეს/ბრალდებულს უფლება აქვს მოითხოვოს საჯარო სასამართლო პროცესი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქმე ეხეება ეროვნული უსაფრთხოების, პირადი ცხოვრების ან მცირეწლოვანის ინტერესების დაცვას. წლის განმავლობაში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, თუმცა შეტანილი იყო სხვა ცვლილებები, რომელთა მიხედვით ბრალდებულს მიენიჭა უფრო ფართო უფლებები.
ბრალდებულს უფლება აქვს დაესწროს მის საქმესთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესს და მიიღოს ადვოკატის კონსულტაცია; 2007 წლის ივნისში პარლამენტმა დააწესა სისტემა, რომლის მიხედვით, უპოვარ ბრალდებულებს მიეცათ უფასო ადვოკატის მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა. თბილისსა და საქართველოს სხვა 11 ქალაქში ფუნქციონირებდა იურიდიული დახმარების სამსახური, რომელშიც 178 თანამშრომელი მუშაობდა.  2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიფან გამოყოფილი იყო 2. 9 მილიონი ლარი (1.71 მილიონი აშშ დოლარი) იურიდიული დახმარების მომსახურებაზე. თავდპირველად იურიდიული დახმარების სამსახური იუსტიციის სამინისტროს ექვემდებარებოდა, რომელიც შემდეგ გადაეცა ახლად შექმნილ პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა დახმარების სამნისტროს, პროკურატურის სამსახურისა და იუსტიციის სამინისტროს გაერთიანების შემდეგ 2008 წელს. იანვრის თვის მდგომარეობით, უფასო ოურიდიული მომსახურების მიღების უფლება ჰქონდათ  მონაცემთა ბაზაში შესული სციალურად დაუცველი სტატუსის მქონე პირებს. აღნიშნული ძალისხმევის მიუხედავად, ბევრი ბრალდებული ვერ სარგებლობდა იურიდიული კონსულტაციით სისხლის სამართლის წინასწარი სასამართლო პროცესის დროს, როდესაც მიიღებოდა გადაწყვეტილება დაპატიმრებასა და გირაოს შეფარდების თაობაზე. 
იურიდიული დახმარების სამსახურის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობის და ეფექტურობის უზრუნველსაყოფად, საანგარიშო წელს ხელისუფლებამ ჩამოაყალიბა ზედამხედველი ორგანო, რომელშიც შედიოდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, არასამთავრობო ორგანიზაციები, პარლამენტის წევრი და პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა დახმარების სამინისტრო. იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუჯეტის შემცირება არ შეიძლება მისი ზედამხედველი ორგანოს თანხმობის გარეშე. ამის მიუხედავად, იურიდიულ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები  აღნიშნავდნენ, რომ იურიდიული დახმარების სამსახურის მიკუთვნება პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთვის ვერ შეუწყობდა ხელს დამოუკიდებლობას. წლიურ ბიუჯეტთან ერთად, იურიდიული დახმარების სამსახური შეიძლება რომ დაფინანსდეს სხვა სამსახურებიდან მიღებული გრანტებით და ფულადი შემოწირულობებით. თუმცა, იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ 2008 წელს გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათი ბიუჯეტის 97%, ანუ 2.9 მილიონი ლარი (1.71 მილიონი აშშ დოლარი) სახლემწიფოს მიერ ფინანსდებოდა.     
ბრადებულს უფლება აქვს შეკითხვები დაუსვას და დაუპირისპირდეს მათ წინააღმდეგ გამოსულ მოწმეებს და ასევე საკუთარი სახელით წარმოადგინოს ნივთმტკიცებულებები და მოწმეები სასამართლო პროცესზე. კანონის თანახმად ბრალდებულებისა და მათი ადვოკატებისთვის ხელმისაწვდომია     ბრალდების მხარის მიერ მათ საქმეზე მოპოვებულ მტკიცებულებები გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე და მათ შრუძლიათ საკუთარი ხარჯით გადაიღონ საჭირო ასლები. კანონის თანახმად, ბრალდებულთა მიმართ გამოიყენება უდანაშაულობის პრეზუმფცია და აქვთ გასაჩივრების უფლება.

კანონის თანახმად, სასამართლო მოსმენის ან პროცესის დასრულებიდან 5 დღის ვადაში სხდომის მდივანმა უნდა მოამზადოს სასამართლოს სხდომის სრული სტენოგრაფიული ჩანაწერი, რომელსაც ხელს აწერს  სხდომის მდივანი და მოსამართლე. მხარეებს შეუძლიათ გაეცნონ ოქმს მხოლოდ აღნიშნული პირების მიერ მისი ხელის მოწერის შემდეგ. მხარეებს უფლება აქვთ სასამართლოში შეიტანონ კომენტარები ოქმის ტექტის ფორმულირებასთან დაკავშირებით. სასამართლოს გადაწყვეტილება გადაეცემა მხარეებს იგივე ხუთი დღის განმავლობაში მარტივი საქმეების შემთხვევაში, ხოლო რთულ საქმეებზე 14 დღის განმავლობაში.
2007 წლიდან, შესაძლებელი გახდა სისხლის სამართლის დარღვევაში ეჭვმიტანილი პირების გასამართლება დაუსწრებლად, თუUამის მიზეზია  სასამართლოსათვის თავის არიდება. იმავე კანონის მიხედვით, დაუსწრებლად გასამართლებულ პირებს უფლება აქვთ გაასაჩივრონ განაჩენი დაპატიმრებიდან ან ჩაბარებიდან ერთი თვის განმავლობაში, რაც იძლევა ახალი პროცესის გამართვის გარანტიას. ადამიანის უფლებების არასამთავრობო ორგანიზაციები კრიტიკულად უდგებიან პირის დაუსწრებლად გასამართლების კანონს, რადგანაც ეს ყველა ტიპის დანაშაულზე ვრცელდება; მთავრობა მხარს უჭერდა სასამართლო პროცესის დროულად გამართვას და მტკიცებულებებისა და მოწმეების წარმოდგენას დანაშაულებრივი ქმედების წარმატებით გამოძიების მიზნით, რათა არ წაეხალისებინათ სამართლებრივი დევნისთვის     თავის არიდების პრეცედენტი. 
ადვოკატს და ბრალდებულს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ წინასასამართლო მოსმენაში; თუმცა, მათი დასწრება არ არის სავალდებულო. ადვოკატის წინასასამართლო მოსმენაზე დაუსწრებლობა არ წარმოადგენს მოსმენის გადადების საფუძველს. მოსამართლეს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება წინასწარი აღმკვეთი ღონისძიების თაობაზე მოსმენის გარეშე.      
კანონის თანახმად, სასამართლომ უნდა დაადასტუროს, რომ საპროცესო გარიგება შედგა ძალადობის, მუქარის, სიცრუის ან უკანონო დაპირებების გამოყენების გარეშე და რომ მსჯავრდებულს ჰქონდა იურიდიული დახმარების მიღების საშუალება. ახალი სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, პროკურორებს უფლბა აქვთ გააფორმონ საპროცესო გარიგება ბრალდებულთან და ადვოკატს შეუძლია აწარმოოს ეს განხილვები. პროკურორებს ევალებათ მიაწოდონ ინფორმაცია დაზარალებულს საპროცესო გარიგების პირობების შესახებ. დაზარალებულმა შესაძლოა მოითხოვოს, რომ მთავარმა პროკურორმა განიხილოს საპროცესო გარიგება. საპროცესო გარიგების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდებოდა მას მერე, რაც იგი დაინერგა 2004 წელს. იუსტიციის სამინისტროს თანახმად, საანგარიშო წლის განმავლობაში საპროცესო გარიგება გამოყენებული იყო 10,400 შემთხვევაში, ანუ 58.9%, ხოლო ეს მონაცემები 2008 წელს შეადგენდა 52%-ს, (10,608).
   
საპროცესო შეთანხმებების უმრავლესობა (მათ შორის შეთავაზებული სასჯელი) შეიცავდა ფულად ჯარიმებს პატიმრობის ვადასთან ან სასჯელთან ერთად. ფულადი ჯარიმის შემთხვევაში, სწორად და მიზანშეწონილად შეფარდებული საპროცესო შეთანხმებებიც კი ხშირად აღიქმებოდა, როგორც ბრალდებულისთვის შესაძლებლობა ეყიდა მისი თავისუფლება, თუნდაც იმ ფასად რა ფასსაც პროკურორი დააწესებდა. ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, სახელმწიფო აიძულებდა ბრალდებულებს საპროცესო გარიგებაზე დათანხმებას.
ბოლო წლების მანძილზე ზოგიერთი საპროცესო შეთანხმებაში ფარულად იგულისხმებოდა, რომ ბრალდებული არ მისდევდა საჩივრებს, სამართალდამცავების მხრიდან მის მიმართ მისი შეურცხოფისა და უღირსი მოპყრობის გამო. წლის განმავლობაში გენერალურმა პროკურორმა გამოუშვა ინსტრუქციები წამების გამოძიებაზე, სადაც განსაკუთრებით იყო აღნიშნული საპროცესო გარიგებების არასწორად გამოყენება. 
ახალი სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, მიუხედავად იმისა  დაპატიმრებული პირი საბოლოოდ მსჯავრდებულია თუ არა, სახელმწიფომ თავის ბიუჯეტიდან ყველა შემთხვევაში სრულად უნდა აუნაზღაუროს ის ზარალი, რაც მას უკანონო ან დაუსაბუთებელი დაპატიმრების გამო მიადგა. 
2008 წლის ოქტომბერში პარლამენტმა მიიღო საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის შედეგად გენერალური პროკურატურა შეუერთდა იუსტიციის სამინისტროს. გაერთიანებულ უწყებას სათავეში ჩაუდგა იუსტიციის მინისტრი. ადამიანის უფლებების დაცვის აქტივისტებმა გამოხატეს შეშფოთება იმის გამო, რომ შერწყმა არ აძლევს პროკუტარურას საკმარის დამოუკიდებლობას იუსტიციის სამინისტროსაგან და არ იძლევა გენერალური პროკურორის დანიშვნაზე პირდაპირი საპარლამენტო კენჭის ყრის საშუალებას.
ამ შერწყმის ნაწილია სისხლის სამართალის ინსტრუქციები, რომელიც გახდა კონფიდენციალური და პოტენციურად სირთულეს წარმოადგენს იურისტებისათვის, როდესაც ისინი ცდილობენ სისხლის სამართლებრივ საქმეებში პროცედურული ასპექტების წამოწევას, რადგან ეს ინფორმაცია, ზოგადი პრინციპებიც კი, არ არის გაზიარებული, როგორც საჯარო ინფორმაცია.  ახალი სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვითაც კი, სამართალდამცავი ორგანოების შიდა მოხმარების ინსტრუქციების მხოლოდ ნაწილია საჯარო.
  
პოლიტიკური პატიმრები და დაკავებულები

ზოგიერთი არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორიცაა პარიზში დაფუძნებული ადამიანის უფლებების ფედერაცია, აცხადებდნენ, რომ მთავრობას ჰყავდა პოლიტიკური პატიმრები და დაკავებულები, თუმცა მათი რაოდენობა  არ იყო დაზუსტებული. დაახლოებითი გაანგარიშებით ეს რიცხვი ნულიდან და ათეულებამდე და ხანდახან ასობითაც კი სახელდებოდა. ერთ შემთხვევაში ათასებიც კი ითქვა. ახალ სახალხო დამცველს არ დაუსახელებია არც ერთი პოლიტპატიმარი ან დაკავებული წლის პირველი ნახევრის ანგარიშში. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა განაცხადა, რომ პოლიტიკური პატიმრები არ არსებობდნენ ქვეყანაში. 
2008 წლის პირველი ნახევრის ანგარიშში, სახალხო დამცველმა ხუთი პოლიტიკური პატიმარი დაასახელა: მერაბ რატიშვილი, იოსებ ჯანდიერი, ილია წურწუმია, ჯონი ჯიქია და დიმიტრი გოდაბრელიძე. მათ ბრალად დაედოთ 2007 წელს მთავრობის წინააღმდეგ გამოსვლებში მონაწილეობა. 
პროკურატურის განცხადების მისხედვით, რატიშვილი და ჯიქია დააპატიმრეს ნარკოტიკული ნივთიერების შენახვის გამო. სასამართლომ ისინი დამნაშავეებად სცნო და მიუსაჯა ცხრა და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა ციხეში.  წურწუმია დააპატიმრეს პოლიციის ოფიცრისათვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით, რადგან ის ხელს უშლიდა საზოგადოებრივი წესრიგის დამყარების მცდელობას.  იგი დამნაშავედ სცნეს და მიუსაჯეს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა. გოდაბრელიძე დააპატიმრეს უკანონო საქმიანობის მიზეზით, როდესაც იგი მუშაობდა მარნეულის რაიონის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში 2003 წელს. იუსტიციის სამინისტროს მიხედვით, გოდაბრელიძე დამნაშავედ სცნეს სახელისუფლებო უწყების შეურაცხყოფისთვის და  ოფიციალური დოკუმენტების გაყალბებისთვის. მას მიესაჯა ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა ციხეში და დაჯარიმდა 10, 000 ლარით (5, 920 აშშ დოლარი). გოდაბრელიძე გაათავისუფლეს 2008 წელს. ჯანდიერი დააპატიმრეს ნარკოტიკების ფლობის გამო და მიუსაჯეს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა ციხეში, ხოლო 2008 წელს შეიწყალეს. პროკურატურამ განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის აკმაყოფილებდა მტკიცებულებასთან დაკავშირებულ სტანდარტებს.  
2008 წლის მეორე ნახევრის ანგარიშში, რომელიც აპრილში გამოვიდა, სახალხო დამცველმა დაასახელა მაია თოფურია, როგორც პოლიტიკური პატიმარი. თოფურია დაკავშირებული იყო ყოფილ იგორ გიორგაძესთან, ყოფილ სახელმწიფო უშიშროების მინისტრთან, რომელიც ადრე დადანაშაულებული იყო მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მკვლელობის მცდელობაში. გიორგაძის ოთხი თანამზრახველი, მათ შორის მაია თოფურია დაადანაშაულეს ღალატში 2007 წელს; ეს ბრალდებები გადაეცა სააპელაციოდ 2008 წელს. აღნიშნული საქმე წარმოებაშია ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის სასამართლოში 2007 წლიდან. 
კიდევ ერთი გახმაურებული საქმე ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის სასამართლოში, რომელიც ასევე 2007 წლიდან მიმდინარეობს ეხება ყოფილი სახელმწიფო უშიშროების მინისტრის, ირაკლი ბათიაშვილის ღალატში დადანაშაულებას. ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელი, ბათიაშვილი გაათავისუფლეს პრეზიდენტის შეწყალებით 2008 წელს.
2007 წელს, ოპოზიციამ შეადგინა 42 ადამიანის სია, რომლებიც მათ პოლიტიკურ პატიმრებად მიაჩნდათ და წარუდგინა იგი მთავრობას. 2008 წელს 34 ადამიანი გაათავისუფლეს. 
ექსპერტების აზრით,  გაზაფხულზე ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლების დაწყებიდან, სასამართლო საქმეების უმეტესობას, როგორც ამბობენ, პოლიტიკური სარჩული ედო საფუძვლად. ოპოზიციის აქტივისტების წინააღმდეგ აღძრული საქმეები ეხებოდა იარაღის და/ან ნარკოტიკების ფლობას. ამ საქმეების უმრავლესობასთან დაკავშირებით აღინიშნა პროცედურული დარღვევები (იხ. ნაწილი 1.დ.) .  
12 აგვისტოს, არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა წარუდგინეს შინაგან საქმეთა სამინისტროს 48 აქტივისტის სია სხვადასხვა ოპოზიციური პარტიებიდან, რომლებიც მათ მიაჩნდათ რომ დაპატიმრებულნი იყვნენ შეთითხნილი ბრალდებებით აპრილი-ივლისის საპროტესტო აქციების დროს. ბრალდებები ძირითადად უკავშირდებოდა ნარკოტიკებისა და იარაღის ფლობას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება ბრალდებებზე და მოლაპარაკება არასაპარლამენტო ოპოზიციასთან. სავარაუდოდ, 10 ადამიანი გაათავისუფლეს 12 აგვისტოს, პირველი მოლაპარაკების შედეგად, ცხრა ადამიანი გაათავისუფლეს 16 ნოემბერს,  23 ნოემბერს გაათავისუფლეს შვიდი ადამიანი პრეზიდენტის შეწყალების შედეგად. მრავალი მათგანი გამოუშვეს გირაოთი ან მოკლევადიანი სასჯელის შემდეგ.  წლის ბოლოს, გაურკვეველი იყო ამ 48 ადამიანიდან რამდენი გაათავისუფლეს. 16 აგვისტოს, ამ სიიდან ოპოზიციური რესპუბლიკური პარტიის ორ აქტივისტს გორის საქალაქო სასამართლომ მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა ციხეში. დავით გუდაძეს მიუსაჯეს ოთხწლიანი პატიმრობა ხელყუმბარების ტარებისა და შენახვის გამო. თამაზ ტლაშაძეს მიუსაჯეს სამი წელი  ნარკოტიკული ნივთიერების შენახვის გამო.   
მთავრობამ ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს უფლება მისცა მოენახულებინათ ეგრეთწოდებული პოლიტიკური პატიმრები და რამდენიმე ორგანიზაციამ ისარგებლა ამ უფლებით წლის განმავლობაში.
სამოქალაქო იურიდიული პროცედურები და სამართლებრივი დაცვა
კონსტიტუცია ითვალისწინებს სამოქალაქო საკითხების დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლო განხილვას, თუმცა გამოთქმული იყო გარკვეული ეჭვები მოსამართლეთა პროფესიონალიზმთან და განაჩენის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. კანონით და კონსტიტუციით, პირი, რომელსაც მიადგება ზარალი თვითნებური დაკავების ან სხვა უკანონო ან თვითნებური ქმედების შედეგად, უფლებამოსილია შეიტანოს სამოქალაქო სარჩელი.
2006 წელს აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც დე-ფაქტო სასამართლოებს უკრძალავს აფხაზეთიდან 1992-93 წლებამდე, აღნიშნულ პერიოდში ან მას შემდეგ წასული ეთნიკური ქართველების მიერ საკუთრების თაობაზე შემოტანილი სარჩელების განხილვას, რაც ხელს უწყობს ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებული პირებისათვის აფხაზეთში არსებული საკუთრების ჩამორთმევას. გადაწყვეტილების თანახმად, ეთნიკური ქართველების საკუთრებასთან დაკავშირებით წარსულში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებები ან განხილვის პროცესში მყოფი საქმეები ბათილად იქნა ცნობილი. არსებული ინფორმაციის თანახმად, აფხაზეთის დე-ფაქტო სასამართლოები არ ცდილობდნენ ფაქტების დადგენას ან სამართლიანობის დამყარებას და მოქმედებდნენ პროკურორების და სამართალდამცავი უწყებების მითითებების შესაბამისად. დამნაშავეები ქრთამს აძლევდნენ პოლიციელებს, პროკურორებს სასჯელის თავის არიდების მიზნით.  
    

ვ. თვითნებური   ჩარევა პირად ცხოვრებაში, საოჯახო საკითხებში, კორესპონდენციაში
კანონი კრძალავს ამგვარ ქმედებებს სასამართლო ნებართვის ან კანონიერი საჭიროების გარეშე და პოლიციას უკრძალავს ორდერის გარეშე ბინის ჩხრეკის, ფარული ოპერაციის ჩატარებას ან თვალყურის დევნებას. თუმცა აღნიშნულ აკრძალვები ხშირად არ იყო დაცული. 
წლის განმავლობაში ზოგიერთმა ოპოზიციური პარტიის აქტივისტმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ მათ მიმართ ხორციელდებოდა თვალთვალი და მოსმენები იმ ზომამდე, რომ მათ შეწყვიტეს მობილური ტელეფონების გამოყენება. ზოგი ოპოზიციონერი აქტივისტის წინააღმდეგ წაყენებული იქნა ბრალდებები ვიდეო და/ან აუდიო თვალთვალის  და მოსმენის საფუძველზე, რამაც არასამთავრობო ორგანიზაციების და საერთაშორისო დამკვირვებლების ყურადღება მიიპყრო, განსაკუთრებით როდესაც 23 მარტს, ოპოზიციის ცხრა აქტივისტი დააპატიმრეს იარაღის უკანონო შესყიდვის გამო. თუმცა, ზოგადად ადამიანის უფლებების სფეროში მომუშავე პირები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომდგენლები იუწყებოდნენ, რომ მათ არ უგრძვნიათ რაიმე თვალთვალი სახელმწიფოს მხრიდან და თავისუფლად ახორციელებდნენ თავიანთ საქმიანობას.  
არასამთავრობო ორგანიზაციები კვლავაც აცხადებენ, რომ პოლიცია აგრძელებს კერძო სატელეფონო საუბრების მოსმენას სასამართლო ნებართვის გარეშე; პოლიცია ხშირ შემთხვევაში ორდერს იღებს მხოლოდ ჩხრეკის ან მოსმენის ფაქტის შემდგომ. არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, მოქალაქეთა უმეტესობისათვის უცნობია, რომ მათ უფლება აქვთ მოითხოვონ მათი სახლების ჩხრეკის გადავადება ერთი საათით, რათა მოიწვიონ ორი ობიექტური მოწმე, რომლებიც დაესწრებიან ჩხრეკას. ხელისუფლების განცხადებით, დაცვის პოლიცია და საგადასახადო უწყებები შედიოდნენ სახლებში და ოფისებში კანონიერი სანქციის გარეშე. არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციის ზოგი წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენლები   კომპანიებისა და ინდივიდუალური პირების ჩხრეკას აწარმოებდნენ გამიზნულად, პოლიტიკური მოტივით; დაკისრებულ ჯარიმებს ისინი აფასებდნენ, როგორც "კანონიერ გამოძალვას" მთავრობის მიერ. ასეთი შემთხვევების არსებობას  აღნიშნავდნენ კომპანიები და   სხვადასხვა პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები.  
არსებობდა გარკვეული პრობლემები საპროცესო მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან და კანონის უზენაესობის დაცვასთან დაკავშირებით  საკუთრების უფლების სფეროში. 
არასამთავრობო ორგანიზაციები იუწყებოდნენ, რომ თუმცა მთავრობამ გადადგა უფრო კონკრეტული ნაბიჯები იძულებით გადაადგილებული პირების დასახმარებლად წლის განმავლობაში, მაგრამ ეს გაკეთდა საკუთრების უფლების ხარჯზე. არასამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებდნენ იმ ფაქტებზე, რომ კონფლიქტის ზონიდან იძულებით გადაადგილებული პირები უკანონოდ იკავებდნენ სხვის საკუთრებაში მყოფ შენობებს და ისინი იძულებულნი ხდებოდნენ მიეყიდათ  მათი საკუთრება მთავრობისთვის საბაზრო ღირებულებაზე უფრო დაბალ ფასად, რათა სწრაფად გადაეჭრათ მრავალი წლის განმავლობაში არსებული საკუთრების პრობლემები. 

2007 წელს, Hუმან ღიგჰტს ჭატცჰ-ის თანახნმად, თბილისში და მეზობელ ქალაქში რესტორნების მფლობელებისაგან შემოდიოდა საჩივრები მასზედ, რომ მთავრობა აიძულებდა მათ ქონების გადაცემას სისხლის სამართლებრივი დევნის მუქარით, იმის გამო, რომ თითქოს და ეს ქონება შეძენილი იყო კორუფციული გარიგებების შედეგად შევარდნაძის პერიოდში. მთავრობა ამტკიცებდა, რომ ამ ქონებაზე იჯარის ვადა ან ამოწურული იყო ან გაურკვეველი იყო, ანდა გაყალბებული გარიგებების ან კორუფციასთან დაკავშირებული ქრთამის შედეგად იყო გაფორმებული. ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები გამოთქვამდნენ შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობა არასაკმარისად იცავდა პროცესუალურ ნორმებს და კანონის უზენაესობას.  სახალხო დამცველმა აღნიშნა ეს პრობლემა 2008 წლის დეკემბერში, პარლამენტში გამოსვლისას. ახალ სახალხო დამცველს არ შეუტანია რაიმე ახალი ცნობები აღნიშნულ ინციდენტებთან დაკავშირებით მის ბოლო ანგარიშში, რომელიც    წლის მეორე ნახვარს ეხებოდა.        ზ. გადამეტებული ძალის გამოყენება და სხვა სახის დარღვევები შიდა კონფლიქტის ზონებში.
5 მაისს მუხროვანის ბაზაზე სამხედრო დანაყოფის ბატალიონის ხელმძღვანელობამ წამოიწყო ამბოხი მთავრობის წინააღმდეგ.  დანაყოფის დიდი უმრავლესობა, 500 წევრი, არ იყო ჩართული და არც არაფერი იცოდა შეთქმულების შესახებ და ისინი მშვიდობიანად ჩაბარდნენ იმავე დღეს. სამნი, რომლებიც მოიაზრებოდნენ, როგორც ორგანიზატორები, გაიქცნენ.  21 მაისს ეს სამი ადამიანი პოლიციასთან ურთიერთსროლის დროს დაიჭირეს თბილისი გარეუბანში. სროლისას პოლიციამ მოკლა გია კრიაშვილი და დაჭრა ორი დანარჩენი, ლევან ამირიძე და კობა ოთანაძე, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სამმა ადამიანმა შეიარღებული წინააღმდეგობა გაუწია პოლიციას, რომელიც იძულებული იყო იარაღის ძალა გამოეყენებინა. მრავალი არასამთავრობო ორგანიზაცია ეჭვქვეშ აყენებს იმას, თუ რამდენად მიზანშეწონილი იყო ძალის გამოყენება მათი დაპატიმრებისას. არასამთავრობო  ორგანიზაციებმა აგრეთვე გაამახვილეს ყურადღება მათ დაკავებასთან დაკავშირებით. 24 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო სასამართლო მოსმენები 41 ადამიანის საქმესთან დაკავშირებით, რომლებსაც ბრალად ედებოდათ ამბოხში მონაწილეობა. უმრავლესობას ელოდა  27 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოო განაჩენი წლის ბოლოს არ იყო გამოტანილი. 
აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის რეგიონში სეპარატისტული კონფლიქტები ისევ გადაუჭრელი დარჩა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს კიდევ უფრო გამწვავდა.

30 სექტემბერს გამოვიდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო დამოუკიდებელი მისიის კომისიის ანგარიში საქართველოში კონფლიქტის შესახებ, რომელიც ფართოდ არის ცნობილი, როგორც  "ტალიავინის ანგარიში". ამ უკანასკნელში შემდეგი დასკვნებია გაკეთებული: შეუძლებელი იყო მთელი პასუხისმგებლობის რომელიმე ერთი მხარისთვის დაკისრება; ღია სამხედრო მოქმედება დაიწყო როდესაც საქართველოს მხარემ ცეცხლი გაუხსნა ცხინვალს; როდესაც საქართველოს მხარემ შეტევა განახორციელა, რუსული ჯარის ნაწილები უკვე სამხრეთ ოსეთში იმყოფებოდნენ;  საქართველოს მიერ ძალის გამოყენება კონფლიქტის პირველ ფაზაში  გაუმართლებელი იყო; რუსეთის მიერ ძალის გამოყენება სამხრეთ ოსეთის მიღმა ტერიტორიაზე გაუმართლებელი იყო; საქართველოს განზრახვა სამხრეთ ოსეთისთვის გენოციდის მოწყობაზე ვერ დამტკიცდა; და განხორციელდა ეთნიკური წმენდა ქართველების წინააღმდეგ სამხრეთ ოსეთის ძალების ან არარეგულარული შეიარაღებული ჯგუფების მიერ. ტალიავინის ანგარიში აგრეთვე ასკვნის, რომ კონფლიქტის ყველა მხარემ - საქართველოს, რუსეთის, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ძალებმა - "დაარღვია საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონი და ადამიანის უფლებები". სამხრეთ ოსეთის არარეგულარულმა შეიარაღებულმა ჯგუფებმა და სხვებმა ჩაიდინეს "მრავალი" ასეთი დარღვევა. მთავარ დარღვევად დასკვნაში აღნიშნულია როგორც რუსეთის ასევე საქართველოს მხრიდან ცეცხლის განურჩევლად და დამიზნების გარეშე გახსნა, მოროდიორობა და ეთნიკურად ქართული სოფლების განადგურება, უღირსი მოპყრობა, გაუპატიურება, თავდასხმა, მძევლად აყვანა, თვითნებური დაპატიმრებები სამხრეთ ოსების მიერ;   რუსულმა ძალებმა ვერ მოახერხეს ამ დარღვევების  აღკვეთა მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. Hუმან ღიგჰტს ჭატცჰ-მა ყურადღება გაამახვილა ამგვარ დარღვევებზე პასუხისმგებლობის არარსებობაზე. 

2009 წლის ანგარიშში, ადამიანის უფლებების ევროპის სასამართლო მიუთითებს, რომ მათ მიიღეს 3, 000 საჩივარი 2008 წელს საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით. სასამართლოში აგრეთვე შევიდა საქართველოს მიერ აღძრული მთავრობათაშორისი საქმე რუსეთის წინააღმდეგ.
 
აფხაზეთში ადგილი ჰქონდა ძალადობის შემთხვევებს, განსაკუთრებით ეთნიკურად ქართულ რეგიონში, გალში, და აგრეთვე სამხრეთ ოსეთშიც.   
2008 წლის აგვისტოში, რუსეთის მთავრობამ აღიარა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი,  როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები; 2008 წლის სექტემბერში რუსეთის მთავრობამ  დე-ფაქტო ხელისუფლებასთან ხელი მოაწერა ხელშეკრულებებს, რომელიც ითვალისწინებდა ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ძალების არსებობას. 2008 წლის აგვისტოში  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ფორმალურად აუქმებდა რუსეთის სამშვიდობო ოპერაციებს საქართველოში.  ადრინდელი შეთანხმებების თანახმად თანამეგრობის ქვეყნების სამშვიდობო ძალებს შეეძლოთ  როგორც აფხაზეთის, ასევე სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ყოფნა. 2008 წლის აგვისტოში ქვეყნის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადა. წლის ბოლოს მხოლოდ სამმა ქვეყანამ სცნო რუსეთის მიერ აღიარებული ტერიტორიები.
 
ადამიანის უფლებების შესახებ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მწირი ინფორმაცია იყო ამ რეგიონებში შესვლის შეზღუდული შესაძლებლობის გამო. 
საქართველოში გაეროს დამკვირვებლების მისიის მანდატი თავდაპირველად გაგრძელებული იყო 15 თებერვლამდე, მაგრამ, 15 ივნისს, ეს 15 წლიანი მანდატი შეწყდა რუსეთის მხრიდან უშიშროების საბჭოში   ვეტოს დადების შედეგად. გაეროს ლტოლვილთა უმაღალესი კომისრის (UNHCR) ოფისი დარჩა აფხაზეთში. 2007 წელს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება დათანხმდა ნებართვა მიეცა გაეროს ადამიანის უფლებების ოფიცერს და სამ   სამოქალაქო პოლიციელს გალის სექტორის შტაბბინაში განთავსებულიყვნენ; თუმცა, ამ მანდატსაც  გაუვიდა ვადა 15 ივნისს გაეროს დამკვირვებლების მისიის მანდატთან ერთად. მოლაპარაკებები გაეროს ადამიანის უფლებების ოფიცერის აფხაზეთში ყოფნის ნებართვის განახლებაზე წლის ბოლოს ჯერ არ იყო დასრულებული. 
ეუთოს სამხედრო მონიტორინგის მისიის მანდატი სამხრეთ ოსეთში გაგრძელდა ივნისის ბოლომდე, თუმცა რუსეთმა უარი განაცხადა ახალი მანდატის მიღებასთან დაკავშირებით საყოველთაო თანხმობაში მონაწილეობაზე, რის შედეგადაც მისია 17 წლიანი მუშაობის შემდეგ დაიხურა. მოლაპარაკების შემდგომმა მცდელობებმა ეუთოს სამხრეთ ოსეთში და საქართველოს დანარჩენ ნაწილში ყოფნის თაობაზე   წლის ბოლოსთვის კვლავ წარუმატებელი იყო.  
აფხაზეთის გალის რეგიონში, სადაც ბევრი ეთნიკური ქართველი ცხოვრობს,  კვლავაც დაძაბული მდგომარეობაა, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის, გატაცებების, თვითნებური დაკავებებისა და პატიმრობაში გარდაცვალების ფაქტების არსებობის გამო. დაფიქსირებული იყო რუსული და აფხაზური დე ფაქტო ძალების,  კრიმინალური ბანდების მიერ,  მოროდიორობისა და ძარცვის უამრავი შემთხვევა, განსაკუთრებით მოსავლის აღების პერიოდში, როდესაც ადგილობრივ ფერმერებს სძალავდნენ თავიანთი შრომით მიღებულ შემოსავალს.   პრობლემები დე-ფაქტო ხელისუფლების სისხლის სამართლის დაცვის სისტემაში, განსაკუთრებით მიკერძოებული გამოძიება და სასამართლო, ქმნის დაუსჯელობის სინდრომს. დე-ფაქტო სამართალდამცავების მიერ ჩადენილი  დანაშაულებრივი ქმედებები მოიცავს თვითნებურ დაპატიმრებას და დაკავებას და ასევე, დაკავებულების ცუდად მოპყრობას.  დე-ფაქტო სამართალდამცავები იშვიათად ატარებენ ფორმას ან საინდეტიფიკაციო ნიშნებს, რაც მათ დაუსჯელად მოქმედების საშუალებას აძლევს. რუსულმა სამხედრო ძალებმა და დე-ფაქტო სამხედრო შენაერთებმა შეუზღუდეს საერთაშორისო დამკვირვებლებს აფხაზეთში ჩასვლისა და ადამიანის უფლებების დარღვევის საჩივრების გამოძიების შესაძლებლობა.2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დაწყების შემდეგ, სამხრეთ ოსეთის სეპარატისტები კლავდნენ ადამიანებს, მოროდიორობდნენ, სისტემატურად თავს ესხმოდნენ ქართულ სოფლებს და არ უშვებდნენ საერთაშორისო დამკვირვებლებს სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორაზე რათა  თავისი თვალით ენახათ მომხდარი მოვლენები და ეწარმოებინათ დარღვევების გამოძიება.  
გატაცება
წლის განმავლობაში დაძაბულობა ორივე სეპარატისტული რეგიონის ადმინიტრაციულ საზღვარზე მაღალი იყო და განუწყვეტლად მოდიოდა ცნობები გატაცებების შესახებ. 
22 ივლისს მედიის საშუალებით გავრცელდა ცნობა, რომ აფხაზეთში დააკავეს ერთი ავტობუსი 27 ადამიანით და ერთი მინი ავტობუსი რომლებმაც გადაკვეთეს სასაზღვრო ზოლი. როგორც იუწყებოდნენმ ზოგიერთ მათგანს აძალებდნენ აფხაზეთის "პასპორტის" მიღებას და 11 მათგანს ჯარში სამსახურს.  7 თებერვალს, ხუთმა შეიარაღებულმა პირმა, რომლებიც ეუთომ დაადგინა, რომ იყვნენ ოსები, გააჩერეს მანქანა აღმოსავლეთ-დასავლეთის მთავარ მაგისტრალზე, ორჭოსანის სამხრეთით, სამხრეთ ოსეთის გარე ტერიტორიაზე, გაიტაცეს მძღოლი, მალხაზ ბეუკლიშვილი და გადაიყვანეს სამხრეთ ოსეთში. ცნობების მიხედვით გამტაცებლებმა მოითხოვეს გამოსასყიდი 6273.64 ლარის ოდენობით, ანუ  50.000 აშშ დოლარი. ევროკავშირის მონიტორინგის მისიისა და ეუთოს მოლაპარაკების შედეგად იგი გაათავისუფლეს მეორე დღეს.
27 თებერვალს, ოთხი ეთნიკური ქართველი, რომელიც  მგზავრობდა სამხრეთ ოსეთის ადმინიდტრაციული საზღვრის შიდა ტერიტორიაზე, სოფელ წნელისის მახლობლად, შეიპყრო ექვსმა შეიარაღებულმა პირმა, რომლებიც მისი თქმით, ოსები იყვნენ. ორი მათგანი მალევე გამოუშვეს; მათ განაცხადეს, რომ გამტაცებლები იყვნენ ოსი წარმოშობის პირები და რომ მათ მოითხოვეს გამოსასყიდი -  6, 000 ევრო (8, 175.57 აშშ დოლარი) დანარჩენი ორის, დავიტ კაპანაძის და დემურ ჩიღლაძის გათავისუფლებაში. მეორე დღეს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ გამოაცხადეს, რომ ეს ორი ადამიანი დააპატიმრეს საზღვრის "უკანონო" გადაკვეთისთვის და 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის.  ეუთომ აღნიშნა, რომ   გამოსასყიდის მოთხოვნა არაფერ კავშირში არ არის ოფიციალურ "დაპატიმრებასთან". ეს ადამიანები კვლავ პატიმრობაში იყვნენ სამხრეთ ოსეთში წლის ბოლომდე. 
4 ნოემბერს, ოთხი ქართველი ბიჭი დააკავეს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ე.წ. "სახელმწიფო საზღვრის" დარღვევის გამო და თითქოს მათ ჰქონდათ ხელყუმბარები და სხვა ასაფეთქებელი საშუალებები. თუმცა მათ დე ფაქტო ხელისუფლებამ მიუსაჯა  ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა ციხეში, ორი მათგანი გამოუშვეს 3 დეკემბერს ევროპის საბჭოს მიერ ჩატარებული მოლაპარაკებების შედეგად, და დანარჩენი ორი საბოლოოდ 19 დეკემბერს გაათავისუფლეს, კიდევ ერთ ქართველ არასრულწლოვანთან ერთად, რომელიც ივლისის შემდეგ იმყოფებოდა პატიმრობაში. 
2007 წელს ეთნიკური ქართველის, აფხაზების მიერ კონტროლირებადი გალის რაიონის დე-ფაქტო არჩევნების კომისიის თავმჯდომარის დავით სიგუას გატაცების საქმე, კვლავ გაუხსნელი დარჩა. საქართველოს მთავრობა უარყოფდა აფხაზეთის ბრალდებას იმის შესახებ, რომ ის დაკავშირებული იყო ამ გაუჩინარებასთან და ორივე მხარე შეთანხმდა ერთობლივ გამოძიებაზე,   გაეროსთან ერთად, რომელიც უშედეგოდ დამთავრდა. საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის დახურვის გამო, გაერომ ვერ შესძლო გამოძიების შემდგომ გაგრძელება. აგვისტოს თვეში ინციდენტების პრვენციისა და რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 11 შეხვედრა შედგა გალში, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს, რუსეთის, და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლები, სადაც კიდევ ერთხელ წამოიჭრა სიგუას გაუჩინარების თემა.
მთავრობა და დაკარგული ადამიანების საკითხებზე მომუშავე აფხაზეთის კომისია აცხადებდა, რომ 1992-93 წლის აფხაზეთის ომის შედეგად დაკარგულია დაახლოებით 2,000 ქართველი და აფხაზი.  სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, 1991 და 2004 წლის კონფლიქტების შემდეგ   დაიკარგა 116 ადამიანი. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი განაგრძობდა შესაბამისი უწყებების დახმარებას მიეწოდებინათ ოჯახებისათვის ინფორმაცია დაკარგული ადამინების ადგილსამყოფელის შესახებ.  1992-93 წლებში ადამიანების უმეტესობის დაკარგვა უკავშირდებოდა აფხაზეთის რეგიონს. წლის განმავლობაში, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინფორმაციით, 1992-93 წლებში გარდაცვლილების ექსგუმაცია არ მომხდარა.  
აგვისტოს კონფლიქტის დროს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა მიიღო 1,100-ზე მეტი თხოვნა, სადაც ოჯახის წევრები და ხელისუფლება ითხოვდნენ დახმარებას ადამიანების პოვნაში. წლის ბოლოსთვის, 1,000 განცხადება დაიხურა. აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ ადამიანების მოტაცება გამოსასყიდის მისაღებად კიდევ უფრო გახშირდა, განსაკუთრებით ეს ეხებოდა აფხაზეთში, გალის რაიონში ეთნიკურ ქართველებს.  მიუხედავად იმისა, რომ გატაცებულებს უმეტესად სწრაფად და ოპერატიულად აბრუნებდნენ, ზოგიერთი იყო ნაცემი, ადგილი ჰქონდა ადამიანების გარდაცვალებასაც. 2008 წლის დეკემბერში დაკარგული მოხუცებული ქალბატონის სხეული იპოვეს ტყეში მისი სოფლის მახლობლად, ნაბაკევში; ადგილობრივმა მკვიდრებმა განაცხადეს, რომ იგი აფხაზმა მამაკაცებმა გაიტაცეს და გამოსასყიდს ითხოვდნენ.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებდა, რომ რამოდენიმე ადამიანი სამხრეთ ოსეთიდან გაუჩინარდა საქართველოში პატირობის დროს, მათ შორის იყვნენ ა.ი. ხაჩიროვი, ს.რ . ფილიევი და ა.დ. ხუგაროვი, რომლებიც, მათი თქმით დააკავეს 2008 წლის ოქტომბერში. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები იუწყებოდნენ, რომ მათ ჰქონდათ მტკიცებულება, მათ შორის მოწმეების მონაყოლი, რომ ეს სამი ადამიანი დაკავებული ჰყავდათ საქართველოში; ისინი ცდილობდნენ ეძებნათ დახმარება გარედან საქმის გამოძიებაში და ევროკავშირის მონიტორინგის მისია ჩაერთო საქმეში. წლის ბოლოსთვის ეს საქმეები არ იყო გახსნილი.  არასრულწლოვანი ჯარისკაცები 
აფხაზეთში დე-ფაქტო ხელისუფლებას ხშირად ძალით მიჰყავდა მცირეწლოვანი ბიჭები სახლებიდან და მათ აიძულებდა აფხაზეთის მილიციაში ემსახურათ.  ზოგიერთი მშობლის განცხადებით, მათი ვაჟები 18 წლის ასაკს მიღწეულები არ იყვნენ, რაც ჯარში სამსახურის მინიმალურ ასაკს შეადგენს. მაშინ, როდესაც აფხაზეთის მილიციაში წაყვანილი ეთნიკური ქართველების რიცხვი მცირე იყო, სამხედრო სამსახურში გაწვევა წარმოადგენდა პოლიტიკური მანიპულირების ხერხს, რომელსაც დე-ფაქტო ხელისუფლება იყენებდა ეთნიკური ქართველების საკონტროლოდ და ახალგაზრდა ქართველების გალის რაიონში დაბრუნებისა და დარჩენის თავიდან ასაცილებლად.
კონფლიქტთან დაკავშირებული სხვა დარღვევები
რუსმა მესაზღვრეებმა  ორი რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრების გაკონტროლება დაიწყეს მაისში და ისინი უკრძალავდნენ ადგილობრივ მოსახლეობას თავისუფლად გადაადგილებას. 
დეკემბერში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გააკრიტიკა მთავრობა,   სამხრეთ ოსეთიდან ხუთი ადამიანის აყვანის გამო, რომლებიც ოთხი თვის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული და გაათავისუფლეს მას მერე რაც გაცვალეს ტყვეებში. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აწარმოებდნენ მოლაპარაკებას სამხრეთ ოსეთის  დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ტყვეების გაცვლის თაობაზე ივლისის თვეში, რის შედეგადაც მათ სასამართლოს გამოაშვებინეს ხუთი ოსი პიროვნება, ხოლო შემდეგ შეიტყვეს, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ არ შეასრულა დანაპირები. როგორც იუწყებიან, მათ დატივეს ეს ხუთი ადამიანი პატიმრობაში სანამ ახალი მოლაპარაკება არ შედგა გაცვლის თაობაზე დეკემბერში, რა დროსაც ისინი გაათავისუფლეს.  Hღჭ-ის განცხადებით, რუსეთთან აგვისტოს კონფლიქტის დროს და მას შემდეგ პერიოდში ოსმა ჯარისკაცებმა განზრახ მოკლეს ცხრა ეთნიკურად ქართველი ქალი და ორი გააუპატიურეს.  მთავრობამ ასევე განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის ჯარისკაცებმა გააუპატიურეს ბევრი მოქალაქე. იმის გამო, რომ გაუპატიურება სოციალურად ტაბუდადებულ თემად ითვლება, ამის შესახებ მხოლოდ რამდენიმე განაცხადება გაკეთდა დაზარალებულების მხრიდან. გაუპატიურების ფაქტების გამოძიება რთულდებოდა ქაოტური მდგომარეობის გამო და იმ მიზეზითაც, რომ აღნიშნული შემთხვევების ადგილზე პოლიცია ნაკლებად იმყოფებოდა;  ეს მეტწილად შეეხებოდა გამშვები პუნქტის მეორე მხარეს, სადაც საქართველოს ხელისუფლება ვერ შედიოდა.  
ჩივილ.გე-ს ვებ გვერდის  მიხედვით,  2008 წელს "სტუდია მონიტორ"-მა გააკეთა დოკუმენტური გამოძიება, სადაც ასახული 2008 წლის  მაისის აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე სოფელ ხურჩაზე თავდასხმა, სადაც ნაჩვენებია, რომ არჩევნების დღეს, მიუხედავად მთავრობის მტკიცებულებისა, თავდასხმა ქართველების მიერ იყო განხორციელებული. გაეროს მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ დაადასტურა, რომ ყუმბარები გასროლილი იყო საქართველოს კოტროლის ქვეშ მყოფი ცეცხლის შეწყვეტის ზოლიდან. წინასწარი ანგარიშის მიხედვით, დამნაშავეების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, მაგრამ დაფიქსირდა გარკვეული შეუსაბამობები, კერძოდ - აღნიშნული მოვლენა ისეა გადაღებული, რომ შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მოვლენები წინასწარ იყო ორგანიზებული და არა ჩაწერილი განვითარების პროცესში. დაშავდა ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე.

2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დროს   სამხრეთ ოსეთში და მის გარეთ, Hღჭ-ის მკლევარებმა და სხვა თვითმხილველებმა დააფიქსირეს სამხრეთ ოსეთის მილიციის მიერ ჩადენილი ძარცვა და ეთნიკურად ქართული სოფლების გადაბუგვა. Hღჭ-ის მიხედვით, არსებობს სატელიტური ჩანაწერები, სადაც ნათლად ჩანს, რომ ნგრევა ცხინვალის ირგვლივ ხუთ სოფელში: თამარაშენი, კეხვი, ქვემო აჩაბეთი, ზემო აჩაბეთი და ქურთა - გამოწვეულია განგებ გაჩენილი ხანძრით. ნგრევა იყო მასიური და მიზანმიმართული. 2008 წლის აგვისტოში Hღჭ-ს მკვლევარები გაესაუბრნენ ოსეთის მილიციის რამდენიმე წარმომადგენელს, რომლებმაც ღიად განაცხადეს, რომ მათი კოლეგები განგებ უკიდებდნენ ცეცხლს სახლებს, რათა იძულებით გადაადგილებულ ეთნიკურ ქართველებს დასაბრუნებელი ადგილი აღარ ჰქონოდათ.
2008 წლის აგვისტოში, რუსული ონ-ლაინ ახალი ამბების სააგენტო რეგნუმ-მა მოიყვანა ედუარდ კოკოითის, სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ლიდერის, ციტირება, რომელმაც თქვა, რომ კეხვისა და თამარაშენის ქართული ანკლავები "ლიკვიდირებული" იყო სამხედრო ოპერაციების შედეგად. 

HRJ-ის განცხადებით, აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს ქართველმა სამხედროებმა სცემეს და აბუჩად აიგდეს 32 ოსი ტყვედან სულ ცოტა 5. 
Hღჭ-ის მიხედვით, 2008 წლის  აგვისტოს კონფლიქტთან დაკავშირებული სხვა დარღვევები მოიცავს სამხრეთ ოსეთის ძალების მიერ 159 ეთნიკური ქართველის თვითნებურ დაკავებას (ზოგჯერ რუსეთის ძალებთან ერთად), ერთ-ერთი დაკავებულის მკვლელობას, ოთხი ქართველი ტყვეს  წამებას,  სამი ადამიანის სიკვდილით დასჯას, თითქმის ყველა მათგანისადმი   არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას  და ასეთივე პატიმრობის  პირობებს. 
მთავრობის ოფიციალური მონაცემებით, პირები, რომელიც დააკავა საქართველოს მხარემ კონფლიქტის დროს, იმყოფებოდნენ თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ შენობებში (ვაზიანის სამხედრო ბაზა), იუსტიციის სამინისტრო (ციხე # 8 და ციხის საავადმყოფო) და შინაგან საქმეთა სამინისტრო (დროებითი დაკავების კამერები).  წჯსკ-ს მიენიჭა იქ შესვლის შეუზღუდავი უფლება და მათ მოინახულეს ხუთიდან ორი ტყვე და უსაფრთხოების 12 თანამშრომელი, რომელიც საქართველოს მხარემ დააკავა აგვისტოს კონფლიქტის დროს.  წჯსკ-მ შეაფასა მათი დაკავების პირობები და დაეხმარა მათ დაემყარებინათ კონტაქტი ოჯახებთან რუსეთის ფედერაციასა ან სამხრეთ ოსეთში.     

ნაწილი 2. სამოქალაქო თავისუფლებების დაცვა:

ა. სიტყვისა და პრესის თავისუფლება
კონსტიტუცია და კანონი უზრუნველყოფს სიტყვისა და პრესის თავისუფლებას; თუმცა, არსებობს სარწმუნო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მთავრობა ზღუდავს სიტყვისა და პრესის თავისუფლებას.  
ზოგადად, ადამიანები აკრიტიკებდნენ მთავრობას ღიად და პირად საუბრებში, ანგარიშწორების შიშის გარეშე. თუმცა, რამდენიმე ადამიანმა უცხოელ მონიტორებს განუცხადა, რომ ისინი ერიდებიან დელიკატურ თემებზე საუბარს ტელეფონით, რადგან ეშინიათ, რომ მთავრობა ისმენს საუბრებს. ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები რეგულარულად ჩნდებოდნენ ერთსა და იმავე შოუებში, რაც პლურალისტული აზრების გამოხატვას უწყობდა ხელს, თუმცა ჩვეულებრივ, ამ გამოსვლებს დებატების ხასიათი არ ჰქონია. არასამთავრობო ორგანიზაციამ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მედიის შესახებ, რომელიც  ასკვნიდა, რომ "სამი ძირითადი არხი  არ  უშვებს ეთერში შოუებს, რომლებიც შექმნიდნენ პლატფორმას ფაქტებზე დაფუძნებულ და ინფორმაციული ხასიათის დებატებისთვის ადმინისტრაციის წევრებს, მმართველი ნაციონალური მოძრაობის პარტიასა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შორის." 
წლის განმავლობაში   არასამთავრობოები, დამოუკიდებელი ანალიტიკოსები და ჟურნალისტები ადანაშაულებდნენ მთავრობის ოფიციალურ პირებს და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს იმაში, რომ ისინი ზეგავლენას ახდენდნენ სარედაქციო და პროგრამულ გადაწყვეტილებებზე ახალი ამბების რედაქტორებთან და აღმასრულებლებთან თავიანთი პირადი კავშირების მეშვეობით. აგრეთვე, რომ ისინი ზეგავლენას ახდენდნენ სარეკლამო რგოლებიდან შემოსავალზე კომპანიის მფლობელებთან პირადი კონტაქტების საშუალებით. იყო ცნობები იმის შესახებაც, რომ ჟურნალისტებს ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აყენებდნენ ფიზიკურ შეურცხყოფას ან უბიძგებდნენ განცხადებების გაკეთებისკენ.    
ქვეყანაში გამოდიოდა დაახლოებით 200 დამოუკიდებელი გაზეთი, თუმცა უმრავლესობა იყო ადგილობრივი პრესა, რომელიც ძალზე მცირე ტირაჟით გამოდიოდა და დიდი გავლენით არ სარგებლობდა. წლის განმავლობაში ბეჭდვით მედიაში  ხშირად გაისმოდა მაღალჩინოსნების კრიტიკა. იყო ისეთი ცნობები, რომლის თანახმადაც, ზოგიერთ მათგანზე ადგილი ჰქონდა ზეწოლას, დაშინებას ან ძალადობას.  უნდა აღინიშნოს, რომ დამოუკიდებელი გაზეთებიდანNცოტაა კომერციულად რენტაბელური. პოლიტიკისა და ბიზნესის მფარველები როგორც წესი, აფინანსებენ იმ გაზეთებს, რომლებიც მათი გავლენის ქვეშ იმყოფებიან. 
30 ნოემბერს, მზია ამაღლობელმა, ბათუმის გაზეთის, "ბათუმელები"-ს გამომცემელმა გააკეთა განცხადება, სადაც იგი საერთაშორისო საზოგადოებისგან ითხოვდა დაეცვათ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან. გამომცემელმა განაცხადა, რომ 25 ნოემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდი) აჭარის სამმართველო შეეცედა დაეშანტაჟებინა გამოძიების ჯგუფის კოორდინატორი, რათა იგი დაეთანხმებინათ მათთან თანამშრომლობაზე. ამაღლობელმა აღნიშნა, რომ მიუხედავად მუქარებისა, რაც ადრეც ყოფილა, ასეთი ფსიქოლოგიური ზეწოლა მათ არასდროს  უგრძვნიათ და არ იყვნენ დარწმუნებულნი, რომ საქმის გამოძიება კანონიერად წარიმართებოდა. 1 დეკემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მათი ოპერატიული განყოფილება იკვლევდა ამ ინციდენტს. გამოძიება წლის ბოლოსაც გრძელდებოდა. 
2008 წლის ივლისში, გაზეთმა ბათუმელებმა მიიღო შეტყობინება ელ-ფოსტით სადაც იმუქრებოდნენ მთავარი რედაქტორის, ეთერ თურაძის და თანამშრომლის  მოკვლით. გაზეთმა გამოაქვეყნა ეს ამბავი და მუქარის შესახებ შეატყობინა პროკურატურასა და ომბუდსმენს.  ამის შემდგომ გაზეთ ბათუმელებში მიიღეს კიდევ ერთი ელ-ფოსტა მუქარის წერილით. აჭარის პროკურატურამ მალევე დაიწყო გამოძიება ამ ინციდენტის შემდეგ. წლის ბოლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტექნიკური დეპარტამენტი  კვლავ აწარმოებდა გამოძიებას. 
6 აპრილს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ გაზეთ "ვერსიის" ჟურნალისტებს ანა ხავთასსა და ნინო კომახიძეს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა ოპოზიციის მიტინგის დროს საზოგადოებრივი მაუწუებლის შენობის წინ. სამართალდამცავმა ორგანოს წარმომადგენლებმა გასცეს განკარგულება რომ მიტინგის მონაწილეები დაშლილიყვნენ. ანა ხავთასი იღებდა ფოტოებს თუ როგორ სცემდა პოლიცია დემონსტრანტებს. სავარაუდოდ, პოლიციამ გადაწყვიტა წაერთმია მისთვის კამერა, მაგრამ ორივე ჟურნალისტმა წინააღმდეგობა გაუწია. პოლიციამ დაარტყა ხავთასს შუბლში და კომახიძე თმით მოქაჩა.   ჟურნალისტებმა მოახერხეს კამერის შენარჩუნება და მეორე დღეს  დაბეჭდეს ფოტოები გაზეთ "ვერსიის" პირველ გვერდზე. პარლამენტის წევრებმა დაგმეს ეს ინციდენტი. საქმეს გამოძიება არ მოჰყოლია.  
ნანა ფაჟავა, ინტერნეტ გაზეთის პრესსა.გე-ს ჟურნალისტი იუწყებოდა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ალექსანდრე ქობალიამ გასცა ბრძანება მის დაკავებაზე, რადგან ფაჟავამ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ფაჟავამ და მისმა კოლეგამ ილია ჩაჩიბაიამ, ზუგდიდის გაზეთ ასავალ-დასავალის კორესპონდეტმა, გააშუქეს 31 დეკემბერს პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტი ზუგდიდში.  ფაჟავას სიტყვებით, მისი ბენზინის ავზში ჩაყრილი იყო შაქარი, მაგრამ პოლიციამ უარი თქვა ამ საქმის გამოძიებაზე. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ  ორივენი, ფაჟავა და ჩაჩიბაია დააჯარიმა 100 ლარით (59 აშშ დოლარი) ქობალიას შეურაცხყოფისთვის და მეორე დღეს დილის საათებში ისინი გამოუშვეს. 
Pრესა.გე-ს ორი დამოუკიდებელი ჟურნალისტი, მაკა წიკლაური და ირაკლი გოგუაძე აცხადებდნენ, რომ ქვემოთ მოყვანილი მთავრობის მიერ მათზე ზეწოლის შემთხვევები   უშუალოდ უკავშირდებოდა მათ სამუშაოს 2007 და 2008 წლებში:
გოგუაძის თქმით, 2008 წლის მაისში იგი აკვირდებოდა საპარლამენტო არჩევნებს იორმუღალოში (კახეთში),  როდესაც ადგილობრივმა აქტივისტებმა ორჯერ მიაყენეს მას ფიზიკური შეურაცხყოფა, წაართვეს კასეტა და ვიდეო კამერა.  გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდებოდა წლის ბოლოს.  
2008 წლის აგვისტოში გოგუაძე ფირზე იღებდა თბილისში რუსთაველის პროსპექტზე დევნილთა პროტესტს, როდესაც რამდენიმე გაურკვეველმა პიროვნებამ ამოიღო აკუმულატორი მისი კამერიდან და გაიქცა. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაიწყო 2009 წლის 26 მარტს, როდესაც სამართალდამცავებმა პირველად  მიიღეს ინფორმაცია ამ საქმის შესახებ და წლის ბოლოს საქმე კვლავ ძიებაში იყო. 2008 წლის აგვისტოში, ტყვიავში (შიდა ქართლი) წიკლაური და გოგუაძე იღებდნენ ვიდეოს, როდესაც მათ თავს დაესხნენ და გოგუაძეს კამერა და ვიდეოკასეტები წაართვეს. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ტყვიავი იმ დროს რუსეთის ძალებს ეკავათ და ჟურნალისტების განცხადების თანახმად, თავდამსხმელები ცხინვალისკენ წავიდნენ, რომელიც სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გადაღმაა.  გოგუაძის განცხადებით 2008 წლის დეკემბერში, თბილისში, რამდენიმე გაურკვეველმა პიროვნებამ სცადა მისი მანქანაში ძალით ჩაგდება მას შემდეგ, რაც მათ პირადობის მოწმობის ჩვენება მოსთხოვეს.  თუმცა იუსტიციის სამინისტროს თანახმად, გოგუაძეს უთქვამს ინტერვიუში, რომ გატაცების მცდელობა არ ყოფილა, უბრალოდ, პოლიციის ოფიცერმა მას პირადობის მოწმობა და მისი მისამართი მოსთხოვა და რომ ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ ისინი წავიდნენ. 
2007 წელს ორივე ჟურნალისტმა განაცხადა, რომ მთავრობის მხრიდან ზეწოლას განიცდიდა იმის გამო, რომ გადაიღეს დოკუმენტური ფილმი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ.  სახალხო დამცველმა   წერილით მიმართა იუსტიციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მთავარი პროკურატურის უფროსს, სადაც მან აღწერა ზემოთ მოყვანილი შემთხვევები და გამოძიებები ამ საქმეებთან დაკავშირებით გაგრძელდა წლის ბოლომდე. 
საინფორმაცია სააგენტოების ინფორმაციით, 16 მაისს, გიო თავაძემ, ქუთაისის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და განათლების დეპარტამენტის უფროსმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ზვიად ხუჯაძეს, ქუთაისის რადიოსადგურის, ძველი ქალაქის, ახალი ამბების სამსახურის ჟურნალისტსა და რედაქტორს. როგორც იუწყებიან, თავაძე შეხვდა ხუჯაზეს რადიოსადგურთან, ჩასვა მანქანაში და დიდი სიჩქარით  წაიყვანა წყალტუბოსკენ. თავაძემ გააჩერა მანქანა, აიძულა ხუჯაძე დაეგდო ტელეფონი და სილა გააწნა. ხუჯაძემ ხელი შეუბრუნა. მაშინ თავაძემ ძალით გადმოიყვანა ხუჯაძე მანქნიდან, დატოვა ხუჯაძე და თვითონ კი უკან გაემგზავრა ქუთაისისკენ. ხუჯაძის აზრით, თავაძე უკმაყოფილო იყო მუნიციპალიტეტის კულტურის განყოფილების კრიტიკით, რომელიც რადიოს ეთერის გადაცემაში  გავიდა. 8 ივლისს, ხუჯაძემ შეიტანა სარჩელი თავაძის წინააღმდეგ ქუთაისის საოლქო პროკურატურაში ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით. 27 ნოემბერს, პროკურატურის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაში ნათქვამი იყო, რომ თავაძის დამნაშავედ ცნობის არავითარი საფუძველი არ არსებობდა.
თებერვალში სახალხო დამცველის სამსახურმა სოლიდარობა გამოუცხადა აფხაზეთში მომუშავე ჟურნალისტებს და დაგმო ინალ ხაშიგის, სოხუმის გაზეთ ჩეგემსკაია პრავდას მთავარი რედაქტორის მიმართ ჩადენილი ძალადობა. როგორც იუწყებიან, ხაშიგი  აფხაზეთის "პრეზიდენტის" ბაგაფშის ნათესავებმა წაიყვანეს ტყეში და სიკვდილით დაემუქრნენ თუ ის არ შეწყვეტდა ისეთი მასალების გამოქვეყნებას, სადაც აკრიტიკებენ სოხუმის ადმინისტრაციას.
10 თებერვალს ხუთმა შეიარაღებულმა სამხრეთ ოსეთიდან დააკავა  ეუთოს ორი  მონიტორი აძვში, ადმინისტრაციულ საზღვართან; ისინი გამოუშვეს სამ საათში. იმავე დღეს, იმავე ადგილას, სამხრეთ ოსეთის ოფიციალურმა პირებმა   დააკავეს ხუთი ჟურნალისტი, რომლებიც აპირებდნენ ეუთოს მონიტორების დაკავებასთან დაკავშირებით რეპორტაჟის გაკეთებას. ეუთოს ვარაუდით ეს ჟურნალისტებიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის გარეთ იმყოფებოდნენ. 
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო 20 ნოემბრის ანგარიშში ამტკიცებს, რომ ქვეყნის მედია ბევრად უფრო ნაკლებადაა თავისუფალი და პლურალისტული, ვიდრე 2003 წლის ვარდების რევოლუციამდე იყო. "თუმცა ქვეყანაში არსებობს პლურალისტული მედია, თუნდაც მცირე რაოდენობით პრესის სახით, საქართველოში არ არსებობს პლურალისტული ტელევიზიის სექტორი", ნათქვამია ანგარიშში. გაუმჭვირვალობა მედიის მფლობელებთან დაკავშირბით კვლავაც სახეზე რჩება, რაც გარკვეულ ინტერესს იწვევს იმ საკითხების მიმართ, თუ ვინ ფლობდა და აკონტროლრბდა ქვეყნის სატელევიზიო სადგურებს, რომლებიც ინფორმაციის მთავარ წყაროს წარმოადგენდენენ საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის. წლის განმავლობაში სახალხო დამცველი და სხვები მოუწოდებდნენ მედია სააგენტოების მფლობელებს ცვლილებები შეეტანათ სამაუწყებლო კანონში და გაეზარდათ გამჭვირვალობა, აგრეთვე უზრუნველეყოთ ინფორმაციის მიწოდება   ლიცენზიის მფლობელ აქციონერებზე და მათ მფლობელებზე. თუმცა, მრავალი მედია სააგენტოს მფლობელობა წლის ბოლომდე გაურკვეველი დარჩა. 
მიიჩნევდნენ, რომ კერძო მფლობელობაში მყოფი რუსთავი-2 და იმედი, ქვეყანაში ორი ყველაზე პოპულარული სატელევიზიო სადგური, აგრეთვე საზოგადოებრივი ტელევიზია, სამთავრობო სარედაქციო პოლიტიკას ატარებდა.
2008 წელს რუსთავი-2-ის დამფუძნებელი, ეროსი კიწმარიშვილი   გამოვიდა ბრალდებით, რომ ხელისუფლებამ სატელევიზიო სადგური მას 2004 წელს ჩამოართვა.  2008 წლის დეკემბერში, რუსთავი 2-ის მომდევნო მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა პროკურატურას მიმართა საჩივრით, რომელშიც წერდა, რომ 2006 წელს იგი მთავრობის ოფიციალურმა პირებმა აიძულეს უარი ეთქვა სადგურის მფლობელობაზე.    წლის ბოლოს  არავითარი გამოხმაურება არ ყოფილა წერილთან დაკავშირებით.  
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს 20 ნოემბრის ანგარიშში მედიას შესახებ ნათქვამია, რომ საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიის ჩანაწერების თანახმად, ბრიტანეთის ვირგინის კუნძულებზე დარეგისტრირებული კომპანია "დეგსონ ლიმიტედ" არის რუსთავი-2-ის 70 პროცენტიანი სააქციო პაკეტის მფლობელი. სხვა სახის ინფორმაციის მოპოვება    კომპანიის შესახებ ვერ მოხერხდა. აქციების დანარჩენ 30%-ს ფლობდა ჯორჯია ინდასტრიალ გრუფ - ჯი აი ჯი (GIG). ანგარიშის თანახმად, აღნიშნული კომპანია დაარსდა ბიზნემენისა და მმართველი პარტიის წევრის, დავით ბეჟუაშვილის მიერ, რომელიც არის დაზვერვის სამსახურის უფროსის, გელა ბეჟუაშვილის ძმა.
2008 წლის ნოემბრიდან მაისის დასაწყისამდე, სატელევიზიო სადგურის აქციების 30% ფლობდა რუსთავი-2-ს ყოფილი გენერალური დირექტორი, ირაკლი ჩიქოვანი; 40%ს ფლობდა მარშალის კუნძულებზე დარეგისტრირებული ოფშორული კომპანია გეომედია ჯგუფი და დანარჩენი 30% ეკუთვნოდა ჯი აი ჯის. 2007 წელს რუსთავი -2-ს დამფუძნებელის და ყოფილი მფლობელის ეროსი კიწმარიშვილის ბრალდების მიხედვით, გეომედია ჯგუფის უკან პრეზიდენტი სააკაშვილი იდგა. 
25 თებერვალს ჯოზეფ კეიმ გამოაცხადა, რომ მან მიყიდა იმედის ტელე- რადიოკომპანიის ჰოლდინგის 90 პროცენტი რააკ ჯორჯია ჰოლდინგს - ს.ა.-ს, თუმცა ფასი არ გაუმჟღავნებია. არავითარი ცნობები არ არსებობდა რააკ-ის მფლობელი პირების შესახებ. დანარჩენი 10% აქციებისა დარჩა ჯოზეფ კეის მფლობელობაში, რომელიც თავდაპირველი მფლობელის, ბადრი პატარკაციშვილის ბიძაშვილისშვილი იყო. იმედის ოფიციალურ მფლობელად ითვლებოდა ჯორჯიან მედია ფროდაქშენ გრუფი, რომელიც შეიქმნა რააკისა და ჯოზეფ კეის აქციებით. 18 მარტს, თავდაცვის სამინისტროს სპიკერი, ნანა ინწკირველი გახდა იმედის ახალი ამბების რედაქციის დირექტორი. 5 მაისის ინფორმაციით, დაახლოებით 50-მა იმედის თანამშრომელმა შეიტანა ერთობლივი განცხადება იმედის ხელმძღვანელობაში, სადაც ისინი წერდნენ, რომ ეჭვი ეპარებოდათ ახალი ამბების გაშუქების ობიექტურობაში 2008 წლის სექტემბრის შემდეგ, როდესაც განაახლეს ახალი ამბების პროგრამები; მათ მოიყვანეს მიკერძოებული შემთხვევების მაგალითები, მათ შორის არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებთან ინტერვიუების აკრძალვისა, აგრეთვე იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების გაშუქების და ოპოზიციის აქტივისტებზე თავდასხმების გაშუქებისა. საპასუხოდ, იმედის ხელმძღვანელობამ სამსახურიდან დაითხოვა განცხადების შეტანის ორი ინიციატორი და სხვა ხელმომწერებზე ახორციელებდა ზეწოლას, რათა მათ უკან გამოეთხოვათ მათი ხელმოწერები. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციის მიხედვით, ყველა ხელმომწერმა ამოშალა თავისი გვარი განცხადებიდან, ხოლო ოთხმა მათგანმა დატოვა სამსახური რის მიზეზადაც ცენზურა დაასახელა. 13 ივლისს, იმედის გენერალურ დირექტორად დაინიშნა გიორგი არველაძე, ყოფილი ეკონომიკის მინისტრი. 
იმედის ტელკომპანიის ეთერში მაუწყებლობა შეწყდა 2007 წლის დეკემბერში, მას შემდეგ, რაც რამოდენიმე წამყვანმა ჟურნალისტმა დატოვა იგი, რადგან მთავრობამ ორი დღით ადრე გამოაქვეყნა მტკიცებულებები, სადაც ჩანდა როგორ ამზადებდა ტელევიზიის მფლობელი, პრეზიდენტობის კანდიდატი ბადრი პატარკაციშვილი სახელმწიფო გადატრიალებას. იმედი - ბოლო დამოუკიდებელი ეროვნული ტელევიზია, 2008 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების დროს არ მაუწყებლობდა.  
2008 წლის თებერვალში, პატარკაციშვილის უცაბედი გარდაცვალების შემდეგ, იმედი 2008 წლის აპრილამდე არ გასულა ეთერში, ხოლო ახალ ამბებს აგვისტომდე არ აშუქებდა. სადგურის მფლობელობა გაურკვეველი რჩებოდა, ხოლო პატარკაციშვილის ქვრივმა, 2008 წლის დეკემბერში, მთავრობის წინააღმდეგ საარბიტრაჟო სასამართლოში შეიტანა სარჩელი. გოგი ჯაოშვილმა, იმედის ტელევიზიის ერთ-ერთმა რეგისტრირებულმა ყოფილმა მეპატრონემ, 10 დეკემბერს გამართულ პრეს-კონფერენციაზე გამოაცხადა, რომ გადასცა იმედის ჰოლდინგის აქციები ჯოზეფ კეის და გადადგა იმედის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტიდან ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო, რომელსაც მასზე საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები ახორციელებდნენ. ამ საჯარო განცხადების გაკეთებიდან რამდენიმე საათში ჯაოშვილმა დატოვა ქვეყანა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მიხედვით,  საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი (სსმ) ქვეყანაში რიგით მესამე ყველაზე ყურებადი ეროვნული ტელევიზია იყო. აპრილის ბოლოს ოთხი სსმ-ს საბჭოს წევრი გადადგა პროტესტის ნიშნად, რადგან მიიჩნევდნენ, რომ არხი არაადექვატურად აშუქებდა მიმდინარე არასაპარლამენტო ოპოზიციის საპროტესტო აქციებს. 20 ივლისს, გადადგა სსმ-ს გენერალური დირექტორი ლევან ყუბანეიშვილი; ოპოზიციის საპროტესტო აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ ყუბანეიშვილის გადადგომას მისი მთავრობისადმი მიკერძოებული დამოკიდებულების გამო. 31 ივლისს, საბჭოს წევრების სამი ვაკანსია დაიკავეს პარლამენტის წარმომადგენლებმა არასაპარლამენტო ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად,  რომლებიც მოითხოვდნენ მეტ დროს დებატებისთვის კვალიფიციური კანდიდატის გამოსავლენად. საზოგადოება ითხოვდა ახალი კანდიდატის დასახელებას და 10 აგვისტოს, საბჭომ აირჩია სსმ-ს ახალი გენერალური დირექტორი, გია ჭანტურია. ზოგიერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ შეშშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ რადგანაც ჭანტურია ყუბანეიშვილის მოადგილე იყო, საზოგადოებრივი მაუწყებლის პრო-სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკა მაინც არ შეიცვლებოდა. ჭანტურიამ პირობა დადო, რომ გაზრდიდა ჟურნალისტური გამოძიების რეპორტაჟების რაოდენობას და უზრუნველყოფდა  ტელეარხის ბიუჯეტის გამჭვირვალობას. წლის ბოლოსთვის ცვლილებები  ხორციელდებოდა.
22 სექტემბერს, პარლამენტის თანხმობით გაიზარდა საბჭოს წევრების რაოდენობა ცხრიდან თხუთმეტ წევრამდე იმ მოსაზრებით, რომ საბჭო უფრო მეტად წარმომადგენლობითი გამხდარიყო, სადაც    შვიდ ადგილს დაიკავებდნენ ოპოზიციის მიერ დასახელებული კანდიდატები, შვიდს მმართველი პარტიის და ერთს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი. რადგანაც იმ დროისთვის ერთი ვაკანტური ადგილი იყო, საბჭოში გაჩნდა შვიდი ვაკანსია. აგვისტოში სსმ-ს დირექტორის შერჩევის პროცესში, მედია აქტივისტების ერთმა ჯგუფმა შექმნა არასამთავრობო ორგანიზაცია, სადაც პროფესიონალი ჟურნალისტები მუშაობდნენ მედიის თავისუფლებისა და განვითარების საკითხებზე. ჯგუფი მხარს უჭერდა ახალი დირექტორის გამჭვირვალე და სამართლიან არჩევნებს.  ახლად შექმნილმა "მედია კლუბმა" განაგრძო მუშაობა. ისინი იღწვოდნენ სმს -ს საბჭოს დეპოლიტიზაციისთვის და ვაკანსიების დასაკავებლად   პროფესიონალი კანდიდატების შესარჩევად.  25 დეკემბერს, მედია კლუბმა პარლამენტის მიერ შერჩეულ ხუთიდან კანდიდატიდან სამს დაუჭირა მხარი. 25 დეკემბერს, პარლამენტმა შეიტანა ცვლილება სმს-ს ბიუჯეტთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, ბიუჯეტი უნდა უდრიდეს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის "არა ნაკლებ" 0.12 პროცენტს. ეს ცვლილება უზრუნველყოფს სმს-ს მყარი ფინანსური გარანტიით და  იმ საშუალებებით, რომ იგი აღარ იქნება ფინანსურად დამოკიდებული სახელმწიფოს კეთილ ნებაზე. 
2008 წლის იანვრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არასაპარლამენტო ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლები იმართებოდა სსმ-ს შენობის წინ. არასაპარლამენტო ოპოზიციის მხარდამჭერებმა, რომელთა შორის იყო გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძეც, შეუტიეს 20 სსმ-ს ჟურნალისტს და მოითხოვეს, რომ ხელისუფლებას  შეეცვალა სსმ-ს დირექტორი და საბჭო. ეს ცვლილებები განხორციელდა 2008 წლის თებერვალში მთავრობასა და ოპოზიციას შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.   ოპოზიციურმა პარტიებმა შეარჩიეს ოთხი კანდიდატი  მაშინდელი ცხრა წევრიანი საბჭოსთვის, საბჭოს თავმჯდომარის  ირაკლი ტრიპოლსკის ჩათვლით.    თუმცა, 2008 წლის მაისში ოპოზიციამ გამართა სამსაათიანი პროტესტი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების და შედეგების წინააღმდეგ და მოითხოვა ამ საპროტესტო აქციის გადაცემა პირდაპირ ეთერში.   სსმ-მ და სხვა სადგურებმა ფართოდ გააშუქეს საპროტესტო აქცია, თუმცა, არც ერთმა არ გააშუქა ის მთლიანად პირდაპირ ეთერში. ოპოზიციის მიერ დასახელებული სსმ-ს თავმჯდომარე  გადადგა, რადგან მისი მოთხოვნა, გადაეცათ საპროტესტო აქცია  პირდაპირ ეთერში,  არ დააკმაყოფილეს. და გამოაცხადა, რომ სსმ იყო მიკერძოვებული სატელევიზიო სადგური. 
საერთაშორისო გამმჭვირვალობა-საქართველოს ნოემბრის ანგარიშის მიხედვით, ყველა ეროვნულმა სატელევიზიო არხმა უარი თქვა ეთერში გაეშვა დასავლეთის დონორების მიერ დაფუძნებული ორი სტუდიის დამოუკიდებელი გამოძიების მიერ გადაღებული ფილმები. მხოლოდ "კავკასიამ" და "მაესტრომ", რომელთა გეოგრაფიული დაფარვის არეალი ძალზე შეზღუდულია და აშკარად პრო-ოპოზიციური სარედაქციო პოლიტიკას ატარებენ,  გადასცა აღნიშნული ფილმები.  ზოგიერთმა ეროვნული ტელევიზიის დირექტორმა განაცხადა, რომ მათ არ გაუშვეს ფილმები ეთერში, რადგანაც მიაჩნდათ, რომ მათ აკლდათ ობიექტურობა, თუმცა რუსთავი 2-ს, იმედს და სსმ-ს არ გაუკეთებიათ მათი საკუთარი დამოუკიდებელი გამოძიების რეპორტაჟი.
15 ივნისს, პოლიციამ იერიში მიიტანა ჟურნალისტებზე, რომლებიც აშუქებდნენ არასაპარლამენტო ოპოზიციის გამოსვლას თბილისის პოლიციის შტაბ-ბინის წინ (იხ. ნაწილი

2.ბ.). ოპოზიციური არხები ტელევიზია მაესტრო და ტელევიზია კავკასია აცხადებდნენ, რომ ინციდენტის დროს მათ თანამშრომლებსაც დაესხნენ თავს.  ზურაბ ქურციკიძე, ევროპის პრესფოტო სააგენტოდან, სცემეს. პოლიციამ წაართვა ვიდეო და ფოტო კამერები რამოდენიმე ჟურნალისტს და წაშალა გადაღებული მასალა და ფოტოები. 16 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დაადასტურა, რომ მათმა ძალებმა შეუტიეს ჟურნალისტებს და ბოდიში მოიხადა მომხდარი ინციდენტის გამო. მან აგრეთვე განაცხადა, რომ სამინისტრომ გადაწყვიტა ეწარმოებინა შიდა გამოძიება აღნიშნულ საქმეზე და რომ ორ თანამშრომელს მკაცრი საყვედური გამოუცხადეს, ოთხ თანამშრომელს გამოუცხადეს საყვედური პირად საქმეში შეტანით,  სამს შეუჩერეს სამსახურებრივი უფლებამოსილება გამოძიების მსვლელობისას. პოლიციის მიერ წართმეული აღჭურვილობა დაუბრუნდათ ჟურნალისტებს, მათ შორის ვიდეოკამერა, რომელიც რეიტერის თბილისის ოფისის კორესპონდენტს ეკუთვნოდა. 
როგორც საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ ნოემბრის ანგარიშში აღნიშნა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია არ ითვლებოდა ნამდვილად დამოუკიდებელ მარეგულირებელ ორგანოდ, რადგანაც,  გადაწყვეტილებებს პოლიტიკური მოტივაციის საფუძველზე იღებდა.  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ უარყო მის მიმართ წამოყენებული ბრალდებები, განაცხადა რა, რომ იგი ყველა სამაუწყებლო არხს ერთნაირად ეპყრობოდა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია 2008 წლის მაისიდან მოყოლებული  ხელს უშლიდა ახალი სატელევიზიო სადგურების დაარსებას ლიცენზიების გაცემის შეყოვნების საშუალებით, ირწმუნებოდა რა, რომ იგი ატარებდა სამაუწყებლო ბაზრის კვლევას. კომისია შედგებოდა  ხუთი წევრისგან, და თითოეული მათგანი ექვსი წლის ვადით იყო არჩეული. 2008 წლის დეკემბერში პარლამენტმა მიიღო ცვლილებები სამაუწყებლო კანონში, რომლის თანახმად  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრების დასახელება შეეძლო როგორც საპარლამენტო უმცირესობას, ასევე უმრავლესობას. 13 მარტს პარლამენტმა დაამტკიცა კომისიის ორი ახალი წევრი (ერთი მათგანი დაასახელა მმართველმა პარტიამ, ხოლო მეორე, ოპოზიციამ). 12 ივნისს ირაკლი ჩიქოვანი, ყოფილი გენერალური დირექტორი და რუსთავი 2-ს თანამფლობელი დაინიშნა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ახალი თავმჯდომრის პოსტზე.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია გარკვეულად აკონტროლებდა პროგრამებს, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ იგი უშვებდა ლიცენზიებს ინფორმაციის შინაარსზე დაყრდნობით, მაგალითად "ზოგადი ლიცენზია" იძლევა ახალი ამბებისა და პოლიტიკური პროგრამების გაშვების საშუალებას, და მკაცრი  "მხოლოდ გასართობი გადაცემების" ლიცენზიაა. ამდენად იგი ამ უკანასკნელს უფრო გასცემდა სატელევიზიო არხებზე ვიდრე ზოგადს.  3 ივლისს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიანიჭა პრო-ოპოზიციურ ტელესადგურ მაესტროს სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზია 10-წლიანი ვადით. მანამდე ტელეარხის მიღება მხოლოდ საკაბელო ტელევიზიით იყო შესაძლებელი თბილისსა და რამოდენიმე სხვა ქალაქში. ახალი ლიცენზიით შესაძლებელია ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობა.   მაესტრომ განაცხადი შეიტანა ლიცენზიის შეცვლაზე 2007 წლის ნოემბერში, რათა პოლიტიკური თოქ-შოუ გასულიყო ეთერში, მაგრამ ასეთი ლიცენზია 2008 წლის დეკემბრამდე არ გაუციათ.  წლის ბოლოს სატელევიზიო არხი ახალი სატელიტური მომსახურების დასაწყებად საჭირო ფონდების მოზიდვით იყო დაკავებული. წლის განმავლობაში რამოდენიმე საკაბელო კომპანიამ შეწყვიტა მაესტროს მაუწყებლობის გადაცემა. თუმცა კომპანიებმა თითქოს და ბიზნესის მოსაზრებების გამო მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება, 7 ოქტომბერს მაესტროს გენერალურმა დირექტორმა ბრალი დასდო ამ კომპანიების მფლობელებს, რომ მათ მთავრობის ზეწოლის ქვეშ თქვეს უარი მაესტროს პროგრამის ჩვენებაზე.   2 სექტემბერს, ვლადიმერ მამონტოვს, რუსეთის ყოველდღიური გაზეთის, იზვესტიას მთავარ რედაქტორს და მაქსიმ შევჩენკოს, რუსეთის პირველი არხის თოქ-შოუს წამყვანს უარი უთხრეს საქართველოში შემოსვლაზე.  ორივე მათგანს უნდა მიეღო მონაწილეობა მრგვალი მაგიდის დისკუსიაში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე. საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში მათი  არ შემოშვების მიზეზად მოიყვანა შევჩენკოსა და მამონტოვის აფხაზეთში ვიზიტი, რომლითაც მათ დაარღვიეს ოკუპირებული ტერიტორიების კანონი, რომელიც კრძალავს არასანქციონირებულ შესვლას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის ტერიტორიიდან. მეორე რუს ჟურნალისტს, რომელიც ჯგუფთან ერთად მოგზაურობდა, მისცეს ქვეყანაში შემოსვლის უფლება. 
9 ოქტომბერს, ბათუმის ტელეკომპანია 25-ე არხმა წააგო აპელაციაზე შეტანილი სარჩელი, რომლითაც ასაჩივრებდა აჭარის შემოსავლების სამსახურის მიერ დაკისრებულ ძველი საგადასახადო დავალიანების გადახდას, რომელიც ჯერ კიდევ მაშინდელი აჭარის ხელმძღვანელის ასლან აბაშიძის დროს დაუგროვდათ (1994-2004). თუ სატელევიზიო სადგური არ გადაიხდის საგადასახადო დავალიანებას, ხელისუფლებას შეუძლია აუქციონზე გაუყიდოს ქონება. სატელევიზიო სადგური და ადგილობრივი ოპოზიციის აქტივისტები ირწმუნებოდნენმ რომ ეს საქმე პოლიტიკური მოტივით იყო აღძრული და რომ ეს იყო მცდელობა დაეხურათ ერთადერთი დამოუკიდებელი სატელევიზიო სადგური რეგიონში წინასწარ, ადგილობრივი არჩევნების დაწყებამდე.
27 აპრილს, რუსთავი 2-ის ჟურნალისტმა და ოპერატორმა განაცხადეს, რომ მათ თავს დაესხნენ პარლამენტის შენობასთან, როდესაც აშუქებდნენ არასაპარლამენტო ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლებს. ოპერატორ ლევან კალანდიას სიტყვებით, სამი ახალგაზრდა მიუახლოვდა მათ და დაიწყეს ჟურნალისტის, ნათია ლეკიშვილის შეურაცხყოფა, რომელიც შემდეგ აყალ-მაყალში გადაიზარდა. ტელევიზიით გასული ვიდეომასალიდან  ჩანდა როგორ ურტყამდა მუშტებს ახალგაზრდა კაცი ოპერატორს.  
სახალხო დამცველის სამსახურმა 28 აპრილს განაცხადა, რომ პრაიმ ნიუსის სააგენტოს ჟურნალისტს, თეონა მანაგაძეს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხოფა ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე პროტესტის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის წინ. ოპოზიციის ერთერთი აქტივისტი მიუახლოვდა ჟურნალისტთა ჯგუფს, რომლებიც არჩევდნენ ინციდენტს, რომელიც Lჟურნალისტებს შეემთხვათ საპროტესტო აქციების დროს. აქტივისტმა შეურაცხყოფა მიაყენა მანაგაძეს და ხელი გადაუგრიხა. მეორე დღეს ორი ადამიანი გენერალური პროკურატურიდან მივიდა პრაიმ ნიუსის ბიუროში მანაგაძის დასაკითხად, რომელიც დავალების შესასრულებლად იყო გასული.  გამოძიება წლის ბოლომდე არ დასრულებულა. 
5 მაისს, არასაპარლამენტო ოპოზიციის სამი  წევრი დააპატიმრეს ხულიგნობისთვის, როდესაც მათ, როგორც ამბობენ, სილა გააწნეს და მუშტები ურტყეს სსმ-ს ჟურნალისტს, ნიკა ავალიანს. გაზაფხულზე მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, არასაპარლამენტო ოპოზიციამ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ გააკეთა, როგორც თვითონ დაარქვეს "სირცხვილის კორიდორი" და სსმ-ს თანამშრომლებს შენობაში შესასვლელად ამ კორიდორში უნდა გაევლოთ. სწორედ მაშინ მოხდა ნიკა ავალიანის ინციდენტი. აქციის სამმა მონაწილემ, მელორ ვაჩნაძემ, გიორგი ონიანმა და რევაზ რევაზიშვილმა აღიარეს დანაშაული და ისინი დააჯარიმეს 200 ლარით  (118 აშშ დოლარი). 7 მაისის პრესკონფერენციაზე, აქციის სამმა მონაწილემ განაცხადა, რომ 5 მაისს,  ისინი დააკავეს და სცემეს, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და მოკვლითა და გაუპატიურებით დაემუქრნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ამ ბრალდების გამოძიება 25 მაისს; გამოძიება წლის ბოლომდე გაგრძელდა.
საერთაშორის კვლევებისა და გაცვლების საბჭოს 2009 წლის მედია მდგრადობის ინდექსი აცხადებს, "პოლარიზებული პოლიტიკური მოვლენების მოქმედებების ასახვისას, ახალი ამბების საინფორმაციო სამსახური არსებითად ორ საპირისპირო ბანაკად გაიყო, სადაც არ დარჩა ადგილი ნეიტრალურობისა და წონასწორობისთვის."

ეუთო მის  საბოლოო ანგარიშში 2008 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ მიუთითებს, რომ საარჩევნო კამპანიის გაშუქება ახალ ამბებში ყველაზე მეტად კონტროლირებად სატელევიზიო სადგურებში, საზოგადოებრივი ტელევიზიის ჩათვლით, არ იყო დაბალანსებული. საპრეზიდენტო არჩევნებსა და 2008 წლის მაისის საპარლამენტო საარჩევნო კამპანიის დასაწყის პერიოდს შორის არსებობდა შედარებით თავისუფალი მედია სივრცე. იმ დროს საზოგადოებრივ არხს ახალი ხლემძღვანელობა ჰყავდა და ზოგადად აბალანსებდა ყველა პოლიტიკური პარტიის საქმიანობის გაშუქებას. საპარლამენტო არჩევნების დროს, ეუთომ შენიშნა საზოგადოებრივი ტელევიზიის მიერ მოვლენების გაშუქებაში გაუმჯობესება და გარკვეული ბალანსი საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, თუმცა დაასკვნა, რომ სხვა კონტროლირებად ტელევიზიებს ეს ბალანსი აკლდათ. 
2008 წლის მაისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მედიის თავისუფლება შესამჩნევად შესუსტდა. საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელები მიუთითებდნენ შეზღუდულ შემოსავლებზე და სარეკლამო ბაზრის შესუსტებაზე (ჭარბმა პროდუქციამ დასწია ფასები), რის შედეგადაც ალტერნატიული ხმა ნაკლებად მიეწოდებოდა საზოგადოებას, განსაკუთრებით ტელევიზიით და ახალი ამბები შეიცვალა გასართობი პროგრამებით და თოქ-შოუებით. 2008 წლის გვიან შემოდგომამდე დამოუკიდებელი მედიის მრავალფეროვნება შემცირდა, თუ არ ჩავთვლით თბილისში მაუწყებელ კავკასიის სატელევიზიო სადგურს. ალტერნატიული აზრი ნაკლებად გაისმოდა და დანარჩენი მედია უფრო მეტად კონცენტრირებული იყო მთავრობის საქმიანობისა და მათი პოზიციის გაშუქებაზე. 
წლის დასაწყისისთვის თოქ-შოუები განახლდა ქვეყნის ყველა სატელევიზიო არხებზე. მათ აღდგენას მოჰყვა 2008 წლის ივნისის ბოლოს ახალი ამბების მოცულობის შეკვეცა და ყველა თოქ-შოუსა და ანალიტიკური პროგრამის მაუწყებლობიდან ამოღება. არასამთავრობო ორგანიზაციები ირწმუნებიან, რომ ახალი ამბების პროგრამები შეიკვეცა მედიაზე მთავრობის მხრიდან ზეწოლის შედეგად. ამოჭრილ პროგრამებს შორის იყო "შვიდი დღე".  ტელეკომპანია "მზემ", პრო-სამთავრობო ეროვნულმა არხმა, რომელსაც ბაზრის 2 პროცენტი ეკავა, ფინანსური მიზეზების გამო 2008 წელს შეაჩერა თავისი საქმიანობა ახალი ამბების სფეროში. მიუხედავად იმისა, რომ "მზე" აღიქმებოდა, როგორც პრო-სამთავრობო არხი, ოპოზიციის ბევრმა წარმომადგენელმა დაგმო მათი გადაწყვეტილება ახალი ამბების მაუწყებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ "მზემ", "რუსთავი-2"-ისაგან განსხვავებით,  2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო მოვლენები პირდაპირ ეთერში გააშუქა. 2008 წლის ივნისში   რადიო "იმედის" დირექტორი შეიცვალა მთავრობის ყოფილი წარმომადგენლით. დაახლოებით 100 ჟურნალისტისგან შემდგარმა ჯგუფმა 3 ივნისს გამოაქვეყნა მიმართვა, სადაც ამ ქმედებას თავისუფალ მედიაზე ზეწოლა დაარქვა. 2008 წელს "იმედის" ტელევიზიის დროებით დახურვის შემდეგ, რადიო "იმედი" დარჩა ერთადერთ ეროვნულ მედიად, რომელიც ოპოზიციური აზრის გამოხატვის საშუალებას იძლეოდა. მაშინ, როდესაც ის ჯერ კიდევ ღია იყო ოპოზიციის წარმომადგენლებისათვის, რადიო "იმედმა" ზოგადად შეამცირა ახალი ამბების გაშუქება.
2008 წლის ბოლოს, იმედის ტელევიზიამ დაიწყო თოქშოუ დღის ქრონიკის გადაცემა კვირაში ორჯერ. ეს პროგრამა რადიო იმედშიც გადიოდა პირდაპირ ეთერში. აგვისტოში დღის ქრონიკა დაიხურა და შეიცვალა ყოველკვირეული თოქშოუ სპეციალური რეპორტაჟით, რომელსაც იგივე წამყვანი უძღვებოდა. 2008 წლის სექტემბერში, რუსთავი 2-მა გამოაცხადა, რომ     პოპულარული თოქშოუ "პრაიმ-ტაიმი", რომელიც ივნისში შეჩერდა, აღარ განახლდებოდა. თუმცა იყო დაპირებები, რომ პროგრამა დაბრუნდებოდა ეთერში, რუსთავი 2-მა წლის ბოლომდე "პრაიმ-ტაიმის" მაუწყებლობა არ განაახლა. თებერვალში, რუსთავი 2-მა დაიწყო ახალი თოქშოუ, პოზიცია ტელემაუწყებლობის გენერალური დირექტორის მოადგილის, ნინო შუბლაძესათან ერთად. 
ტელევიზია კავკასიამ ორჯერ შეწყვიტა მაუწყებლობა 2008 წლის სექტემბერში, როგორც ამბობენ, ტექნიკური მიზეზების გამო. კავკასია-ს დირექტორს ეჭვი ჰქონდა, რომ შეწყვეტა დაემთხვა პირველ სექტემბერს სადგურის მიერ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტში მთავრობის ქმედებების  კრიტიკას. ამ დღეს საქართველოს ყველა სატელევიზიო არხით პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდა კონფლიქტის დროს რუსეთის მოქმედების წინააღმდეგ მიმართული  მთელი ქვეყნის მასშტაბით ცოცხალი ჯაჭვის სამშვიდობო პროტესტის გაშუქება. კავკასიის დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ 2008 წლის ივნისში ფინანსური პოლიცია კომპანიებზე ზეწოლას ახდენდა და უკრძალავდა მათ ამ სადგურზე სარეკლამო დროის ყიდვას. ამის შედეგად, რამდენიმე კომპანიამ გაწყვიტა არხთან არსებული ხელშეკრულებები, ხოლო დანარჩენებმა ივლისში კონტრაქტების ამოწურვის შემდეგ გადაწყვიტეს, არ გაეგრძელებინათ ისინი.  კავკასიის დირექტორს გვარები არ დაუსახელებია.
 2008 წლის აგვისტოში, საქართველოსა და რუსეთს შორის გაჩაღებული კონფლიქტი მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.  რუსული ძალები არ აძლევდნენ ჟურანლისტებს სეპარატისტულ რეგიონებში ან რუსული გამშვები საგუშაგოების იქით საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის საშუალებას. ცეცხლი შეწყვეტის შემდეგ მხოლოდ რუსეთის მიერ აკრედიტირებულ ჟურნალისტებს ეძლეოდათ სეპარატისტული რეგიონის ტერიტორიებზე შესვლის უფლება. 2008 წლის აგვისტოში, რვა მშვიდობიანი მოქალაქე და ერთი ჰოლანდიელი ჟურნალისტი დაიღუპა გორის ცენტრში კასეტური ბომბის აფეთქების შედეგად. კონფლიქტის დროს მოკლული იყო კიდევ სამი ჟურნალისტი, ხოლო 14 დაიჭრა. სხვა ჟურნალისტები დააყაჩაღეს, გაიტაცეს, ან მძევლებად აიყვანეს. ჟურნალისტების თქმით, აღნიშნული თავდასხმები ჩადენილი იყო რუსი ჯარისკაცების ან რუსეთის მიერ დაქირავებული მეომრების მიერ.
ამ პერიოდში ხელისუფლებამ შეზღუდა ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და ომის დასრულებამდე არ აქვეყნებდა მნიშვნელოვან მასალას, როგორიცაა მაგალითად, დაღუპულების რაოდენობა და ვინაობა. ჟურნალისტებისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად მთავრობამ გორში მედიაცენტრი დააარსა, რომელზეც რუსული ძალების შეტევა განხორცელდა.  
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის გამოთვლებით, თბილისის გარდა სხვა რეგიონებში მუშაობდა 45-ზე მეტი სატელევიზიო სადგური, აქედან 17 გადასცემდა ყოველდღიურ ახალ ამბებს, უმეტესი მათგანი ძალზე დაბალი პროფესიონალური დონით გამოირჩეოდა და უმეტესად წარმოადგენდა ადგილობრივი ხელისუფლების პოზიციას. 
2008 წლის აპრილში,  მადონა ბათიაშვილმა, დამოუკიდებელი რეგიონალური რადიო სადგურის, რადიო ჰერეთის სიღნაღის ბიუროს უფროსმა, გააგზავნა სახალხო დამცველის აპარატში განცხადება, რომელშიც იგი ბრალს სდებდა ლევან ბეჟაშვილს - კახეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულს, ზეწოლაში, რადგან ბეჟაშვილი ითხოვდა მხოლოდ პოზიტიური ინფორმაციის გაშუქებას და მისი და მისი მეგობრების შესახებ   ინფორმაციის ეთერიდან ამოღებას. იუსტიციის სამინისტროს თანახმად, პროკურატურას არ მიუღია რაიმე განცხადება ამ საქმის შესახებ და შესაბამისად, გამოძიებაც არ ჩატარებულა. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, მათ გამოიძიეს ეს საქმე და დაასკვნეს, რომ მუქარის მტკიცებულება არ არსებობდა.  2008 წლის დეკემბერში, თამარ ოქრუაშვილი, "ხალხის გაზეთის" კორესპონდენტი, გაჩერდა გორის მუნიციპალიტეტთან, რათა სურათები გადაეღო და გასაუბრებოდა სამხრეთ ოსეთიდან დევნილებს.  ზოგიერთი მათგანი პრეტენზიებს გამოთქვამდა საცხოვრებელი პირობების გამო. ამის დანახვაზე, ქალაქ გორის საბჭოს თავმჯდომარემ,  დავით ხმიადაშვილმა,   უთხრა ოქრუაშვილს, რომ   წასულიყო. ამას მოჰყვა ცხარე კამათი და შედეგად, ხმიადაშვილმა გაარტყა ოქრუაშვილის, კამერა ხელიდან გააგდებინა და დაუმტვრია. ოქრუაშვილმა პოლიციაში საჩივარი შეიტანა. მეორე დღეს, თავმჯდომარემ ბოდიში მოუხადა მას პირადად და ოფიციალურად - გაზეთ რეზონანსის მეშვეობით. აგრეთვე, ხმიადაშვილმა მას ახალი კამერა გაუგზავნა. ოქრუაშვილმა  საჩივარი გამოიტანა.
2007 წელს,  ელისო ჯანაშია, გაზეთ "თავისუფალი სიტყვის" რედაქტორი, გამოვიდა ბრალდებით, იმის თაობაზე, რომ გუბერნატორის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას და დაემუქრა მას მერე, რაც გაზეთში გამოქვეყნდა სტატია სხვა გაზეთის ჟურნალისტის შეურაცხყოფის შესახებ. იმავე თვეში, სახალხო დამცველმა ზუგდიდის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსთხოვა ამ ბრალდების გამოძიება. გამოძიებამ აღნიშნა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ქმედება არ წარმოადგენდა ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევას, რადგან სადაო საუბარი ჯანაშიას სტატიის გამოქვეყნების შემდეგ შედგა. 2008 წლის ოქტომბერში გამოძიება შეწყდა.

ჟურნალისტები ხშირად კონტრაქტის გარეშე მუშაობდნენ, რაც თავისთავად მათ თვით-ცენზურისკენ უბიძგებდათ. ჟურნლისტები ცდილობენ, არ გააშუქონ ისეთი რამ, რაც არ შეესაბამება მფლობელის ხედვას, რადგან ეშინიათ სამსახურის დაკარგვის.  სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონებში მედია კვლავ ძალზე შეზღუდულია დე-ფაქტო ხელისუფლებისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ.     ინტერნეტის თავისუფლება
მთავრობა ინტერნეტის ხელმისაწვდომობას არ ზღუდავს აფხაზეთისა და ოსეთის გარეთ, ამასთან, არც იმის შესახებ არ ყოფილა შეტყობინება, რომ მთავრობა ელექტრონულ ფოსტას ან ინტერნეტ ჩატებს აკონტროლებდეს. ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ინფორმაცია არ იყო საკმარისად ხელმისაწვდომი.    ცალკეულ პიროვნებებსა და ჯგუფებს შეეძლოთ სურვილისამებრ გამოეხატათ თავისი აზრები ინტერნეტში, აგრეთვე ელექტრონული ფოსტის საშუალებით. ელ-ფოსტა წლის განმავლობაში ოდნავ უფრო ხელმისაწვდომი გახდა, მაგრამ   უფრო მეტად  თბილისსა და დიდ ქალაქებში. გამოთვლების მიხედვით, ინტერნეტით სარგებლობდა მოსახლეობის დაახლოებით 11 პროცენტი. საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირის 2008 წლის სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 24 პროცენტი  იყენებდა ინტერნეტს. 
1 ნოემბერს, მთავრობამ დაიწყო გამოძიება ფეისბუქზე დადებული პატრიარქისა და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის შეურაცხმყოფელი ვიდეოების სერიისა. პროკურორებმა დააკავეს ორი პიროვნება, რომელთაც ჩამოართვეს კომპიუტერები და ვიდეო აპარატურა. ამ ინციდენტმა გამოიწვია საზოგადოების დისკუსიები სიტყვის თავისუბლების შეზღუდვის შესახებ.  
აგვისტოს მოვლენების დროს რუსეთის კიბერ-იერიშების შედეგად მწყობრიდან გამოვიდა ან ოფფ-ლაინ რეჟიმში გადავიდა ოფიციალური ქართული ვებ-გვერდები, რამაც ხელი შუეშალა მობილური ტელეფონების ქსელის გამართულ მუშაობას.   საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ მთავრობამ დაბლოკა რუსეთის ახალი ამბების საკაბელო ტელევიზიის და რუსეთის ინტერნეტ საიტები.  2008 წლის ოქტომბერში ხელისუფლებამ აღადგინა შესვლა ახალი ამბების რუსულ ინტერნეტ-გვერდებზე.  
აკადემიური თავისუფლება და კულტურული მოვლენები
მთავრობის მხრიდან აკადემიურ თავისუფლებასა და კულტურულ ღონისძიებებზე შეზღუდვები არ ყოფილა.

ბ.  მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება
შეკრების თავისუფლებაკონსტიტუცია და კანონი უზრუნველყოფს შეკრების და მანიფესტაციების თავისუფლებას; თუმცა, იყო შემთხვევები, როდესაც პოლიცია იყენებდა გადამეტებულ ძალას საპროტესტო აქციების დასაშლელად. კანონის მიხედვით, პოლიტიკურმა პარტიამ ან სხვა ორგანიზაციამ წინასწარ უნდა აცნობოს და მიიღოს ადგილობრივი ხელისუფლების ნებართვა საზოგადოებრივ ადგილას თავშეყრისთვის. წლის განმავლობაში შეკრებაზე ნებართვები დაუბრკოლებლად გაიცემოდა ხოლმე და მთავრობა რთავდა საპროტესტო ბარიერებით ქუჩების გადაკეტვის ნებას გაზაფხულზე მიმდინარე აქციების დროს, მიუხედავად ნებართვის ვადის გასვლისა.  თუმცა 17 ივლისს პარლამენტმა დაამტკიცა პოლიციის, დემონსტრაციების და ადმინისტრაციული დანაშაულის კანონებში შეტანილი ცვლილებები. მიუხედავად საპარლამენტო ოპოზიციის დაჟინებული მოთხოვნისა, რომ კანონში შესული ცვლილებები ძალაში შესვლა გადაედოთ იქამდე,  სანამ ევროპის ვენეციის კომისიის იურიდიული ექსპერტები არ განიხილავდნენ და რეკომენდაციებს არ მიაწვდიდნენ, შესწორებული კანონი აგვისტოში შევიდა ძალაში.   კანონში შესული ცვლილებებით იკრძალება ქუჩების გადაკეტვა "ხელოვნურად" თვით დემონსტრანტების მიერ ან "სხვადასხვა ტიპის კონსტრუქციებით/საგნებით". ცვლილებები პოლიციის კანონში სხვა სპეციალურ აღჭურვილობასთან ერთად ითვალისწინებს პოლიციელებისთვის არალეტალური იარაღის გამოყენების დაკანონებას, მათ შორის არეულობის გასაკონტროლებლადაც. ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით მთელ რიგ ადმინისტრაციულ დარღვევებზე გაიზარდა პატიმრობის ვადა 30-და 90 დღემდე. ამის საპირისპიროდ, ახალი სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, წინასწარი პატიმრობ სისხლის სამართლის დანაშაულისთვის 60 დღეა. 
რამოდენიმე ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ, ფონდმა ღია საზოგადოება - საქართველომ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება რომელშიც ცვლილებათა პაკეტს უწოდებდნენ "ერთ ნაბიჯს უკან დამოკრატიის გზაზე" და აღნიშნავდნენ, რომ ეს ცვლილებები ზრდიდა ადმინისტრაციული სასჯელის ვადას ყოვლად გაუმართლებლად, აწესებდა მკაცრ სანქციებს ისეთ ქმედებებზე, რაც მცირე რისკს შეიცავდა საზოგადოებისთვის, უფლებას აძლევდა არალეტალური იარაღის გამოყენებისა, რამაც შესაძლოა  საფრთხე შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს და არაპროპორციულად ზღუდავდა შეკრების თავისუფლებას. მთავრობამ განაცხადა, რომ მან განსახილველად გადასცა ცვლილებების პაკეტი ევროპის საბჭოს მრჩეველ ორგანოს კონსტიტუციონალურ და იურიდიულ საკითხებში, ვენეციის კომისიას. წლის ბოლოს ვენეციის კომისიის ოფიციალური პასუხი ჯერაც არ იყო მიღებული.
წლის განმავლობაში ხელისუფლება იძლეოდა დემონსტრაციების გამართვის ნებართვას და   რამოდენიმე მსხვილი საპროტესტო გამოსვლა მოეწყო   მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში ნებართვის ვადა გასული იყო. 25 აპრილს, არასაპარლამენტო ოპოზიციამ ციხის საკნების ქალაქის იმიტაცია შექმნა რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე, რაც ივლისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდა და კეტავდა თბილისის ცენტრალურ ქუჩას. 26 მაისს ათობით ათასი მომიტინგე შეიკრიბა ეროვნულ სტადიონზე ქვეყნის დამოულიდებლობის დღის აღსანიშნავად, სადაც მოუწოდებდნენ სააკაშვილს გადადგომისკენ. 27 მაისს, ასობით არასაპარლამენტო ოპოზიციის საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს თბილისის ცენტრალური რკინიგზის სადგურის ხაზი სამი საათით, რასაც რაიმე მნიშვნელოვანი ინციდენტი არ მოჰყოლია. თუმცა წლის განმავლობაში პროტესტის მონაწილეების პოლიციასთან ან არაფორმიან თავდამსხმელებთან  შეტაკებებს ჰქონდა ადგილი, მაგრამ პასუხი თითქმის არავის არ უგია. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ   ძალის გადამეტების შემთხვევებს ადგილი არ ჰქონია გაზაფხულის საპროტესტო აქციების დროს და რომ პოლიცია მოქმედებდა კანონიერ ფარგლებში როდესაც   აქციის მონაწილეები პირადად მათ მიმართ ავლენდნენ პროტესტს. 
არასაპარლამენტო ოპოზიციამ ხანგრძლივი  საპროტესტო გამოსვლები მოაწყო 9 აპრილიდან  24 ივლისამდე. ამ პერიოდის განმავლობაში ოპოზიციური პარტიები მოუწოდებდნენ პრეზიდენტ სააკაშვილს გადადგომისკენ; ძირითადად მთავრობას არ შეუფერხებია მიტინგების მსვლელობა. აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს მთავარი გზები და გზაჯვარედინები თბილისში. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველის აპარატი იუწყებოდნენ, რომ ათობით შემთხვევა იყო, როდესაც გაურკვეველი ნიღბიანი პირები რომლებსაც ჰქონდათ ბლაგვი საგნები თავს ესხმოდნენ ადამიანებს და აიძულებდნენ მიტინგის დატოვებას. Hღჭ-ს 11 მაისის წერილში შიინაგან საქმეთა სამინისტროსა და იუსტიციის მინისტრებისადმი წერია, რომ "HRJ-ს მიერ დაფიქსირებულ უმეტეს შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოები იღებდნენ დაზარალებულებისგან ცნობებს, მაგრამ რამდენადაც ჩვენ ვიცით, მათ არაფერი მოუმოქმედებიათ. ზოგიერთ შემთხვევაში დაზარალებულები კიდევაც ასახელებდნენ თავდამსხმელებს ან მათი მანქანის ნომრებს, და მაინც, პოლიცია თავდამსხმელს არ იჭერდა და არც რაიმე სხვა ზომებს მიმართავდა." შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში დაზარალებულები უარს ამბობდნენ ინფორმაციის მიწოდებაზე ინციდენტების შესახებ, როდესაც პოლიცია მათ გამოძიებას ცდილობდა. 
12 ივნისს, არასაპარლამენტო ოპოზიციის კოალიციურმა პარტიებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, სადაც ბრალს სდებდნენ ხელისუფლებას აქციების დროს "პირდაპირ ტერორსა და თავდასხმებში" ოპოზიციის მხარდამჭერებისა და აქტივისტების მიმართ.  განცხადებაში აგრეთვე ნათქვამია, რომ "ძალადობის 200-მდე შემთხვევა" არასაპარლამენტო ოპოზიციის მხარდამჭერების წინააღმდეგ აქციების მსვლელობისას პოლიციას არ გამოუძიებია. სახალხო დამცველის სამსახურმა და სხვებმა გამოიკვლიეს ძალადობის მრავალი შემთხვევა, მათ შორის უცნობი თავდამსხმელების მიერ დემონსტრანტების ცემის. წლის ბოლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არავინ დაუკავებია ამ ინციდენტების გამო.   
6 მაისს, პოლიციამ დააკავა სამი ახალგაზრდა აქტივისტი, რომლებიც შემდგომ ირწმუნებოდნენ, რომ მათ სცემდნენ და ემუქრებოდნენ პატიმრობაში ყოფნისას. იმავე დღეს, მოგვიანებით, როდესაც აქტივისტები თბილისი პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობაში იმყოფებოდნენ, არასაპარლამენტო ოპოზიციის რამოდენიმე აქტივისტი და პოლიციის ოფიცერი დაშავდა მთავარ სამმართველოს შენობასთან მომხდარი დაპირისპირების შედეგად. როგორც ამბობენ, პროტესტანტები, ითხოვდნენ რა სამი დაკავებული აქტივისტის გამოშვებას, გაემართნენ მთავარ სამმართველოსკენ და დაიწყეს შენობის ირგვლივ რკინის ღობის რყევა და ღობის შიგნით მყოფი პოლიციელების  სიტყვიერი შეურაცხყოფა. ფარებითა და ხელკეტებით შეიარაღებული პოლიციის რაზმი პოლიციის მთავარი სამმართველოს ეზოში იყო განლაგებული. ცნობების თანახმად, პოლიცია ურტყამდა ხელკეტებს რკინის ღობეს პროტესტანტების პერიმეტრიდან გასაყრელად. თუმცა, საპროტესტო აქციის ერთმა ლიდერმა მოახერხა ღობის იქეთ გადაძრომა და შეიჭრა ეზოში. მხოლოდ ერთერთი ლიდერი მოუწოდებდა დემონსტრანტებს უკან დახევას. 
ამ ინციდენტის შემდეგ, როგორც პოლიციის ისე აქტივისტებს შორის იყვნენ დაშავებულები. უახლოესი საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა თქვა, რომ სულ ცოტა 17-მა ადამიანმა მიმართა ჭრილობების გადასახვევად. დაშავების გამომწვევი მიზეზები არ იყო ნათელი. არასაპარლამენტო ოპოზიცია აცხადებდა, რომ პოლიციამ რეზინის ტყვიები გამოიყენა. თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფდა ამ ბრალდებას. თუმცა, 2 ივნისს, სამინისტრომ აღიარა არალეტალური ტყვიების გამოყენება დემონსტრანტების წინააღმდეგ. სახალხო დამცველმა, სოზარ სუბარმა, რომელიც მივიდა ინციდენტის ადგილზე თქვა, რომ მან დაინახა როგორ ისროდნენ პოლიციის ოფიცრები ქვებს. სუბარმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ორმა ადამიანმა დაკარგა მხედველობა ერთ თვალში ტყვიის მოხვედრის შედეგად, თუმცა შემდგომში ეს განცხადება არ დადასტურებულა. დემონსტრანტები ესროდნენ სხვადასხვა საგნებს პოლიციის ოფიცრებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით,  ინციდენტის შედეგად  დაშავებული იყო სულ 22 დემონსტრანტი, ერთი საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი და ექვსი პოლიციის ოფიცერი.  პოლიციის მონაცემები ემყარებოდა იმ ადამიანების რაოდენობას, რომლებმაც საავადმყოფოს მიმართეს დახმარების აღმოსაჩენად. შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებამ პოლიციის ოფიცრების მიერ გადამეტებული ძალის გამოყენების შემთხვევებზე დაასკვნა, რომ პოლიცია კანონის ფარგლებში მოქმედებდა. 
28 მაისს, რამოდენიმე დემონსტრანტი და ხუთი პოლიციის ოფიცერი დაშავდა შეტაკების დროს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მსვლელობისას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომ სამინისტროს თანამშრომელი, რომელიც ვიდეოკამერით იღებდა საპროტესტო აქციას, "დააკავეს" დემონსტრანტებმა და ძალით  შეიყვანეს უახლოესი შენობის სადარბაზოში.  განცხადების თანახმად, როდესაც პოლიციის ოფიცრებმა სცადეს მისი გათავისუფლება, დემონსტრანტებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს და დაჭრეს ხუთი პოლიციის ოფიცერი, რომლებსაც საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდათ. ორ ოფიცერს ბასრი იარაღით ჰქონდა მიყენებული ჭრილობა. 29 მაისს, პოლიციამ დააპატიმრა ინციდენტში მონაწილე ორი პიროვნება. არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა გააპროტესტეს მისი დაპატიმრება და ამბობდნენ, რომ პოლიციას არ ეცვა ფორმა და ეს თავდასხმა ხელისუფლების მიერ იყო პროვოცირებული. 
12 ივნისს, მოხდა შეხლა-შემოხლა პარლამენტის დაცვასა და  დემონსტრანტებს შორის, რომლებიც კვერცხებს ისროდნენ და ცდილობდნენ მიახლოებოდნენ პარლამენტის სპიკერის მანქანას. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელს, გია თორთლაძესა და ერთერთ დემონსტრანტს შორის მოხდა ჩხუბი, როდესაც, როგორც ამბობენ თორთლაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ამ ინციდენტის გამო აქციის ექვსი მონაწილე დააპატიმრეს და მიუყენეს სასჯელი. აგრეთვე, 12 ივნისს, პოლიციამ დააკავა ადამიანი, რომელიც პროტესტს გამოთქვამდა რუსთაველის თეატრის წინ უცხოური სალეჩოს მიღების დროს. როგორც იუწყებიან, ამ ადამიანმა ფიზიკური თავდასხმა განახორციელა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზე, ლევან თარხნიშვილზე. მას 30 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს ციხეში. 
15 ივნისს პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის კვლავ მოხდა შეტაკება თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შეტაკება გამოიწვია პოლიციის მცდელობამ გაეწმინდა პოლიციის შენობის შესასვლელი და საავტომობილო ტრასა. სამინისტროს ბრალდების მიხედვით, დემონსტრანტებმა წინააღმდეგობა გასწიეს მათი დაკავებისას და არ დაემორჩილნენ მათ ბრძანებებს. არასაპარლამენტო ოპოზიციის აქტივისტები ბრალს სდებდნენ პოლიციას დემონსტრანტებზე შეტევაში. დაშავებულებს შორის იყო ზურაბ აბაშიძე,  ოპოზიციური ლიდერის ირაკლი ალასანიას თანაპარტიელი. აბაშიძეს გაუტყდა ცხვირი და აღმოაჩნდა მრავალჯერადი დაზიანებები თავის არეში. იგი გადაიყვანეს საავადმყოფოში. აგრეთვე იუწყებოდნენ, რომ პოლიციის მიერ შეტევები განხორციელდა ჟურნალისტების წინააღმდეგაც. სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, მათი რწმუნებული, ვახტანგ მენაბდე სცემა პოლიციამ, მიუხედავად იმისა, რომ მას "სახალხო დამცველის" სპეციალური ფორმა ეცვა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დაკავებული იყო 39 დემონსტრანტი პოლიციის ბრძანებების დაუმორჩილებლობის გამო.  ხუთი აქტივისტი, მათ შორის ოპოზიციის მომხრე ახალგაზრდების ჯგუფის ლიდერი დაჩი ცაგურია მოათავსეს ციხეში 30 დღით. თბილისის საქალაქო სასამართლომ დანარჩენები დააჯარიმა 400 ლარით (237 აშშ დოლარი) და გაათავისუფლა. სახალხო დამცველის სამსახურმა განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამართალდამცავი პირების წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებების გამოძიება წლის ბოლოს ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული. 

19 ივნისს, არასაპარლამენტო ოპოზიციამ დაადანაშაულა მთავრობა მასზედ, რომ მან გაგზავნა პოლიცია საპროტესტო მოქმედებების ადგილზე რეიდის ჩასატარებლად. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ იყო მცდელობა ძალით აეღოთ "საკნების" მეშვეობით შექმნილი ბარიკადები, რომლებიც ქუჩას კეტავდნენ და პოლიცია ამის გამო ჩაერია, რომ არ მომხდარიყო შეხლა-შემოხლა დემონსტრანტებსა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს შორის.
21 ივლისს, პოლიციამ დააპატიმრა შვიდი აქტივისტი ოპოზიციის მომხრე ახალგაზრდების ჯგუფიდან, რომლებიც მიტინგს აწყობდნენ პარლამენტის შენობის წინ. შინაგან საქმეთა სამინსტრომ განაცხადა, რომ ყველა აქტივისტს ბრალი წაუყენეს მცირე ხულიგნობაზე, პოლიციის ბრძანების შეუსრულებლობასა და პარლამენტის შენობის შესასვლელის ბლოკირებაზე.   ერთერთ აქტივისტი დააჯარიმეს  400 ლარით (237 აშშ დოლარი); სხვებს კი მიუსაჯეს 12- 14 დღიანი პატიმრობა ადმინისტრაციული დარღვევებისთვის. 
ჩივილ.გე-ს ცნობით, 23 ნოემბერს პოლიციამ დააპატიმრა სამი ოპოზიციონერი ახალგაზრდა აქტივისტი, რომლებმაც მათი განცხადებით დაარღვიეს მიტინგის შესახებ კანონში შესული ცვლილება და წინააღმდეგობა გასწიეს დაკავებისას.   იმავე დრეს, მოგვიანებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სამივე ახალგაზრდა სცნო დამნაშავედ, მიუხედავად გადაღებული ფირის არსებობისა, რომლიდანაც, როგორც ამბობდნენ მოსჩანდა,  რომ მათ მიერ კანონის დარღვევას ან წინააღმდეგობის გაწევას ადგილი არ ჰქონია. 24 ნოემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დაგმო მათი დაპატიმრების ფაქტი და სასამართლო გადაწყვეტილება და შეაფასა ეს, როგორც  შეკრების თავისუფლების "უხეში დარღვევა".  სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა, რომ ამ სამ აქტივისტს არ დაურღვევია კანონი, არამედ დაირღვა "დაჩი ცაგურიას, ჯაბა ჯიშკარიანის და ირაკლი კორძაიას უფლებები კონსტიტუციით მინიჭებული შეკრების თავისუფლების  შეზღუდვით".  
ნოემბერში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა თბილისში  რამოდენიმე პიროვნებას მიაწოდეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მათ გააჩნდათ ამ ადამიანების გაზაფხულის საპროტესტო აქციებში  მონაწილეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რასაც მათთვის სავალალო შედეგები მოყვებოდა. 
2008 წლის დეკემბერში, მაშინდელი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი აცხადებდა, რომ როდესაც იგი ნახევარი წლის ანგარიშს  აბარებდა ადამიანის უფლებებზე, მას ჰქონდა მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ მაღალი რანგის ჩინოსნები, შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ჩათვლით, წინასწარგამიზნულად გეგმავდნენ გადამეტებული ძალის გამოყენებას საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ 2007 წლის ნოემბრის მიტინგის დროს. სუბარის რეკომენდაციით უნდა შექმნილიყო სპეციალური საპარლამენტო კომისია ამ ბრალდებების გამოსაძიებლად. მსგავსი კომისია არ შექმნილა. 
2007 წელს ძველი თბილისის რაიონულმა პროკურატურამ დაიწყო წინასწარი გამოძიება 7 ნოემბრის დემონსტრაციის დროს მიყენებული დაზიანებების საქმეებზე. გამოძიება მთავარ პროკურატურაში წლის ბოლოსაც მიმდინარეობდა. შემდგომი ინფორმაცია იმის შესახებ,  თუ რა სტადიაში იყო გამოძიება, წლის ბოლომდე არ გავრცელებულა.  მაშინდელი სახალხო დამცველის სოზარ სუბარის 2008 წლის მეორე ნახევრის ანგარიშში, რომელიც მან 31 მარტს წარუდგინა პარლამენტს, მან ისევ აღნიშნა, რომ პროკურატურამ არ აღძრა საქმები თავდამსხმელების წინააღმდეგ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 11 პოლიციის ოფიცერი დაითხოვეს  სამსახურიდან დემონსტრაციების დროს შეუფერებელი  ქცევის გამო.     გაერთიანების თავისუფლებაკონსტიტუცია და კანონი უზრუნველყოფს გაერთიანების თავისუფლებას და მთავრობა ზოგადად  პატივს სცემს ამ უფლებას, თუმცა გაისმოდა მთავრობის მიმართ ბრალდებები ზოგიერთი აქციის მონაწილის დაშინების თაობაზე და მთავრობამ ვერ შესძლო არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრების მიმართ განხორციელებული ფიზიკურ თავდასხმებზე პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, რასაც არასაპარლამენტო ოპოზიცია პოლიტიკური მოტივის არსებობით ხსნიდა.  ხელისუფლება გაერთიანებების დარეგისტრირების ნებართვას თვითნებური დაბრკოლებების ან დისკრიმინაციის გარეშე გასცემდა. თუმცა არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერების ცნობებით, მათი პარტიის წევრებს იტაცებდნენ და თავს ესხმოდნენ პოლიტიკური მოტივით. ისინი ასევე აცხადებდნენ, რომ ასეთ თავდასხმები ხორციელდებოდა უცნობი პირების მიერ, რომლებსაც ოპოზიციური პარტიების ლიდერები აბრალებდნენ მთავრობასთან კავშირს რომლებიც სამაგიეროს უხდიდნენ ოპოზიციონერებს გაზაფხულის საპროტესტო აქციების გამო. სულ ცოტა 40 ასეთ ინციდენტს ჰქონდა ადგილი არასაპარლამენტო ოპოზოციის სხვადასხვა ჯგუფების მიმართ.  
სახალახო დამცველის წლის პირველი ნახევრის ანგარიშში მოყვანილია გაზაფხულის საპროტესტო აქციებში მონაწილეთა მიმართ პოლიციის უკანონო ქმედებების რამოდენიმე მაგალითი. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ უცნობი პირები მათ აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას მათი პოლიტიკური საქმიანობის გამო.  სახალხო დამცველის სამსახურში 32 მსგავსი საქმეა აღრიცხული. ამ საქმეთა უმეტესობა ეხება ადამიანების ფიზიკურ დაზიანებებს, რომელიც დაფიქსირებულია სამედიცინო ჩანაწერებში. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს არავინ დაუპატიმრებია და არც გამოძიება დაუნიშნავს აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებით. მსგავსი საქმეების მაგალითებია: მოძრაობა "რატომ"-ის ოთხმა წევრმა აცნობა სახალხო დამცველის სამსახურს, რომ 9, 10 და 15 აპრილს    ნიღბიანებმა გააჩერეს მანქანა და რატომ-ის ორი წევრი ძალით გადმოსვეს მანქანიდან და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხოფა. რატომ-ის წევრებმა განუცხადეს სახალხო დამცველს, რომ თავდამსხმელებმა გააფრთხილეს ისინი  აღარ დასწრებოდნენ საპროტესტო აქციას და დაემუქრნენ, რომ ფიზიკურად შურს იძიებდნენ მათზე, თუკი დაესწრებოდნენ. 11 აპრილს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ამ ინციდენტის გამოძიება, რომელიც წლის ბოლოს ჯერ კიდევ მიმდინარეობდა. 
10 აპრილს, არასაპარლამენტო ოპოზიციური ჯგუფის "ალიანსი საქართველოსთვის" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების შმაგი გელბახიანის, ივანე გობეჯიშვილის და სხვა წევრების მონათხრობით, ისინი  მიდიოდნენ პარლამენტის წინ მიმდინარე მიტინგზე, როდესაც მათ შავმა ჯიპმა გზა გადაუღობა. მანქანიდან გადმოვიდა 5 კაცი, რომლებმაც მათ მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და სცემეს რეზინის ხელკეტებით. შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებდა ამ შემთხვევას. 
საპროტესტო აქციების საორგანიზაციო კომიტეტის წევრმა, გოჩა სახლთხუციშვილმა განუცხადა სახალხო დამცველის აპარატს, რომ 15 აპრილს, მან დააყენა მანქანა ქუჩაში და სანამ გადმოვიდოდ მას თავს დაესხა სამი თუ ოთხი კაცი, რომლებმაც იგი გადმოათრიეს მანქანიდან და სცემეს. ამის შემდეგ თავამსხმელები გაიქცნენ მისი მანქანით. მოგვიანებით პოლიციამ მანქანა იპოვა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო საქმის გამოძიება 15 აპრილს. წლის ბოლოს საქმე კიდევ ძიებაში იყო. 
ოპოზიციის წარმომადგენლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები უცნობი თავდამსხმელების მიერ 2008 წელსაც აღინიშნებოდა. მაგალითად, 2008 წლის ივნისში, გენერალი გია შერვაშიძე, ქრისტიან დემოკრატიული ალიანსის ერთერთი ლიდერი, გადაიყვანეს საავადმყოფოში, მას მერე რაც თავს ოთხი ნიღბიანი დაესხა. იუსტიციის სამინისტროს თანახმად, გამოძიება ჩატარდა, რომლის დროსაც შერვაშიძემ უთხრა გამომძიებელს, რომ არ შეეძლო თავდამსხმელების ამოცნობა და იგი არ თვლიდა რომ ეს თავდასხმა პოლიტიკური მოტივით მოხდა. გამოძიებამ ვერ მიაგნო თავდამსხმელთა კვალს. 
2008 წლის პირველი ნახევრის ანგარიშში სახალხო დამცველმა მოიხსენია   ოპოზიციის მხარდემჭერი პირები, რომლებზეც განხორციელდა თავდასხმები, მაგრამ პროკურატურას ეს შემთხვევები არ გამოუძიებია: მამუკა ხუცურაული, გიორგი თავდგირიძე, გიორგი შერვაშიძე, ბორის ძანაშვილი, ლევან ჯღარკავა, ლევან გვარჯალაძე, დავით მეტრეველი, იოსებ ბორცვაძე, ზურაბ გიგუაშვილი და ნონა საგარეიშვილი. სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ყველა  ინციდენტთან დაკავშირებით და გამოძიება მიმდინარეობდა წლის ბოლომდე. ერთ შემთხვევაში დაზარალებულმა უარი განუცხადა სამართალდამცავებს ჩვენების მიცემაზე საქმის გარემოებებთან დაკავშირებით.   გ. რელიგიის თავისუფლება
კონსტიტუცია უზრუნველყოფს რელიგიის თავისუფლებას და მთავრობა ზოგადად ამ უფლებას პრაქტიკაში იცავს.  თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველთვის არ რეაგირებდნენ რელიგიურ უმცირესობათა ჯგუფის საჭიროებებსა და პრობლემებზე. 
კონსტიტუცია აღიარებს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის (სმე) განსაკუთრებულ როლს ქვეყნის ისტორიაში პატრიარქის წინამძღოლობით, მაგრამ ცალცალკე გამოყოფს ეკლესიასა და სახელმწიფოს.  პრეზიდენტსა და მართლმადიდებელ პატრიარქს შორის ხელმოწერილი კონკორდატი (საკონსტიტუციო შეთანხმება) ეკლესიას კანონიერ სტატუსს ანიჭებს.  კონკორდატში შესულია რამდენიმე წინააღმდეგობრივი დებულება, რაც პატრიარქს სამართლებრივ იმუნიტეტს ანიჭებს, ეკლესიას სამხედრო კაპელანებით დაკომპლექტების ექსკლუზიურ უფლებას აძლევს, ეკლესიის მსახურებს სამხედრო სამსახურისაგან ათავისუფლებს და ეკლესიას მთავრობაში უნიკალურ კონსულტაციურ როლს ანიჭებს, განსაკუთრებით, განათლების სფეროში. თუმცა, ეს დებულებები ძალაში არ იყო იმის გამო, რომ არ არსებობდა ამ კანონის განმახორციელებელი ნორმატიული აქტები. 24 აპრილს, მთავრობამ და საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ხელი მოაწერეს სპეციალურ შეთანხმებას თანამშრომლობაზე, რომლის ფარგლებშიც ეკლესიას მიენიჭა განსაკუთრებული როლე მსჯავრდებულების რესოციალიზაციაში მათი საეკლესიო და საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართვის გზით. საგადასახადო კოდექსი ათავისუფლებს საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან (დღგ) რელიგიური ატრიბუტიკის იმპორტზე (ჯვრები, სანთლები, ხატები, წიგნები და კალენდრები, რომლებიც რელიგიური დანიშნულებით გამოიყენება), თუმცა სხვა რელიგიური ჯგუფებისგან მოითხოვს დღგ-ს გადახდას და ანაზღაურების გაფორმებას.
ნებისმიერ რელიგიურ ჯგუფს უფლება აქვს დარეგისტრირდეს, როგორც არაკომერციული იურიდიული პირი. რეგისტრაციის განცხადებაში უნდა იყოს მითითებული ორგანიზაციის სახელი, ადგილმდებარეობა, საქმიანობის მიზანი, ინფორმაცია დამფუძნებლის შესახებ, ორგანიზაციის მმართველი ერთეულის შესახებ და მმართველი ორგანოს გადაწყვეტილების მიღების პროცესი.  ჯგუფის დარეგისტრირება შესაძლებელია ერთერთი ქვემოთ ჩამოთვლილი ფორმით, როგორიცაა კავშირი ან ფონდი, რათა მიიღოს სამართლებრივი სტატუსი ან საგადასახადო შეღავათები. კავშირი დამყარებულია წევრების რაოდენობაზე (საჭიროა მინიმუმ ხუთი წევრი), მაშინ როდესაც ფონდის დასაარსებლად საჭიროა   ერთი ან მეტი დამფუძნებელი, რომლებიც ქმნიან ფონდს გარკვეული მიზნით, კონკრეტული ჯგუფის ან ფართო საზოგადოების დასახმარებლად.    რეგისტრაციას ახორციელებს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი, რომელმაც განცხადების შეტანიდან სამი დღის განმავლობაში რეგისტრაციაზე თანხმობა ან უარი უნდა  განაცხადოს; უარის გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში. 
ზოგიერთი რელიგიური ერთობა გამოთქვამდა უკმაყოფილებას რეგისტრაციით მინიჭებულ სტატუსთან დაკავშირებით. რომაულ კათოლიკურ ეკლესიას  და სომხურ სამოციქულო ეკლესიას არ სურთ სამოქალაქო ორგანიზაციად დარეგისტრირება და ურჩევნიათ დარეგისტრირდნენ როგორც რელიგიური ორგანიზაცია ან უკიდურეს შემთხვევაში მიენიჭოთ იგივე სტატუსი, რაც ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას გააჩნია. რომაული კათოლიკური ეკლესია  და სომხური სამოციქულო ეკლესია, ორივე ამტკიცებდნენ, რომ წარმოადგენდნენ საქართველოში ტრადიციულ ეკლესიას და ასოციაციად ან ფონდად დარეგისტრირება მათ სტატუსს დააკნინებდა.  თუმცა, ბევრი სხვა რელიგიური ჯგუფი ამ კანონის მიხევით დარეგისტრირდა და ამის შედეგად მათი რელიგიური საქმიანობა არანაირად არ იყო დისკრიმინირებული.  იეღოვას მოწმეებმა, რომლებიც დარეგისტრირდნენ როგორც სამოქალაქო საზოგადოება, ეს უარყვეს, რადგან, როგორც თავად ამბობენ, ყველა გადასახადი გადაიხადეს და ანაზღაურების პროცესი არ განხორციელბულა.  ებრაული თემის წარმომადგენელთა მიხედვით, მათ რელიგიური ნივთები ჰუმანიტარული კატეგორიის ქვეშ შემოიტანეს. ჩვეულებრივ, ნებისმიერი კომპანია, რომელიც საქონლის იმპორტს ახორციელებს, დღგ-ს საზღვარზე იხდის, მაგრამ თუ ეს საქონელი იმპორტიორისთვის შემდგომი გაყიდვის საგანს არ წარმოადგენს, ფინანსთა სამინისტრო ვალდებულია, დააბრუნოს დღგ.  
სახელმწიფო სკოლებისა და რელიგიური სწავლების ერთმანეთისაგან დაცალკევებამ კიდევ უფრო შეავიწროვა სახელმწიფოსა და მართლამდიდებლურ ეკლესიას შორის დადებული კონკორდატის ინტერპრეტაციის საშუალება, სკოლის პროგრამაში მართლმადიდებლობის, როგორც არჩევითი საგნის სწავლებასთან დაკავშირებით. კანონში მითითებულია, რომ მართლმადიდებლური სწავლების გაკვეთილების ჩატარება შეიძლება მხოლოდ სასკოლო საათების შემდეგ და არ უნდა გაკონტროლდეს დირექტორის, ან მასწავლებლების მიერ. გარეშე პირებს, სამღვდელოების ჩათვლით, არ აქვთ რეგულარული დასწრების, მოსწავლეთა კლასგარეშე საქმიანობის, სტუდენტთა კლუბების ან მათი შეკრებების წარმართვის უფლება. ასეთ საქმიანობას უძღვებიან საერო თეოლოგები და არა მღვდლები.  რელიგიური უმცირესობები მიესალმებიან სკოლებში რელიგიურ განათლებასთან დაკავშირებით შეტანილ ცვლილებებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად აღნიშნავენ, რომ ხშირად პრაქტიკა არ შეესაბამება კანონს. მაგალითად, კანონი ირღვევა, როდესაც საქმე შეეხება ლოცვებს და ჯვრებისა და სხვა რელიგიური ატრიბუტების გამოფენას. სახალხო დამცველის სამსახურმა აღნიშნა, რომ ეს პრობლემა განსაკუთრებით შეიმჩნეოდა აჭარაში, სადაც მუსულმან მოსწავლეებზე ხშირად ხდებოდა რელიგიური ზეწოლა მართლმადიდებელი მასწავლებლების მხრიდან.  თუმცა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ აღნიშნა ამ ტენდენციის შესამჩნევი კლება სკოლებში მასწავლებლების მიერ რელიგიურ სიწმინდეებსა და სხვა შეზღუდვებთან დაკავშირებით ქვეყნის სხვა ნაწილებშიც.  
საჯარო სკოლები მოსწავლეებს აძლევდნენ საშუალებას დასწრებოდნენ შერჩევით კურსს "რელიგია საზოგადოებაში", რომელიც მოიცავს ძირითადი რელიგიების ისტორიას. მშობლები ჩიოდნენ, რომ მასაწავლებლები, ისევე როგორც სახელმძღვანელო, ყურადღებას ძირითადად მართლმადიდებლურ ეკლესიაზე ამახვილებენ. წლის შუაში განათლების სამინისტრომ შეაჩერა იმ ახალ სასწავლო პროგრამაზე მუშაობა, რომელშიც გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო აღნიშნული საჩივრები. სამინისტროს გარკვეული სიძნელეები ჰქონდა კურსის შეტანაში როგორც დამოუკიდებელი და პროგრამით გათვალისწინებული საგნისა. თუმცა, მთავრობამ შესძლო დაემატებინა ეს კურსი არსებულ არასავალდებულო ისტორიის პროგრამაში, რომელიც შესაძლებელია სკოლამ   შესთავაზოს მოსწავლეებს და მათ საშუალება აქვთ აირჩიონ ეს კურსი.    
სარიტუალო დარბაზის აშენების ლიცენზიის მიღების დაგვიანების გამო იეღოვას მოწმეები აგრძელებენ კერძო სახლებში შეკრებებს, რომელსაც ისინი ყიდულობდნენ ერთი რომელიმე წევრის სახელზე. იეღოვას მოწმეთა ხელმძღვანელები აღნიშნავდნენ, რომ როცა მათ სცადეს ნაგებობის ყიდვა მათი ორგანიზაციის სახელზე, დადგნენ ისეთი პრობლემების წინაშე, როგორიცაა ნებართვის დაყოვნებით გაცემა, მაცხოვრებლებისა და კომპანიების პროტესტი სამეზობლოში. თებერვალში ადმინისტრაციულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება იეღოვას მოწმეთა სასარგებლოდ, როდესაც მათ გაასაჩივრეს თბილისის მუნიციპალური სამსახურისგან მშენებლობაზე უარის მიღება; თუმცა გადაწყვეტილება შეტანილი იქნა აპელაციაზე და წლის ბოლომდე საქმე არ დამთავრებულა.  
იეღოვას მოწმეებმა წარმოადგინეს 35 შემთხვევის ჩამონათვალი, მათ შორის დევნის შემთხვევები, რომელთა შესახებ მათ აცნობეს ხელისუფლების წარმომადგენლებს.  იეღოვას მოწმეების ცნობით, მხოლოდ ორ საქმეზე მოხდა პირის მიმართ ბრალის წაყენება, დანარჩენი საქმეები გამოუძიებელი დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავებმა იცოდნენ იმ პირების ვინაობა, ვინც მათზე დევნას ახორციელებდა.  2007 წელს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება მთავრობის წინააღმდეგ, რადგან მან არ დაიცვა ჯგუფი მათზე განხორციელებული დევნისაგან 1999 წელს. დამატებით ოთხი საქმე იეღოვას მოწმეების უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით მსვლელობაში იყო ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში შეტანამდე, ზოგიერთი საქმე აღძრული იყო წინა ხელისუფლების დროს. ერთერთი ამ საქმეთაგანი ეხებოდა   2001 წელს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გაპროტესტებას ჯგუფის რეგისტრაციასთან დაკავშირებით. თუმცა, 2007 წელს ორგანიზაცია დარეგისტრირდა ახალი სარეგისტრაციო კანონის საფუძველზე. ეს სტატუსი მათ, როგორც იურიდიულ ერთეულს, აძლევს   მასალების იმპორტის, შენობის დაქირავების და სხვა საქმიანობის წარმართვის საშუალებას. 
იეღოვას მოწმეების ცნობით, ხელისუფლების წარმომადგენლები აყოვნებდნენ გადაწყვეტილების გამოტანას თბილისში მათი შეკრებების ჩატარების ნებართვაზე და მათ არ მიუწვდებოდათ ხელი ასეთ ნებართვებზე 2004 წლიდან. იეღოვას მოწმეები აგრეთვე აცხადებდნენ, რომ კერძო შენობების მფლობელები უარს ამბობდნენ მათთვის ფართის მიქირავებაზე მათი საქმიანობის განსახორციელებლად. 

რომაულმა კათოლიკურმა ეკლესიამ და სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ ვერ დაიბრუნეს ეკლესიები, რომლებიც დაიხურა ან გადაეცა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას საბჭოთა კავშირის დროს. 2007 წელს იუსტიციის სამინისტრომ მიიღო გეგმა, რომლის მიხედვით ქონებრივი დავა უნდა გადაწყვეტილიყო მიუკერძოებელი ექსპერტის აზრზე დაყრდნობით და არა ამჟამად არსებული ინერტული კომისიის მეშვეობით, რომლის ერთერთი წევრი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელი იყო. რომაული კათოლიკური  ხუთი ეკლესიის დაბრუნებასთან დაკავშირებით არ ყოფილა რაიმე ზომები მიღებული და ვატიკანიდან მიღებული დირექტივების გამო, ეკლესიამ შეწყვიტა ყოველგვარი დავა. რომაულ კათოლიკურ ეკლესიას აგრეთვე ხელს უშლიდნენ ახალი ეკლესიების აგებაში და 2008 წელს  ერთერთი ეკლესია მართლმადიდებელ ეპისკოპოსთან გააგზავნეს ნებართვის მისაღებად. ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსმა შეთავაზა მათ ძველი ეკლესიის აღდგენა, და ადგილობრივმა მთავრობამ მიიღო ეს წინადადება. თუმცა, იმისათვის რომ დაეწყოთ სამშენებლო სამუშაოები, მიწა, რომელზეც ეკლესია იყო აშენებული   უნდა გადასულიყო რომაული კათოლიკური ეკლესიის მფლობელობაში. წლის ბოლომდე სახელმწიფოს არ გადაუცია  მიწის ნაკვეთი რომაული კათოლიკური ეკლესიისთვის. 
სომხური სამოციქულო ეკლესიის მთავარ პრობლემად დარჩა თბილისში ხუთი ეკლესიის და ახალციხეში ერთი ეკლესიის დაბრუნება. თუმცა მთელ საქართველოში არსებული სულ ცოტა 30 ეკლესიის სტატუსი კვლავ  გაურკვეველია.  კამათი გრძელდება ნორაშენის ეკლესიის ირგვლივ, რომელსაც ითხოვს როგორც სომხური სამოციქულო ეკლესია, ასევე ქართული მართლმადიდებლური ეკლესიაც. 2008 წლის ნოემბერში მამა ტარიელ სიკინჭილაშვილმა, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმა, მოიყვანა ბულდოზერი ქართული ეკლესიის და ნორაშენის ეკლესიის საზიარო ეზოში მიწის ნაგვისგან გასაწმენდად. მამა ტარიელი ამბობდა, რომ გასასვლელი ვიწრო იყო   ბულდოზერისათვის და ამიტომ მან რამდენიმე სომხური საფლავის ქვა დროებით აიღო, ხოლო შემდეგ თავის ადგილას  მოათავსა. ამის დანახვისას, სომეხი ეკლესიის მსახურები აღშფოთდნენ და ამ ქცევას უწოდეს უპატივისცემლობა იქ დამარხული სომხების მიმართ. წლის განმავლობაში სამუშაოები შეწყდა და სომეხთა საფლავები გაიწმინდა მათზე დაყრილი რიყის ქვებისგან. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ შესთავაზა ეკლესის მშენებლობასთან დაკავშირებით კომისიის შექმნა, რომელიც პრიორიტეტულ საკითხებს გადაწყვეტდა, ასეთი ნაბიჯები არც ერთ მხარეს არ გადაუდგავს წლის ბოლომდე.

19 ნოემბერს, თბილისში დაინგრა ეკლესია, რომლის გადმოცემასაც სომხური სამოციქულო ეკლესია ედავებოდა.  ცნობების მიხედვით, ეკლესია აშენებული იყო 1356 წელს, მაგრამ იგი დახურეს საბჭოთა პერიოდში და მას საწყობად იყენებდნენ.  ეკლესია  აღარ გაუხსნიათ საქართველოს დამოუკიდებლობის მიღების შემდეგაც კი, და მისი ქონებრივი უფლება საქართველოს  კულტურის სამინისტროს გადაეცა. 20 ნოემბერს. სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც იგი ადანაშაულებდა საქართველოს მთავრობას და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას, რომ ისინი არ იცავდნენ  სომხების წმინდა ადგილებს და არ უბრუნებდნენ ეკლესიებს საქართველოში სომხეთის ეპარქიას. წლის ბოლოს თბილისის მერიამ დაიწყო ადგილის გასუფთავება ნანგრევებისგან. 

საზოგადოებრივი ძალადობა და დისკრიმინაცია

წლის განმავლობაში, რელიგიური უმცირესობის რამოდენიმე ჯგუფის მიმართ გახორციელდა დევნა და თავდასხმები  საქართველოს მართლმადიდებელთა ორი ფუნდამენტალისტების ჯგუფის მიერ, რომელიც შედგებოდა როგორც საერო, ისე სასულიერო პირებისგან. დევნა მიმდინარეობდა სხვადასხვა საშუალებებით, მაგალითად, იბეჭდებოდა მშობლებისთვის გამაფრთხილებელი ბროშურები რომაულ კათოლოკურ ეკლესიაში არსებული პედოფილიის შესახებ, რაზედაც უცხოური პრესა წერდა; ტარდებოდა ქუჩის საპროტესტო აქციები თბილისში, მუსულმანური თემის საზოგადოებრივი თავშეყრის ცენტრალურ ადგილზე, სადაც ეთნიკური აზერბაიჯანელები აცხადებდნენ, რომ მთვრალი პროტესტის მონაწილეები მათ აბუჩად იგდებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მოშორებულიყვნენ საქართველოდან (მათი თქმით,  მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია მოვიდა სიტუაციის დასაწყნარებლად,   არავინ  დაუკავებიათ); აღიმართა უზარმაზარი თეთრი ჯვრები ტრადიციულად ეთნიკურ აზერბაიჯანულ მუსულმანურ სოფლებში; და მოეწყო დიდი საპროტესტო აქცია რომაული კათოლიკური ეკლესიის გახსნისას. ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ  ჯგუფებში იყვნენ სასულიერო პირები, ისინი ეკლესიის ოფიციალური წარმომადგენლები არ იყვნენ. 

ქვეყანაში რამდენიმე თემში იუდაიზმს მისდევენ, განსაკუთრებით კი დიდ ქალაქებში, როგორიცაა თბილისი და ქუთაისი.  ქყვეყანაში იყო დაახლოებით 8,000-დან 10,000-მდე ებრაელი. წლის განმავლობაში ანტისემიტური ვანდალიზმის შესახებ ებრაული თემებიდან არც ერთი შეტყობინება  არ შემოსულა. სინაგოგები, არ წარმოადგენდნენ ებრაელთა თემის საკუთრებას, რომელიც დარეგისტრირებულია, როგორც კავშირი. მათ იჯარით ჰქონდათ ისინი აღებული მთავრობისგან, სიმბოლურ ფასად, თვეში 1 ლარად (69 ცენტი). 2008 წლის აპრილში პოლიტიკურმა მოძრაობამ "ახალი სიტყვა" თბილისის მეტროებში გაავრცელა ანტი-სემიტური ბუკლეტები; ებრაულმა ლიდერებმა ეს ბუკლეტი მიიჩნიეს როგორც ეროვნული გრძნობებით მანიპულირების მცდელობა მაისის საპარლამენტო არჩევნების წინ.  
ებრაული თემის განცხადებით, 2008 წელს ეკონომიკის სამინისტრომ თბილისში ებრაელებს 25-წლიანი იჯარით მეორე სინაგოგაც გადასცა. 150 წლის აშკენაზის სინაგოგა თავიდან გაიხსნა თბილისის ძველ უბანში. სინაგოგა ძლიერ  დაზიანდა მიწისძვრისგან 1991 წელს და მას გაუკეთეს რესტავრაცია ევრაზიის ებრაელთა კონგრესის დახმარებით. 
მიუხედავად ზოგადი ტოლერანტობისა ქვეყანაში არსებული "ტრადიციული" რელიგიური უმცირესობების, კათოლიკების, სომხური სამოციქულო ქრისტიანების, ებრაელებისა და მუსულმანების მიმართ, მოქალაქეებს მაინც აქვთ შიში "არატრადიციული" რელიგიების მიმართ, რადგან ფიქრობენ, რომ ისინი მოსახლეობის ეკონომიკური სიდუხჭირით სარგებლობენ და წევრებს იზიდავენ ეკონომიური დახმარების დაპირების გზით. მართლმადიდებლური ეკლესიის ზოგიერთი წევრი და საზოგადოება აღიქვამს არამართლმადიდებლურ რელიგიურ ჯგუფებს და განსაკუთრებით კი, არატრადიციულ ჯგუფებს ან სექტებს, როგორც საშიშროებას ეროვნული ეკლესიისა და ქვეყნის კულტურული ღირებულებებისათვის და მიაჩნიათ, რომ უცხოელი ქრისტიანი მისიონერების საქმიანობა უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ არაქრისტიანული ტერიტორიებით.
მართლმადიდებელი მღვდელი ბასილ მკალავიშვილი, რომელსაც სასულიერო წოდება ჩამორთმეული ჰქონდა, გაათავისუფლეს ციხიდან 2008 წლის ივლისში,  ექვსწლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ. მკალავიშვილი დააპატიმრეს 2004 წელს და დაადანაშაულეს იეღოვას მოწმეებისა და Bბაპტისტ-ევანგელისტების  წინააღმდეგ ორგანიზებულ ძალადობაში და მათი რელიგიური ლიტერატურის დაწვაში. მკალავიშვილი მოკვეთეს ეკლესიიდან 1995 წელს, მას მერე, რაც მან გააკრიტიკა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლობა, რომ მათ არ დაიკავეს  "რადიკალური პოზიცია" რელიგიური უმცირესობების მიმართ. მისი ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, მან შექმნა მისი საკუთარი მრევლი. 22 დეკემბერს მამა მკალავიშვილისთვის საეკლესიო ჩინის აღდგენა შეკრებაზე  განიხილა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდმა, მაგრამ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ამ წინადადების წინააღმდეგ წავიდა.  
მუსულმანი ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ ადგილობრივმა მთავრობამ და პოლიციამ 22 დიდი ჯვარი აღმართეს ბოლნისის რაიონში მუსულმანურ დასახლებაში. საქართველოს მართლმადიდებელმა  საპატრიარქომ მოიწვია ბოლნისის ეპისკოპოსი თბილისში და აუხსნა, რომ ჯვრების აღმართვა პროვოკაციული ქმედება იყო და უნდა მოეხსნათ ისინი. როდესაც რეინტეგრაციის სამინისტროს წარმომადგენლები მეორედ ჩავიდნენ იმ რეგიონში, ჯვრები აღარ დახვდათ. თუმცა, მუსულმანურ სოფლებს გარეთ მაინც იყო ნათურებით განათებული დიდი ჯვრები იმ რაიონში. ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა თქვეს, რომ მათი ამ ჯვრების ჩამოხსნის მცდელობის მიუხედავათ, მათ მაინც აღმართავენ ხოლმე. ოფიციალურად, საჭიროა ნებართვა გზის პირას რაიმე სტრუქტურის ასაგებად; თუმცა ამ ჯვრების აღმართვაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია თავის თავზე. ბოლნისის რაიონის ხელისუფლების წარმომადგენლები კვლავაც უარს ეუბნებიან ოფიციალურ ნებართვაზე მინარეთიდან ლოცვისკენ მოწოდებაზე, თუმცა ამის მიუხედავად ლოცვისკენ მოწოდება კვლავ გრძელდება.  

16 სექტემბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რადიკალური  ფუნდამენტალისტების ჯგუფების წარმომადგენლებმა შეაჩერეს მეჩეთის მშენებლობა ტრადიციულად ეთნიკურ აზერბაიჯანულ სოფელში. ჯგუფის წევრები მოითხოვდნენ მშენებლობის ნებართვის ნახვას, მიუხედავად იმისა რომ მათ ამის მოხოვნის უფლება არ ჰქონდათ და დაემუქრნენ თემის წევრებს, რომ თუ არ შეწყვეტდნენ მშენებლობას, მათზე ძალას იხმარდნენ. სოფლის თემის წევრები მათი 104 წლის მეჩეთის სახურავს არემონტებდნენ და მათ განაცხადეს, რომ მიიღეს ნებართვა ადგილობრივი ხელისუფლებისგან სახურავის შეკეთებაზე. წლის ბოლოს სახურავის შეკეთება არ გაგრძელებულა, რადგან ოფიციალური ნებართვის საკითხი ვერ გადაიჭრა. მართლმადიდებელი ჯგუფის წევრებმა თვალყურს ადევნებდნენ მეჩეთს, რათა არ გაგრძელებულიყო შემდგომი სამუშაოები. 
სახალხო დამცველის აპარატმა 41 მიმართვა მიიღო  რელიგიური უმცირესობებისგან მათი უფლებების დარღვევის ფაქტების თაობაზე.  წლის განმავლობაში თავს ესხმოდნენ რელიგიურ უმცირესობებს, მათ შორის იეღოვას მოწმეებს. პოლიცია სწრაფად რეაგირებდა მომხდარზე, მაგრამ უფრო ნელა მოქმედებდა დანაშაულის  წინააღმდეგ ზომების მიღებაში, რომელსაც მცირე ხულიგნობად თვლიდა- საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევად ან საზოგადოების ღიად უგულებელყოფად ძალადობის ან ძალადობის მუქარის გზით.  
წლის განმავლობაში მთავრობამ გამოიძია რამდენიმე ჩარევის, დაშინების, მუქარის ან ძალადობის საქმე. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიხედვით, გაიხსნა ცხრა სისხლის სამართლის საქმე ქონების დაზიანების გამო, 10 სისხლის სამართლის საქმე ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, და ერთი სისხლის სამართლის საქმე სიტყვიერ შეურაცხყოფაზე. სამინისტრომ აგრეთვე განაცხადა, რომ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე ხუთი ადმინისტრაციული სანქცია იქნა დაწესებული.  გენერალურმა პროკურატურამ ისარგებლა პროკურორის დისკრეციული უფლებით და საგამომძიებლო და პროკურორული რესურსების სიმწირის გამო ყურადღება გაამახვილა საქმეებზე, რომელიც 2003 წლის შემდეგ მოხდა. 2003 წლამდე დაწყებული გამოძიება გაგრძელდებოდა შეძლებისდაგვარად, მაგრამ პრიორიტეტი მიენიჭებოდა ახალ საქმეებს.  რელიგიური უმცირესობების ჯგუფებმა აღნიშნეს, რომ ამას შეიძლება მოყოლოდა საბოლოო ჯამში ისეთი საქმეების დახურვა, რომელიც 2003 წლამდე არსებული კანონმდებლობით უნდა გამოძიებულიყო. თუმცა იუსტიციის სამინისტრო ირწმუნებოდა რომ 2004 წლიდან რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებული ინციდენტების გამოძიება პრიორიტეტს წარმოადგენდა.  

დაფიქსირდა იეღოვას მოწმეების დევნის ოცდათხუთმეტი შემთხვევა. მათ შორის 10 შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ვანდალიზმს და იეღოვას მოწმეების რიტუალის დარბაზებთან დაკავშირებულ პრობლემებს. მათგან გამოძიება დაიწყო ექვს საქმეზე და ერთი საქმე გადაეცა სასამართლოს. იყო რვა ფიზიკური ძალადობის შემთხვევა. სისხლის სამართლის პროცედურები დაიწყო ოთხ საქმესთან დაკავშირებით; პოლიციამ ერთერთ სამართალდამრღვევს მისცა გაფრთხილება. ორი საქმე ეხებოდა  დევნას. ერთ შემთხვევაში ბორჯომის სასამართლომ დააჯარიმა და ოფიციალური გაფრთხილება მისცა ორ სამართალდამრღვევს, რომლებმაც შეურაცხყოფა მიაყენეს იეღოვას მოწმეებს. მეორე საქმე ეხებოდა მთავრობას, რომელსაც 2007 წლის ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა გადაეხადა კომპენსაცია  ბრბოს შეტევის შედეგად 97 დაზარალებულებისთვის. 
2007 წელს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით წინსვლა არ დაფიქსირებულა. ამ ინციდენტში მონაწილეობდა ორი ამოუცნობი ადამიანი, რომლებმაც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს იეღოვას მოწმეებს დავით შერმადინსა და დავით კარამიანს, წაართვეს მათი კუთვნილი იეღოვას მოწმეების ლიტერატურა და იქვე გაანადგურეს. წლის ბოლოსთვის გამოძიება კვლავ მიმდინარეობდა. 

დე-ფაქტო ხელისუფლება სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ცენტრალური მთავრობის კონტროლს მიღმაა და შესაბამისად, სანდო ინფორმაცია ამ რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ ძნელი მოსაპოვებელი იყო.  მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია აღიარებს სეპარატისტულ რეგიონებში ეკლესიებზე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის უფლებამოსილებას, ეს უკანასკნელი აცხადებს, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია იქ აგზავნის მოსკოვის საეკლესიო პარტიარქატის ერთგულ მღვდლებს, აფხაზურ ეკლესიების გახსნის საბაბით.
2008 წელს რუსეთის წმინდა სინოდმა გამოსცა რეზოლუცია, სადაც ის ოფიციალურად ცნობს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის   იურისდიქციას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში წლის განმავლობაში.  თუმცა 16 სექტემბერს  აფხაზეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ გამოაცხადა "დამოუკიდებლობა" ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისგან.   
4 აპრილს დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლებამ გამოაძევა სამი ქართველი მართლმადიდებელი მღვდელი დასდო რა ბრალი ჯაშუშობაში. აპრილში დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა აგრეთვე გამოაძევეს ქართველი მართლმადიდებელი ბერები და სამი მონაზონი კოდორის ხეობის სოფელ აჟარის წმინდა გიორგის ეკლესიიდან, როგორც ამბობენ იმისათვის, რომ მათ არ აღიარეს აფხაზეთის დე ფაქტო იურისდიქცია მათ ტერიტორიაზე.  მონაზვნებმა გადაკვეთეს ადმინისტრაციული საზღვარი ენგურის ხიდზე და გადმოვიდნენ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. გადმოსვლისას, რუსულმა ძალებმა დაიწყეს ჰაერში სროლა, რომელიც ხუთ წუთს გაგრძელდა.  
 აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების 1995 წლის განკარგულება, რომელიც რეგიონში იეღოვას მოწმეების არსებობას კრძალავს, ძალაში რჩება, თუმცა იგი ჯერ არ გაუტარებიათ. წლის განმავლობაში იეღოვას მოწმეებს აფხაზეთში, სადაც 1, 500 იეღოვას მოწმეა,  პრობლემების შესახებ არ განუცხადებიათ, მაგრამ ამასთან მათ აფხაზეთში თავიანთი მსახურება ღიად არ ჩაუტარებიათ. თუმცა, ბაპტისტები, ლუთერანები და რომაული კოთოლიკები აცხადებენ, რომ რეგიონში თავისუფლად მუშაობდნენ, ხოლო საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ გამოაცხადა, რომ მას თავისუფალი მოქმედების საშუალება არ ჰქონია.

სამხრეთ ოსეთში, მართლმადიდებელი მორწმუნეები ვერ ატარებენ მსახურებას ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიებში, რომელიც განლაგებულია ნულის, ერედვის, მონასტერის და გერას სოფლების მიდამოებში იმ მიზეზით, რომ ეს ტერიტორიები ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა.უფრო დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ 2009 წლის საერთაშორისო ანგარიში რელიგიის თავისუფლების შესხებ წწწ.სტატე.გოვ/გ/დრლ/ირფ/რპტ.

დ. გადაადგლების თავისუფლება, იძულებით გადაადგილებული პირები, დევნილთა დაცვა,
პირები მოქალაქეობის გარეშე
 
კანონი უზრუნველყოფს ქვეყნის შიგნით გადაადგილების თავისუფლებას, საზღვარგარეთ გასვლას, ემიგრაციასა და რეპატრიაციას, მთვარობა ზოგადად ამ უფლებებს პრაქტიკაში იცავს. მთავრობა თანამშრომლობდა გაერო-ს დევნილთა უმაღლეს კომისართან (UNHჩღ) და სხვა ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის, დევნილებისათვის, დაბრუნებული დევნილებისათვის, თავშესაფრის მაძიებელთათვის, უსტატუსო პირთათვის დახმარების გაწევისა და დაცვის პროცესში.
დე-ფაქტო ხელისუფლება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში და რუსული სამხედრო ძალები - აგვისტოს კონფლიქტის დროს საქართველოს დაკავებულ ტერიტორიებზე - გადაადგილების უფლებას ზღუდავდნენ. დე-ფაქტო მილიციის და რუსული ჯარების  მიერ დაწესებული გამშვები პუნქტები ხშირად ადამიანების გადაადგილებას კრძალავდნენ დაკავებულ და საქართველოს მთავრობის ქვეშ მყოფ რეგიონებს შორის.  ივნისში, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ გადაკეტა ცეცხლის შეწყვეტის ზოლი სამოქალაქო ტრანსპორტის მოძრაობისათვის.
აგვისტოს საომარი მოქმედებების შემდეგ, რუსეთის და სამხრეთ ოსეთის ძალებმა დაიკავეს ტერიტორიები სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გარეთ. 2008 წლის ოქტომბრისთვის რუსეთის და არარეგულარული შეიარაღებული ძალები მეტწილად დაბრუნდნენ კონფლიქტამდე დაკავებულ პოზიციებზე. გამონაკლისი იყო რუსეთის საგუშაგო სოფელ პერევთან და ახალგორის ველზე და ზემო აფხაზეთში კოდორის ველზე  დარჩენილი რუსეთისა და ოსეთის სამხედრო ნაწილები. ახალგორის ველი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების კონტროლის ქვეშ არის 1991 წლიდან, მეტწილად ეთნიკური ქართველებით არის დასახლებული. რუსული ძალები მკვეთრად ზღუდავდნენ ველიდან გასვლას და შესვლას; საერთაშორისო დამკვირვებლები ვერ შედიოდნენ აღნიშნულ ტერიტორიაზე.  ოსეთის ხელისუფლება ზეწოლას ახდენდა ადგილობრივ მოსახლეობაზე, განსაკუთრებით ახალგაზრდობაზე და ოსეთის ხელისუფლების აღიარებას და რუსული პასპორტების აღებას ან წასვლას აიძულებდა.
2008 წლის ოქტომბერში, პარლამენტმა მიიღო კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომელიც ზღუდავს უცხოელების მოძრაობას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში თბილისის ხელისუფლების ორგანოებიდან გაცემული ნებართვის გარეშე. მან ასევე დააწესა რამდენიმე კონკრეტული მოთხოვნა, რომელიც ამ ტერიტორიებზე ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებლებმა უნდა დააკმაყოფილონ. წლის ბოლოს საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ამ კანონით რაიმე ზედმეტი შეზღუდვის შესახებ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან შეტყობინება არ შემოსულა.  რუსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებები ზოგადად უშვებდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებს აფხაზეთში ფუნქციონირებას, მაგრამ შეზღუდვებით; რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებები ბლოკავდნენ ფაქტობრივად ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, ჰუმანიტარული ორგანიზაციების ჩათვლით და არ უშვებდნენ სამხრეთ ოსეთში.  
აფხაზური "მოქალაქეობის" შესახებ კანონი იძლევა ორმაგ რუსულ-აფხაზური და არა ქართულ-აფხაზური მოქალაქეობის უფლებას. აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკური  ქართველებისგან მოითხოვდნენ აფხაზი "მოქალაქეობის" მიღებას ბიზნესის, საბანკო ანგარიშის, ხმის მიცემის და საკუთრების ფლობისათვის.  თუმცა ეთნიკურ ქართველებს "ლეგალურად" შეეძლოთ აფხაზურ პასპორტზე განცხადების შეტანა, ამ პასპორტის გაცემის პროცედურა იწელებოდა ისე, რომ ხშირ შემთხვევაში ბოლომდე არც სრულდებოდა.
აფხაზეთის დეფაქტო მილიცია ატარებდა ადგილობრივი მოსახლეობის ჩხრეკას და დააწესა თვითნებური გამშვები პუნქტები. იმ ქართველებს, რომლებსაც საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციასთან დაკავშირებულ დარღვევებს  აბრალებდნენ, ართმევდნენ ფულს და ძვირადღირებულ ნივთებს.
     
საერთაშორისო ორგანიზაციების ცნობით გალის მაცხოვრებლები გამოძალვის სერიოზული საფრთხის ქვეშ დადგნენ, განსაკუთრებით მოსავლის აღების  პერიოდში, მაგრამ შურისძიების შიშით  ამის შესახებ ხმამაღლა ვერ აცხადებდნენ. კანონით აკრძალულია იძულებითი გადასახლება და მთავრობას მსგავსი ქმედება არ განუხორციელებია. 

იძულებით გადაადგილებული პირები

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიხედვით, 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებულ კონფლიქტამდე 1992 და 1993 წლების კონფლიქტებიდან ქვეყანაში დაახლოებით 235, 000 იძულებით გადაადგილებული პირი (იგპ) იყო.  UNHჩღ-ის მიხედვით, დაახლოებით 127,000 პირი იძულებით იყო გადაადგილებული   აგვისტოს კონფლიქტის შედეგად, 2009 წლის სექტემბრისთვის დაახლოებით 7,893 ადამიანი დარჩა გადაადგილებული   საქართველოს მიერ კონტროლირებად  ტერიტორიაზე. ამასთანავე,  UNHჩღ -ის გამოთვლით, სექტემბერში 106, 134 პირი იმყოფებოდა "იძულებით გადაადგილებულ პირთა მსგავს" სიტუაციაში, რომლებიც საჭიროებდნენ დაცვას და ჰუმანიტარულ დახმარებას; მათ შორის იყვნენ პირები, რომლებიც დაბრუნდნენ აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე, აგრეთვე 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ იყვნენ იძულებით გადაადგილებულები, რომლებსაც შემდგომ შეუცვალეს ადგილმდებარეობა. 
წლის განმავლობაში იყო კამათი იმის თაობაზე, თუ ვინ იყო იგპ, მაგალითად ეს სტატუსი ენიჭებოდა იმ პირების ბავშვებს, ვინც პირადად იყო გადაადგილებული კონფლიქტის გამო და ვინც შეიძლება არასოდეს ყოფილიყო იძულებით გადაადგილებული. მათ რიცხვში აგრეთვე შედიოდნენ ადამიანები, რომლებიც სრულად იყვნენ რეინტეგრირებულნი საზოგადოებაში, თუმცა არა თავიანთ მშობლიურ ქალაქში ან რეგიონში. სხვადასხვა უწყებები, მათ შორის სამთავრობო ორგანიზაციები, UNHCR, თუ  არასამთავრობო ორგანიზაციები სხვადასხვა მეთოდებს იყენებდნენ იგპ-ს რაოდენობის დასადგენად. 
2008 წლის აგვისტოს  კონფლიქტის შემდეგ იძულებით გადაადგილებული პირები წლის განმავლობაში მნიშვნელოვან დახმარებას იღებდნენ როგორც სახელმწიფოსგან, ისე დონორებისგან. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო განაგრძობდა "სამოქმედო გეგმის" შესრულებას 2008 წლის დეკემბერში იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლემწიფო  სტრატეგიის განსახორციელებლად.  გეგმის სამ მთავარ ამოცანას შეადგენდა იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, სოციალურ-ეკონონმიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა,  მათი გათვითცნობიერების დონის ამაღლება არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით.  წლის განმავლობაში მთავრობამ  გადადგა ნაბიჯები არსებული კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციის მიმართულებით, ახალი საცხოვრებლების შესყიდვისა და მშენებლობის, ან სამაგიეროდ ბინის შესასყიდად საჭირო ფულით უზრუნველსაყოფად 1990-ანი წლებისა და 2008 წლის კონფლიქტის შედეგად აღმოცენებული იგპ-თათვის. მთავრობამ შესამჩნევ პროგრესს მიაღწია იგპ-თა საცხოვრებლით უზრუნველყოფის სფეროში და ომის რეაქტიული მიდგომიდან (რაც მდგომარეობდა საცხოვრებელი სახლების უსწრაფეს ტემპში აშენებაში) გადავიდა პრობლემის გრძელვადიან გადაწყვეტაზე ( ორივე კონფლიქტის შედეგად არსებული იგპ-ს საცხოვრებლით უზრუნველყოფა გრძელვადიანი პერსპექტივით). 

აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება კვლავაც აბრკოლებდა 1992-93 წლის ომის დროს გადაადგილებული 235,000 პირის  რეპატრიაციას, 1994 წელს საქართველოს, რუსეთსა და UNHCR-ის შორის დადებული შეთანხმების მიუხედავად, სადაც საუბარია ომის დროს გადაადგილებული იგპ-ების უსაფრთხო და ნებაყოფლობით დაბრუნებაზე. დაახლოებით 40,000 იგპ, რომელთაგან უმეტესობა მუშაობს სეზონურ მუშად, დაბრუნდა აფხაზეთის გალის რეგიონში, მაგრამ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება არ აძლევს იგპ-ებს აფხაზეთის სხვა რეგიონებში დაბრუნების საშუალებას. კანონი ქონების შესახებ დაბრკოლებას უქმნის ქვეყნის სხვა კუთხეებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს    მოითხოვონ თავიანთი სახლების დაბრუნება აფხაზეთში, განსაკუთრებით გალის გარეთ.    დევნილთა დაცვა საქართველო გაეროს 1951 წლის კონვენციის მონაწილე ქვეყანაა. კანონი უზრუნველყოფს თავშესაფრისა და ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას გაეროს 1951 წლის ლტოლვილთა სტატუსის კონვენციისა და მისი 1967 წლის პროტოკოლის თანახმად, ხოლო მთავრობამ შექმნა ლტოლვილთა დაცვის სისტემა. 
პრაქტიკაში, მთავრობამ უზრუნველყო ლტოლვითა დაცვა ექსტრადიციის ან დაბრუნებისაგან, თუ თავიანთ ქვეყანაში მათ სიცოცხლეს და თავისუფლებას  საფრთხე ემუქრებოდა რასობრივი, რელიგიური, ნაციონალური, კონკრეტული ჯგუფის წევრობის ან პოლიტიკური მოსაზრებების ნიშნით. თუმცა, 2008 წლის აპრილის ანგარიშში, გაერო-ს ადამიანის უფლებების კომიტეტმა გამოთქვა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ მოქმედი კანონმდებლობა არასრულად ასახავდა იძულებით რეპატრიაციას და რეკომენდაცია გაუწია დამატებითი კანონმდებლობის და პროცედურული დამცავი მექანიზმების, ასევე მესაზღვრეების ტრენინგის შემუშავებას და თავშესაფრის მაძიებლების სწრაფი გადამისამართების მექანიზმის შექმნას. მთავრობამ უზრუნველყო დევნილები პოლიტიკური თავშესაფარით და ლტოლვილის სტატუსის მინიჭებით. 

პანკისის ხეობაში ჩეჩენი ლტოლვილების სიტუაცია იმდენად შესამჩნევად  გაუმჯობესდა, რომ  დეკემბრის ბოლოს ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭომ დატოვა პანკისის ხეობა. გაერო-ს ადამიანის უფლებების კომიტეტი, ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები კოორდინირებულად მუშაობდნენ ჰუმანიტარული დახმარებიდან განვითარების პროექტებზე გადასვლის უზრუნველყოფაზე. 15 აპრილს მთავრობამ პირველად გასცა სამგზავრო დოკუმენტები ჩეჩენ ლტოლვილებზე, რაც მათ აძლევდა საზღვარგარეთ გამგზავრების უფლებას. 
ორი რუსი ჯარისკაცი რომელიც სამხრეთ ოსეთში მსახურობდა გაიქცა, ერთი  ივნისში და მეორე დეკემბერში, და ორივე შემთხვევაში მთავრობამ იგი დროებით შეიფარა სანამ თავშესაფრის მოთხოვნის პროცედურა დაიწყებოდა. წლის ბოლომდე ორივე საქმე მსვლელობის პროცესში იყო და ორივე პირი დარჩა საქართველოში თავშესაფრის მაძიებლის სტატუსით.    მოქალაქეობის არმქონე პირები 
UNHCR-ის მიხედვით წლის ბოლოს ქვეყანაში 1,600-ზე მეტი მოქალაქეობის არმქონე პირი იყო. თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა არ იყო ცნობილი, რადგანაც საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მოპოვების მოუქნელი პროცედურა  ართულებდა ამ პროცესს. მოქალაქეობის არმქონე პირების დოკუმენტაცია მწირია. მოქალაქეობის არმქონე პირთა შორის არიან ჩეჩნები, ვინც რუსეთში რეპატრიაციაზე ნებაყოფლობით დათანხმდა, მაგრამ ვისაც უარი ეთქვა იმის გამო, რომ ისინი რუსეთში არასდროს ყოფილან რეგისტრირებული და არ  ჰქონდათ საქართველოს დოკუმენტირებული მოქალაქეობა. ამ გაურკვევლობას ემატებიან პირები, რომლებიც  არაღიარებულ, სეპარატისტულ რეგიონებში ცხოვრობდნენ.
კანონით მოქალაქეობის მიღება ხდება დაბადებისთანავე, ეს ვრცელდება მოქალაქეობის არმქონე მშობლების შვილებზეც, თუ ისინი დაიბადებიან საქართველოს ტერიტორიაზე.  პირებს, რომლებიც უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე იბადებიან, კანონი აძლევს მოქალაქეობის მიღების საშუალებას ნატურალიზაციის პროცესის გავლის შედეგად, რაც გულისხმობს ქვეყნის ტერიტორიაზე 10 წლის განმავლობაში უწყვეტ ცხოვრებას, ქართული ან აფხაზური ენისა და საქართველოს ისტორიის ცოდნას, მუდმივი დასაქმების მტკიცებულებას, ან უძრავი ქონების მფლობელობას.

ბავშვები, რომლებსაც არ აქვთ დაბადების მოწმობა, ვერ იღებენ მონაწილეობას სოციალური დახმარების ან საგანმანათლებლო პროგრამებში.  ხშირად ბავშვები ვერ რეგისტრირდებოდნენ, რადგან მათ მშობლებს საბუთები არ ჰქონდათ.  2008 წლის  ივლისში, სამოქალაქო რეესტრმა დაიწყო ქვემო ქართლში მცირეწლოვანი უსაბუთო ბავშვებისა და მათი ოჯახების რეგისტრაციის პროექტი. 14 მაისს სამოქალაქო რეესტრის ახალი ოფისები გაიხსნა ხელვაჩაურსა და ფოთში. 
1991 წლის დამოუკიდებლობის შემდეგ, ბევრი ბოშა გავიდა ქვყნიდან, თუმცა, სავარაუდოდ რამდენიმე ათასი მაინც დარჩა. წლის განმავლობაში  უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის გაანგარიშებით ბოშური მოსახლეობა სულ 1,500 შეადგენს და ერთ ადგილას მათი მაქსიმალური რაოდენობა 300-ია. ბოშები ძირითადად თბილისში, ქუთაისში, ქობულეთში, კახეთსა და სოხუმის რეგიონებში ცხოვრობენ. ბევრი ბოშა შემოვიდა აფხაზეთიდან, სადაც ისინი ზუგდიდიდან და თბილისიდან მოხვდნენ და გარდა ამისა, მუსულმანი ბოშები შემოვიდნენ სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.  შიდა სეზონური მიგრაცია შეიმჩნეოდა შავი ზღვის სანაპიროზე ზაფხულში.  ბოშური წარმოშობის იგპ-ები აფხაზეთიდან ვერ იღებდნენ იგპ-ს დახმარებას, რადგან მათ სტატუსის დამადასტურებელი საბუთები არ გააჩნდათ.  სამოქალაქო რეესტრის თანამშრომლები ირწმუნებიან, რომ ბოშებს, რომლებსაც ძველი საბჭოთა პასპორტები აქვთ, საქართველოს საბუთების მიღებასთან დაკავშირებით პრობლემა არ შექმნიათ, მაგრამ ამასთან აღნიშნეს, რომ ბოშებს თავად არ სურთ ოფიციალური საბუთების მიღება. წლის განმავლობაში არ ყოფილა ცნობები მთავრობის მიერ ბოშების მიმართ ცუდი მოპყრობის ფაქტების შესახებ. 

ნაწილი 3. პოლიტიკური უფლებების დაცვა: მოქალაქის უფლება, მონაწილეობა მიიღოს
მთავრობის შეცვლაში

კანონის თანახმად მოქალაქეებს აქვთ უფლება, მშვიდობიანი გზით შეცვალონ მთავრობა; თუმცა, მთავრობის მოქმედებები ბოლო არჩევნებში არაერთგვაროვანი იყო.
2004 წელს მიღებულმა ურთიერთგამომრიცხავმა კონსტიტუციურმა ცვლილებებმა,   გააძლიერა პრეზიდენტის ძალაუფლება და მას მიენიჭა პარლამენტის  დათხოვნის უფლება ორ შემთხვევაში:  თუ პარლამენტი არ დაამტკიცებს პრეზიდენტის მიერ ნომინირებულ კაბინეტს სამი მცდელობით, პრეზიდენტს უფლება აქვს, დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს პრემიერ-მინისტრი და კაბინეტი ერთპიროვნულად; ან თუ პარლამენტი დროულად არ დაამტკიცებს ბიუჯეტს, პრეზიდენტს უფლება აქვს ბიუჯეტი დადგენილებით მიიღოს. ორივე შემთხვევაში ახლად არჩეულ პარლამენტს არც კაბინეტზე და არც ბიუჯეტზე კენჭისყრის უფლება არა აქვს. თუმცა, პრეზიდენტს არ მიუმართავს არც ერთი კონსტიტუციური უფლებამოსილებისთვის. 

არჩევნები და პოლიტიკური მონაწილეობა 

პარლამენტმა მიიღო ცვლილებები საარჩევნო კოდექსში 28 დეკემბერს; მასში შემავალი დებულებები ითვალისწინებდა თბილისის მერის პირდაპირ არჩევნებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადგილების გაყოფას ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის და პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას. ახალი საარჩევნო კოდექსით, რომელიც დეკემბერში იქნა მიღებული, შეიცვალა თავმჯდომარის შერჩევის პრინციპი.  პრეზიდენტი  ასახელებს სამ კანდიდატს თავმჯდომარის პოსტზე სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების შედეგად, რომელთაგანაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შემავალი ოპოზიციური პარტიები შეარჩევენ ერთს. თუ სამი კანდიდატიდან არც ერთი არ მიიღებს ოპოზიციის ხმების უმრავლესობას, პარლამენტი ირჩევს სამიდან ერთ კანდიდატს. 

2007 წლის ოპოზიციის გამოსვლების შემდეგ მთავრობა დათანხმდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობის შეცვლაზე და მასში შევიდა ოპოზიციური პარტიის მიერ ნომინირებული ექვსი წევრი. წინა პროცუდურის მიხედვით ერთი წევრი ინიშნებოდა მმართველი პარტიის, გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობის მიერ   და დანარჩენი ექვსი - პრეზიდენტის და პარლამენტის მიერ. ოპოზიციამ ასევე  დანიშნა წევრები ყველა საარჩევნო ოლქების კომისიაში; თუმცა, შუალედურ რაიონულ საარჩევნო კომისიებში ოპოზიციის წარმომადგენლები არ იყვნენ. 2008 წლის მაისის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში ყველა დონეზე იყო უზრუნველყოფილი მრავალპარტიული წარმომადგენლობა, რაიონული საარჩევნო კომისიების ჩათვლით და პარლამენტმა მიიღო ცვლილება, რომლის მიხედვით საპარლამენტო არჩევნების შედეგად 7%-იანის ნაცვლად 5%-იანი ბარიერის გადალახვით პარტიას ეძლეოდა პარლმანეტში შესვლის უფლება. აღნიშნული რეფორმის განხორციელებამდე პრეზიდენტმა და პარლამენტმა დანიშნეს ცსკ-ს ახალი თავმჯდომარე, მაგრამ ოპოზიციური პარტიები ირწმუნებოდნენ, რომ კანდიდატი წინასწარ იყო პრეზიდენტის მიერ შერჩეული და რომ პროცესი არ შეესაბამებოდა საარჩევნო კოდექსით დადგენილ გამჭვირვალე პროცედურას. 
საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაიმართა 5 იანვარს და 21 მაისს, შესაბამისად.
ეუთო-ს ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები ძირითადად შეესაბამებოდა ეუთო-ს და ევროსაბჭოს სტანდარტთა უმრავლესობას და წარმოადგენდა პირველ კონკურეტულ საპრეზიდენტო არჩევნებს დამოუკიდებლობის შემდეგ, მან აგრეთვე მნიშვნელოვანი პრობლემები გამოავლინა. საარჩევნო კამპანიას თან სდევდა მუქარის და ზეწოლის ბრალდებები. სახელმწიფო საქმიანობასა და მმართველი პარტიის კანდიდატის - მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო კამპანიას შორის საზღვარი თითქმის წაშლილი იყო; არჩევნებზე აღინიშნა სხვა სახის დარღვევებიც, მათ შორის ხმების დათვლის გაყალბება და არჩევნების შემდგომ საჩივრების და პრეტენზიების განხილვის პროცედურების უგულებელყოფა.  
2008 წლის მაისის საპარლამენტო არჩევნები, რომელიც გეგმის მიხედვით წლის ბოლოს უნდა გამართულიყო, ჩატარდა ვადაზე ადრე, 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ჩატარებული პლებისციტის საფუძველზე. ეუთო-ს შეფასებით, ხელისუფლება და სხვა დაინტერესებული  პოლიტიკური მხარეები ყველანაირად ცდილობდნენ ეს არჩევნები ეუთო-სა და ევროსაბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების მიხედვით განეხორციელებინათ; თუმცა, ეუთოს მიხედვით, მთელი რიგი პრობლემების გამო ეს ვალდებულებები არათანაბრად და არასრულად განხორციელდა. ეუთო-ს საბოლოო ანგარიშში ჩამოთვლილია ხმების დათვლასთან, დაანგარიშებასთან და სააარჩევნო საჩივრების დამუშავებასთან დაკავშირებული პრობლემები. ეუთო ასევე აღნიშნავდა, რომ იყო ბევრი ბრალდება ოპოზიციის აქტივისტების, სახელმწიფო სექტორში მომუშავეებისა და სხვების დაშინების და მათზე ზეწოლის შესახებ, როგორც საპრეზიდენტო, ასევე საპარლამენტო არჩევნების დროს. ასევე იყო საფუძვლიანი ბრალდება იმის შესახებ, რომ ბიზნესებზე ხორციელდებოდა ზეწოლა და მათ აიძულებდნენ მმართველი პარტიის კამპანიებში წვლილის შეტანას. ეუთო აგრეთვე აღნიშნავდა ხარვეზებს საარჩევნო კომისიების მოქმედებებში.  
2008 წლის არჩევნების ჩატარებამდე პარლამენტმა მოახდინა მომავალი პარლამენტის რესტრუქტურიზაცია; ახალი პარლამენტი შედგებოდა 75 მაჟოროტარი დეპუტატისაგან, რომელიც არჩეული იყო ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში, ხოლო დანარჩენი 75 დეპუტატის არჩევა მოხდა პროპორციული პარტიული სიების სისტემით. ეუთო-ს საბოლოო ანგარიშში საპარლამენტო არჩევნების შესახებ წერია: "საარჩევნო სისტემა შეიცვალა გნმ-ს და ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსენსუნსის მიღწევის გარეშე... ოპოზიციურ პარტიები სასტიკად წინააღმდეგნი იყვნენ ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქებისა, რადგან მიაჩნდათ, რომ ეს გნმ-ის სასარგებლოდ კეთდებოდა და ოპოზიციის დანაწევრებულობის გამო ერჩივნათ რეგიონალური პროპორციული საარჩევნო ოლქები." ანგარიშში აგრეთვე აღნიშნული იყო, რომ ერთიანი საარჩევნო კოდექსი (ესკ) "არ მოითხოვს, რომ ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქები იყოს თანაბარი ან ფარდობითი ზომის. აღნიშნული არჩევნების დროს ამომრჩეველთა რაოდენობა ინდივიდუალურ საარჩევნო რაიონებში მერყეობდა 6,000-დან 140,000-მდე. ასეთმა დიდმა სხვაობამ, საარჩევნო უფლებების ძირეული პრინციპი შეარყია, კერძოდ კი, ხმების თანასწორობა.  კონსტიტუციის და ესკ-ს შეცვლისას პარლამენტს არ ჰქონია მცდელობა გამოესწორებინა ეს დისბალანსი. 2008 წელს, EჩHღ-მა გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფომ დაარღვია ევროპის ადამიანის უფლებების  კონვენციით განსაზღვრული თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება. საქმეზე "ლეიბორისტული პარტია მთავრობის წინააღმდეგ" სასმართლომ დაადგინა, რომ ამომრჩევლების რეგისტრაციის აქტიური საარჩევნო უფლების სისტემის დანერგვაში დარღვევა არ აღინიშნებოდა არჩევნების წინ "პოსტრევოლუციურ" პოლიტიკურ კონტექსტში, რომელიც მიმართული იყო ქაოტურად შედგენილი საარჩევნო სიების პრობლემის გამოსწორებაზე; არ აღინიშნებოდა დარღვევა და ძალაუფლების გადამეტების ან  არჩევნების გაყალბების ფაქტები რაც შეიძლებოდა საფუძვლად დადებოდა საჩივრებს საარჩევნო კომისიებში საპრეზიდენტო უმრავლესობის არსებობაზე ყველა დონეზე.  თუმცა  სასამართლომ დაადგინა, რომ დარღვევას ჰქონდა ადგილი ორი საარჩევნო ოლქის  საყოველთაო საარჩევნო პროცესიდან უკანონოდ და დაუსაბუთებელად ამოღებასთან დაკავშირებით. 
ECHR-მა მთავრობას მოსთხოვა ლეიბორისტული პარტიისათვის 1,043 ევროს (დაახლოებით 1, 460 დოლარის) გადახდა ხარჯებისა და ზარალის ასანაზღაურებლად. სასამართლომ დაადგინა, რომ მთავრობამ არ დაიცვა კანონის უზენაესობის კონკრეტული მოთხოვნები, რის   შედეგადაც მოსახლეობის დიდ ნაწილს, დაახლოებით 60,000 ამომრჩევლს წაერთვა საარჩევნო უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა. ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ლეიბორისტულ პარტიას ეს თანხა გადაუხადა ელექტრონული გადარიცხვის მეთოდით.
ამოუცნობი პირები თავს ესხმოდნენ პოლიტიკური ოპოზიციის წევრებს 2008 წლის იანვრის საპრეზიდენტო და 2008 წლის მაისის საპარლამენტო არჩევნების წინ და შემდეგ. ოპოზიციის წევრები ადანაშაულებდნენ მთავრობას, რომ იგი არ ცდილობდა დაედგინა თავდამსხმელთა ვინაობა, რომელთა უმრავლეობას ნიღბები ეკეთა,  დაეპატიმრებინა და გაესამართლებინა ისინი. წლის ბოლოს რაიმე წინსვლა აღნიშნული ფაქტების გამოძიებასთან დაკავშირებით არ ყოფილა. 
ეუთოს საბოლოო ანგარიშში 2008 წლის მაისის საპარლამენტო არჩევნების შესახებ აღნიშნულია, რომ საარჩევნო კამპანია წარიმართა ძალზე პოლარიზებულ გარემოში, რომელსაც ართულებდა ცნობები ოპოზიციის კანდიდატების, პარტიის აქტივისტების და სახელმწიფო მოხელეების  დაშინების შესახებ მრავალ რეგიონში. ეუთოს არჩევნების დამკვირვებელთა მისიის მიერ განხილული მრავალ ბრალდებიდან, რამოდენიმე მათგანი დადასტურდა. ეუთომ განიხილა მთელი რიგი ცემის და სხვა ძალადობის შემთხვევები, მათ შორის ნიღბიანთა თავდასხმები სულ 13 ოპოზიციის აქტივისტზე, რომელთა უმრავლესობამ კანონის ზომას მიმართა არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების გამო.  ეუთომ შეხვდა 13-დან შვიდ პირს და დაადასტურა მათი ბრალდება თავდასხმის შესახებ. მან აღნიშნა, რომ ზოგიერთი ოპოზიციური ლიდერი ადანაშაულებდა ხელისუფლებას და მმართველ პარტიას იმ თავდასხმებში, რასაც არჩევნების შემდგომ ჰქონდა ადგილი. სახალხო დამცველმაც გააკეთა განცხადება სადაც მან გააკრიტიკა თავდასხმის ფაქტები და აღნიშნა, რომ ბევრმა მათგანმა, ვიზეც თავდასხმა განხორციელდა არ გაამხილა ვინაობა შიშის გამო.
მთავრობას არ   შეუზღუდავს პარტიების ჩამოყალიბება შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე; იუსტიციის სამინისტროს რეგისტრაციისა და ლიცენზიების დეპარტამენტის  მიხედვით, წლის ბოლოსთვის დარეგისტრირდა 200 პოლიტიკური პარტია, ხოლო 2008 წელს 108 პარტია იყო დარეგისტრირებული. თუმცა არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები აცხადებდნენ, რომ სამ-თვიანი საპროტესტო აქციების შემდეგ მათზე ხორციელდებოდა შეტევები პოლიტიკური მოტივით. არასაპარლამენტო ოპოზიცია აგრეთვე აცხადებდა, რომ მათ წევრებს უსამართლოდ დევნიდნენ, ძირითადად ვითომდა იარაღის ან ნარკოტიკების უკანონო ტარებაზე (იხ. ნაწილი 1.დ. და 1. ე.).
აგრეთვე იყო შემთხვევა, როდესაც მთავრობა მათთვის სასურველ პოლიტიკოსებს გარკვეულ პრივილეგიებს და სარგებელს აძლევდა და შემდეგ, თუ ეს პოლიტიკოსი ოპოზიციაში გადავიდოდა,  მათ ამ ყველაფერს ართმევდა და ამრიგად სჯიდა. იმის შემდეგ, რაც პარლამენტის ყოფილი სპიკერი, ნინო ბურჯანაძე არასაპარლამენტო ოპოზიციას შეუერთდა, მისი თქმით, მთავრობა მის წინააღმდეგ იღებდა ზომებს, რაც პოლიტიკური მოტივით იყო განპირობებული. მაგალითად, მას ჩამოართვეს 2008 წლის მაისში მთავრობისგან მიღებული რეზიდენცია პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც შენობა და მიწის ნაკვეთი  მიეყიდა ბურჯანაძეს ერთ ლარად (69 ცენტი). ბრძანებულებაში ეწერა, რომ შენობა გადაეცა ბურჯანაძეს  "საქართველოში პარლამენტარიზმისა და დემოკრატიის განვითარებისთვის" მის მიერ გაღებული ძალისხმევისთვის ნიშნად. 18 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს სასარგებლოდ ბურჯანაძის წინააღმდეგ აღძრულ საჩივარზე.  ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბურჯანაძეს ემართა სახელმწიფოსთვის 1. 25 მილიონი ლარი (739, 645 აშშ დოლარი) რაც წარმოადგენდა შენობაზე საგადასახადო დავალიანებას. ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მისი საგადასახადო დავალიანება აღნიშნულ ქონებაზე შეადგენდა 300, 000 ლარს (177, 500 აშშ დოლარი) და რომ ხელისუფლებამ საგადასახადო დავალიანება გამოთვალა გაზრდილი საბაზრო ფასით, და ეს მხოლოდ მას მერე, რაც იგი ოპოზიციას შეუერთდა. 21 ოქტომბერს, მთავრობამ დაიბრუნა აღნიშნული ქონება, მას მერე, რაც ბურჯანაძის მრავალჯერადი აპელაციების შემდეგ შენობა   აუქციონის წესით ვერ გაიყიდა.   პროცედურა მიმდინარეობდა დარღვევებით, რადგანაც სასამართლომ არ მისცა ბურჯანაძეს საკუთარი ექსპერტების მიერ ქონების შეფასების წარდგენის უფლება.    
2008 წლის ივლისში პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილება საარჩევნო კანონში, რომლის მიხედვით ექვს ოპოზიციურ პარტიას უარი ეთქვა სახელმწიფო დაფინანსებაზე, რადგან ისინი  არ დათანხმდნენ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტში ადგილების დაკავებაზე. ზოგიერთმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ მთავრობამ ისინი დასაჯა, რადგან არ მიიღეს მონაწილეობა ახალ პარლამენტში. 2008 წლის დეკემბერში პარლამენტმა განაახლა პოლიტიკური პარტიების დაფინანსება, რომელსაც ოპოზიციური პარტიებიც მიიღებდნენ და დააარსა ფონდი,     ყველა პოლიტიკური პარტიის კვლევითი საქმიანობის და მათი მომზადების უზრუნველსაყოფად. 27 ივლისს, პრეზიდენტმა წამოაყენა წინადადება, რომ  ოპოზიციის 10 წევრს მისცემოდა შესაძლებლობა დაეკავებინათ ადგილები პარლამენტში მათი ადრინდელი ბოიკოტის მიუხედავად. 24 სქტემბერს პარლამენტმა შეიტანა საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც ამტკიცებდა პრეზიდენტის მიერ წამოყენებულ წინადადებას.  წლის ბოლოს, კონსტანტინე გამსახურდია, ოპოზიციური პარტია თავისუფლების ლიდერი იყო ერთადერთი ოპოზიციის წევრი, რომელიც დაბრუნდა პარლამენტში.  
150-ადგილიან პარლამენტში 7 ქალი იყო. შვიდი ვიცესპიკერიდან ერთ-ერთი ქალი იყო, და პარლამენტის საპროცესო კომიტეტის თამჯდომარეც ასევე ქალბატონია.  
პარლამენტში იყო ხუთი უმცირესობის წარმომადგენელი: ორი ეთნიკური სომეხი და სამი ეთნიკური აზერბაიჯანელი.  2006 წლის ადგილობრივი მთავრობის რეფორმირების შედეგად ეთნიკური უმცირესობების მიერ დაკავებული ადგილები მუნიციპალურ საბჭოებში შეესაბამებოდა ქვეყნის თითოეული რეგიონის ეთნიკურ მოსახლეობას. ქალაქის ხელმძღვანელებს შორის იყვნენ ეთნიკური უმცირესობების ლიდერებიც.  
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება განაგრძობდა მოქალაქეების ხმის მიცემისა და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის უფლების შეზღუდვას "მოქალაქეობის შესახებ" კანონის საშუალებით, რომელიც აიძულებდა ეთნიკურ ქართველებს უარი ეთქვათ საქართველოს მოქალაქეობაზე, რათა ჰქონოდათ ხმის მიცემის უფლება რეგიონალურ არჩევნებში. 
ნაწილი 4. კორუფცია ხელისუფლებაში  და მთავრობის გამჭვირვალობა
კანონი ითვალისწინებს სისხლის სამართლის სასჯელს ხელისუფლების კორუფციისათვის; მაშინ როდესაც მთავრობა ამ კანონებს ეფექტურად იცავდა დაბალ დონეზე კორუფციასთან ბრძოლაში, რაც შესაბამისად შემცირდა პრეზიდენტის მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგად, მაღალი დონის ოფიციოზი, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის  ინფორმაციის თანახმად, დაუსჯელად ჩაერთო კორუფციაში. მსოფლიო ბანკის  სახელმწიფო მართვის ინდიკატორები აღნიშნავდნენ კორუფციას როგორც სერიოზულ პრობლემას.
საჯარო მოხელეები და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები ზოგადად თანხმდებიან, რომ მცირე კორუფცია 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ შემცირდა. საერთაშორისო გამჭვირვალობის გლობალური კორუფციის ბარომეტრის გამოკითხვის შედეგად, რომელიც 3 ივნისს გამოქვეყნდა, რესპონდენტთა მხოლოდ 2 პროცენტმა მიუთითა  ქრთამის მიცემაზე გასული წლის განმავლობაში. ექსპერტების აზრით, საჯარო პირებს შორის  კორუფციის შეჩერების მიზეზია საჯარო მოხელეების ხელფასების მომატება და ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივება.

მიუხედავად ამისა, მაღალი რანგის კორუფცია პრობლემად რჩება და ექსპერტები ფიქრობენ, რომ ანტიკორუფცული ბრძოლის მექანიზმი უფრო მეტად დასჯისაკენ იყო მიმართული მაშინ, როდესაც უფრო დიდი აქცენტი უნდა გაკეთებულიყო პრევენციაზე და ამასთან იგი იყო უფრო სპონტანური, ვიდრე სისტემატური და საზოგადოებაც ნაკლებად იყო ჩართული პროცესში. 
 პრობლემები დაკავშირებული იყო დემოკრატიულ ინსტიტუტებთან, საჯარო პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებასთან, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობასთან, საკუთრების უფლებებთან და ელიტარულ კორუფციასთან. 
2005 წელს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცდა ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია. ამ სტრატეგიის ზოგიერთი კონკრეტული შედეგი იყო ბიუროკრატიის დონის  შემცირება სამთავრობო და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პოლიტიკურ პარტიებში. 8 იანვარს, შეიქმნა ანტიკორუფციული უწყებათაშორისი საბჭო ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის ახალი ვერსიის შესამუშავებლად. საბჭოს მუშაობის კონკრეტულ მიღწევებს განეკუთვნებოდა ინსტრუქციების მიღება ისეთ პრაქტიკულ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება გენერალური პროკურატურის მიერ თებერვალში უკანონო ქონების დაყადაღებას და კონფისკაციას. 6 თებერვალს, პრეზიდენტის ორი ბრძანებულება შევიდა ძალაში, რომელთა მიზანი იყო საჯარო სამსახურის სამართლიანი და მიუკერძოებელი კადრებით უზრუნველყოფა. 
"საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის მიხედვით, საჯარო ოფიციალურმა პირებმა თანამდებობის მიღებისთანავე უნდა წარადგინონ წლიური დეკლარაციები პირადი და მათი ოჯახის წევრების ფინანსურ შემოსავლებსა და ქონებაზე საგადასახადო ინსპექციაში.  ქონებრივი დეკლარაციების ბიურო არის ფინანსური ინფორმაციის მიმღები უწყება. მთავრობაში არსებული კორუფციის საქმეების გამოძიება ხდება იუსტიციის სამინისტროსთან არსებული პროკურატურის მიერ.  
სასამართლო ხელისუფლების ამოცანას წარმოადგენდა კორუფციისადმი და კვალიფიციური და დამოუკიდებელი მოსამართლეებით უზრუნველყოფისადმი კომპლექსურ მიდგომა.   სასამართლომ გადადგა კონკრეტული ნაბიჯები, რაც მდგომარეობდა მოსამართლეების შესაბამისი ხელფასებით, პენსიებით,  შეღავათებით უზრუნველყოფაში, რათა ქრთამი ნაკლებად მიმზიდველი ყოფილიყო მათთვის.     სამუშაო პირობების გაუმჯობესება მათ გრძელვადიან და მყარ კარიერას უზრუნველყოფს.  ტრეინინგების ახალი ეტაპი მომავალი მოსამართლეებისთვის ფოკუსირებულია სასამართლო ეთიკაზე და ცალმხრივი კონტაქტების  თავიდან აცილების მნიშვნელობაზე. ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, მოსამართლე ჩამოშორებულია გამოძიების პროცესისგან, რაც ამცირებს ცალმხრივ ურთიერთობებს და არასათანადო გავლენას პროკურატურის მხრიდან. ახალი ტრეინინგის პროგრამა მოსამართლეებს შეარჩევს მათი მიღწევების შეფასების სისტემით, რაც ამცირებს პოლიტიკური ზეგავლენის შესაძლებლობას. 
ინფორმაციის თანახმად, სასამართლო ხელისუფლებაში კორუფციის შემთხვევების რიცხვი მცირე იყო. ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში დაფიქსირდა ორი სარწმუნო ინფორმაცია სასამართლო კორუფციის შესახებ. 
12 დეკემბერს სამართალდამცავებმა დააპატიმრეს პროკურორი, რომელსაც ბრალი დასდეს 2, 000 ლარის (1, 180 აშშ დოლარი) ოდენობით ქრთამის აღებაში, რათა  ბრალდებულისთვის სასურველი სასჯელი შეეფარდებინათ (იხ ნაწილი 1. ე.).  საქმე წლის ბოლომდე გაგრძელდა. 
იუსტიციის სამინისტროს მიხედვით, წლის განმავლობაში კორუფციული გარიგებების ბრალდებების შემდეგი შემთხვევები აღინიშნა: ქონების უკანონოდ მითვისება და სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, 217; უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, 10; უკანონო შემოსავლის დაკანონება, 1; ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, 96; უფლებამოსილების გადაჭარბება, 30; ქრთამის აღება, 40; ქრთამის მიცემა, 47; ზეგავლენით სარგებლობა, 3; და სამსახურებრივი სიყალბე, 24. 
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის სათამაშო ბიზნესის რეგულაციის განყოფილების უფროსი, მამუკა მაზიაშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლომ  დამნაშავედ სცნო 1 მაისს ქრთამის აღებაში. მას მიუსაჯეს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა და ოთხ-წლიანი პირობითი სასჯელი. იგი აგრეთვე დაჯარიმდა 30, 000 ლარით (17, 750 აშშ დოლარი).
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის საგადასახადო ინსპექციის განყოფილების გამგე, ლაშა ლოლაძე, თბილისის სამოქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო 23 იანვარს. მას ბრალად დაედო გაყალბება და ქრთამის აღება. მას მიუსაჯეს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა და ხუთწლიანი პირობითი სასჯელი. იგი აგრეთვე დაჯარიმდა 200, 000 ლარით (118,000 აშშ დოლარი). 
ზვიად მერაბიშვილი, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის საგადასახადო ინსპექციის აუდიტის განყოფილების გამგე თბილისის სამოქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო 23 იანვარს. მას ბრალად დაედო გაყალბება და ქრთამის აღება. მას მიუსაჯეს ექვსი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა და ხუთწლიანი პირობითი სასჯელი. იგი აგრეთვე დაჯარიმდა 150, 000 ლარით (89, 000 აშშ დოლარი).
19 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოიტანა და პროკურატურასა და ბრალდებულს შორის საპროცესო გარიგება შედგა შემდეგ საქმეებთან დაკავშირებით: ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს, ბექა ოქროსცვარიძეს ბრალი წაუყენეს ქრთამის აღებაზე და  მიუსაჯეს ხუთწლიანი პირობითი სასჯელი და ჯარიმა 300, 000 ლარი (177,500 აშშ დოლარი); ეკონომიკური განვითარების სამინისტროს პრივატიზაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, ლაშა მოისწრაფიშივილს ბრალი წაუყენეს ქრთამის აღებაზე და  მიუსაჯეს ხუთწლიანი პირობითი სასჯელი და ჯარიმა 100, 000 ლარი (59, 000 აშშ დოლარი); ნიკოლოზ ჩანტლაძეს, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს პრივატიზაციის დეპარტამენტის უფროსს ბრალი წაუყენეს ქრთამის აღებაზე და  მიუსაჯეს ხუთწლიანი პირობითი სასჯელი და ჯარიმა 100, 000 ლარი (59, 000 აშშ დოლარი); თამაზ მაჩალაძეს ბრალი წაუყენეს ქრთამის შეთავაზებაში და მიუსაჯეს სამწლიანი პირობითი სასჯელი და ჯარიმა 500, 000 ლარი (296, 000 აშშ დოლარი). 
კორუფციის ბრალდებით დაკავებული  რამოდენიმე პოლიტიკურად აქტიური ბრალდებული აცხადებდა, რომ ისინი შერჩევითი დევნის მსხვერპლნი იყვნენ (იხ. ნაწილი 1. დ).   2007 წელს მიხეილ ქარელი, შიდა ქართლის რეგიონის ყოფილი მერი, დააკავეს ქრთამის აღებისა და უკანონო ბიზნეს-გარიგებების ბრალდებით.  ცოტა ხნით ადრე, ადგილობრივი ადმინისტრაციის რამოდენიმე წარმომადგენელი - გორის გუბერნატორი ვასილ მახარაშვილი, ქალაქის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ პაპუნაშვილი და გაიოზ ძანადია, დააკავეს კორუფციის ბრალდებით. მოგვიანებით, იმავე თვეში ქარელი გირაოთი გამოუშვეს. იმავე წელს პროკურატურამ ქარელს კიდევ ოთხი დამატებითი ბრალდება წაუყენა. ქარელი ბრალდების მოსასმენად არ გამოცხადდა და მის დასაპატიმრებლად ორდერი გაიცა.  2008 წლის აპრილში გორის რაიონის სასამართლომ მიიღო ქარელის დაუსწრებლად გასამართლების გადაწყვეტილება; სასამართლო წლის ბოლოსაც მიმდინარეობდა.  2008 წლის ივლისში საფრანგეთის ხელისუფლებამ დააპატიმრა ქარელი პარიზში და საქართველოს მხარემ მისი ექსტრადიცია მოითხოვა.  წლის ბოლოს საფრანგეთის ხელისუფლებამ ქარელი გაათავისუფლა პირადი თავდებობის ქვეშ; მიმდინარეობდა ექსტრადიციის შესახებ თხოვნის განხილვა.  პრესაში გამოქვეყნებული ინფორმაციით, ქარელმა პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა.
2007 წელს, დავით კეკუა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, წინასწარ პატიმრობაში იყო გადაცემული გახმაურებული მკვლელობის გამოძიების პროცესში ნარკოტიკების ჩადების გამო. 2007 წლის ოქტომბრში იგი იპოვეს გარდაცვლილი თავის კამერაში თბილისის #7 საპყრობილეში. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2007 წლის ოქტომბერში, თბილისის საქალაქო სასამართლომ მოიპოვა ვიდეო ჩანაწერი, სადაც ნათლად მოსჩანდა კეკუას მიერ თვითმკვლელობის ჩადენის ფაქტი. 5 თებერვალს, საქმე დაიხურა. 
კანონით გათვალისწინებულია მთავრობის შეკრებებისა და დოკუმენტების საჯაროობა. თუმცა ზოგ შემთხვევაში მთავრობა ამ საჯაროობას არ იცავდა. კანონის თანახმად, სახელმწიფო უწყებამ უნდა უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის გაცემა მოთხოვნისთანავე ან მოთხოვნიდან არა უგვიანეს 10 დღის მანძილზე; მოთხოვნილი იფნორმაციის გაცემა გაურკვეველი ვადით შეიძლებოდა გადადებულიყო, ხოლო ზოგ შემთხვევაში მოთხოვნის იგნორირებაც კი ხდებოდა. 
ნაწილი 5. მთავრობის დამოკიდებულება საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის საეჭვო ფაქტების გამოძიებისადმი
ადამიანის უფლებების დაცვის სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ჯგუფები ჩვეულებრივ მოქმედებდნენ მთავრობის მხრიდან შეზღუდვების გარეშე, იძიებდნენ და აქვეყნებდნენ ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ შედეგებს. თუმცა, მაშინ როდესაც ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია მჭიდროდ ურთეირთობდა მთავრობასთან და ოფიციალური პირებიც მათთან ერთად იზიარებდნენ მათ შეხედულებებს, სხვები გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას იმის გამო, რომ მათ არ ეძლეოდათ შესაძლებლობა მთავრობის წევრებთან შეხვედრისა და სამოქალაქო საზოგადოების აზრი ნაკლებად იყო გათვალისწინებული.  
ადამიანის უფლებების დაცვის ძირითადი საკითხები, რაც დაძაბულობას იწვევდა არასამთავრობოებსა და მთავრობას შორის, შეეხებოდა პატიმართა არასათანადო მოპყრობას,   დაშინებას და საპრეზიდენტო კამპანიის დროს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას, დაუსჯელ ძალადობას ოპოზიციის წარმომდგენლების მიმართ, კერძო საკუთრების უფლების ხელყოფას, პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებებს და პოლიციის მიერ   გადამეტებული ძალის გამოყენების დაუსჯელობას. არასამთავრობო ორგანიზაცია "FRONTLINE"-ის მიერ 11 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის" თავმჯდომარე, ადვოკატი ლია მუხაშავრია თბილისის საქალაქო სასამართლომ დააჯარიმა "მცირე ხულიგნობის"  და შეურაცხყოფის მიყენების გამო. "FRONTLINE"-ის განცხადებით, მისი ბრალდება პირდაპირ უკავშირდებოდა მის ადამიანის უფლებათა სფეროში მუშაობას. "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი" დახმარებას უწევდა ადამიანის უფლებების დარღვევის შედეგად დაზარალებულ პირებს. 
გაერო და ეუთო კონფლიქტის სეპარატისტულ რეგიონებში მონიტორინგს დრო და დრო ატარებდნენ იქ შესვლასათან დაკავშირებული შეზღუდვების, კადრები ნაკლებობის, და უსაფრთხოების არასათანადო პირობების გამო, თუმცა პერიოდულად აქვეყნებდნენ დასკვნებს, ანგარიშებს და რეკომენდაციებს. 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ, სიტუაცია უფრო გართულდა, რადგან რუსეთის ჯარები არ უშვებდნენ ან ზღუდავდნენ დამკვირვებლების შესვლას სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის, აგრეთვე საქართველოს სხვა ტერიტორიებზე, სადაც, ცნობების თანახმად,  შეტაკებები ეთნიკურ ნიადაგზე კვლავ გრძელდებოდა. 15 აგვისტოს, გაეროს დამკვირვებელთა საერთაშორისო მისია საქართველოში დასრულდა, როდესაც რუსეთმა ვეტო დაადო მათი მანდატის გაგრძელებას გაეროს უსაფრთხოების საბჭოში. 30 ივნისს ეუთომ საქართველოში უკანასკნელი პატრულირება ჩაატარა; რუსეთმა დაბლოკა ეუთოს 17-წლიანი მანდატის   გაგრძელება. აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ ეუთო-ს ადამიანის უფლებების დაცვის ოფიცერი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე აღარ შეუშვეს. 
ევროკავშირის მონიტორინგის მისია დახმარებას უწევდა    საქართველოს, რუსეთსა და სეპარატისტული რეგიონების დე ფაქტო ხელისუფლებებს შორის, კონფლიქტების მოგვარებაში (მათ შორის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ პრობლემების გადაჭრაში) კონფლიქტური ზონის მიდამოებში  პატრულირების მეშვეობით, აგრეთვე მხარეებს შორის არაფორმალური კონტაქტების დამყარების მცდელობის საშუალებით. თუმცა,  ევროკავშირის მონიტორინგის მისიას აუკრძალეს შესვლა სეპარატისტულ რეგიონებში და პატრულებს უფლება ჰქონდათ ადმინიტრაციული საზღვრის აქეთ, საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნისა. 
2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების ფორმატში ჩატარებული ჟენევის დისკუსიების შედეგად, დაარსდა   ინციდენტის პრევენციისა და რეაგირების მექანიზმები, ერთი აფხაზეთის და მეორე სამხრეთ ოსეთისთვის, ადგილზე სიტუაციის პრაქტიკული და დეპოლიტიზირებული დისკუსიების წარმართვის ხელშესაწყობად.  ევროკავშირის მონიტორინგის მისიის, გაეროს და ეუთოს  წარმომადგენლებმა ხელი შეუწყვეს ამ შეხვედრების ჩატარებას, რაც დიდად დაეხმარა  დაძაბულობის შენელებას. ოქტომბერში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი აღარ დაესწრებოდნენ ინციდენტის პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის შემდგომ შეხვედრებს, სანამ 2008 წელს, სამი დაკარგული პიროვნების საქმე არ გადაწყდებოდა.   
ახალი სახალხო დამცველი, გიორგი ტუღუში, 16 სექტემბერს შეუდგა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას. არასამთავრობო ორგანიზაციები განიხილავდნენ სახალხო დამცველის აპარატს, როგორც ყველაზე ობიქტურ სახელისუფლებო ორგანოს ადამიანის უფლებების სფეროში.  კონსტიტუციით მანდატირებული უწყება ახდენდა ადამიანის უფლებების მონიტორინგსა და იძიებდა ძალადობის და დარღვევების შემთხვევებს. სამსახური ზოგადად მთავრობის მხრიდან ჩარევების გარეშეE მუშაობდა და მისი მუშაობა ეფექტურად ითვლებოდა, გარდა რამდენიმე შემთხვევისა. წლის განმავლობაში, სახალხო დამცველის სამსახური იღებდა მთავრობის დააფინანსებას 2 მილიონი ლარის (1.2 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობით. 2008 წელს მათ მიიღეს 1. 9 მილიონი ლარი (1.1 მილიონი აშშ დოლარი). ეს ერთერთი იმ რამოდენიმე სამთავრობო უწყებათაგანია, რომელსაც ბიუჯეტი გაუზარდეს. 
15 ივნისს, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელზე მოხდა პოლიციის მიერ თავდასხმა, როდესაც იგი არასაპარლამენტო ოპოზიციის მიტინგზე მონიტორინგს ატარებდა (იხ. ნაწილი 2. ბ.). სახალხო დამცველის სამსახურის მიერ მიღებული ინფორმაციის თანახმად, იუსტიციის სამინისტრო ატარებდა გამოძიებას 15 ივნისს მომხდარ ყველა ინციდენტზე. წლის ბოლოს გამოძიება გრძელდებოდა.   
წლის განმავლობაში გენერალური პროკურატურის საგამოძიებო სამსახურის მიერ მაშინდელი სახალხო დამცველის სუბარის საჩივრის გამოძიება დიდად წინ არ წასულა; სუბარმა საჩივარში განაცხადა, რომ 2007 წლის ნოემბრის დემონსტრაციის დროს იგი სცემეს, როდესაც ის ცდილობდა დემონსტრანტებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფის წევრებს შორის შეტაკების თავიდან აცილებას.   
კანონის მოთხოვნისამებრ, სახალხო დამცველი წელიწადში ორჯერ წარუდგენს ანგარიშს პარლამენტს. სახალხო დამცველმა უკანასკნელი ნახევარი წლის ანგარიში ჩააბარა 31 ოქტომბერს, რომლის მოსმენაც შედგა 18 დეკემბერს. ანგარიში ეხებოდა წლის პირველ ნახევარს. ანგარიში ძირითადად ეძღვნებოდა აპრილ-ივნისში გამართულ ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლებსა და მათთან დაკავშირებულ ინციდენტებს. ამასთან ერთად, სახალხო დამცველმა აღნიშნა უფლებამოსილების გადამეტება, დანაშაულში  ეჭვმიტანილების მიმართ არაადამიანური მოპყრობა, პენიტენციალური დაწესებულებების გადატვირთულობა და არასათანადო პირობები. მმართველი პარტიის წევრები უმეტესად აკრიტიკებდნენ ანგარიშის იმ ნაწილს, სადაც აღნიშნული იყო უფლებამოსილების გადამეტება სამართალდამცველების მიერ და არასამართლიანი სასამართლო პროცესები, მაშინ როდესაც, ოპოზიციის წევრები აკრიტიკებდნენ იმ ნაწილს, რომელიც ეხებოდა რელიგიის თავისუფლების თანასწორობის საკითხებს. 
სახალხო დამცველის სამსახურმა აგრეთვე გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც მიუთითებდა აპრილ-ივნისში საპროტესტო აქციების დროს არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრებზე განხორციელებულ ყველა საეჭვო პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმების ფაქტზე და ასეთი სულ მთლიანად 32 საქმე იყო.   სახალხო დამცველის სამსახურის თანახმად, მათ ყველა საქმეებთან დაკავშირებით შეგროვილი ინფორმაცია გადააგზავნეს პროკურატურაში შემდგომი გამოძიებისთვის, რაც წლის ბოლომდე გაგრძელდა. 
ყოფილმა სახალხო დამცველმა, სუბარმა ჩააბარა 2008 წლის მეორე ნახევრის ანგარიში პარლამენტს 31 მარტს. ანგარიში მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა საკანონმდებლო აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების კონსტიტუციური პრინციპები და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა. 
2008 წლის იანვრის არჩევნების შემდგომ, სახალხო დამცველის სამსახურმა ცსკ-ს მოსთხოვა ვიდეოჩანაწერები იმ საარჩევნო ოლქებიდან, სადაც დამკვირვებლებმა პრობლემები დააფიქსირეს. საბოლოო ჯამში, სახალხო დამცველმა მიიღო მოთხოვნილიდან რამდენიმე ვიდეო ჩანაწერი, ისიც საკმაოდ დიდი დაგვიანებით და საჯარო კამათის შედეგად. ცსკ-მ ჩანაწერების  გადაცემის დაგვიანება იმით ახსნა, რომ თავად არ ჰქონდა ასობით ას-საათიანი ჩანაწერების განხილვის საშუალება.
სახალხო დამცველის უფლებამოსილება არ მოიცავს დევნის ან სხვა სამართლებრივი ქმედების განხორციელების უფლებას. სახალხო დამცველმა გააპროტესტა იუსტიციის სამინისტროს წესები, რომელიც კრძალავს პენიტენციალურ სისტემაში კამერებისა და ჩამწერების გამოყენებას, რადგან ეს აბრკოლებს ციხეებში მომხდარი ძალადობის შესახებ საჩივრების დასაბუთებას. 
ძალადობის ფაქტის გამოძიების უფლება აქვს ადამიანის უფლებების სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დანაყოფს და ეროვნული უშიშროების საბჭოს მრჩეველს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში.   კანონის მიხედვით, ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებთან დაკავშირებული დარღვევების გამოძიება ევალება გენერალურ პორკურატურას.
ოქტომბერში,  გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებების დანაყოფი შევიდა სამართლებრივი დევნის კანონიერებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის შემადგენლობაში. სამართლებრივ დევნაზე და ადამიანის უფლებების ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტებით კანონიერ ზედამხედველობაზე საყოველთაო მონიტორინგის გარდა, დეპარტმენტს აგრეთვე  ევალება  სტატისტიკური და ანალიტიკური საქმიანობის ჩატარება პროკურატურის სისტემაში. იუსტიციის სამინისტროს თანახმად, ადამიანის უფლებების დანაყოფი აგრძელებდა "მონიტორინგს და რეაგირებას ადამიანის უფლებების დარღვევების ბრალდებებზე პროკურატურის სამსახურის უწყებებში, დაკავების იზოლატორებში. იგი აგრეთვე ადგენდა და რეაგირებდა წამების, არაადამიანური, სასტიკი და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის ფაქტებზე". ამასთან ერთად, დანაყოფს ევალება ადამიანის უფლებების  ადგილობრივი და საერთაშორისო ინსტიტუტების რეკომენდაციების განხილვა და ამ უფლებების დარღვევაზე რეაგირების ზომების მიღება.
  
2 თებერვალს, დიმიტრი შაშკინი დასახელებული იქნა ახლად შექმნილი პრობაციის და იურიდიულ საკითხთა დახმარების სამინისტროს მინისტრის პოსტზე. შაშკინს ასევე ევალებოდა სამთავრობო დემოკრატიული რეფორმების ზედამხედველობა, მათ შორის რეფორმირებული საარჩევნო კოდექსის გამოცემა, ციხეებში ჯანმრთელობის სისტემის გაუმჯობესება და იურიდიული დახმარების მომსახურების საკითხები.   2007 წელს აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ თანხმობა განაცხადა გაერო-ს ადამიანის უფლებების დაცვის ოფიცრების დაშვებზე და გაეროს სამი სამოქალაქო პოლიციის ოფიცრის განთავსებაზე გალის სექტორის შტაბბინაში. თუმცა ეს მანდატი შეწყდა 15 ივნისს (იხ. ნაწილი 1. ზ.).  
 
ნაწილი 6.  დისკრიმინაცია, საზოგადოებრივი ძალადობა და ადამიანებით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)
კანონი კრძალავს დისკრიმინაციას რასის, სქესის, რელიგიის, უნარშეზღუდულობის, ენის, სოციალური სტატუსის ნიშნით; თუმცა, ხელისუფლება ხშირად კანონის ამ აკრძალვებს ეფექტურად ვერ ასრულებს. 
ქალებიგაუპატიურება ითვლება კანონდარღვევად, თუმცა ცოლქმრულ ურთიერთობაში მომხდარი გაუპატიურება სისხლის სამართლი კანონში არ არის კონკრეტულად გათვალისწინებული. გაუპატიურებაზე საქმე აღიძრება მხოლოდ დაზარალებულის მიერ შემოტანილი საჩივრის საფუძველზე. პირველი შემთხვევა ისჯება 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით; განმეორებითი შემთხვევა ან სერიული გაუპატიურება ისჯება 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით; დაზარალებულის დაფეხმძიმება, შიდსის ვირუსით ინფიცირება ან განსაკუთრებული სისასტიკე ისჯება 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით; მცირეწლოვანის გაუპატიურება ისჯება 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. წლის 11 თვის განმავლობაში გამოძიება დაიწყო 136 გაუპატიურების საქმეზე. მათგან 46 საქმის წარმოება შეწყდა. სისხლის სამართლის დევნა აღიძრა 47 საქმეზე და სასამართლო პროცესი დაიწყო 28 საქმეზე 28 ბრალდებულთან დაკავშირებით. ექსპერტების აზრით, გაუპატიურების ბევრი შემთხვევა არ იყო გაცხადებული  სოციალური სტიგმის გამო და აგრეთვე იმიტომ, რომ პოლიცია ყოველთვის არ იძიებს გაუპატიურების შემთხვევებს.
პრობლემას წარმოადგენდა ქალების მიმართ ოჯახური და სხვა ტიპის ძალადობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, წლის განმავლობაში პოლიციამ რეაგირება მოახდინა ოჯახური კონფლიქტების 1, 331 შემთხვევაზე, ხოლო 2008 წელს დაფიქსირდა 2, 576 და 2007 წელს   2, 056 შემთხვევა. 
ოჯახური ძალადობა სამართლებრივად განიმარტება როგორც ოჯახის ერთი წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლების დარღვევა მეორე ადამიანის მიერ, ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობის ან იძულების გზით; თუმცა, ოჯახური ძალადობა თავისთავად არ არის კრიმინალიზირებული. ოჯახური ძალადობის ჩამდენი პირები ისჯებოდნენ არსებული სისხლის სამართლის იმ მუხლების მიხედვით, როგორიცაა ფიზიკური ძალადობა ან გაუპატიურება.  კანონი აძლევს უფლებას დაზარალებულს დაუყოვნებლივ მოითხოვოს დამცავი ორდერი მოძალადისაგან თავის დასაცავად, და აძლევს საშუალებას პოლიციეს გამოწეროს  დროებით შემაკავებელი ორდერი ამგვარი მოძალადის წინააღმდეგ. შემაკავებელი ორდერი წლის განმავლობაში გაიცა 176 შემთხვევაში, ხოლო 2008 წელს 141 შემთხვევაში. დროებითი ორდერი სასამართლოს მიერ უნდა იქნას დამტკიცებული 24 საათის განმავლობაში და ამ მომენტიდან ის მოქმედებს როგორც დამცავი ორდერი, რომელიც ექვსი თვის განმავლობაში უკრძალავს მოძალადეს დაზარალებულთან 100 მეტრის (310 ფუტის) სიახლოვეს მისვლას და ერთობლივი ქონებით (როგორიცაა საცხოვრებელი ფართი ან მანქანა)  სარგებლობას. დაზარალებულს უფლება აქვს მოითხოვოს დამცავი ორდერის გაგრძელება შეუზღუდავად. შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა ფორმა, რომელიც უნდა შეავსოს პოლიციამ შემაკავებელი ორდერების გასაცემად, მაგრამ ამ საკითხებში პოლიციის ტრეინინგი თბილისის გარდა არსად ჩატარებულა. ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას აქვს ცხელი ხაზი და თავშესაფარი ძალადობის მსხვერპლი ქალებსთვის, მაგრამ ფინანსებისა და საშუალებების ნაკლებობის გამო მათი ფუნქციონირება შეზღუდულია.   
28 დეკემბერს, პარლამენტმა შეიტანა ცვლილებები არსებულ კანონში ოჯახური ძალადობის შესახებ.  ცვლილებები ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის ქმნის დაცვის, დახმარების და რეაბილიტაციის საფუძველს; უზრუნველყოფს სხვადასხვა სამთავრობო უწყებათა თანამშრომლობას  ოჯახური ძალადობის პრევენციის საკითხებზე; აგრეთვე განსაზღვრავს სარეაბილიტაციო ზომებს ოჯახური ძალადობის ჩამდენთათვის (მოძალადეებისთვის). იგი იძლევა ოჯახური ძალადობის  მსხვერპლის უფრო ფართო განსაზღვრებას -"ოჯახის წევრი, რომელმაც განიცადა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ან ეკონომიკური ძალადობა და იძულება." კანონი აგრეთვე ითვალისწინებს ოჯახური ძალადობის კრიზის-ცენტრების დაფუძნებას შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ან არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელობით. კრიზის-ცენტრების დანიშნულებაა შესთავაზონ ოჯახური ძალადობის მსხვერპლებს ფსიქოლოგიური, სამედიცინო და იურიდიული დახმარება.   
ამ ცვლილებებზე დაყრდნობით, პარლამენტმა სხვა კანონებშიც შეიტანა ცვლილებები, რომლებიც ემსახურება ოჯახური ძალადობის პრევენციას და მსხვერპლის დახმარებას, მათ შორის შრომის კანონთა კოდექსი, კანონი ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ, კანონი საჯარო სამსახურის შესახებ და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი. . სხვა ცვლილებები ითვალისწინებს სასამართლო საქმეებზე, რომელიც ეხება ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დაცვასა და დახმარების გაწევას, სახელმწიფო გადასახადისგან გათავისუფლებას; მოქნილ და გამარტივებულ სასამართლო პროცედურას   ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის; სასამართლოს ეძლევა შესაძლებლობა მხარის მოთხოვნის ან თავისი ინიციატივის საფუძველზე ჩაატაროს ოჯახური ძალადობის საქმეების  დახურული განხილვა; სასამართლოს ეძლევა შესაძლებლობა განიხილოს მოძალადე მშობლისგან ბავშვის განცალკევების საკითხი;  და შეუზღუდოს ოჯახური ძალადობის ჩამდენს ცეცხლსასროლ იარაღზე ხელმისაწვდომობა.
2008 წლის  დეკემბერში, # 625 პრეზიდენტის ბრძანებულებით ჩამოყალიბდა უწყებათაშორისი საბჭო, რომელიც იმუშავებს ოჯახური ძალადობის პრობლემატიკაზე და მოახდენს სამინისტროებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის კოორდინირებას პრობლემის აღმოსაფხვრელად. წლის განმავლობაში უწყებათაშორისი საბჭოს მიერ მომზადდა და პრეზიდენტის მიერ დამტკიცდა ოჯახურ ძალადობასთან ბრძოლის 2009-2010 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა. ეს უკანასკნელი შეიქმნა იმ გეგმის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს ოჯახური ძალადობის  წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ არსებული კანონმდებლობის გადახედვას.  წლის განმავლობაში უწყებათაშორისმა საბჭომ წამოიწყო საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანია, პროკურატურასა და პოლიციასთან კოორდინირებული ტრეინინგები ოჯახური ძალადობის საკითხებზე, მოახდინა ფონდების მობილიზება სახლემწიფო ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ორი თავშესაფარის რეაბილიტაციისთვის, და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დანერგა სპეციალური   კურსი იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული სტუდენტებისთვის,  რომელიც მათ შეასწავლის ადამიანებით ვაჭრობისა (ტრეფიკინგი) და ოჯახური ძალადობის საკითხებს.  
ქალების მოტაცებას ოჯახის შექმნის მიზნით ჰქონდა ადგილი, თუმცა არა ფართო მასშტაბით. ასეთი მოტაცებები უფრო ხშირად ურთიერთშეთანხმებით ხდებოდა. პოლიცია ასეთ შემთხვევაში  იშვიათადად იღებდა ზომებს, თუმცა კანონით, მოტაცება სისხლის სამართლის დანაშაულია.  ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას სამცხე-ჯავახთის რეგიონში გახსნილი ჰქონდა ცხელ ხაზი  და თავშესაფარი მოტაცების მცდელობის მსხველპლთათვის, რომლებსაც გამტაცებლისაგან გამოქცევის შემდეგ თავიანთ ოჯახში დაბრუნების უფლებას ოჯახის წევრები არ აძლევდნენ.  
პროსტიტუცია წარმოადგენს არალეგალურია, მაგრამ  ფართოდაა გავრცელებული, განსაკუთრებით თბილისში. ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებდა, რომ პროსტიტუციის პრობლემა კვლავაც აქტიურად დგას მძიმე ეკონომიკური პირობების გამო. 
სექსუალური ზეწოლა და ძალადობა ქალთა წინააღმდეგ სამუშაო ადგილზე  პრობლემატური საკითხი იყო. კანონი კრძალავს სექსუალურ ზეწოლას სამუშაო ადგილზე. თუმცა, ხელისუფლება ვერ ახერხებდა კანონის ეფექტურად გატარებას და ამგვარი შემთხვევების გამოძიება იშვიათად ხდებოდა. 
წყვილებსა და ინდივიდუალურ პირებს უფლება აქვთ მიიღონ თავისუფალი გადაწყვეტილება შვილების ყოლასა და ოჯახის დაგეგმვაზე. ოჯახებსა და ინდივიდუალურ პირებს მიეწოდებოდათ ინფორმაცია რეპროდუქციული გადაწყვეტილების მისაღებად, ყოველგვარი დისკრიმინაციის, იძულების და ძალადობის გარეშე. კონტრაცეფტიული საშუალებები ფართოდ იყო ხელმისაწვდომი. მშობიარობისას კვალიფიციური სამსახური ხელმისაწვდომი იყო. ქალები და მამაკაცები თანაბარი შესაძლებლობებით სარგებლობდნენ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების, მათ შორის შიდსის   მკურნალობისა და დიაგნოსტირების მისაღებად. თუმცა კულტურულ, ისტორიულ და სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებზე დამყარებული ოჯახური ნორმები ზოგ შემთხვევაში ზღუდავდნენ ქალთა რეპროდუქციულ უფლებებს.  
კანონი ითვალისწინებს ქალთა და მამაკაცთა თანასწორობას. თუმცა პრაქტიკაში ეს კანონი ყოველთვის არ ხორციელდება. 2007 წელს მიღებული გენდერული თანასწორობის ეროვნული სამოქმედო გეგმა   ძალაში არ შესულა. არასამთავრობოების განცხადებით, ქალთა დისკრიმინაცია სამუშაო ადგილზე რეალობაში არსებობს, თუმცა კონკრეტული შემთხვევები არ ყოფილა დაფიქსირებული. პარლამენტის სპიკერი კვლავაც ხელმძღვანელობდა გენდერული თანასწორობის საკონსულტაციო საბჭოს, რომლის წევრები არიან პარლამენტარები, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, სახალხო დამცველის აპარატის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. წლის ბოლოს საბჭო გახდა მუდმივმომქმედი ორგანო. გენდერული თანასწორობოს სახელმწიფო კომისიამ სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თავმჯდომარეობით მოამზადა რეკომენდაციები გენდერული თანასწორობის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებების და კონვენციების   განხორციელების თაობაზე.  სახალხო  დამცველის სამსახურში  არსებობს სპეციალური ჯგუფი, რომელიც ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მუშაობს.    
შრომის კოდექსი არ იცავს ფეხმძიმე ქალებს სამსახურიდან გათავისუფლების წინააღმდეგ, იმ დროს როდესაც ისინი დეკრეტულ შვებულებაში იმყოფებიან. გაეროს განვითარების პროგრამის თანახმად, დამქირავებლები ხშირად არ გასცემენ ფეხმძიმობისა და მშობიარობისთვის გათვალისწინებულ შეღავათებს.    თუმცა ზოგიერთი ექსპერტის მიხედვით, ქალთა მდგომარეობა დასაქმების ბაზარზე საგრძნობლად გაუმჯობესდა,   ქალებს ძირითადად ეთმობოდათ დაბალანაზღაურებადი და დაბალი რანგის სამუშაო ადგილები, მათი პროფესიონალიზმის და აკადემიური კვალიფიკაციის მიუხედავად; ქალთა ხელფასებიც ჩამორჩებოდა მამაკაცთა ხელფასებს. ამის შედეგად მრავალი ქალი სამუშაოს საზღვარგარეთ ეძებდა.    

ბავშვები

კანონი ითვალისწინებს ბავშვისთვის მოქალაქეობის მინიჭებას დაბადებისთანავე  (ჯუს სოლი), მათ შორის მოქალაქეობის არ მქონე პირების ბავშვებისთვისაც, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე დაიბადნენ. 
ბოშათა ბავშვები როგორც წესი სახლის პირობებში იბადებიან, ხოლო მათი მშობლები ხშირად მათი დაბადების ფაქტს ოფიციალურად არ არეგისტრირებენ იმის გამო, რომ სამედიცინო დახმარების და სხვა საჯარო მომსახურების მისაღებად  აუცილებელია საიდენტიფიკაციო საბუთი; ხოლო საიდენტიფიკაციო დოკუმენტის არქონის და მშობლების მხრიდან დახმარებისათვის  მიმართვის სურვილის არარსებობის გამო ბევრი ბოშა ბავშვი ვერ სარგებლობს სამედიცინო და სხვა მომსახურებით.  
საშუალო განათლება ოფიციალურად უფასო იყო, მაგრამ პრაქტიკაში ზოგიერთ რაიონებში, განსაკუთრებით კი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რგიონებში, რესურსების ნაკლებობა აფერხებდა სკოლების ფუნქციონირებას და გავლენას ახდენდა განათლების ხარისხზე. ზოგგან სკოლის შენობა არაადექვატური იყო, იქ არ იყო გათბობა, ბიბლიოთეკა,  დაფები. ხშირად მშობლებს უხდებოდათ სკოლის სასარგებლოდ გარკვეული თანხების გადახდა. ბევრმა მშობელმა ვერ შეუძინა ბავშვებს წიგნები და სასკოლო ინვენტარი და ზოგჯერ მოსწავლეები აიძულეს სკოლიდან გასულიყვნენ იმის გამო, რომ ამ გადასახადს ვერ ან არ იხდიდნენ. განათლების სამინისტროს მიხედვით, მდგომარეობა სკოლებში გათბობის  თვალსაზრისით გაუმჯობესდა, მაგრამ ზოგიერთ სკოლაში სასკოლო ინვენტარი, როგორიცაა დაფები, კვლავაც პრობლემატურია. 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დროს დაზიანდა 55 სკოლა. იძულებით გადაადგილებულ პირთა  თავშესაფრები განთავსდა 165 სკოლაში, 169 საბავშვო ბაღში და ცხრა უმაღლეს სასწავლებელში. ზოგიერთი მათგანიდან ხალხი არ გასულა, რამაც  შეუძლებელი გახადა სასწავლო დაწესებულებების გამოყენება და ზიანი მიაყენა საგანმანათლებლო სტრუქტურას. 
ადგილობრივი მაცხოვრებლები და საერთაშორისო ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ აფხაზეთში, გალის ეთნიკურად ქართულ რეგიონში ზოგადად დაშვებული იყო ქართულ ენაზე სწავლება, თუმცა არა ყველა საგანში, როგორიცაა ისტორია და გეოგრაფია, რომლებიც რუსულ ან აფხაზურ ენებზე ისწავლებოდა მიუხედავად იმისა, რომ კანონით ეს იკრძალებოდა. თუმცა, დე ფაქტო ხელისუფლება არ უზრუნველყოფდა ქართული ენის მასწავლებლებს ფინანსურად და ადგილობრივ მოსახლეობას უწევდა მასწავლებლებისთვის თანხის გადახდა ან შეთანხმება ამ მასწავლებლებთან, რომ ისინი გადასულიყვნენ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და იქ ესწავლებინათ ბავშვებისთვის, ან თავიანთი ბავშვები გაეგზავნათ აფხაზეთის ტერიტორიიდან ქართული ენის გაკვეთილების მისაღებად. რუსეთის სასაზღვრო ძალების მიერ სასაზღვრო რეჟიმის უფრო და უფრო გამკაცრებამ ზემოთ აღნიშნული ორი ტიპის შეთანხმებების განხორციელება უფრო გაართულა. იყო ცნობები იმის შესახებ, რომ  რუსი მესაზღვრეები აკავებდნენ ბავშვებს, რომლებიც ცდილობდნენ გადაეკვეთათ სასაზღვრო ზოლი გაკვეთილზე წასასვლელად.  
არსებობდა ცნობები ბავშვების, განსაკუთრებით ქუჩის ბავშვების მიმართ ძალადობის შემთხვევების შესახებ  თუმცა ძალადობის ასეთი ტიპი არ არის ფართოდ გავრცელებული საზოგადოებაში. დაფიქსირდა ბავშვების, განსაკუთრებით გოგონების, სექსუალური ექსპლუატაციის შემთხვევები.
არ არსებობს ცალკე კანონი გაუპატიურების შესახებ, მაგრამ სისხლის სამართლის კოდექსში შესულია მუხლი "გარყვნილი ქმედება", რომელიც 16 წლის ქვემოთ მცირეწლოვანებს მოიცავს და ქმედება კრიმინალიზებულია.  დანაშაულის აუცილებელი პირობა იმაში მდგომარეობს, რომ კანონდამრღვევებმა უნდა იცოდნენ, რომ ქმედება კანონსაწინააღმდეგოა. ასეთ შემთხვევებში სასჯელი მდგომარეობს ჯარიმის გადახდაში (რომლის თანხა არ არის განსაზღვრული) და/ ან ორი წლით თავისუფლების აღკვეთაში. 
ბავშვების   სექსუალური ექსპლუატაცია და ბავშვთა პორნოგრაფია ისჯება სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააფინანსა მცირეწლოვანთა რეაბილიტაციის ცენტრი, სადაც ბავშვებს და მოზრდილებს უტარდებათ რეგულარული სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარება მეურვეებთან დაბრუნებამდე. ქუჩის ბავშვები და უპატრონო ბავშვთა სახლებში მცხოვრებნი  ხშირად ტრეფიკინგის მსხვეპლი ხდებიან.  ქუჩის ბავშვების რიცხვი არ იყო მაღალი და ყოველწლიურად მცირედბოდა. მძიმე ეკონომიკურმა პირობებმა ხელი შეუწყო ამ პრობლემის გაღვივებას. 1999 წლის გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) გამოკვლევის მიხედვით, დაახლოებით 2,500 ბავშვი ცხოვრობდა და მუშაობდა ქუჩაში. არასამთავრობო ორგანიზაციამ "გადავარჩინოთ ბავშვები" 2007-2008 წლებში აღრიცხა, რომ მათმა რიცხვმა დაიწია 1,500- მდე.  არასამთავრობო ორგანიზაციას "ბავშვი და გარემო" და ასევე განათლების სამინისტროს გახსნილი აქვთ თავშესაფარი თბილისში, თუმცა ეს ორი თავშესაფარი ქუჩის ბავშვების მხოლოდ  მცირე ნაწილის მომსახურებას ახერხებს. მთავრობას ქუჩის ბავშვების დასახმარებლად ბევრი არაფერი გაუკეთებია. გაერო-ს დაფინანსებით "მინესოტას ადვოკატები ადამიანის უფლებების დაცვისათვის"  მიერ  მომზადებული ანგარიშის მიხედვით, განათლების სამინისტროს   ქუჩის ბავშვების არსებობა ადგილობრივ პრობლემად მიაჩნდა, რომელიც მუნიციპალიტეტებმა უნდა გადაწყვიტონ და არა სამინისტრომ. 
იყო დაუსაბუთებელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქუჩის ბავშვები პოლიციის მხრიდან ძალადობის ობიექტები  ხდებოდნენ, თუმცა საპატრულო პოლიციას რეგულარულად გადაჰყავდა ქუჩის ბავშვები 24-საათიან ცეტრში ან ბავშვთა სახლში. წლის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციას "ბავშვი და გარემო"  გახსნილი ჰქონდა ერთი ღამის ცენტრი და სამი დღის, რომელთა მეშვეობით უზრუნველყოფდა 350 ბავშვის დახმარებას ქვეყნის მასშტაბით. ამ ცენტრებს არ გააჩნდათ საკმარისი რესურსი ბავშვების მკურნალობისა და რეაბილიტაციისათვის, ბევრი მათგანი გასაბრუებელი ან ქიმიური საშუალებების მომხმარებელი იყო, ან გონებრივი აშლილობა აღენიშნებოდა. 
აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მიმდინარე კონფლიქტების შედეგად იძულებით გადაადგილებულთა შორის აღმოჩნდა მრავალი ათასი ბავშვი. რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ, მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა. ჯერ კიდევ კონფლიქტამდე,  UNICEF-ის განცხადებით ამ რეგიონებში ჯანდაცვის საკითხები მოუგვარებელი იყო, იმუნიზაციის მაჩვენებელი უფრო დაბალი იყო ვიდრე სხვა ადგილებში, სკოლების მდგომარეობა უარესდებოდა და არსებობდა საკვების უკმარისობის პრობლემა.        
თავშესაფრები ვერ უზრუნველყოფდნენ ბავშვებს სათანადო კვებით, ჩასაცმელით, განათლებით და სამედიცინო მომსახურებით. შენობები ცუდად იყო უზრუნველყოფილი გათბობით, წყლით და ელექტროენერგიით. პერსონალი ხშირად თავშესაფარის საკვებს და ფულს იყენებდა პირადი საჭიროებებისათვის. 

ადამიანებით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)

კანონი კრძალავს ადამიანებით ვაჭრობას ნებისმიერი მიზნით; თუმცა არსებობდა ცნობები ქალების და გოგონების ქვეყნის შიგნით ტრეფიკინგის ან ქვეყნიდან გაყვანის შემთხვევები სექსუალური, შრომითი ან სხვა სახის ექსპლუატაციის მიზნით; ასევე ხდებოდა ქალების და  მამაკაცების ტრეფიკინგი შრომითი ექსპლუატაციის მიზნით.  
წლის განმავლობაში ტრეფიკინგის შემთხვევებმა იკლო. იმავე წლის განმავლობაში საქართველო დარჩა ტრეფიკინგის წყაროდ, მაგრამ იყო რამოდენიმე შემთხვევა როდესაც საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა იქნა გამოყენებული და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, არ არსებობს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც საქართველო დანიშნულების ქვეყანად ჩაითვლებოდა. ტრეფიკინგის ყველაზე გავრცელებული მიზანია სექსუალური და შრომითი ექსპლუატაცია. წარსულში ხდებოდა შიდა ტრეფიკინგის გამოძიება და ხორციელდებოდა სამართლებრივი დევნა სამართალდამცავი ორგანოების მიერ, მაგრამ წლის განმავლობაში ასეთი გამოძიებების შესახებ ცნობები არ ყოფილა. ქართულ მედიაში იყო ინფორმაცია სამხრეთ ოსეთის კონფლიქტურ ზონაში და იშვიათად აფხაზეთში შრომითი ექსპლოატაციის მიზნით ადამიანების ვაჭრობის შესახებ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მაგრამ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ მათ არ ჰქონდათ არანაირი სარწმუნო მტკიცებულება კონფლიქტის რომელიმე ზონაში ტრეფიკინგის ფაქტების შესახებ. 
საქართველო ძირითადად იყო ტრეფიკინგის წყარო, შესაძლოა სატრანზიტო ქვეყანაც, მაგრამ იგი ძალზე იშვიათად წარმოადგენდა ტრეფიკინგის მსხვერპლთა დანიშნულების ქვეყანას.   ქალები გაჰყავთ თბილისიდან თურქეთში და არაბეთის ემირატებში, სადაც მათ სასტუმროებში, ბარებში, რესტორნებსა ან სახლებში მოსამსახურეებად ამუშავებენ. ბევრი მათგანი მუშაობდა გასართობ სექტორში ან იძულებით პროსტიტუციას ეწეოდნენ. ქართველი ეროვნების მსხვერპლები უფრო ხშირად იყვნენ თბილისიდან ან გაღარიბებული ინდუსტრიული ცენტრებიდან, მაგ. ქუთაისი და რუსთავი. ადგილობრივი არასამთავრობოების მონაცემების მიხედვით, მამაკაცები გაჰყავთ რუსეთში და სხვა  ქვეყნებში, სადაც მათ მშენებლობაზე, სოფლის მეურნეობაში და სხვა ფიზიკურ სამუშაოზე ამუშავებენ. გამოვლენილია სხვა ქვეყნებიდან ქალების საქართველოს გავლით თურქეთში გაყვანის ფაქტები. 
სამართალდამცავების მიერ გამოძიებულ საქმეებზე არსებული ინფორმაციასა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის აღმოჩენილი დახმარების მონაცემებზე დაყრდნობით, წლის განმავლობაში ტრეფიკინგი განსაკუთრებით შეეხო ქალებსა და გოგონებს ეთნიკური აზერბაიჯანული დასახლებებიდან ქვემო ქართლში. მიუხედავად ცნობებისა, რომ იძულებით გადაადგილებული პირები, კონკრეტულად, 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგად 30, 000 გადაადგილებული პირი ადამიანებით მოვაჭრეთა სამიზნეს წარმოადგენდა, წლის ბოლოს ტრეფიკინგის ფაქტების მატება იძულებით გადაადგილ პირებთან მიმართებაში არ დაფიქსირებულა. 
ბავშვები იშვიათად ხდებოდნენ ტრეფიკინგის მსხვერპლი, თუმცა, ქუჩის ბავშვები და ბავშვთა სახლებში მცხოვრებნი რისკის ჯგუფს წარმოადგენდნენ. ტრეფიკინგის მსხვერპლი მუშახელისა და პროსტიტუციაში გაყიდული ქალების სამუშაო და საცხოვრებელი პირობები განსაკუთრებით მძიმე იყო. 
მთავრობა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებს ვერ აკონტროლებდა და შესაბამისად, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში ტრეფიკინგის ბრალდებების გადამოწმება ვერ მოხერხდა. 
ტრეფიკერები არიან თავისუფალი ადგილობრივი გადამყვანები, რომლებსაც საჭირო კავშირები აქვთ საზღვარგარეთ. არსებობდნენ აგრეთვე საერთაშორისო მასშტაბის ტრეფიკერებიც. ისინი მეგობრებისაგან, ოჯახებისაგან, ტურისტული ან დასაქმების სააგენტოებიდან მიღებული დასაქმების პერსპექტივით იტყუებდნენ პოტენციურ მსხვერპლს.
სისხლის სამართლის კოდექსი კრძალავს ადამიანებით ვაჭრობას, მათი სექსუალური, შრომითი ან სხვა სახის ექსპლუატაციის მიზნით. ადამიანებით ვაჭრობა ზრდასრულთა შემთხვევაში ისჯება 7-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, მცირეწლოვანთა ტრეფიკინგი ისჯება 8 წლიდან და ზევით, უვადო პატიმრობით, დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით. მცირეწლოვანად ითვლება 18 წლამდე ასაკის ნებისმიერი პირი. კოდექსი კრძალავს ტრეფიკინგის შიდა და გარე ფორმებს და არ განასხვავებს დანაშაულის ამ ორ ტიპს.   
კანონი ითვალისწინებს ტრეფიკერის, მისი ოჯახის წევრების, ნათესავების და ტრეფიკერებთან კავშირში მყოფი პირების ქონების კონფისკაციას, თუ აღნიშნული ქონება შეძენილია ტრეფიკინგით ნაშოვნი თანხებით. ჩამორთმეული საკუთრება გამოიყენება ტრეფიკინგის მსხვერპლის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ხოლო ქონების დარჩენილი ნაწილი გადადის სახელმწიფო საკუთრებაში. პროცესის დროს დაზარალებულს შეუძლია ტრეფიკერისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის სისხლის სამართლებრივი წესით ანაზღაურება. კანონი კრძალავს ტრეფიკინგის მსხვერპლის მომსახურებით სარგებლობას, რაც ისჯება სამიდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. 
ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭო კოორდინირებას უწევს სახელმწიფო ორგანოების მიერ ტრეფიკინგის წინააღმდეგ ჩატარებულ ზომებს. ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები აქტიურად მონაწილეობდნენ საბჭოს საქმიანობაში, რომელიც იკრიბებოდა კვარტალში ერთხელ. 2007 წლის ივლისში საბჭომ დაამტკიცა ტრეფიკინგის მსხვერპლთა რეაბილიტაციის და საზოგადოებაში რეინტერგაციის სტრატეგია. აღნიშნული სტრატეგია არის ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების და დაცვის საკითხებისადმი მიძღვნილი დოკუმენტების სერიის ბოლო დოკუმენტი. გენერალურ პროკურატურას, ფინანსთა სამინისტროს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს დაევალათ აღნიშნული სტრატეგიის სისრულეში მოყვანა, რომლის მიხედვით თითოეულ დაზარალებულზე, მისი საჭიროებების გათვალისიწნებით, უნდა შემუშავდეს კონკრეტული რეაბილიტაციის გეგმა. დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი მეთვალყურეობას უწევს ინდივიდუალური გეგმების მომზადებასა და განხორციელებას.
მთავრობას გახსნილი ჰქონდა თავშესაფარები და ცხელი ხაზი ბათუმსა და თბილისში. ქვეყანაში არსებობს ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის და რეაბილიტიაციის და მათი საზოგადოებაში ინტეგრირების სისტემა. 
მესამე წელია, რაც საზოგადოებრივი ინფორმირებულობის კამპანია გრძელდება, რომლის ფარგლებშიც ტრეფიკინგის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადა სამართალდამცავების ვებ-გვერდებიდან, საჯარო სამსახურების შესახებ განცხადებებიდან, ანტიტრეფიკინგული სატელევიზიო პროგრამებიდან და ბროშურებიდან ქვეყნის ყველა შემოსასვლელ წერტილში.   გარდა ამისა, ადგილობრივმა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააგრძელეს თავიანთი ინიციატივების განხორციელება ტრეფიკინგთან ბრძოლის ფარგლებში, ატარებდნენ სემინარებს და ღონისძიებებს საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად. ამ ღონისძიებებს აქტიურ მხარდაჭერას უწევდნენ უწყებათაშორისი კოორდინაციის საბჭოს წევრებიც. 
სახელმწიფო დეპარტამენტის წლიურ ანგარიშს ადამიანებით ვაჭრობის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გევრდზე: www.state.gov/g/tip.  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები
კანონი კრძალავს  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების   დისკრიმინაციას, თუმცა პრაქტიკაში ეს პრობლემა ნაკლებად პრიორიტეტულია მთავრობისთვის. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დისკრიმინაცია დასაქმების, განათლების, ჯანდაცვის საშუალებების გამოყენების ან სხვა სახელმწიფო სამსახურის სფეროში წარმოადგენდა პრობლემას და საზოგადოების მხრიდან მათი დისკრიმინაციის ფაქტებიც ფიქსირდებოდა. ადმინისტრაციული კოდექსი ადგენს საზოგადოებრივ შენობებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის    სპეციალური შესასვლელის შექმნას და ითვალისწინებს ჯარიმას ამ მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის. თუმცაღა, მხოლოდ რამოდენიმე საზოგადოებრივ შენობას აქვს ამგვარი შესასვლელი.
წლის განმავლობაში სახელმწიფომ გადადგა გარკვეული ნაბიჯები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებთან დაკავშირებით.  14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაცვის დღეს ჩატარდა პირველი  ფორუმი თბილისში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა  პრობლემებთან და საჭიროებებთან დაკავშირებით. 2008 წლის სექტემბერში, შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებების ცენტრი დაარსდა სახალხო დამცველის ოფისში.  23-25 ივლისს სახალხო დამცველის სამსახურში ჩატარდა სემინარები შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებების თემაზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი შენობა და პრეზიდენტის სასახლის კარი ღია იყო შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის. 
2008 წლის მარტში იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრმა სამსახურში აიყვანა ექვსი უნარშეზღუდული პირი, რომლებიც მუშაობენ სატელეფონო კონსულტაციების სამსახურში, სადაც მოქალაქეებს უხსნიან თუ როგორ უნდა მიმართონ განცხადებით შეღავათების მისაღებად.
პილოტური პროგრამის ფარგლებში, უნარშეზღუდულმა პირებმა გაიარეს ტრენინგი და მიიღეს საჭირო აპარატურა, რომელიც მათ აძლევს მუშაობის საშუალებას სახლიდან გაუსვლელად. იმავე თვეში, თბილისის მუნიციპალურ ავტობუსების პარკს დაემატა 40 ახალი ავტობუსი, აღჭურვილი ვერტიკალური ლიფტით, რაც უნარშეზღუდულ პირებს ამ ავტობუსებით სარგებლობის საშუალებას აძლევს. 
დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში 139, 354  შეზღუდული შესაძლებლობის პირია რეგისტრირებული. 2007 წლის მონაცემებიდან გამომდინარე, ქვეყანაში რეგისტრირებულია 8, 034 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვია, ეს ციფრები მოიცავენ მხოლოდ ოფიციალურად დარერგისტრირებულ მონაცემებს; თუმცა რეალური ციფრი სავარაუდოდ უფრო მაღალია. 

ეროვნული / რასობრივი / ეთნიკური უმცირესობები     

კანონის თანახმად,  ყველა სახელმწიფო მოხელე უნდა ფლობდეს სახელმწიფო ენას, ქართულს, რაც ზოგიერთი უმცირესობის წარმომადგენლის თქმით მათ სახელმწიფო სამსახურში მუშაობის საშუალებას არ აძლევს.  მასალა, რომელიც საჯაროდ ვრცელდებოდა, ხშირად მხოლოდ ქართულ ენაზე გამოდიოდა. ხელისუფლება აცხადებდა, რომ იგი არ იყო ვალდებული ყველა ოფიცალური საბუთი უმცირესობების ენაზე გამოექვეყნებინა. 2008 წლის   საპრეზიდენტო და საპარლამეტო არჩევნების დროს ბიულეტენები და საარჩევნო მასალები უმცირესობების ენებზე ხელმისაწვდომი იყო. 2007 წელს განათლების სამინისტრომ გადათარგმნა პირველი, მეშვიდე და მეათე კლასების სახელმძღვანელოები უმცირესობების ენებზე (სომხური, აზერბაიჯანული და რუსული). 2008 წელს გადაითარგმნა მეორე, მერვე და მეთერთმეტე კლასების სახელმძღვანელოები, რომლებიც გადაეცა შესაბამის სკოლებს უმცირესობებით დასახლებულ  რეგიონებსა და თბილისში. 
აფხაზეთში გალის რაიონში მაცხოვრებელი ეთნიკური ქართველებისათვის არ იყო ხელმისაწვდომი განათლების მიღება ქართულ ენაზე. პრაქტიკულად ის მასწავლებლები, რომლებმაც არ იცოდნენ აფხაზური, გაკვეთილებს ატარებდნენ ქართულ ენაზე. თუმცა ეს მასწავლებლები ხშირად განიცდიდნენ აგრესიას და დევნას აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან. 
ეთნიკური სომხებით დასახლებულ ახალქალაქის რაიონში, ბევრი ეთნიკური სომეხი ითხოვს, რომ მთავრობამ სომხურ ენას მიანიჭოს პროვინციული ენის სტატუსი, რადგან ძალზე ცოტა ფლობს ქართულს და ამიტომ ვერ აწარმოებს ყოველდღიურ საქმიანობას ქართულად. თუმცა ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია იმ რეგიონში აცხადებდა, რომ შეიმჩნეოდა მდგომარეობის გაუმჯობესება   ქართული ენის სწავლების და გაკვეთილების ხარისხის თვალსაზრისით.  ქვემო ქართლში, სადაც აზერბაიჯანული მოსახლეობა დომინირებს, ეთნიკური აზერბაიჯანელებიც მსგავს პრობლემებს ასახელებდნენ. 
2008 წლის ივლისში, ვაჰან ჩახალიანი, არმენ ჩახალიანი და რუბენ ჩახალიანი, სამივე "გაერთიანებული ჯავახის" წევრები (ადგილობრივი არასამთავრო ორგანიზაცია, რომელიც ქვეყანაში ეთნიკური სომხებისათვის ავტონომიას ითხოვს), გაასამართლეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისათვის, დაკავების დროს წინააღმდეგობის გაწევისათვის, სამართალდამცავი ორგანოების ოფიცრების დაშინებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვისათვის.  2006 წელს ისინი შეეცადნენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის შენობაში შეჭრას, რა დროსაც დაჭრეს პოლიციელი. დანაშაულის ადგილას ასევე იმყოფებოდა მეოთხე პირიც, და იუსტიციის სამინისტროს მიხედვით, მას ბრალი დასდეს ორგანიზებულ დანაშაულში, რაც მდგომარეობდა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში და აგრეთვე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენასა და შენახვაში. მისი საქმე გადაეცა ახალქალაქის საოლქო სასამართლოს, რომელიც წლის ბოლოს ჯერ კიდევ განხილვის პორცესში იყო. 
7 აპრილს, ახალქალაქის საოლქო სასამართლომ ვაჰან ჩახალიანი დამნაშავედ სცნო.   სახელმწიფო  პროკურატურამ მას 12 ბრალდებიდან ექვსზე ბრალი წაუყენა. იგი გასამართლდა შემდეგი  დანაშაულებრივი ქმედებებისთვის: საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის, ხულიგნობისთვის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენისა და შენახვისთვის. მას მიუსაჯეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. რუბენ ჩახალიანს ბრალი წაუყენეს ოთხიდან ორ ბრალდებაზე, კერძოდ, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაზე და  ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენასა და შენახვაზე. იგი დაჯარიმდა 5,000 ლარით (2, 960 აშშ დოლარი). არმენ ჩახალიანი დამნაშავედ სცნეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენასა და შენახვაზე და დაჯარიმდა 2, 000 ლარით(1, 180 აშშ დოლარი).
ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში ეთნიკური სომხები, აზერბაიჯანელები, ბერძნები, აფხაზები, ოსები და რუსები საუბრობენ ან თავიანთ მშობლიურ ენაზე ან რუსულად. კანონი ავალდებულებს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მოსწავლეებს ქართულის, როგორც მეორე ენის, სწავლას, ხოლო მთავრობამ დააფინანსა 200-ზე მეტი დაწყებითი და საშუალო რუსული, აზერბაიჯანული და სომხურენოვანი სკოლა, რათა იქ ესწავლათ ისეთ ადამიანებს, ვისი მშობლიური ენაც არ არის ქართული. ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო მართვის სკოლა ქუთაისში უმცირესობების წარმომადგენლებს სპეციალიზირებულ კურსს სთავაზობს. სკოლა ასევე ხელს უწყობს ეროვნული უმცირესობებით დასახლებული ტერიტორიებიდან მომავალი საჯარო მოხელეების ინტეგრაციას ზოგადად ქართულ საზოგადოებაში. თბილისში, ეთნიკური უმცირესობების უმეტესობა ყოველდღიურ ურთიერთობებში ქართულ ენას იყენებს. 
მთავრობამ, ეთნიკური უიმცირესობების ინტეგრაციის მიზნით გარკვეული ზომები მიიღო, მაგ. ქართული ენის სწავლება, განათლება, პოლიტიკური დიალოგის გამართვა, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. 2008 წელს ზოგადი უნარების გამოცდები პირველად ბარდებოდა ეროვნული უმცირესობების ენებზეც. მთავრობამ მეტი ყურადღება დაუთმო შეიარაღებულ ძალებში და პოლიციაში მომსახურე პირებისათვის ქართული ენის სწავლებას. 
2007 წლის ივლისში პარლამენტმა დაამტკიცა კანონი მუსულმანი მესხების - 1944 წელს სტალინის მიერ გადასახლებული ეროვნული უმცირესობის ჯგუფის, რეპატრიაციის შესახებ. კანონი მიღებული იქნა 1999 წელს ევროსაბჭოს მიმართ ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, როდესაც საქართველომ ვალდებულება აიღო 2011 წლისათვის დაესრულებინა მესხების გადმოსახლების პროცესი. ამ კანონის საფუძველზე მთავრობამ 2008 წლის იანვარში დაიწყო რეპატრიაციის შესახებ განცხადებების მიღება იმ მესხებისაგან, ვისაც გადასახლების დამადასტურებელი საბუთები ჰქონდა. აღნიშნული კანონის მიღება გახდა პარლამენტის ოპოზიციური წევრებისა და მედიის კრიტიკის საგანი, რადგან ისინი თვლიდნენ, რომ მესხებით დასასახლებელ ტერიტორიებზე ეთნიკური და დემოგრაფიული ბალანსი ძალზე სათუთი იყო და ამ ტერიტორიაზე ეთნიკურად საგრძნობლად დიდი სომხური თემი იყო დასახლებული. წლის ბოლოსათვის რეპატრიაციის შესახებ განცხადება შემოტანილი ჰქონდა 1,700-ზე მეტ მესხს. არაოფიციალური მონაცემების თანახმად, ახალციხესა და აბასთუმანში დაბრუნდა და დასახლდა 150 მეტი მესხი. 2008 წლის დეკემბერში პარლამენტმა კენჭი უყარა განცხადებების მიღების ვადის გაგრძელებას 2009 წლის 1 ივლისამდე. 
საზოგადოებრივი ძალადობა, დისკრიმინაცია და სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობაზე დაფუძნებული ძალადობრივი ქმედებები
კანონის მიხედვით, სექსუალური ორიენტაცია,  სქესობრივი კავშირის დამყარება მამაკაცებს შორის ან ქალებს შორის არ ითვლება დანაშაულად, თუმცა  ჰომოსექსუალიზმი   საზოგადოებაში არ იყო ფართოდ გავრცელებული.  
არსებობდა ლესბოსელთა, ჰომოსექსუალთა, ბისექსუალთა და ტრანსსექსუალთა რამოდენიმე ორგანიზაცია; თუმცა მათი მუშაობა უფრო იმაში მდგომარეობდა, რომ აემაღლებნათ საზოგადოების ტოლერანტობა სექსუალური უმცირესობებისადმი. ამის ერთერთი მიზეზი იყო ძლიერი სოციალური სტიგმის არსებობა ჰომოსექსუალების მიმართ, აგრეთვე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მხრიდან ამ მოვლენის გაკიცხვა. ახალმა სახალხო დამცველმა (იხ. ნაწილი 5) განაცხადა, რომ მის ერთერთ პრიორიტეტს წარმოადგენდა სექსუალური უმცირესობათა ჯგუფებისა და ცალკეული პირების დაცვა და 31 ივლისს სახალხო დამცველის პოსტზე დასახელებულ სხვა კანდიდატთან გამართულ დებატებში, მან განაცხადა, რომ სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაცია მიუღებელი იყო. 
15 დეკემბერს, პოლიციამ გაჩხრიკა არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისი, რომელიც მხარს უჭერს სექსუალური უმცირესობების თანასწორი უფლებების დაცვას. ცნობების მიხედვით, სამართალდამცავები მიმართავდნენ ანტიჰომოსექსუალისტურ ცილისმწამებლურ ბრალდებებს, მოხდა მათი გაშიშვლება სხეულის დათვალიერების მიზნით, დააზიანეს ორგანიზაციის პლაკატები, დაარბიეს ოფისი, ყოველგვარი მიზანშეწონილი მიზეზის გარეშე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო, რომ რაიმე პროცედურულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი და ამტკიცებდა, რომ ამ ორგანიზაციის პროფილი არაკანონიერი იყო. სამინისტრომ აგრეთვე განაცხადა, რომ  გენერალური  ინსპექციის სამსახურმა ერთ თანამშრომელს გამოუცხადა "სასტიკი" საყვედური პოლიციის ეთიკის კოდექსის დარღვევასთან დაკავშირებით, რადგან მისი საქციელი შეფასდა, როგორც არაეთიკური და პოლიციის ოფიცრისთვის შეუფერებელი. დანარჩენ ორ პოლიციის ოფიცერს აგრეთვე გამოუცხადეს "სასტიკი" საყვედური, რადგან მათ არ აღკვეთეს ზემოთ ხსენებული პოლიციის ოფიცრის არაეთიკური ქმედება.  
 სხვა საზოგადოებრივი ძალადობა და დისკრიმინაცია
კანონი კრძალავს დისკრიმინაციას შიდსის ნიშნით. თუმცა ამგვარი დარღვევის წინააღმდეგ სასჯელი არ არსებობს. არასამთავრობოების განცხადებით სოციალური სტიგმა მრავალ ადამიანს აიძულებს უარი თქვას ტესტირებაზე ან მკურნალობაზე დისკრიმინაციის შიშით. ზოგი სამედიცინო სამსახური, განსაკუთრებით,  კბილის ექიმები ხშირად უარს ეუბნებოდნენ შიდსის ვირუსის მქონე პაციენტებს მკურნალობაზე. ადამიანები ხშირად მალავდნენ დაავადებას სამსახურის დაკარგვის შიშით.
  
ნაწილი 7. დასაქმებულთა უფლებები 

ა. ასოციაციების შექმნის  უფლება 
კანონის თანახმად, ყველა დასაქმებულს, მათ შორის საჯარო მოხელეს,  უფლება აქვს შექმნას ან გაწევრიანდეს პროფესიულ კავშირში, ყოველგვარი წინასწარი ნებართვის და ზედმეტი მოთხოვნების გარეშე და მშრომელები სარგებლობენ ამ უფლებით. თუმცა კანონი ზღუდავს სამართალდამცავი უწყებების, ექიმების, მეხანძრეების, გენერალური პროკურატურის და გარკვეული სამინისტროების (მაგ., თავდაცვის სამინისტრო)   კავშირებში გაერთიანების და გაფიცვებში მონაწილეობის უფლებას.     პროფკავშირების წარმომადგენლების განცხადებით, შრომითი კოდექსი ზღუდავს მათი უფლებების განხორციელების მექანიზმებს. პროფესიული კავშირის შესაქმნელად სულ ცოტა 100 ადამიანია საჭირო - ასეთი მოთხოვნა მიზანშეუწონლად მიაჩნია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტთა კონვენციებისა და რეკომენდაციების განცხადებების კომიტეტს. 
საქართველოს პროფესიული კავშირების კონეფედერაცია ძირითადი პროფესიული გაერთიანებაა, რომელიც წარმოადგენს პროფკავშირებს 23 სექტორში და აერთიანებს 252.900 მუშაკს. არსეობობდა საჯარო მოხელეების, სოფლის მეურნეობის და ხელოვნების სფეროს მუშაკთა რამოდენიმე მცირე კავშირი; ისინი არ არიან კონფედერაციის წევრები. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ორგანიზაციების მუშაკთა უმეტესობა პროფკავშირის წევრი იყო, მათი ძალაუფლება მაინც არ შეესაბამებოდა მათ მრავალრიცხოვან წევრობას. წევრთა ძალზე მცირე ნაწილი აქტიურობდა და, კრიტიკოსთა აზრით, სწორედ ეს აძლევდა ხელმძღვანელობას თავისუფლად მოქმედების საშუალებას.       
კანონი უზრუნველყოფს პროფესიული კავშირების საქმიანობაში ჩაურევლობას.  კანონის თანახმად კავშირის წევრებს აქვთ გაფიცვის უფლება; თუმცა, გაფიცვის მაქსიმალური პერიოდი კანონით 90 დღეა. არსებული ინფორმაციის მიხედვით გაფიცვები ეწყობოდა უფლებების კონფლიქტთან და არა ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით. მშრომელები ზოგადად   სარგებლობდნენ შრომის კოდექსით მინიჭებული გაფიცვის უფლებით, თუმცა გაფიცვებს იშვიათად ჰქონდა ადგილი. საქართველოს პროფესიული კავშირების კონეფედერაცია ამტკიცებდა, რომ გაფიცვების იშვიათობა შეზღუდვებითა და სამსახურის დაკარგვის შიშითაა განპირობებული. 

ბ. კოლექტიური ორგანიზების და გარიგების უფლება 

კანონი აღიარებს დასაქმებულთა უფლებას გააფორმონ ერთობლივი გარიგება, და   ითვალისწინებს სასჯელს მათთვის, ვინც უარს განაცხადებს მოლაპარაკებაზე. თუმცა, სახელმწიფო ხშირად არ იცავდა ამ უფლებას. სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა, რომ შრომის კოდექსის ერთ-ერთი ნაკლი იმაში მდგომარეობს, რომ დამსაქმებლებს არ მოეთხოვებათ ხელქვეითებისთვის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ წინასწარი შეტყობინების გადაცემა. შრომის კოდექსი აგრეთვე საშუალებას აძლევს დამსაქმებელს შეწყვიტოს შრომითი კონტრაქტი თავისი სურვილისამებრ, ყოველგვარი მიზეზის ახსნის გარეშე. ეს საშუალებას აძლევს დამსაქმებელს დაითხოვოს მუშაკი სამსახურიდან დისკრიმინაციის საფუძველზე (მაგ., სქესი, პოლიტიკური კუთვნილება, და ა.შ.) ან კავშირში აქტიური საქმიანობის გამო. 
კოლექტიური გარიგებების პრაქტიკა არ იყო ფართოდ გავრცელებული. დამსაქმებლები არ არიან ვალდებულნი კოლექტიურ გარიგებებში მიიღონ მონაწილეობა, მაშინაც კი როდესაც პროფკავშირები ან მოსამსახურეების ჯგუფი გამოხატავს ასეთ სურვილს. წლის განმავლობაში სპკკ-მ დადო დაახლოებით 80 კოლექტიური გარიგება და სამი შეთანხმება სექტორის დონეზე. ცუდი მენეჯმენტი და ხელმძღვანელობა, ისევე როგორც კოლექტიური შეთანხმების პროცედურების შესახებ ცოდნის ნაკლებობა ზღუდავდა ამ გარიგებების ეფექტურ განხორციელებას. 
კანონი კრძალავს დამსაქმებლების მხრიდან კავშირის ან მისი წევრების მიერ ორგანიზებული საქმიანობის დისკრიმინაციას და დამსაქმებლები შეიძლება დაისაჯონ ამგვარი დარღვევებისთვის და დაევალოთ სამსახურში თანამშრომლების დაბრუნება და მათთვის ხელფასების გადახდა. თუმცა შრომის კოდექსი აძლევს დამსაქმებლებს შრომითი ხელშეკრულების თავიანთი სურვილით შეწყვეტის საშუალებას, რაც ამ კანონის ხარვეზს წარმოადგენს. მიუხედავად ამ კანონისა, სპკკ და მისი ეროვნული კავშირები კვლავ იუწყებოდნენ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მენეჯმენტი აფრთხილებდა თანამშრომლებს და უკრძალავდა მათ პროფესიული კავშირების შექმნას და სპკკ-მ აღნიშნა რამოდენიმე შემთხვევა წლის განმავლობაში, როდესაც დამსაქმებლები კავშირის წევრებს ემუქრებოდნენ სამსახურიდან დათხოვნით კავშირში მონაწილეობისთვის. სპკკ-ს გამოთვლით, მათ დაკარგეს დაახლოებით 20, 000 წევრი, იმის გამო, რომ მათ ავიწროებდნენ ან სამსახურიდან ითხოვდნენ. იყო უწყვეტი ცნობები იმის შესახებ, რომ ზოგიერთი მოსამსახურე, მათ შორის საჯარო მოსამსახურეებიც, ჩიოდნენ დამსაქმებლის მიერ მათ მიმართ დაშინების და მუქარის გამოყენების გამო, რადგან ისინი კავშირის საქმიანობის ორგანიზაციაში იღებდნენ მონაწილეობას. ეს აგრეთვე შეეხო მასწავლებლებს, სამთო სექტორში, ნავთობსადენსა თუ პორტში მომუშავე ადამიანებს; აგრეთვე თბილისის მუნიციპალურ მთავრობას. სპკკ-ს მიხედვით, წლის განმავლობაში 51-მა ადამიანმა სამსახური სავარაუდოდ დაკარგა იმის გამო, რომ პროფესიული კავშირის წევრი იყო. სხვა შემთხვევებში შეუძლებელი იყო იმის დასაბუთება, რომ გათავისუფლება კავშირში წევრობის გამო მოხდა, რადგან კონტრაქტი უმეტეს წილად მოკლევადიანი იყო (ერთ თვიანი) და კონტრაქტის ვადის ამოწურვა სახელდებოდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად.  
2007 წელს, ფოთში, კავშირის წევრები სამსახურიდან გაათავისუფლეს პროფკავშირული საქმიანობისათვის, ხოლო მათი ოფისი დაილუქა.  პორტის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების შემდეგ მუშაკთა უმრავლესობა სამსახურში აღადგინეს და ოფისი გაიხსნა. სასამართლომ, სადაც პროფკავშირებმა შეიტანა სარჩელი 11 თანამშრომლის სამსახურში არ აღდგენასთან დაკავშირებით, გამოიტანა გადაწყვეტილება კავშირის წინააღმდეგ და 4 მაისს, სპკკ-მ საქმე აპელაციაზე შეიტანა ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოში, რომელმაც მიიღო სპკკ-ს საჩივრის განცხადება და საქმის განხილვა უნდა დაწყებულიყო 2010 წლის დასაწყისში. 
სპკკ-ს მიხედვით, 2008 წლის მარტში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში BთM ტექსტილის თანამშრომლებმა ჩამოაყალიბეს პროფკავშირი, რომელიც აჭარის სპპკ-ს განყოფილების ფილიალს წარმოადგენდა. იმავე დღეს, ცხრა მოსამსახურე, რომლებიც ამ კომპანიაში 2007 წლიდან მუშაობდნენ აირჩიეს პროფკავშირის კომიტეტის წევრებად. კომპანიის გენერალურ დირექტორს გაეგზავნა ოფიციალური შეტყობინება კავშირის ჩამოყალიბების შესახებ ელექტრონული ფოსტით.  მეორე დღეს, დამსაქმებელმა დაითხოვა ცხრავე მოსამსახურე შრომის კოდექსის 37 (დ) და 38 (გ) მუხლების საფუძველზე, რომელთა მიხედვით, დამსაქმებელს შეუძლია თავისი სურვილის მიხედვით შეწყვიტოს მოსამსახურესთან დადებული შრომითი ხელშეკრულება. სპკკ-ს  მიერ ამ ფაქტის გასაჩივრება ბათუმის სასამართლოში წარუმატებლად დამთავრდა. წლის ბოლოს საქართველოს უზებნაესმა სასამართლო იხილავდა ზემოთაღნიშნულ საქმეებს. სპკკ-მ განაცხადა, რომ ასეთი შემთხვევების გამო მოსამსახურეებს აღარ ჰქონდათ კავშირში შესვლის და აქტიური მონაწილეობის მიღების სურვილი. 
სპკკ-მ აღნიშნა შემთხვევები, როდესაც მოსამსახურეები ვერ იხდიდნენ სავალდებულო სწევროებს კავშირის საბანკო ანგარიშზე, რომელიც ხელფასიდან უნდა გადარიცხულიყო. იყო ერთი შემთხვევა, როდესაც კომპანია საქართველოს ფოსტამ დაბლოკა 38,000 ლარის (22,485 აშშ დოლარი) საწევროების გადარიცხვა მოსამსახურეთა ხელფასებიდან პროფკავშირის საბანკო ანგარიშზე. სპკკ-ს მიხედვით, წლის ბოლოს საწევროების გადარიცხვის მსგავსი პროცესი კვლავ გრძელდებოდა.

საექსპორტო ზონები არ არსებობს.

გ.     იძულებითი ან სავალდებულო შრომის აკრძალვა    
კანონი კრძალავს იძულებით ან სავალდებულო შრომას, და ასეთი შემთხვევები არ დაფიქსირებულა; თუმცა იყო ქალების და ბავშვების ტრეფიკინგის შემთხვევები ქვეყნიდან ან ქვეყნის გავლით - სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით, ხოლო მამაკაცების შემთხვევაში - იძულებითი შრომის მიზნით (იხ. ნაწილი 5). 
არასამთავრობო ორგანიზაციები და პროფკავშირები აპროტესტებდნენ შრომის კოდექსის დებულებას, რომლის მიხედვით სავალდებულო შრომა ნებადართულია საგანგებო ვითარების ან ბუნებრივი კატაკლიზმების დროს და რომელიც არ ითვალისწინებს ასეთი შრომის ანაზღაურებას. შრომის კოდექსის თანახმად, დამსაქმებელს უფლება აქვს 90 წუთით გაზარდოს ან შეამციროს სამუშაო დღე, შრომითი ხელშეკრულების პირობების შეუცვლელად. არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, ეს პირობა ხელქვეითებს აიძულებს იმუშაოს დამატებითი საათები ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე, რაც არღვევს  კონსტიტუციით გათვალისწინებულ იძულებითი შრომის აკრძალვას.
წლის განმავლობაში, აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონში, სადაც საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება, დაფიქსირდა ბიჭების იძულებითი შრომის გამოყენების შემთხვევები. იმის დადგენა, იყვნენ თუ არა ეს ბიჭები 18 წელს ქვემოთ, ვერ მოხერხდა.  
   
დ.    არასრულწლოვანთა შრომის აკრძალვა და დასაქმების მინიმალური ასაკი 
არსებობს კანონები და ნორმები, რომლებიც არასრულწლოვნებს იცავენ სამუშაო ადგილზე ექსპლუატაციისაგან, თუმცა დაფიქსირებულია არასრულწლოვნების ექსპლუატაციის ფაქტებიც. 
სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა, რომ მოზარდთა უფლებებს არ ეთმობა სათანადო ყურადღება და ეს არის შრომის კოდექსის ერთერთი უმთავრესი ნაკლოვანება. თუმცა უმუშევრობის მაღალი დონე განაპირობებს, რომ უამრავი ზრდასრული მუშა-მოსამსახურე თანახმაა იმუშაოს დაბალ ხელფასზე და ამიტომაც არასრულწლოვანთა შრომა იშვიათობას წარმოადგენდა ქვეყანაში. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებულია იზრუნოს არასრულწლოვანთა შრომის მარეგულირებელი კანონების აღსრულებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური მონაცემები არ იყო ხელმისაწვდომი,  2007 წლეს ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით დასაქმებულ არასრულწლოვანთა დაახლოებით 77.4 პროცენტი პერიოდულად მუშაობდა საოჯახო ფერმებში, ხოლო 18.4 პროცენტი საოჯახო საწარმოებში. საერთაშორისო პროფკავშირების კონფედერაციის ცნობით, სოფლად მცხოვრები ბავშვები ოდნავ უფრო მეტად იყვნენ დასაქმებულნი. ქალაქში მცხოვრები ბავშვებს კი იყენებდნენ ტრეფიკინგში, ისინი მუშაობდნენ ქუჩაში, მათხოვრებდნენ ან წვრილმანებით ვაჭრობდნენ.  
დასაქმების მინიმალური ასაკი კანონით არის 16 წელი; თუმცა გამონაკლის შემთხვევებში 14-15 წლის ბავშვებს უფლება აქვთ იმუშაონ მშობლების თანხმობით. 18 წლამდე მოზარდებს ეკრძალებათ არაჯანსაღი ან მისწისქვეშა სამუშაოების შესრულება, ხოლო 16-დან 18 წლამდე მოზარდებმა უნდა იმუშაონ შემცირებული სამუშაო საათები და აკრძალული აქვთ ღამე მუშაობა. შრომის კოდექსით ნებადართულია 14 წლამდე ასაკის ბავშვებთან შრომითი ხელშეკრულების დადება სპორტის, ხელოვნების, კულტურისა და სარეკლამო სფეროებში.  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტემენტს ევალება შრომითი დარღვევების აღმოჩენა, პრეტენზიების განხილვა და შრომით კანონმდებლობასთან და რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.  სოციალური დაცვის დეპარტამენტს აქვს ბავშვთა დაცვისა და სოციალური პროგრამების ქვეგანყოფილება, რომელშიც მუშაობს 12 სპეციალისტი, რომლებიც ძირითადად დაკავებულნი არიან ისეთი საკითხებით, როგორიცაა ბავშვის შვილად აყვანა, უპატრონო ბავშვების მოვლა-პატრონობა, ბავშვთა უფლებები, მათ შორის ბავშვთა შრომა. ქვეგანყოფილების ინფორმაციით, წლის განმავლობაში მათთან არ შემოსულა  საჩივარი ბავშვთა შრომასთან დაკავშირებით. ქვეგანყოფილების მიერ შემუშავებული პოლიტიკა ხორციელდება იმავე სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკების მიერ. იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება ბავშვთა შრომის კანონის დარღვევას, კანონი ითვალისწინებს დამსაქმებელზე სანქციის დაწესებას სასამართლოში გადაცემით. სოციალური დაცვის დეპარტმენტს ზოგადად არ მიუღია ასეთი ზომები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დარღვევა ეხებოდა სამუშაოსთან დაკავშირებულ უბედურ შემთხვევებს.

ე.  მისაღები სამუშაო პირობები
არც სახელმწიფო მოხელის მინიმალური ხელფასი, დაახლოებით  115 ლარი (70 აშშ დოლარი) თვეში, და არც კერძო სექტორის მუშაკის მინიმალური ხელფასი, დაახლოებით  20 ლარი (12 აშშ დოლარი) თვეში, არ შეესაბამებოდა ცხოვრების მისაღებ სტანდარტს. მინიმალური ხელფასი დაბალი იყო თვიურ საშუალო ხელფასზე, როგორც კერძო ასევე სახელმწიფო სექტორში. ოფიციალური საარსებო მინიმუმი იყო დაახლოებით 124 ლარი (74 აშშ დოლარი) ერთ სულზე, და 209 ლარი (124 აშშ დოლარი) ოთხსულიან ოჯახზე. არადეკლარირებული სავაჭრო საქმიანობა, ოჯახის წევრების და მეგობრების დახმარება, სასოფლო-სამურნეო პროდუქციის გაყიდვა ხშირად წარმოადგენდა ხელფასის დანამატს. შრომის, ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო ვალდებულია უზრუნველყოს მინიმალური ხელფასი. ხელფასის მინიმალური დონე არ შეცვლილა 2005 წლიდან საჯარო სექტორში და 1990 წლიდან კერძო სექტორში და საზოგადოებამ ნაკლებად იცოდა   მინიმალური ხელფასის მოთხოვნების არსებობის შესახებ.  
შრომის კანონთა კოდექსი ითვალისწინებს 41-საათიან სამუშაო კვირას და კვირაში 24 საათიან დასვენების პერიოდს, თუ შრომით ხელშეკრულებაში არ არის მითითებული სხვა პირობები.  სახალხო დამცველის სამსახურმა აღნიშნა   ორსული ქალების უფლებების უგულებელყოფა, რაც  შრომის კოდექსის   მნიშვნელოვანი ნაკლია. კოდექსი არ იცავს ორსულ ქალებს სამსახურიდან დათხოვნისაგან დეკრეტული შვებულების დროს. კოდექსის თანახმად, სამუშაო დღის ხანგრძლივობა განისაზღვრება 41 საათით სამუშაო კვირაში, შესვენებებისა და გამოსასვლელი დღეების გარეშე,  თუ საწინააღმდეგო არ არის დადგენილი შრომითი ხელშეკრულებით. სამუშაო დღეებს (ცვლებს) შორის შესვენება არ უნდა იყოს 12 საათზე ნაკლები.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ შრომის კოდექსის დებულების მიხედვით დამსაქმებლებს  ნება ეძლევათ ცალმხრივად შეცვალონ სამუშაო საათების რაოდენობა 90 საათით, რის შედეგადაც მოსამსახურეებისგან შეუძლიათ მოითხოვონ დამატებითი საათების მუშაობა კომპენსაციის გარეშე. (იხ. ნაწილი 7. გ.). ფეხმძიმე ან ახლად ნამშობიარები ქალებისთვის აკრძალულია იმუშაონ დამატებითი საათები მათი თანხმობის გარეშე. დამატებითი სამუშაო საათები გულისხმობს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო საათების მიღმა ნამუშევარ დროს.  თუ შრომითი ხელშეკრულება არ განსაზღვრავს კონკრეტულად სამუშაო საათების რაოდენობას, მაშინ დამატებით სამუშაო დროდ ითვლება საათების ის რაოდენობა, რომელიც აჭარბებს 41 სამუშაო საათს კვირაში. დამატებითი საათების მუშაობის პირობები განისაზღვრება მხარეების მიერ დადებულ  ხელშეკრულებაში. დამსაქმებელი, როგორც წესი, არ არის ვალდებული აანაზღაუროს დამატებითი საათების რაოდენობა ან გასცეს მომატებული ანაზღაურება. 
მთავრობამ დააწესა შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტები. თუმცა, სახალხო დამცველის აპარატი უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნასთან დაკავშირებულ წარუმატებლობებს ასახელებს შრომის კოდექსის განხორციელების ყველაზე მნიშვნელოვან ნაკლოვანებად. ამასთანავე, მინისტრის მოადგილემ და მინისტრის მრჩეველმა გაამახვილეს ყურადღება შრომის პრობლემებზე. სამინისტრო მონიტორინგს უწევს მიღებული შრომითი სტანდარტების დაცვას და  იმუშავებს წინადადებებს საჭიროებისამებრ. ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საპარლამენტო კომიტეტი ზედამხედველობას უწევს შრომითი პოლიტიკის განხორციელებას და განიხილავს სამინისტროდან მიღებულ შრომასთან დაკავშირებულ წინადადებებს.   
სპკკ-ს მიხედვით, წლის განმავლობაში მთავრობას არ ჩაუტარებია სამუშაო ადგილის ჯანდაცვისა და უსაფრთხოების ინსპექტირება. უფრო მეტიც, წლის განმავლობაში პრემიერ მინისტრმა გააუქმა ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო დეპარტამენტი,  სამთავრობო უწყება, რომელიც ადრე პასუხისმგებელი იყო სამუშაო ადგილის მონიტორინგზე, როგორც იუწყებიან, არსებული კორუფციის გამო და ამდენად აღარ არსებობს სამთავრობო უწყება, რომელიც ამ ფუნქციას შეასრულებს. კანონი ითვალისწინებს მაღალ ანაზღაურებას საშიში სამუშაოებისათვის და უფლებას აძლევს მუშაკს უარი თქვას სიცოცხლისათვის სახიფათო ვალდებულების შესრულებაზე, სამსახურის დაკარგვის საფრთხის გარეშე; თუმცა პრაქტიკაში მოსამსახურეებს არასდროს უსარგებლიათ ამგვარი უპირატესობით მათი უსაფრთხოების დასაცავად, რაც განპირობებული იყო სამუშაოს დაკარგვის შიშით.

 

Политика

ახალგაზრდა "თავისუფალი დემოკრატები" კალმახელიძის უწყებას პატიმრების გაუსაძლის პირობებში ყოფნაში ადანაშაულებსПодробнее...
aqcia.jpgხვალ, 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში, 14:00 საათზე პოლიტპატიმართა ოჯახის წევრები პრესკონფერენციას გამართავენ Подробнее...
ირმა ინაშვილი ევროპარლამენტში მოხსენების გასაკეთებლად ემზადება

Подробнее...
სასიკვდილოდ ნაცემი ვახტანგ მაისაია. რას იტყვის ამაზე ქალბატონი ხათუნა კალმახელიძე?
Подробнее...
ეკა ბესელიასთვის შვილისა და ძმის შეწყალება მოულოდნელი აღმოჩნდაПодробнее...
კონსერვატიული პარტია და ადვოკატი ნათია კორკოტაძე ვახტანგ მაისაიას ცემის ფაქტს აპროტესტებენ Подробнее...
ტელეკომპანია "კავკასიაში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ რვავე პირს სასამართლომ ოთხი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა Подробнее...
შიმშილობის მერვე დღე Подробнее...

“მოძრაობა 7 ნოემბრის” წევრმა შიმშილობა დაიწყო

Подробнее...
სასამართლოს შენობასთან საპროტესტო აქცია იგეგმება Подробнее...
უფლებადამცველთა ღია წერილი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონს Подробнее...
ევროსაბჭო საქართველოში პოლიტპატიმრების საკითხით ინტერესდება Подробнее...
აშშ-ის მოხსენება საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2009 Подробнее...
პოლიტპატიმრების და უკანონო პატიმრების მხარდამჭერი აქცია Подробнее...
ოპოზიციის ნაწილი 21 მაისის ე.წ. პოლიტპატიმართა დღედ გამოცხადებას გეგმავს Подробнее...
aqcia.jpgპოლიტპატიმრების მხარდამჭერი აქცია Подробнее...
ღამის ბურუსის პატიმრები Подробнее...
ბელგიის ქართველთა კავშირის მიმართვა სრულიად საქართველოს! Подробнее...
ეკა ბესელიას მოძრაობა "საქმის ყველაზე კარგად შემსრულებელი"მოსამართლეების დასახელებას იწყებს Подробнее...
beselia.jpgეკა ბესელიას მოძრაობა მომავალი კვირიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მონიტორინგის ჩატარებას იწყებს  Подробнее...

Общество

ხელოვანთა ჯგუფის განცხადება Подробнее...
პრეზიდენტი სწრაფად და უხარისხოდ აშენებული ციხეებით ტრაბახობს Подробнее...
1732.jpgე.წ. უდოს კომისია ხვალ 150-მდე პატიმრის საქმეზე იმსჯელებს Подробнее...
მელორ ვაჩნაძე შიმშილობის შეწყვეტაზე უარს აცხადებს Подробнее...
untitled-2_copy.jpgმოძრაობა “7 ნოემბერი” ხვალ ლევან გოგიჩაიშვილის მხარდამჭერ აქციას გამართავს Подробнее...
„სახელმწიფოს დანაშაული აფინანსებს“ - გავლენიანმა ორგანიზაციამ ქართული მანკიერი პრაქტიკა ამხილა Подробнее...
პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების სახელმწიფო კომისია 350 მსჯავრდებულის საქმეს განიხილავს Подробнее...
მინისტრი ან ბოდიშს მოიხდის, ან პატიმრებს გაათავისუფლებს   Подробнее...
სასჯელაღსრულების დეპარტამენტი – ეს წამების დეპარტამენტია Подробнее...
tavisufleba.jpg“მოდულის” შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
Подробнее...
პოლიტპატიმრების გათავისუფლება ზუგდიდშიც მოითხოვეს Подробнее...
24329_1342893407365_1082125015_1022747_3406309_n.jpgქართული დიასპორის წარმომადგენლებმა ბრიუსელში პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გამართეს Подробнее...
პოლიტპატმირების გათავისუფლების მოთხოვნით ოპოზიციის ერთმა ნაწილმა აქცია გამართაПодробнее...
პოლიტიკური პატიმრების კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა Подробнее...
შალვა გოგინაშვილს 15 წლით პატიმრობა მიესაჯა Подробнее...
მუხროვანის პროცესზე გამოტანილი განაჩენი ადვოკატებს დღემდე არ მიუღიათ    მთავარი   
Подробнее...
aqcia.jpgპოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა Подробнее...
პოლიტპატიმარ მერაბ რატიშვილის საქმესთან დაკავშირებით ევროსასამართლოში დამატებითი ინფორმაცია  გაიგზავნა Подробнее...
ლევან ლოლიაშვილისა და შალვა გოგინაშვილის ადვოკატები საქმის მწარმოებელი მოსამართლის ზვიად ესებუას აცილებას მოითხოვენ Подробнее...
ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი საქართველოშია  Подробнее...

Письмо из тюрьмы

რუსთავის #6 საპყრობილიდან  დაგვიკავშირდა ბიზნესმენი, საქართველოს გოლფის ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი მერაბ რატიშვილი, რომელიც თავის დროზე დსთ-ის აღმასრულებელი მდივნის, ბორის ბერეზოვსკის მოადგილე, შემდეგ კი დსთ-ის ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტი იყო და კარგად იცნობდა რუსული ბიზნესის მსხვილ მოთამაშეებს. მათ შორის მიხეილ ხოდორკოვსკის, მალკინს... და ბიძინა ივანიშვილს.

Подробнее...

Узник «революции роз»

35.jpgТри года назад, 26 октября 2007 года, в Тбилиси был арестован бизнесмен, президента ассоциации гольфа Грузии, гражданин Грузии и России Мераб Ратишвили. Его имя включено в списки политзаключенных, сидящих за решеткой в Грузии. «МК» удалось связаться с находящимся в заключении Мерабом Ратишвили.

Подробнее...
tavisufleba.jpgПетиция  Подробнее...
Открытое письмо грузинской общественности Подробнее...
მერაბ რატიშვილი: „ციხის ეკონომიკა“ იქცა სარიოზული შემოსავლების წყაროდ და არის იმ რეპრესიური პოლიტიკის ნაწილი Подробнее...
50169542.jpgმინდა ვკითხო პატივცემულ ოპოზიციას: თავს ხომ არ იტყუებთ, ბატონებო? Подробнее...
Да, Како Асатиани и компания сознательно сорвали  идею созыва Национального собрания, а сейчас, на заседании Совета безобасности «легли» под Саакашвили! Подробнее...
«Страна беременная революцией» Подробнее...
სრული ვერსია სტატიისა, რომელიც კვირის პალიტრაში არ დაიბეჭდა Подробнее...
Сурогат демократии Подробнее...
ეროვნული აზროვნების ვექტორი Подробнее...
merabis_surati.jpgპოლიტპატიმრის რვა რჩევა ოპოზიციას Подробнее...
დაჩი ცაგურიას წერილი იზოლატორიდან Подробнее...
ევოლუცია თუ რევოლუცია? Подробнее...
ramazashvili_luka.gif«ლუკა მეუბნებოდა, ტელევიზიის გამო ბევრ პრობლემას შემიქმნიანო» Подробнее...
როგორ ჩანს საპატიმროდან გარეთ, თბილისში მიმდინარე მოვლენები? Подробнее...
«ამაზე მეტი ყაჩაღობა და უსამართლობა რაღა გინდათ?» Подробнее...
ca2hnpos.jpgციხეთა ბიზნესი  (სად მიდის 40-45 მილიონი ლარი) Подробнее...
შაშკინს ციხეებში არაფერი შეუცვლია, აცხადებს პატიმარი პოლიტოლოგი ”ისევ ფულის მახეებს იგონებენ” Подробнее...
«ევაკუაციის დროს მეწველ ძროხებს ხოცავენ» Подробнее...

სოლიდარობა უკანონო პატიმრებს

პოლიტპატიმართა მხარდამჭერი აქცია ბრიუსელში

« June 2011»
MoTuWeThFrSaSu
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930